imedi /  26 აგვისტო 2017, 16:31 / სანდო წყარო

ჰაკერებმა სამეფო კარის თამაშების ბოლო სერიის სცენარი გამოაქვეყნეს

კადრი: Game of Thrones

უცნობმა ჰაკერებმა "მისტერ სმიტის" სახელით სოციალურ ქსელში “სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის ბოლო სერიის შინაარსი გამოაქვეყნეს. გამოქვეყნებულ მასალებში მთელი სეზონის დანარჩენი სერიების სიუჟეტიც არის აღწერილი. ჰაკერები ტელეკომპანია HBO-ს ამაზე ერთი კვირაა ემუქრებიან. ინფორმაციას The Wrap ავრცელებს.

ამას გარდა, ბოროტმოქმედებმა გამოაქვეყნეს პროექტის მონაწილეებთან დადებული კონტრაქტებიც გამოაქვეყნეს. დოკუმენტი 2016 წლით არის დათარიღებული.

“სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სერიას, რომლის სახელწოდებაც არის “დრაკონი და მგელი“, ტელეკომპაინია HBO ოფიციალურად ხვალ აჩვენებს.

1 აგვისტოს HBO-ს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება, რომელშიც ჰაკერები წერდნენ, რომ ჯამში, 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს. ყოველდღე ინტერნეტში ვრცელდებოდა, როგორც სერიალის სცენარის ნაწყვეტები, ასევე HBO-ს დირექტორის რიჩარდ პლაპერის მიმოწერის ფრაგენტები და "სამეფო კარის თამაშების" მსახიობების ტელეფონის ნომრებიც. 

კომენტარები ()