imedi /  20 იანვარი 2022, 11:17 / სანდო წყარო

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით 2 სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით კონკურსი კიდევ 2 თეატრში ცხადდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაცით, ამჯერად, სამინისტრომ კონკურსი სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის და სსიპ თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად გამოაცხადა.

კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.

კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც მან, სხვებს შორის, უნდა ახსნას, თუ როგორ ხედავს ის თეატრის განვითარებას; თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის; თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას; ასევე, თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვ.

თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს 4-წლიან სამოქმედო გეგმას და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც ის ვალდებულებას იღებს სახელმწიფოს წინაშე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიმდინარე წლის 6 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს ახალი დებულება, რომლის თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში კონკურსს აცხადებს კულტურის სამინისტრო, ხოლო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

დებულების თანახმად, სამინისტრო წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის წინაშე წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.

სამინისტრო უფლებამოსილია, მის მიერ საბჭოსათვის კანდიდატთა სიის წარდგენამდე, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არც ერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად.

სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, მისთვის კანდიდატურის წარდგენიდან 1 თვის ვადაში მინისტრს წარუდგინოს შერჩეული კანდიდატი.

საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში, სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge, ელექტრონული ფორმით.

ინფორმაცია კონკურსის ვადებსა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ გვერდზე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს. მათგან, 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა 2022 წლის 1 იანვარს გაუვიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 8, 22 და 30 დეკემბერს კულტურის სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა 13 თეატრში.

ამასთან, 12 იანვარს კონკურსის შედეგად ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ვასილ ჩიგოგიძე, ხოლო გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელად ნიკოლოზ საბაშვილი დაინიშნენ. აღნიშნული პირები თეატრის ხელმძღვანელის პოზიციას „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოთხი წლის ვადით დაიკავებენ.

კულტურის მინისტრმა პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონკურსოდ, დაენიშნა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ოთხი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები. მინისტრის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა, ხოლო გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ავთანდილ ვარსიმაშვილი დაინიშნენ.

ყველა სიახლე

20 მაისი 2026, 22:01

სამართალი

გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

20 მაისი 2026, 21:45

კულტურა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამართულ საღამოზე, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც კულტურათა თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის მაგალითი.

დონალდ ტრამპი

20 მაისი 2026, 21:21

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ არ მივცემთ ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას - ეს არის და ეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, თეირანის ბირთვულ პროგრამას შეეხო.

თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპი

20 მაისი 2026, 21:20

პოლიტიკა

მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს მადლობის წერილი გამოუგზავნა გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეობისთვის.

გურამ მაჭარაშვილი

20 მაისი 2026, 20:59

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია

ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დონალდ ტრამპი

20 მაისი 2026, 20:57

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა - შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში ის თავდასხმებით იმუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, თუმცა ქვეყანა შემდგომი თავდასხმების შესახებ გააფრთხილა, თუკი თეირანი შეთანხმებას არ დათანხმდება.

20 მაისი 2026, 20:47

პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური ალიანსის მიერ საპროტესტო აქციის დაგეგმვას „ნაციონალური მოძრაობა“ არ დასწრებია - ოპოზიციაში შეუთანხმებლობას უარყოფენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და მათი ერთადერთი მიზანი, გარე ძალების მიერ მათთვის მიცემული დავალებების შესრულებაა.

რატი იონათამიშვილი

20 მაისი 2026, 20:45

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, რადიკალურ ოპოზიციას სიძულვილის გარეშე არსებობა არ შეუძლია

სასამართლომ მკაფიოდ გაავლო ხაზი რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა არის შეურაცხყოფა, პიროვნულ ღირსებაზე შეტევა. ამ ორ სეგმენტში სად ჯდება რადიკალური ოპოზიცია, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

რაულ კასტრო

20 მაისი 2026, 20:45

მსოფლიო

Reuters: კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს

კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს, - განუცხადა ოთხშაბათს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

20 მაისი 2026, 20:35

პოლიტიკა

სტატისტიკა მანიპულაციის წინააღმდეგ - როგორ ითვლის ოპოზიცია პატიმართა რაოდენობას და რა თქვა პენიტენციურმა სამსახურმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოში 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალური მონაცემები აბათილებს. უწყების ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს 8 702 მსჯავრდებული იხდიდა.

20 მაისი 2026, 20:35

პოლიტიკა

სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - რას ელის ხელისუფლება შსს-ს ახალი სამმართველოსგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - შსს-ს სპეციალური სამმართველო დაპირისპირების გაღვივების კამპანიების მონიტორინგსა და კანონის აღსრულებაზე იქნება ორიენტირებული.

20 მაისი 2026, 20:29

პოლიტიკა

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - სასამართლო სუსის მიერ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო მსჯელობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული საქმიანობისთვის უცხო ქვეყნიდან მითითებების მიმღები სამი ადამიანი, პანკისის ხეობაში გამოავლინა.

20 მაისი 2026, 20:29

პოლიტიკა

ბრიტანეთი რუსული ნედლი ნავთობისგან დამუშავებულ პროდუქტზე იმპორტს აღარ კრძალავს - ლონდონი თავისთვის დასაშვებს საქართველოსთვის დაუშვებლად მიიჩნევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრიტანეთი, რომელიც საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აძალებდა, რუსული ნედლი ნავთობისგან დამუშავებულ პროდუქტზე იმპორტს აღარ კრძალავს.

კაია კალასი

20 მაისი 2026, 20:26

მსოფლიო

კალასი: მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევენ, სრული აბსურდია და რუსეთმა ეს იცის

მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევენ, სრული აბსურდია და რუსეთმა ეს იცის, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.

20 მაისი 2026, 20:21

პოლიტიკა

ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. რა შეთავაზებით ბრუნდება მმართველი გუნდი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩინეთში ვიზიტი დაასრულა. პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს პეკინსა და ქალაქ სიანში უმასპინძლეს. შალვა პაპუაშვილი ჩინელ კოლეგას, ამჯერად საქართველოში ელის.

20 მაისი 2026, 20:20

პოლიტიკა

სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა, გამოხატვის თავისუფლებით არ მართლდება - სტრასბურგის სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებით არ მართლდება - სტრასბურგის სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაადასტურა.

20 მაისი 2026, 20:15

პოლიტიკა

26 მაისთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე საზეიმო ბანერები განთავსდა

ფასადზე გამოიფინა საქართველოს დროშა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბანერები.

20 მაისი 2026, 20:12

პოლიტიკა

როგორ ამართლებს კოპენჰაგენი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტებისა და ძაღლების გამოყენებას - „ქრონიკამ“ დანიიდან წერილი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ ამართლებს კოპენჰაგენი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტებისა და ძაღლების გამოყენებას? - „ქრონიკის“ კითხვას სამჯერ გადამისამართების შემდეგ, დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

20 მაისი 2026, 20:04

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინას მოუწოდებს, სამიზნეები უფრო დიდი სიზუსტით შეარჩიოს - „მიუხედავად იმისა, რომ გვესმის უკრაინის ტაქტიკური ამოცანები ამ ომში, მან ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორია უნდა დაიცვას“

ესტონეთის თავზე დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინას მოუწოდა, სამიზნეები უფრო დიდი სიზუსტით შეარჩიოს. ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები შესაძლოა რუსეთის ინტერესებში შედიოდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2026, 19:36

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს

ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.