თეა წულუკიანი: UNESCO და ICOMOS-ი ჩვენ მიერ გელათში ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს დადებითად აფასებს
ფოტო: Imedi
UNESCO და ICOMOS-ი 2021 წელს ჩვენ მიერ გელათში ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს დადებითად აფასებს, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან საერთაშორისო საბჭოს მიერ სამინისტროსთვის გამოგზავნილი ანგარიშის დეტალებზე ისაუბრა.
„UNESCO და ICOMOS-ი ჩვენ მიერ, 2021 წელს გელათში ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს დადებითად აფასებს. ამით იმედი მაქვს, წერტილი დაესმება იმ არაერთ პოლიტიკურ სპეკულაციასა და ზედაპირულ მიდგომებს ზოგიერთი ქართველი ხელოვნებათმცოდნის მხრიდან, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, რომ გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება შეგვეწყვიტა. ეს ის გადაუდებელი სამუშაოებია, რომელიც გუშინ მიღებული დასკვნის შესაბამისად დადებითადაა შეფასებული და მოგვიწოდებდნენ მეტი ფიქრისა და ანალიზისთვის, მაშინ როცა იფშვნებოდა ფრესკები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
გელათის მონასტერში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით მომუშავე საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებულ კვლევებს, მათ მიერ შერჩეულ მეთოდოლოგიასა და ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭო დადებით შეფასებას აძლევს.
ოთხმა იტალიელმა ექსპერტმა გელათის სამონასტრო კომპლექსში წარმოქმნილი პრობლემების შესწავლა, ადგილზე ვიზიტები, ნიმუშების აღება და მათი ექსპერტიზა გასულ წელს სხვადასხვა დროს განახორციელა.
კულტურის მინისტრის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში, გელათის მონასტრის კედლის მხატვრობის გადარჩენის მიზნით, UNESCO-სა და მათ მიერ რეკომენდებულ სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, მოწვეულ იქნენ კედლის მხატვრობის საერთაშორისო დონის კონსერვატორები - მარკო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი. მ. პულიერი და ვ. ჩენტანი იმ სამუშაო ჯგუფის წევრები არიან, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ, UNESCO-ს ეგიდით, 2021 წლის გაზაფხულზე შეიქმნა და მიზნად ისახავს 2008-2020 წწ. პერიოდში გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესში წარმოქმნილი სერიოზული პრობლემების აღმოფხვრას. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს მსოფლიო დონის ექსპერტი, პროფესორი, არქიტექტორი უგო ტონიეტი, ჯგუფის წევრია ასევე მსოფლიოში აღიარებული კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი.
2021 წლის 16 სექტემბერს, დადგენილი წესის თანახმად, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს კულტურის სამინისტროდან გაეგზავნა გელათის მონასტერში განხორციელებული ვიზიტებისა და ექსპერტიზის ანგარიშები, რომელიც, თავის მხრივ, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა შეფასებისათვის მის მრჩეველ ორგანოს - ICOMOS-ს წარუდგინა.
„ინფორმაციისთვის, მარიო პულიერიმ 1998 წელს აღადინა იტალიაში (უმბრიის რეგიონი) ასიზის ტაძარში ჯოტოს ფრესკები, რომლებიც 1997 წელს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. ასევე, პულიერის სახელს უკავშირდება Nymphaeum of Palazzo Sacchetti –კედლისა და კამარის ფრესკების აღდგენა რომში (XVI ს.) და იგი არის პადუას საკათედრო ტაძრის (XV ს.) ბაპტისტერიის კედლებზე ფრესკების აღდგენის პროექტის ტექნიკური დირექტორი, ოვეტარის სამლოცველოში (XV ს.), პადუაში - ანდრეა მანტენიას, ბონო და ფერარას, ანსუინო და ფორლის ფრესკების რეკონსტრუქციისა და აღდგენის ტექნიკური დირექტორი, და სხვ.
