23 იანვარი 2022, 11:39 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნინო ხუნდაძის, ამ „დიდი“, აწ უკვე ჩვენი ყოფილი „პროფესიონალი“ თანამშრომლის ფონდში დაკარგულია 21 ექსპონატი

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

საკითხზე საუბრისას წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა მუზეუმის ყოფილ თანამშრომელზე, ნინო ხუნდაძეზე, რომელიც ფერწერის ფონდს ხელმძღვანელობდა.

„ეს იმდენად დიდი „პროფესიონალია“, რომ მის ფონდში სრულყოფილი ინვენტარიზაცია არასოდეს ჩაუტარებია. მის ფონდში ეს სრულყოფილი ინვენტარიზაცია ჩემივე დავალებით, ჩემ მიერ ნდობაგამოცხადებულმა მუზეუმის ახალმა დირექტორმა, ბატონმა ნიკა ახალბედაშვილმა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნინო ხუნდაძის, ამ „დიდი“, აწ უკვე ჩვენი ყოფილი „პროფესიონალი“ თანამშრომლის ფონდში დაკარგულია 21 ექსპონატი, მათ შორის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და თოიძის ნახატები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, როდესაც ნინო ხუნდაძე ხელოვნების მუზეუმში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მივიდა, მას ინვენტარიზაცია მაინც უნდა ჩაეტარებინა. მისივე თქმით, ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომლის ფონდთან დაკავშირებით ერთი გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

„მეტიც, ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომლის ხელმძღვანელობისას ბატონი რურუას კაბინეტის მოსართავად ამ ფონდიდან გათხოვებული ჰქონდა და ფონდიდან გატანილი იყო ფერწერული ტილოები. „ქართული ოცნების“ კულტურის სხვადასხვა მინისტრის, მიშა ბატიაშვილის, თუ სხვების დროს ამ ტილოების დაბრუნება დაიწყო და ჩემ დროს დასრულდა. ასევე, ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომელსაც ევალებოდა, გამოეთხოვა თავისი ფონდიდან უვადოდ, თუ ვადიანად და ვადადარღვეულად გატანილი ექსპონატები, მაგრამ ის იჯდა და არაფერს აკეთებდა, როგორც დიდი „პროფესიონალი.

დრო არ გვაქვს, მაგრამ მუზეუმის სხვა ფონდებს რომ შევეხოთ, იქაც არის აღმოჩენილი დაკარგული ექსპონატები, მათ შორის, აღმოსავლეთის ფონდში, არქიტექტურის ქვის ფონდში და სხვაგან, მაგრამ „ნაციონალების“ დროს სწორედ ქალბატონი ნინოს ფონდიდან არის გატანილი ფერწერული ნამუშევრები ჩვენს საელჩოში ამერიკაში, სადაც ისინი დაკარგულად ითვლება და უკვე რამდენიმე წელია, სწორედ ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 12:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ სტატიაზე: მასში ბევრი უზუსტობაა და ჩანს, რომ დაუდევრად არის შედგენილი - სტატიის ავტორები ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეწინააღმდეგებიან

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ“ საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოსაზრებას გამოეხმაურა და, ჟურნალისტებთან საუბრისას, აღნიშნა, რომ ამ სტატიაში მრავალი უზუსტობაა. მისი თქმით, მასალა „დაუდევრადაა შედგენილი“.

მარკ რუტე

24 მაისი 2022, 12:02

მსოფლიო

ჰოლანდიის პრემიერი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს აზრით, შანსი იმისა, რომ უკრაინა მალე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გხდება, არც ისე დიდია. „ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას არ მოსწონს ეს იდეა. ეს ასევე უსამართლო იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც გაცილებით დიდხანს ელოდნენ კანდიდატის წევრობას“, - განაცხადა მან პარლამენტში.

24 მაისი 2022, 11:45

საზოგადოება

„განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში მიხეილ ჩხენკელი ფინელ კოლეგას შეხვდა

„მინისტრის თქმით, განათლების ფინური მოდელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მსოფლიოში და ქართულ განათლების სისტემაში მისი კომპონენტების კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თავის მხრივ, ფინეთის განათლების მინისტრმა ფინური სისტემის წარმატებაზე ისაუბრა და გამოხატა მზაობა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში მხარი დაუჭიროს საქართველოს განათლების სამინისტროს.

