imedi /  19 ოქტომბერი 2017, 18:25 / სანდო წყარო

ელენე ნავერიანის ფილმი პორტუს კინოფესტივალის გამარჯვებულია

პორტუს მე-3 საერთაშორისო ქვიარ კინოფესტივალზე, ელენე ნავერიანის ფილმმა "მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე" საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ვებგვერდი წერს.

პორტუს საერთაშორისო ქვიარ კინოფესტივალი პირველად 2015 წელს ჩატარდა. ფესტივალს, რომელზეც მხოლოდ ლგბტ თემაზე შექმნილი ფილმებია წარმოდგენილი, სამი საკონკურსო პროგრამა აქვს - მხატვრული, დოკუმენტური და კინოსკოლის ნამუშევრები. ელენე ნავერიანს პრიზთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცა და მის სადებიუტო ნამუშევარს, სულ მალე პორტუგალიურ ტელეარხზე „RTP2" გაუშვებენ.

თავად ამ ფესტივალს სათავეში უდგას ლისაბონის საერთაშორისო ქვიარ კინოფესტივალი, რომელიც 1997 წლიდან იმართება და ლისაბონის ყველაზე ძველი კინოფესტივალია. მთელი ამ წლების განმავლობაში, მან შეძლო დაემკვიდრებინა ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული ლგბტ კინოფესტივალის სახელი. როგორც წესი 9 დღის განმავლობაში იმართება და მასში 100-მდე საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონაწილეობს.

ფილმის გმირი აპრილია (ხატია ნოზაძე), ახალგაზრდა მეძავი. ერთ ღამეს, ის ნიგერიელ დიჯეის (დანიელ ჩინედუ ონვუკა) გაიცნობს, რომელიც სხვა ცხოვრების ძიებაში, ჯორჯიაში მიდიოდა. თუმცა, ამერიკის შტატის ჯორჯიის მაგივრად, თბილისში, საქართველოში ჩამოდის. მართალია, ისინი ჯერ კიდევ არ იცნობენ ერთმანეთს კარგად, მაგრამ მათ უკვე ბევრი აქვთ საერთო.

 „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე" ელენე ნავერიანის სადებიუტო ნამუშევარია. ფილმს თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზეც უჩვენებენ, რომელიც დეკემბერში გაიმართება.

ყველა სიახლე

მაია ბითაძე

05 ივლისი 2026, 13:46

მსოფლიო

მაია ბითაძე: საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, პასუხისმგებლობიან პარტნიორად. გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარებისა და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას

„კლიმატური მდგრადობის მიღწევა შეუძლებელია პოლიტიკური სტაბილურობის, ურთიერთნდობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემის გარეშე. ამიტომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი საერთო ყურადღება სწორედ ამ გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, ზეწოლას ახდენს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენულ დემოკრატიულ არჩევანს. ასეთი მიდგომები არც დემოკრატიას აძლიერებს და არც საერთაშორისო თანამშრომლობას. პირიქით, ისინი ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის, ეუთო-ს მიმართ ნდობას, ზრდის სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის საფრთხეს საქართველოს მოქალაქეებში იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მისია დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის ხელშეწყობაა. საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლობიან პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარების და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას. ამავე დროს მტკიცედ გვჯერა, რომ ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოებისადმი თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას“, - აღნიშნა ბითაძემ.

გიორგი გამსახურდია

05 ივლისი 2026, 13:37

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია სააკაშვილზე: იგორ გიორგაძე აფინანსებდა, პუტინზე ხან ლამაზი თვალები აქვსო იძახდა, ხან ჩემი დიდი მეგობარიაო. რისი მიყიდვაც შეიძლებოდა, ყველაფერი რუსებს მიყიდა და ესენი სხვას ეძახიან რუსებს?