რაც შეეხება ვინჩენცო ჩენტანის, მის მიერ აღდგენილი ძეგლების ჩამონათვალშია ნიკოლინის სამლოცველოს რესტავრაცია (ვატიკანი), მე-14 საუკუნის ფრესკები სანტა ლუჩია დი მასაკვანოს ტაძარში (ნეაპოლი); კედელის მხატვრობა, რომელიც ასახავს ჯვარცმას (მე-16 საუკუნის ბოლო) ნეაპოლის რეგინა კოელის მონასტრის კიბეზე; ფრესკები (მე-19 ს.) სოსიოს ეკლესიაში, ფრატამაჯორე (ნეაპოლი); ფრესკები და მოზაიკა (იმპერიული ხანა) Via Cruciferi-ის არქეოლოგიურ ძეგლზე, კატანიაში, და სხვ.
ოთხმა იტალიელმა ექსპერტმა გელათის სამონასტრო კომპლექსში წარმოქმნილი პრობლემების შესწავლა, ადგილზე ვიზიტები, ნიმუშების აღება და მათი ექსპერტიზა 2021 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს განახორციელა. მარკო პულიერისა და ვინჩენცო ჩენტანის გელათში ვიზიტი შედგა 2021 წლის 22-29 ივნისის პერიოდში და მათ, კედლის მხატვრობის ქართველ პროფესიონალებთან ერთად (მერაბ ბუჩუკურის ჯგუფი) კედლის მხატვრობის არაერთი ფრაგმენტი საბოლოო განადგურებას გადაარჩინეს. ვიზიტის შემდეგ, დაზიანებული კედლის მხატვრობის შენარჩუნებაზე მუშაობა, მათ მიერ შერჩეული მეთოდოლოგიითა და მათი ზედამხედველობის ქვეშ, მერაბ ბუჩუკურმა და მისმა ჯგუფმა 2021 წლის დეკემბრამდე წარმატებით გააგრძელა.
9 თებერვალს, კულტურის სამინისტრომ მიიღო ICOMOS-ის შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, გელათის კედლის მხატვრობაზე ჩატარებული ზემოხსენებული გადაუდებელი სამუშაოები და სახურავის მოწყობასთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევები და სამომავლო რეკომენდაციები დადებითად შეფასდა.
სმინისტროს განმარტებით, ICOMOS-ი საქართველოსგან მოითხოვს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ შერჩეულმა, კედლის მხატვრობის იტალიელმა სპეციალისტებმა გააგრძელონ მუშაობა; აცხადებს, რომ ეთანხმება ამ ექსპერტთა რეკომენდაციებს, რომლებიც ემყარება ზიანის გამომწვევი მიზეზებისა და ლაბორატორიულ კვლევებს, მით უფრო, კედლის მხატვრობის ძალიან კრიტიკული მდგომარეობის ფონზე; მოუწოდებს მათ, განახორციელონ სხვა სატესტო ჩარევებიც, რომელთა ჩატარებაც მოცემულ ექსპერტებს თავიანთ ანგარიშში აქვთ შემოთავაზებული; რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, რომ იდენტური საექსპერტო შეფასებები ტაძრის კედლის მხატვრობის სხვა ყველა დანარჩენ ნაწილზე განახორციელოს. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დროებითი გადახურვა ამჟამად აკავებს წვიმის წყლის შემდგომ შეღწევას, დეგრადაციის მდგომარეობის სტაბილურობის გათვალისწინებით, შემოთავაზებული ზომები უნდა განიხილებოდეს, როგორც დაუყოვნებელი და გადაუდებელი საჭიროება. ამიტომაც, ICOMOS-ის რეკომენდაციაა, რომ კედლის მხატვრობის სპეციალისტებმა გააგრძელონ კოორდინაციაში მუშაობა სამუშაო ჯგუფის კონსტრუქტორ წევრებთან მოკლე- და გრძელვადიანი მომდევნო ნაბიჯების დასაგეგმად. