imedi /  06 სექტემბერი 2017, 21:48 / სანდო წყარო

აბუ-დაბიში ლუვრის ფილიალი გაიხსნება

11 ნოემბერს აბუ-დაბიში ლუვრის ფილიალი გაიხსნება. ამის შესახებ Nytimes-ი წერს. 

მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით მასშტაბური გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაესწრება. 

მუზეუმი სპარსეთის ყურეში, საადიატის კუნძულზე მდებარეობს და იქ ხელოვნების 700-მდე ნიმუში იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ედუარდ მანეს, პოლ გოგენის, პიტ მონდრიანის, აი ვეივეის და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. 

მუზეუმის ტერიტორიაზე გალერეაც განთავსდება, რომელიც მსოფლიო რელიგიებს მიეძღვნება. ლუვრის ფილიალის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო.

კომენტარები ()