imedi /  04 აგვისტო 2022, 18:05 / სანდო წყარო

მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს

ნანა სტამბოლიშვილი

ნანა სტამბოლიშვილი

ქართველი მსახიობი, ნანა სტამბოლიშვილი, თურქულ სერიალში „სხვისი შვილი“ მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს და თაყვანისმცემლებს მხრადაჭერისთვის მადლობას უხდის.

„უკვე ოფიციალურად შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია... უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც მგულშემატკივრობთ... თქვენი გვერდით დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია... პირველ რიგში, ჩემი ქართველები მაძლევთ სტიმულს და ძალას... ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი და წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და ქართველები ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება. უამრავი წერილი შემომდის... გაზიარებაზე მონიშვნა, კომენტარი დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ ყველას წაკითხვას და პასუხის გაცემას... მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები მიყვებიან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გაგახარეთ. უფალი ჩვენკენ“, - წერს მსახიობი.

სხვი­სი შვი­ლიწლე­ბია სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში დიდი რე­ი­ტინ­გით სარ­გებ­ლობს. საქართელოში ის ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადის.

ყველა სიახლე

15 აგვისტო 2022, 12:10

ეკონომიკა

საქსტატი: II კვარტალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტებისას უცხოელთა მიერ გაწეულმა ხარჯებმა 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 049.4 ათასი შემოსვლა, რაც 198.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.0 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 922.2 ათასი შეადგინა, რაც 176.2 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე,

15 აგვისტო 2022, 12:09

მსოფლიო

ტრამპის სახლში ჩატარებული რეიდის შემდეგ, FBI-მ და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების მიმართ მუქარის შემთხვევების ზრდა დააფიქსირეს

დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული რეიდის შემდეგ, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი (DHS) მუქარის გაზრდის შესახებ იუწყებიან.

ირაკლი შოთაძე

15 აგვისტო 2022, 12:00

პოლიტიკა

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით აღსრულდება და აგრეთვე, ქალთა მიმართ ძალდობის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება.

15 აგვისტო 2022, 11:44

ეკონომიკა

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა - ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7%-ით მეტი.

15 აგვისტო 2022, 11:42

საზოგადოება

სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემის სრულ გამართვამდე, თბილისის პარკინგის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან

„,თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს.

ანრი ოხანაშვილი

15 აგვისტო 2022, 11:25

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ სასამართლოს მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თითოეულ შეთავაზებაზე დეტალურად ვიმსჯელოთ

„ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ სასამართლოს მიმართულებითაც, სადაც იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეთავაზებები, თითოეულ წინადადებაზე დეტალურად ვიმსჯელოთ. ეს უნდა იყოს არა სიახლე და საცდელი საგანი საქართველოსთან მიმართებაში, არამედ აპრობირებული საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც უკვე სხვადასხვა ქვეყანაში არის გამოცდილი და ჩვენ საცდელად არ ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის რეალობას კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

15 აგვისტო 2022, 11:24

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერით გავრცელებულ დეზინფორმაციას №6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადებით გამოეხმაურა.

კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი, 2019 წელი

15 აგვისტო 2022, 11:05

მსოფლიო

Al Jazeera: პუტინმა კიმ ჩენ ინს მისალოცი წერილი გაუგზავნა და ჩრდილოეთ კორეასთან კავშირების გაფართოების სურვილი გამოთქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „კორეის გათავისუფლების დღესთან“ დაკავშირებით, მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

15 აგვისტო 2022, 10:54

თემა

როგორ ხდება მარცვლეულის ექსპორტი რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში?

აგვისტოში, შავი ზღვის გავლით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი აღდგა. თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი საომარი მოქმედებების ფონზე, Deutsche Welle-მ გაარკვია.

15 აგვისტო 2022, 10:48

მსოფლიო

CNN: ეგვიპტის ერთ-ერთ ტაძარში დაღუპული 41 ადამიანიდან 18 ბავშვია

იმბაბაში, აბუ სიფინის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 18 ბავშვია დაღუპული. ეგვიპტის კოპტური ეკლესია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ სულ 41 ადამიანია დაღუპული, 14 კი დაშავდა. დაღუპული ბავშვების ასაკი 3-დან 16 წლამდეა.

15 აგვისტო 2022, 10:46

საზოგადოება

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლების უფლებების დაცვის დეპარტამენტმა ფუნქციონირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც 1-ელ ივნისს ძალაში შევიდა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეების განაცხადების მიღებას, განხილვას და დარღვევებზე რეაგირებას 1-ელი ნოემბრიდან დაიწყებს.

15 აგვისტო 2022, 10:27

ეკონომიკა

ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის სტანდარტები გააცნეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბაკურიანში, სასტუმროებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების წარმომადგენლებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

15 აგვისტო 2022, 10:18

საზოგადოება

NAEC-მა მასწავლებელთა 5 საგნის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში მასწავლებელთა გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.

15 აგვისტო 2022, 10:03

პოლიტიკა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ახალ გუბერნატორს შეხვდა და რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. მთავრობის მეთაურმა მიხეილ შაყულაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ახალმა გუბერნატორმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

15 აგვისტო 2022, 09:58

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 აგვისტოს ქუთაისში +39 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +38 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.

ბექა რევაზიშვილი

15 აგვისტო 2022, 09:51

რეგიონი

8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპიდან დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპიდან დაკარგული 27 წლის ბიჭი, გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ახლობლებმა „ქრონიკას“ განუცხადეს, სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი, მდინარე მტკვარში წუხელ ღამით ნახეს.

15 აგვისტო 2022, 09:38

მსოფლიო

იური სობოლევსკი: რუსეთის სამხედრო მეთაურობა ხერსონიდან გარბის

რუსეთის სამხედრო მეთაურობა ხერსონიდან გარბის, - ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის უკრაინული ხელმძღვანელობა იტყობინება.

ჯო ბაიდენი

15 აგვისტო 2022, 09:26

მსოფლიო

ჯო ბაიდენი შვებულებას სამხრეთ კაროლინაში ატარებს. ვიდეო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შვებულებას სამხრეთ კაროლინაში ატარებს. სააგენტო „როიტერსმა“ კუნძულ კიავაზე გადაღებული კადრები გაავრცელა.

15 აგვისტო 2022, 09:16

მსოფლიო

სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანში მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, 16 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა

ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. 16 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, 5 მსხვერპლიდან ერთის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 აგვისტო 2022, 08:53

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ რუსეთის მოქალაქეობა გაქვთ და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ ომს მხარს უჭერთ - სადაც არ უნდა იყოთ, რუსეთში თუ მის ფარგლებს გარეთ, თქვენი ხმა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ უნდა ჟღერდეს

„თუ რუსეთის მოქალაქეობა გაქვთ და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ არ იბრძვით, ეს ნიშნავს, რომ [ომს] მხარს უჭერთ. სადაც არ უნდა იყოთ - როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, თქვენი ხმა უნდა ჟღერდეს უკრაინის მხარდასაჭერად და, შესაბამისად, ამ ომის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.