imedi /  16 აგვისტო 2017, 17:58 / სანდო წყარო

დენიელ კრეიგი ჯეიმს ბონდის როლს მეხუთედ ითამაშებს

დენიელ კრეიგი

მსახიობმა დენიელ კრეიგმა დაადასტურა, რომ ბონდის შესახებ ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, საიდუმლო აგენტ 007-ის როლს მეხუთედ შეასრულებს.

ამის შესახებ კრეიგმა ტელეკომპანია CBS-ს ეთერში, სტივენ კოლბერის გადაცემაში განაცხადა.  მსახიობის თქმით, ეს მის მიერ შესრულებული ბოლო ჯეიმს ბონდი იქნება. „მგონი ეს ბოლო იქნება,“- განაცხადა კრეიგმა.

ახალი ფილმი ეკრანებზე 2019 წლის 8 ნოემბერს უნდა გამოვიდეს. დენიელ კრეიგმა ჯეიმს ბომდის ბოლო 4 ფილმში შეასრულა აგენტ 007-ის როლი. 

კომენტარები ()