imedi /  12 სექტემბერი 2017, 20:56 / სანდო წყარო

ნობელიანტი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ქართველ მკითხველს შეხვდა

სვეტლანა ალექსიევიჩი
მაკა ჩიჩუა

ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ქართველ მკითხველს, ჟურნალისტებს, კოლეგებსა და გამომცემლებს შეხვდა

ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართა, სადაც მწერალს მაკა ჩიჩუა დახვდა და ღონისძიების დაწყებამდე გაესაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში, ნობელიანტმა მწერალმა ლექციაც წაიკითხა, შემდეგ კი კითხვებს უპასუხა. 

სვეტლანა ალექსიევიჩი 2-დღიანი ვიზიტით თბილისს 10 სექტემბერს ეწვია. მწერალი საქართველოს გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მოწვევით სტუმრობს.

სვეტლანა ალექსიევიჩს ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია ლიტერატურის დარგში 2015 წელს გადაეცა. ქართულ ენაზე მისი წიგნების უმეტესობაა თარგმნილი. „ჩერნობილის ლოცვა“, „ომს არ აქვს ქალის სახე“, „სექენდ ჰენდის დრო“, „ცინკის ბიჭები“. მის წიგნებში გაკრიტიკებულია საბჭოთა და მოგვიანებით ბელარუსის პოლიტიკური რეჟიმები.

კომენტარები ()