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული რეკომენდაცია მის გაცემამდე უკვე სრულდებოდა და სრულდება კულტურის სამინისტროს მიერ. კერძოდ, 2021 წლის ივნისიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის ყველა იტალიელი ექსპერტის ინტეგრირებული მუშაობა და მათი აქტიური პროფესიული დიალოგი კულტურის სამინისტროს მთავარ არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის განმავლობაში, რამდენიმე ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ (მზია ჯანჯალია, მაკა ბულია და სხვ.) ეჭვქვეშ დააყენა კედლის მხატვრობაზე ჩატარებული სამუშაოებისას შერჩეული მეთოდი და დაჟინებით ითხოვდა სხვა საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას იმ მოტივით, რომ „ამ საქმეში მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალები არიან საჭირო“. კულტურის სამინისტრომ, რომელიც, მისი შექმნის დღიდან, ყოველთვის მაღალკვალიფიციური, მსოფლიო დონის ექსპერტების ჩართულობისაკენ ისწრაფოდა გელათის მონასტერში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, მოცემული კრიტიკული მოსაზრებების განსახილველად რამდენიმე გაფართოებული სხდომა ჩაატარა, რაც გაშუქდა კიდეც არაერთი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიის მიერ. სხდომებში მონაწილეობდნენ კრიტიკის ავტორი ხელოვნებათმცოდნეები და დარგის სხვა პროფესიონალები (როგორც თეორეტიკოსები, ისე პრაქტიკოსები). სხდომებში ასევე მონაწილეობდნენ ზემომითითებული იტალიელი ექსპერტები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. კულტურის სამინისტრომ მოცემული ხელოვნებათმცოდნეების ჯგუფს შესთავაზა, რომ უზრუნველეყოთ სხვა უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა საქართველოში, რასაც სამინისტრო დააფინანსებდა. ხელოვნებათმცოდნეებმა განაცხადეს, რომ მათ არ ჰყავდათ ასეთი ექსპერტები და რჩევისათვის მიმართეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია/კონსერვაციის მიმართულების ხელმძღვანელს ნანა კუპრაშვილს, რომელიც, მრავალი წელია, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ძეგლების კონსერვაციის/რესტავრაციის პროექტებს ახორციელებს. ქალბატონმა ნანა კუპრაშვილმა კულტურის სამინისტრო დააკავშირა ორ ბრიტანელ ექსპერტთან. კრიტიკის ავტორი ქართველი ხელოვნებათმცოდნეები აცხადებდნენ, რომ მოცემული ბრიტანელი ექსპერტებისგან შემოვიდოდა ლონდონის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის დასკვნა, რასაც კულტურის სამინისტრო დათანხმდა. კულტურის სამინისტრომ ბრიტანელ ექსპერტებს შესთავაზა გელათში ვიზიტი საქართველოს სახელმწიფოს დაფინანსებით, რაზეც მათ უარი განაცხადეს, მათ შორის, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე მიზეზით. თუმცა, მათ განიხილეს მარკო პულიერისა და ვინჩენცო ჩენტანის გელათში ვიზიტის ანგარიში და ისე, რომ, მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, არ ისურვეს ანგარიშის იტალიელ ავტორებთან და კულტურის სამინისტროს სისტემასთან პროფესიული დიალოგი, მოცემული ანგარიში „არაკომპეტენტურად“ გამოაცხადეს. ვინაიდან მოცემული „დასკვნა“, გელათის მონასტერში შექმნილი მდგომარეობის ადგილზე შესწავლისა და შესაბამისი ექსპერტიზების გარეშე, ვერ იქნებოდა სიღრმისეულ კვლევად მიჩნეული, ქართველი ხელოვნებათმცოდნეების კრიტიკულად განწყობილმა ჯგუფმა მას „რეცენზია“ შეარქვა.
მოცემული „რეცენზიის“ საფუძველზე, ისინი ითხოვდნენ კულტურის სამინისტროს მიერ კედლის მხატვრობის გადარჩენის სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერებას (რომელიც, 2022 წლის 9 თებერვლის ICOMOS-ის დასკვნით დადებითად იქნა შეფასებული) და, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მოტივით, დამატებით ანალიზსა და ფიქრს.
