24 ნოემბერი 2022, 11:35 / სანდო წყარო

კულტურის მინისტრი ჰამბურგში სამუშაო ვიზიტისას როიალების მწარმოებელ კომპანია „სტეინვეი ენდ სანსს“ ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, როიალების მწარმოებელ მსოფლიოში აღიარებულ კომპანიაში „სტეინვეი ენდ სანს“ (STEINWAY & SONS).

სამინისტროს განცხადებით, მინისტრი ვიზიტის ფარგლებში კომპანიის პრეზიდენტს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში გვიდო ციმერმანსა და რეგიონულ დირექტორ ანტონ ვილჰელმს შეხვდა. ასევე, თეა წულუკიანმა დაათვალიერა STEINWAY & SONS-ის როიალების საწარმო და ნახა საქართველოსთვის განკუთვნილი რვა როიალი, რომლებიც ჰამბურგიდან 25 ნოემბერს გამოიგზავნება და სახელმწიფო კონსერვატორია მათ 15 დეკემბრისთვის მიიღებს.
როიალების გამოსაგზავნი პარტიის შემოწმების მიზნით და კომპანიასთან შემდგომი თანამშრომლობის გათვალისწინებით მინისტრთან ერთად კომპანიას მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაც ეწვია, რომელმაც ერთ-ერთ როიალზე რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა და საქართველოს ეს დიდი სიახლე მიულოცა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრაზე მუშაობა და კომპანია „სტეინვეისთან“ მოლაპარაკება 2021 წელს დაიწყო.

„2022 წლის 14 სექტემბერს სტუდენტთა და პედაგოგთა სხვადასხვა თაობის ნახევარსაუკუნოვანი ოცნება ასრულდა - კულტურის სამინისტრომ „სტეინვეი ენდ სანსის“ ცხრა როიალი მიიღო და 50-წლიანი წყვეტის შემდეგ კონსერვატორიის როიალების ფონდი განაახლა. კომპანია „სტეინვეის“ მრავალწლიან ისტორიაში ეს შესყიდვა, ევროპის მასშტაბით, უპრეცედენტოდ ითვლება. ამ როიალებიდან ხუთი სამუშაოა, ორი - ნახევრად საკონცერტო და ორი - კამერული ანსამბლისთვის განკუთვნილი. ამასთანავე, ხელშეკრულების თანახმად, როიალების მოწოდებასთან ერთად, კომპანია იღებს ვალდებულებას, საქართველოში პერიოდულად გამოგზავნოს კომპანიის ინჟინრები, რომლებიც როგორც როიალების მოწოდებისას, ასევე შემდგომ უფასოდ გამართავენ (ააწყობენ), ტექნიკურად შეამოწმებენ ინსტრუმენტებს და უფასოდ მოამზადებენ/გადაამზადებენ ადგილობრივ სპეციალისტებს (ამწყობებს), ვინაიდან, როგორც ცნობილია, საქართველოში ამწყობის პროფესია, დიდი ხანია, იშვიათობად იქცა“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, 2021 წელს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ინსტრუმენტების დეფიციტის საკითხის გადაჭრის ინიციატივით გამოვიდა, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე კომპანია „სტეინვეისთან“ მოლაპარაკებებს ჩაუდგა სათავეში. ქართველ-ამერიკელი პიანისტისა და კომპოზიტორის, ცნობილი ხელოვანის, გიორგი ლაცოს წვლილი, რომელმაც სამინისტროსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებების დაწყებას განსაკუთრებულად შეუწყო ხელი.

მოლაპარაკებების შედეგად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით, კულტურის სამინისტროს მიერ მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელთან გაფორმდა რამდენიმეწლიანი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ეტაპობრივად, 2025 წლამდე, კონსერვატორიას გადაეცემა 78 როიალი, აქედან: 17 როიალი - 2022 წელს;
- 61 როიალი - 2023-2025 წლებში ყოველწლიურად (კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული მოდელებისა და ოდენობის მიხედვით).

2022 წელს როიალებისთვის გამოიყო 1 753 000 ევრო, ხოლო სულ 2022-2025 წლებში - 8 012 636 ევრო.
მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტი, სამწუხაროდ, აწუხებს არა მხოლოდ კონსერვატორიას, არამედ განსაკუთრებულად სსიპ ე. მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს, სადაც მუსიკალური ინსტრუმენტები ბოლოს გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიძინეს, სსიპ გორის სამუსიკო კოლეჯს -1971 წლის შემდეგ კოლეჯს ახალი ინსტრუმენტი არ შეუძენია, სსიპ რუსთავის სამუსიკო სასწავლებელსა (60-იანი წლების შემდეგ ინსტრუმენტები არ განახლებულა) და სხვა სახელოვნებო სასწავლებლებს. 2021 წლის ოქტომბერში, ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად, სახელმწიფოს დახმარებით ინსტრუმენტების ბაზა განახლდა სსიპ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, ე.წ. ნიჭიერთა ათწლედში. კულტურის სამინისტრომ სასწავლებლისათვის შეიძინა სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის მუსიკალური ინსტრუმენტები: როიალი STEINWAY & SONS (Essex Piano), ფლეიტა, საყვირი, ტრომბონი, კლასიკური გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები, ქსილოფონი და ვალტორნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, „ნიჭიერთა ათწლედში“ ინსტრუმენტების დეფიციტი კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.

კულტურის სამინისტროსა და კომპანია STEINWAY & SONS-ის თანამშრომლობის შედეგად მომავალ თაობებს სახელოვნებო განათლების მიღებისათვის სათანადო პირობები შეექმნებათ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 03:02

მსოფლიო

ტრამპი: იტალია ჩვენ გვერდით არ იდგა, არც ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო აშშ-ის ურთიერთობა იტალიასთან მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების მიზნით ძალების გაგზავნაზე უარი თქვა.

17 აპრილი 2026, 01:01

მსოფლიო

Reuters: ირანის ომის გამო აშშ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას აყოვნებს

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ მანამდე შეთანხმებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, შეფერხდება, რადგან ირანის ომი კვლავ განაგრძობს შეიარაღების მარაგების შემცირებას - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 00:25

მსოფლიო

Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ

კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

ლელა რაზიკაშვილი

17 აპრილი 2026, 00:17

პოლიტიკა

ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!

როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

ლელა რაზიკაშვილი

17 აპრილი 2026, 00:12

საზოგადოება

ლელა რაზიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან

ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.

ბილ ლი

17 აპრილი 2026, 00:07

მსოფლიო

აშშ-ის ტენესის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა რეზოლუციას ივნისის „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადების თაობაზე - რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“

ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ივნისი „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადდა.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:54

პოლიტიკა

გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს

არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:52

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ

იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:44

პოლიტიკა

გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!

კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:38

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ

მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, რადიკალირ ოპოზიციაზე საუბრისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია

დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

16 აპრილი 2026, 23:29

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრა აუცილებელი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად შეხვედროდა პაპ ლეო XIV-ს მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ეს აუცილებლად არ მიაჩნია.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:21

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ

ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 23:04

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:57

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:48

მსოფლიო

ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:07

მსოფლიო

ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.

16 აპრილი 2026, 21:52

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას

საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

16 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რომის პაპი ლეო XIV

16 აპრილი 2026, 21:42

მსოფლიო

რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე

რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.