imedi /  15 აგვისტო 2017, 11:14 / სანდო წყარო

"სამეფო კარის თამაშების" მოპარვისთვის ოთხი ინდოელი დააკავეს

ინდოეთის პოლიციამ, ინტერნეტში გაჟონილი "სამეფო კარის თამაშების" სერიისთვის მუმბაიში 4 პირი დააკავა. სამი მათგანი კომპნია Prime Focus Technology-ს თანამშრომლები არიან, ერთი კი ყოფილი. ინფორმაციას ავრცელებს BBC.

კომპანია Prime Focus-ი, რომელიც ბაზირებულია მუმბაიში, ინდური ვებგვერდდი Hotstar-ისთვის ინახავს და ამუშავებს სერიებს. HBO-ს სხვა მასალებით მითვისებაში ბრალი მათთვის ჯერჯერობით არ წაუყენებიათ. 

1 აგვისტოს HBO-ს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება, რომელშიც ჰაკერები წერდნენ, რომ, ჯამში, 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს. ყოველდღე ინტერნეტში ვრცელდებოდა, როგორც სერიალის სცენარის ნაწყვეტები, ასევე HBO-ს დირექტორის რიჩარდ პლაპერის მიმოწერის ფრაგენტები და "სამეფო კარის თამაშების" მსახიობების ტელეფონის ნომრებიც. 

კომენტარები ()