imedi /  16 აგვისტო 2017, 17:59 / სანდო წყარო

ესპანურმა არხმა სამეფო კარის თამაშების ახალი სერია ოფიციალურ პრემიერამდე გაუშვა

კადრი ფილმიდან

ტელეარხმა HBO ესპანეთში „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის ახალი სერია შეცდომით, ოფიციალურ პრემიერამდე ოთხი დღით ადრე გაუშვა. ამის შესახებ Independent იუწყება.

თითქმის ერთი საათი შეეძლო მაყურებელს ახალი სერიის ნახვა. ამ დროის განმავლობაში, არხის ხელმომწერება მისი სქრინშოტების ინტერნეტში გავრცელებაც მოასწრეს.

გუშინ კი, ინდოეთის პოლიციამ, ინტერნეტში გაჟონილი "სამეფო კარის თამაშების" სერიისთვის მუმბაიში 4 პირი დააკავა. 

1 აგვისტოს HBO-ს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება, რომელშიც ჰაკერები წერდნენ, რომ, ჯამში, 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს. ყოველდღე ინტერნეტში ვრცელდებოდა, როგორც სერიალის სცენარის ნაწყვეტები, ასევე HBO-ს დირექტორის რიჩარდ პლაპერის მიმოწერის ფრაგენტები და "სამეფო კარის თამაშების" მსახიობების ტელეფონის ნომრებიც. 

კომენტარები ()