მოგვიანებით, კულტურის სამინისტრომ ზემოხსენებულ ბრიტანელ ექსპერტებთან მიმოწერისას შეიტყო, რომ მათი „დასკვნა“ მათი კერძო მოსაზრებები იყო და ის არ გამოხატავდა ლონდონის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის პოზიციას, სადაც ისინი რამდენიმე წლის წინ მუშაობდნენ/თანამშრომლობდნენ. თუმცა, ქართველი ხელოვნებათმცოდნეების კრიტიკულად განწყობილი ჯგუფი კვლავ ითხოვდა კულტურის სამინისტროსაგან იმავე ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობას და აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ როგორც საქართველოში, ისე ეთიოპიაში კედლის მხატვრობაზე მუშაობის ხელშესახები გამოცდილება. კულტურის სამინისტრო დათანხმდა, შეესწავლა მოცემული ექსპერტების გამოცდილება და გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია ეთიოპიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით და, ასევე, დოკუმენტაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან. გამოირკვა, რომ ბრიტანელ ექსპერტებს მართლაც ჰქონდათ ეთიოპიაში მუშაობის გამოცდილება, მხოლოდ კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით ტურისტული გიდების გადამზადების პროექტში, რაც ვერ ჩაითვლებოდა კედლის მხატვრობის კონსერვაციის დარგში პრაქტიკულ გამოცდილებად. საქართველოში კი, მათ ნამუშევარი ჰქონდათ კონსულტანტის რანგში, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დაკვეთითა და დაფინანსებით ნანა კუპრაშვილის ოჯახის წევრის კერძო კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტში. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, მოცემული ბრიტანელი ექსპერტების გამოცდილება არ ჩაითვალა სათანადოდ გელათის ტაძარში შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად და საბოლოოდ იქნა შერჩეული მერაბ ბუჩუკურის პრაქტიკოს პროფესიონალთა ჯგუფი, რომელთან მუშაობის სურვილიც დაადასტურეს მარკო პულიერიმ და ვინჩენცო ჩენტანიმ.
როგორც უკვე აღინიშნა, 2021 წლის ზაფხულიდან დეკემბრის ჩათვლით, მარკო პულიერისა და ვინჩენცო ჩენტანის მიერ შერჩეული მეთოდის შესაბამისად, მერაბ ბუჩუკურისა და სხვა ქართველი რესტავრატორების მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში კედლის მხატვრობის არაერთი დაზიანებული ფრაგმენტი, მათ შორის მაცხოვრის სახე, იქნა გადარჩენილი.
დღეს გამართულ ბრიფინგზე, კულტურის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ICOMOS-ის შეფასებებით სრულად და კიდევ ერთხელ გაბათილდა არა მხოლოდ კრიტიკულად განწყობილი ხელოვნებათმცოდნეების მცირე ჯგუფის, არამედ იმ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების განცხადებები, რომლებიც ცილისმწამებლური ბრალდებებით იყვნენ მრავალი თვის მანძილზე დაკავებულნი“, - აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას სამინისტროს მოწვევითა და UNESCO-ს ეგიდით გელათის სამონასტრო კომპლექსში მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის დანარჩენი წევრების შესახებ:
არქიტექტორი უგო ტონიეტი - ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი, კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე ფლორენციის უნივერსიტეტთან არსებული საკონსულტაციო ორგანიზაციის, „რესტრუერეს“ ხელმძღვანელი.
გამოცდილება: UNESCO-ს ლანდშაფტების საერთაშორისო დაცვის ფარგლებში, პროექტი: „ავღანეთის ყველაზე ღირსშესანიშნავი ძეგლის, ნოჰ გუნბადის მეჩეთის დაცვა, ტრადიცია და ინოვაცია“ (გარე მზიდი კედლების სტაბილიზაცია;
სან ლეოს ტაძარი იტალიაში (მე-12 საუკუნე), გამაგრებისა და რესტავრაციის სამუშაოები 1997 წლის მიწისძვრის შემდეგ;
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, ლალიბელას კლდეში ნაკვეთი ეკლესიისა და წმ. გაბრიელის ეკლესიის კონსერვაციის საპილოტე გეგმა (ეთიოპია, მე-13 საუკუნე)
სანტიაგო დე ჩილეში მდებარე წმინდა მაცხოვრის ტაძრის კვლევები, სეისმური დაცვის ტექნოლოგიები (მე-19 საუკუნე); და სხვ.
კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი - „სტუდიო მასარის“ ხელმძღვანელი, რომლის ძირითადი დამკვეთები არიან: იტალიის კულტურის სამინისტრო; კონსერვაციისა და რესტავრაციის უმაღლესი ინსტიტუტი (ISCR); კოლოსეუმის არქეოლოგიური პარკი; ჰერკულანეუმის არქეოლოგიური პარკი; ICCROM; გეტის კონსერვაციის ინსტიტუტი (GCI); ნეაპოლისა და პომპეის არქეოლოგიური მემკვიდრეობის სპეციალური ზედამხედველობის სამსახური; მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ფონდი. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე მასარის ნამუშევარი აქვს ათონის მთაზე (საბერძნეთი), ავინიონის პაპების სასახლეში (საფრანგეთი), გოას ტაძრებში (ინდოეთი), კოტორის კულტურულ-ისტორიულ რეგიონში (მონტენეგრო), ვალკამონიკას ხეობის კლდის ნახატებზე (იტალია), ფლორენციისა და ნეაპოლის ისტორიულ ცენტრში (ვენეცია), სტამბულის ისტორიულ ადგილებში (თურქეთი). ასევე, იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს, ICCROM-ის, UNESCO-ს, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ფონდის, მსოფლიო ბანკისა და გეტის ფონდის კონსულტანტის რანგში, „სტუდიო მასარი“ ჩართული იყო სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და მისიაში ალბანეთში, ჩინეთში, კუბაში, ეგვიპტეში, საქართველოში (ყინწვისი, ტიმოთესუბანი, უბისი), ინგლისში, მაროკოში, საფრანგეთში, რუმინეთში, მაკედონიასა და ესპანეთში.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2026, 01:43
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან კორნელიუსმა განაცხადა.
18 სექტემბერი 2026, 00:21
პოლიტიკა
გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“
ჩვენ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებებით, ძალიან დიდი ხანია აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“. მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენებაში. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ბოსტანი, ეს ევროპის კავშირია, სადაც სიტყვას ფასი აქვს , - განაცხადა დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომლის მოხსენებაშიც, საქართველო არც დადებითი და აღარც ნეგატიური კუთხით აღარ იყო ნახსენები.
18 სექტემბერი 2026, 00:04
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი
მე მაქვს ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ პოლიტიკურ ძალასთან, მათი [ოპოზიციის] ყოფილი მხარდამჭერები არიან იმედგაცრუებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ოპოზიციის მიზეზით საქართველოსთან გაფუჭებული ურთიერთობების გამო პოლონეთში ბოდიშს უხდიან.
18 სექტემბერი 2026, 00:01
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია
როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რადიკალები ახლა შეთქმულების თეორიებში ეძებენ დამნაშავეს, რეალურად კი ამ მდგომარეობაში თავი თავადვე ჩაიგდეს.
17 სექტემბერი 2026, 23:49
მსოფლიო
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვალეს - უკრაინულ მხარეს 252 დაღუპულის ცხედარი გადაეცა, რუსულ მხარეს კი 23
ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე „ნოვაია გუტას“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპულ სამხედროთა ცხედრების მორიგი გაცვლა შედგა.