24 მაისი 2022, 11:44

სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჟურნალისტ მაკა რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტ მაკა რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154- ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება 2022 წლის 23 მაისს დაიწყო.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 მაისი 2022, 11:44

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ლევან იოსელიანის ინიციატივაზე: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, კარგი იქნება საერთო პოლიტიკური ნების დემონსტრირება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, საერთო პოლიტიკური ნების დემონსტრირება კარგი იქნება.

24 მაისი 2022, 11:36

საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურში აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი შედგა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სამუშაო ვიზიტით აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალურ საქმეთა გამოძიების ოფისისა და საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

პაატა მანჯგალაძე

24 მაისი 2022, 11:35

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე ლევან იოსელიანის ინიციატივაზე: ნებისმიერ ფორმატსა და გადაწყვეტილებას დავუჭერთ მხარს, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს დაეხმარება

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი პარტია აქტიურად აპირებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ლობირებას.

24 მაისი 2022, 11:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

24 მაისი 2022, 11:26

კულტურა

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი „მთვარის მოტაცება“ წარადგინა

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი „მთვარის მოტაცება“ წარმოადგინა.

ლევან იოსელიანი

24 მაისი 2022, 11:24

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი ოპოზიციას სთავაზობს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ერთობლივი წერილი გაუგზავნონ, რომლითაც დაადასტურებენ მზადყოფნას, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს გააკეთებენ

ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი, ოპოზიციას სთავაზობს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ერთობლივი წერილი გაუგზავნონ, რომლითაც დაადასტურებენ მზადყოფნას, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

24 მაისი 2022, 11:20

რეგიონი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოხალისეთა გადამზადების პრაქტიკული კურსი დაასრულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტის - „სამოქალაქო დაცვის სისტემის გაძლიერება მოხალისეთა შესაძლებლობების გაძლიერების გზით,“ დასკვნითი სიმულაციური სწავლება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სერგო ჩიხლაძე

24 მაისი 2022, 11:04

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე პარლამენტში ჩანიშნულ დებატებზე: ძირითადი საკითხები ევროკავშირთან, ნატოსთან ინტეგრაციის თემა იქნება - ძალიან ბევრი კითხვა გვექნება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, პარლამენტში დღეს ჩანიშნული დებატებზე მთავარი საკითხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება იქნება.

24 მაისი 2022, 11:01

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

ვიზიტის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ შარაძემ და ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა - გუნტის პუატსმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებში, უახლოეს მომავალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვიის რესპუბლიკისგან საჩუქრად ვერტმფრენი გადმოეცემა.

ალექსანდრე რაქვიავილი

24 მაისი 2022, 10:56

პოლიტიკა

ალესანდრე რაქვიაშვილი პარლამენტში ჩანიშნულ დებატებზე: ძალიან საინტერესო იქნება - არის საკითხები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით და კითხვებს აუცილებლად დავსვამთ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, დღეს, პარლამენტში დაგეგმილ დებატებზე არაერთი კითხვა დაისმება.

24 მაისი 2022, 10:50

COVID19

ბოლო 1 კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, 5 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 113 058 ტესტი ტესტი (103 058 ანტიგენ ტესტი, 10 568 პჯრ ტესტი. მათივე ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 0.52%-ს შეადგენს)

24 მაისი 2022, 10:46

თავდაცვა

204-ე ბატალიონების რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ,,კრწანისის" ბაზაზე საზეიმოდ დადეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას ახალი ბატალიონი შეემატა. 204-ე ბატალიონების რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ,,კრწანისის" ბაზაზე საზეიმოდ დადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

24 მაისი 2022, 10:46

რეგიონი

შს მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე.

24 მაისი 2022, 10:42

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი ჟენევაში, სომხეთისა და ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა

სომეხ კოლეგასთან, ანაჰიტ ავანესიანთან ორმხრივ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიან თანამშრომლობას.

მიხეილ სარჯველაძე

24 მაისი 2022, 10:42

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში ჩანიშნულ დებატებზე: დღეს, როდესაც მსოფლიოში ვითარება გართულებულია, ჩვენი სამომავლო, ევროპული პერსპექტივები და მის თაობაზე ინფორმაციის, მოსაზრებების გაცვლა, დებატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

„თემა, რომელსაც ეს დებატები ეძღვნება, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, ვინაიდან საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებას ეხება“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაზე დღეს, პარლამენტში დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით.

24 მაისი 2022, 10:36

რეგიონი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: წინარეხი-ქვათახევის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის.