საქართველოდან უცხოეთში გატანილი ნახატების კიდევ ერთი ნაწილი მუზეუმს დაუბრუნდა
ფოტო: კულტურის სამინისტრო
ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსთვის 90-იან წლებში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული 6 ფერწერული ტილოდან 5 ნამუშევარი, კულტურის სამინისტროს ძალისხმევით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებ.
„კერძოდ, ეროვნულ გალერეაში დაბრუნდა 5 ფერწერული ტილო, რომლებიც 1993 წელს საელჩოს დროებით გადაეცა: ლევან ლაღიძე - „პეიზაჟი“; ზაზა ბერძენიშვილი - „კომპოზიცია“; გელა მანჯავიძე - „მაგიდის ქვეშ“; თამაზ კაკაბაძე - „თეთრი სახლი“ და ზაურ გოლავა - „ქალი ყვავილებით“.
ბელგიიდან კიდევ ერთი ტილო დაბრუნდა, მაგრამ ის, სამუზეუმო ექსპერტების შეფასების შედეგად, არ აღმოჩნდა ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ქალი“, რომელიც ზემოაღნიშნულ 5 ტილოსთან ერთად იქნა საელჩოსათვის გადაცემული.
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინ ნახატის შესწავლისას, გაჩნდა კითხვის ნიშნები. კერძოდ, ნახატზე არ არის ასახული რაიმე საიდენტიფიკაციო ნიშანი (ნახატის სახელწოდება, ავტორის ხელმოწერა, ფონდის საინვენტარო ნომერი ან სხვა ნიშანი), რომელიც ყველა სხვა ნახატს, რომელიც მუზეუმში ყოფილა ოდესმე დაცული, თან ახლავს და ადასტურებს როგორც ნახატის ავტორის ვინაობას, ასევე კონკრეტული ფონდის კუთვნილებას.
შესაბამისად, მეექვსე ტილოს საკითხი დამატებითი შესწავლისათვის დაექვემდებარა კულტურის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რის შემდეგაც, გადაიგზავნება საქართველოს პროკურატურაში. მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ედმუნდ კალანდაძის ნახატის დაკარგვისა და მისი სხვა, უცნობი მხატვრის ნახატით ჩანაცვლების შესახებ ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში უნდა გამხდარიყო საელჩოსათვის ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლამდე აღნიშნული ექსპონატების საქართველოში დასაბრუნებლად საჭირო პროცედურები მუზეუმს არ წამოუწყია და ისინი 90-იანი წლების შემდეგ, მხოლოდ ახლა, კულტურის სამინისტროს ინიციატივისა და მუშაობის შედეგად დაუბრუნდნენ ეროვნულ გალერეას.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში, თეა წულუკიანის ინიციატივით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) უცხოეთში ან სხვადასხვა უწყებაში გატანილი ექსპონატების შეგროვება და მათი მუზეუმებში დაბრუნება დაიწყო.
შედეგად, 2021 წლის მაისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროს შენობაში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“; ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო - ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე, „განდევნა“; სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“; სერგო ქობულაძე, „დანტე“; იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“).
2021 წლის სექტემბერში, ეროვნულ გალერეაში დაბრუნდა ჩეხეთის რესპუბლიკაში 2010 წელს გატანილი 4 ფერწერული ტილო: ირაკლი სუთიძის ,,ნატურმორტი“; თენგიზ ცხონდიას ,,ქართლი“; ომარ კაჭკაჭიშვილის ,,ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის ,,აღორძინება“.
ასევე, 2021 წლის ნოემბერში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაბრუნდა 2003 წელს რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოდან დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები. ეს ნახატები წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა. საქართველოში რუსეთიდან დაბრუნდა შემდეგი ნამუშევრები: ბორის ფოგელი - ,,თელავი“ (1936 წელი); ევგენი ლანსერე - ,,ხევსურეთი“ (1926 წელი); ბორის ფოგელი - ,,სასულიერო სემინარია“ (1934 წელი); გრიგორი გაგარინი - ,,ქართველი ქალები“ (1854 წელი); ლევ ლაგორიო - ,,ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წელი), კარლ ჟუკოვსკი - „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წელი).
აღსანიშნავია, რომ ექსპონატები 2022 წლის 19 აპრილში ირანიდანაც დაბრუნდა საქართველოში. კერძოდ, 1995 წელს ირანში საქართველოს საელჩოსთვის დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული 15 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრიდან ნაწილი, 4 ექსპონატი დაუბრუნდა საქართველოს ეროვნულ გალერეას: დიმიტრი ხახუტაშვილი - „იმერეთი“; შოთა ლეჟავა - „გრემი“; ზაურ დეისაძე - „აკაკი წერეთლის ცხოვრება“; გრიგოლ ჩირინაშვილი - „შოთა რუსთაველი“.
სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შორის 2012 წლის ბოლოდან წარმოებული მიმოწერით დასტურდება, რომ 15 ექსპონატიდან 11 დაკარგულად მიიჩნევა.
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოდან კი, 1999 წელს დროებით საექსპოზიციოდ გატანილი 2 ფერწერული ტილო დაბრუნდა, ესენია: გივი თოიძის „ძველი თბილისი“ და კოტე ჭანკვეტაძის „ნატურმორტი““, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
16 სექტემბერი 2026, 14:13
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: როგორ გინდათ არჩევნების ჩატარება? რა არჩევნების? როგორ უნდა ჩაატაროთ არჩევნები იმ 9 მილიონ ადამიანთან ერთად, რომლებიც საზღვარგარეთ არიან?
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი CBS News-თან ინტერვიუში ქვეყანაში არჩევნების ჩატარების საკითხს შეეხო.
16 სექტემბერი 2026, 14:13
პოლიტიკა
ალექსანდრე ტაბატაძე: თამაზ ბორაშვილი არის პროფესიონალი, რომელიც ამ უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ იგი ღირსეულად გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ამიტომ სრული მხარდაჭერა ექნება ყოველთვის
თამაზ ბორაშვილი არის პროფესიონალი, რომელიც ამ უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა, - განაცხადა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.
16 სექტემბერი 2026, 14:09
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე თამაზ ბორაშვილზე: მან კარგად იცის რა საჭიროებები აქვს თავად სამსახურს, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და რა არის საჭირო იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გვყავდეს
ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება და თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას მხარი დავუჭირეთ, - განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.
16 სექტემბერი 2026, 14:09
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: თამაზ ბორაშვილი არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი ადამიანი. არის ძალიან კეთილსინდისიერი კაცი
თამაზ ბორაშვილი არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი ადამიანი. არის ძალიან კეთილსინდისიერი კაცი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, სუს-ის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის დამტკიცებასთან დაკავშირებით.
16 სექტემბერი 2026, 14:04
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მინდა სულითა და გულით ვუსურვო თამაზ ბორაშვილს წარმატება და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ძალიან ეფექტიანი იქნება
„მხარი დავუჭირეთ წარმოდგენილ კანდიდატურას, ბატონ თამაზ ბორაშვილს - თავისი საქმის პროფესიონალს. ეს არის მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა უახლეს ისტორიაში, როდესაც ძალოვან სტრუქტურას ამ სამსახურში 21-წლიანი სტაჟის [მქონე ადამიანი] უხელმძღვანელებს. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ინსტიტუციისთვის ასეთი კადრი. მინდა სულითა და გულით ვუსურვო მას წარმატება და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ძალიან ეფექტიანი იქნება“, - განაცხადა კირცხალიამ.
16 სექტემბერი 2026, 13:51
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენი: უკრაინას ომის ყველაზე მძიმე ზამთრის გადალახვაში დავეხმარებით
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, რათა ქვეყანამ ომის „ყველაზე მძიმე ზამთარი“ გადაიტანოს.
16 სექტემბერი 2026, 13:45
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სწრაფი კვების ობიექტში - შპს „ფლოვ თბილისი“ (მისამართი: თბილისი, კანდელაკის ქუჩა N6) გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 13:44
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინურ გიგანტ Dabaihui Industrial Group-ს შორის თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც Dabaihui Group-ის მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტებს განიხილავს. თავის მხრივ, ჩინური მხარე მოამზადებს და წარადგენს კონკრეტულ ინიციატივებსა და საინვესტიციო შემოთავაზებებს განახლებადი ენერგიების ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით.
16 სექტემბერი 2026, 13:36
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ერიკ ტრამპის განცხადებაზე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია საომარი თეატრის ნაცვლად, ქვეყნის სწრაფი განვითარება, უწყვეტი მშვიდობა და უსაფრთხოების განცდა - ამერიკის პრეზიდენტი და მისი ოჯახი სპონტანურ ნაბიჯებს არ დგამენ, მმართველ პოლიტიკურ ძალას საიმედო პარტნიორად აღიქვამენ
გიორგი გამსახურდია, „𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶“-ს პროექტის პრეზენტაციაზე „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ერიკ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი, რომელმაც ომის ნაცვლად, ქვეყანას უწყვეტი მშვიდობა და სწრაფი განვითარება მოუტანა.
16 სექტემბერი 2026, 13:27
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირში 15-წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომა შეეზღუდებათ
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია ხვალ „ევროკავშირის ბავშვთა აქტის“ წარადგენს, რომელიც ბავშვების დაცვის მიზნით სოციალური ქსელების გამოყენების ეტაპობრივ შეზღუდვას ითვალისწინებს.
16 სექტემბერი 2026, 13:18
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: Trump Tower Tbilisi-ის პროექტით ქართული სახელმწიფო საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს და თანმიმდევრული პოლიტიკით ქმნის სტაბილურ გარემოს ასეთი მასშტაბის ამერიკული გიგანტის ქვეყანაში შემოსასვლელად
„ქართული სახელმწიფო ამ პროექტით საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მყარად უჭერს მხარს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს და თანმიმდევრული პოლიტიკით ქმნის სტაბილურ გარემოს ასეთი მასშტაბის ამერიკული გიგანტის ქვეყანაში შემოსასვლელად“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
16 სექტემბერი 2026, 13:05
პოლიტიკა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: დღეს შემიძლია გამოვაცხადო დაკავშირებადობის ახალი საერთაშორისო პროექტი. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ ევროპულ ბაზარს დაუკავშირებს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკავშირის მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის ახალ საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირის პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპულ ბაზართან.
16 სექტემბერი 2026, 13:01
ტექნოლოგიები
რომში კედლის უდიდესი ანტიკური მოზაიკა წარადგინეს
„ჩვენი შეფასებით, ეს არის ყველაზე დიდი კედლის მოზაიკა, რაც კი რომაულ სამყაროში ოდესმე აღმოუჩენიათ. გათხრებს კვლავ ვაგრძელებთ, რათა დავადგინოთ, სად მთავრდება ის“, - აცხადებს არქეოლოგი ფრანჩესკო პაჩეტი.
16 სექტემბერი 2026, 12:56
ეკონომიკა
21-24 სექტემბერს თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიმართება
ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.
16 სექტემბერი 2026, 12:53
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენი: რუსეთზე ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ამისთვის ყოველთვის ახალი სანქციების დაწესება არ არის საჭირო
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.
16 სექტემბერი 2026, 12:46
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადას ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრობა შესთავაზა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადას შესთავაზა გახდეს ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 12:40
მსოფლიო
Reuters: საუდის არაბეთი მექასთან „ჰუსიტების“ დრონის განადგურების შესახებ იუწყება
საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მექას სამხრეთით „ჰუსიტების“ დრონი გაანადგურა, სანამ ის წმინდა ქალაქის თავზე აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 12:33
პოლიტიკა
თამაზ ბორაშვილი: მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, მიგრაციული ნაკადების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს ჩვენს რეგიონში. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიმაჩნია მიგრაციის არხების მონიტორინგი, რაც მათ შორის გულისხმობს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების შესაძლო კავშირში მყოფი პირების გამოვლენას
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, მიგრაციული ნაკადების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს ჩვენს რეგიონში, - განაცხადა სუს-ის უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმა სიტყვის გამოსვლისას.
16 სექტემბერი 2026, 12:30
საზოგადოება
„შემოქმედებითი თბილისის“ პირველ ეტაპზე საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო
დღეიდან იწყება განაცხადების მიღება თბილისის მერიის კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისის“ პირველ ეტაპზე, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
16 სექტემბერი 2026, 12:29
პოლიტიკა
თამაზ ბორაშვილი: ჩემი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა მიმართული იქნება საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთისკენ, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება და ეროვნული ინტერესები
მსურს, გაგაცნოთ საქმიანობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც პრიორიტეტული იქნება ჩემი სამსახურის ხელმძღვანელის პოსტის დაკავების შემთხვევაში, -განაცხადა სუს-ის უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმა სიტყვის გამოსვლისას.