17 სექტემბერი 2026, 23:44
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს. ძალიან ბევრი ფულია შეჭმული და ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ თავიანთი დამკვეთები დღეს სთხოვენ
ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
17 სექტემბერი 2026, 23:40
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის და გარე ძალების ურთიერთობაზე: იმის გამო, რომ მათ [გარე ძალებმა] დაუშვეს შეცდომები, არის ეს მძიმე სიტუაცია შექმნილი. საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ ეს ორგანიზაციები [პარტიები] სიკვდილის პირას მიიყვანეს მათ თავისი არასწორი ნაბიჯებით
„აგენტი ახალი არ ჰყავთ, ამიტომ იცავენ ამათ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ისეთი კატასტროფული შეცდომები დაუშვით თქვენ და დააშვებინეთ თქვენს პარტნიორებს, რომ კატასტროფის წინაშე მიიყვანეთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გარე ძალებისა და ოპოზიციის ურთიერთობაზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 23:35
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს
ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, ოპოზიციაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას. მისი თქმით, ოპოზიციას რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი არ ეთქვა, დღეს პარლამენტში სხვა პოლიტიკური შეჯიბრი იქნებოდა.
17 სექტემბერი 2026, 23:30
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებით, მაგრამ იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ შენ ხელისუფლებიდან შეიძლება ჩამოგაცილონ, მიღებული მანდატებიც კი ჩამოგართვან, თუ არაკონსტიტუციურად მოქმედებ და ამას სასამართლო დაადგენს
კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებით, მაგრამ იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ შენ ხელისუფლებიდან შეიძლება ჩამოგაცილონ, მიღებული მანდატებიც კი ჩამოგართვან თუ არაკონსტიტუციურად მოქმედებ და ამას სასამართლო დაადგენს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 23:27
მსოფლიო
The Associated Press: ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე დასასწრებად ვიზები დაუმტკიცა
ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე დასასწრებად ვიზები დაუმტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ომი ჩიხშია შესული. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 23:22
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე: აქ იყო ლაპარაკი იმ თემაზე, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში ემოქმედათ, სამწუხაროდ ეს ასე არ გააკეთეს. ისინი კვლავ იმ ნარატივში რჩებიან, რომ ხელისუფლება არის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური
ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი, ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ვისაუბრო მტკიცებულებებზე, სარჩელი აიტვირთება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ყველა ნახავს ჩვენს არგუმენტებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას. მისი თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“, ჰქონდა შესაძლებლობა კონსტრუქციულობისკენ ნაბიჯის გადადგმისა, თუმცა საპირისპიროდ იმოქმედეს.
17 სექტემბერი 2026, 23:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო
ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, იმ პარტიებზე საუბრისას, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელში მოხვდნენ.
17 სექტემბერი 2026, 23:08
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ზურაბ პატარაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები კი გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილებას, გააძლიერებს რეგიონის სატრანზიტო ფუნქციას და ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.
17 სექტემბერი 2026, 22:32
მსოფლიო
ტრამპი: პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გაბედული ლიდერობის წყალობით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის განთავსების მიმართულებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთში ამერიკული არმიის ბაზის გახსნის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.
17 სექტემბერი 2026, 21:41
მსოფლიო
The Economist: ოქტომბრისთვის რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა კიევში „ნამდვილი ჯოჯოხეთი“ დაატრიალონ
რუსი ოკუპანტები განაგრძობენ მასშტაბურ იერიშებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე. ბრიტანული გამოცემა The Economist-ის ცნობით, არსებობს საფრთხე, რომ ოქტომბრამდე დედაქალაქში სურსათის, წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის სისტემების მუშაობა მწყობრიდან გამოვიდეს.
17 სექტემბერი 2026, 21:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ
„გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა - ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად, ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი, ცეკვას განაგრძობენ.
17 სექტემბერი 2026, 21:04
რეგიონი
„რთველი 2026“ დაიწყო. წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„რთველი 2026“ დაიწყო. უკვე 12 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი.
17 სექტემბერი 2026, 20:59
სამართალი
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.
17 სექტემბერი 2026, 20:55
რეგიონი
გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში” მიიღო მონაწილეობა.
17 სექტემბერი 2026, 20:53
სამართალი
რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს. საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო მოქალაქეებს მოსამართლეებმა ჯარიმა დააკისრეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა.


