გენერალური პროკურორი: კვლავ აქტუალურია ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება,მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებიან ოჯახური დანაშაულის საქმეებში
გიორგი გვარაკიძე
ფოტო: საქართველოს პროკურატურა
2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4585 პირის მიმართ. მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში. 2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა 91% შეადგინა, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.
მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია და 90%-დან 94%-მდე მერყეობს.
როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან საერთო სასამართლოების მიერ დაკმაყოფილდა 62%, რაც წინა 5 წელთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მისივე თქმით, 2025 წელსაც გაგრძელდა პროკურორთა სპეციალიზაცია ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, შედეგად, სპეციალიზაციის ტრენინგი გაიარა 21-მა პროკურორმა.
„ოჯახური დანაშაულის რეციდივის კვლევის მიზნებისთვის 2025 წელს შესწავლილია 2018 წლის განმავლობაში ოჯახურ დანაშაულზე დევნადაწყებული სისხლის სამართლის საქმეები, ასევე, იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებმაც განმეორებით ჩაიდინეს ოჯახური დანაშაული. მონაცემების რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი შესაძლებლობას მოგვცემს განვსაზღვროთ დანაშაულის რეციდივის შესაძლო ფაქტორები, შევაფასოთ ოჯახურ დანაშაულზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის ეფექტიანობა, აგრეთვე, კვლევასა და ანალიზზე დაყრდნობით სამომავლოდ შემუშავდეს სწორი და ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა.
2025 წელს კვლავ აქტუალური იყო ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებოდნენ ოჯახური დანაშაულის საქმეებში, ხოლო სავალდებულო წესით ერთვებოდნენ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ, სსკ-ის 109-ე, 115-ე, 137-141-ე, 143-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებში“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 15:13
საზოგადოება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
31 ივლისი 2026, 15:01
მსოფლიო
The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ
აშშ და ისრაელი ირანისთვის სახმელეთო ბლოკადის დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 14:47
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ოჯახთან ერთად ქალაქიდან არის გასული, რის შესახებაც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს რამდენიმე კვირის წინ აცნობა.
31 ივლისი 2026, 14:41
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკა ფაღავა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებს.
31 ივლისი 2026, 14:32
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში
ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
31 ივლისი 2026, 14:29
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება
ეს ერთ-ერთი ის მედიკამენტია, რომელზეც დასაწყისშიც, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ინტერესი და საერთოდ, ეს თემა, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი, პერსპექტიული მედიკამენტი იყო. მანამდეც და შემდგომაც განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდით პროცესს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.
31 ივლისი 2026, 14:28
მსოფლიო
Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის
ევროკომისიას ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის გაწევრიანების პროცესის მართვის რესურსი სულ უფრო ნაკლებად ჰყოფნის, მაშინ როდესაც გაფართოების ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ინფორმაციას Euronews-ი ევროკომისიაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით
ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს არ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი. საქმე ეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას.
31 ივლისი 2026, 14:23
სამართალი
18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა
18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე ნაციონალურ მოძრაობას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც მისი შვილი, 26 წლის სამხედრო ოფიცერი გიორგი დარბაიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის თქმით, წინა ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანი დააკავა, რადგან რეალურ დამნაშავეს, მეორე ავტომობილის მძღოლს ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.
31 ივლისი 2026, 14:20
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა
მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
31 ივლისი 2026, 14:15
ჯანდაცვა
სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშკრულება გაფორმებულია
იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.
31 ივლისი 2026, 14:06
პოლიტიკა
კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე: ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა
ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სემეკ-ის განცხადებას, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა.
31 ივლისი 2026, 14:04
პოლიტიკა
კახა კალაძე: აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხის მიმართ, მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს
„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
31 ივლისი 2026, 14:04
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
31 ივლისი 2026, 13:52
მსოფლიო
BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა
ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 13:50
პოლიტიკა
კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ, სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
31 ივლისი 2026, 13:48
პოლიტიკა
კახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელი
საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ეროვნული სიწმინდეებისა და ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ინიციატივას.
31 ივლისი 2026, 13:45
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს.
31 ივლისი 2026, 13:39
რეგიონი
მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.
31 ივლისი 2026, 13:23
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს "ქართული ოცნების" გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.