იგორ გიორგაძე აფინანსებდა, დაჯავშნილი აუზიც გამოუგზავნა 2003 წელს, საარჩევნოდ რუსებს აქებდა, მოვიდა თუ არა, რუსეთში გაიქცა, მერე ჩეჩენი მებრძოლი ბიჭები გადასცა რუსებს, - წერს გიორგი გამსახურდია ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

ნიკოლოზ სამხარაძე

05 ივლისი 2026, 13:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის, ამ კონტექსტში გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავებაზე ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მაისში დაიდო

საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის და ამ კონტექსტში ჩვენ ასევე გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც წელს მაისში დაიდო რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

05 ივლისი 2026, 13:21

მსოფლიო

სლოვაკეთში რობერტ ფიცოსთვის სამუდამო ფინანსური უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩაიშალა

ამავე რეფერენდუმზე გატანილი იყო სპეციალური პროკურატურის მუშაობის აღდგენის საკითხიც, რომელიც მძიმე დანაშაულებსა და კორუფციას იძიებდა. რამდენიმე წლის წინ​ ფიცოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სპეციალური პროკურატურის გაუქმების შესახებ, სლოვაკეთში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

ლეო XIV

05 ივლისი 2026, 12:19

მსოფლიო

რომის პაპმა აშშ-ს მიგრანტების მიღებისა და დაცვისკენ მოუწოდა

„მიგრანტების მოწყალებითა და გულუხვობით მიღება არა მხოლოდ ქველმოქმედების აქტია, არამედ თითოეული ადამიანის თანდაყოლილი ღირსების აღიარებაც“, - აღნიშნავს პაპი მიმართვაში.

05 ივლისი 2026, 11:42

მსოფლიო

პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

ცეცხლის გავრცელებას ხელს ქარი და გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი უწყობს. ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული. სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო. ესპანეთი და იტალია პორტუგალიაში სახანძრო-სამაშველო ძალებს გზავნიან.

ბენიამინ ნეთანიაჰუ
დონალდ ტრამპი

05 ივლისი 2026, 11:37

მსოფლიო

„ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მან იცის, ვინ არის ბოსი“ - ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერმა მას შეხვედრა სთხოვა

ისრაელის პრემიერმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვედრა სთხოვა. ამის თაობაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრა სავარაუდოდ, „ნატოს“ სამიტის შემდეგ გაიმართება.

05 ივლისი 2026, 11:35

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 ათასს უახლოვდება

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 2 954-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 16 ათასს აღემატება. დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

05 ივლისი 2026, 11:31

სამართალი

პოლიციამ თბილისში ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

05 ივლისი 2026, 11:28

მსოფლიო

მოსკოვი კიევს ქალაქ კონსტანტინოვკასთან ცეცხლის შეწყვეტას და დაღუპული უკრაინელი სამხედროების უკრაინული მხარისთვის გადაცემას სთავაზობს

მოსკოვი კიევს სთავაზობს, ორივე მხარემ დონეცკის ქალაქ კონსტანტინოვკასთან ცეცხლი შეწყვიტონ და დაღუპული უკრაინელი სამხედროები უკრაინულ მხარეს გადასცენ. პასუხს რუსული მხარე კიევისგან დღეს საღამომდე ელის.

05 ივლისი 2026, 11:24

მსოფლიო

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს

ამერიკამ დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი აღნიშნა. მთავარი საზეიმო ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართა. ისტორიული დღე თანამოქალაქეებს დონალდ ტრამპმა მიულოცა. ღონისძიებაზე ის პირველ ლედისთან ერთად იმყოფებოდა.

მერაბ დვალიშვილი

05 ივლისი 2026, 11:22

სპორტი

„ყველანაირად ვეცდები, ვასახელო ჩემი ქვეყანა“ - მერაბ დვალიშვილი RAF Georgia-სთვის ემზადება

ყველანაირად ვეცდები, ვასახელო ჩემი ქვეყანა, - განაცხადა UFC-ს მებრძოლმა მერაბ დავლიშვილმა, რომელიც თბილისშია და RAF Georgia-ზე გამოსვლისთვის ემზადება.

05 ივლისი 2026, 11:20

რეგიონი

ანაკლიაში ზაფხულის სეზონის გახნის პირველი დღე ჯგუფ „ურსას“ კონცერტითა და ელექტრონული მუსიკით დასრულდა

ზაფხულის სეზონის გახნის პირველი დღე, ანაკლიაში გვიან ღამით ჯგუფ „ურსას“კონცერტითა და ელექტრონული მუსიკით დასრულდა. ზღვისპირა კურორტზე საფესტივალო ქალაქი იყო მოწყობილი.

05 ივლისი 2026, 11:17

მსოფლიო

აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღის იუბილე აღნიშნეს

„პირველ რიგში, მსურს მივულოცო ამერიკის სავაჭრო პალატას საელჩოში ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზება, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს ეძღვნება. საელჩო სავაჭრო პალატასთან მისი დაარსების დღიდან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, ისევე როგორც სავაჭრო პალატის წევრებთან, რათა გაძლიერდეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში არსებული კავშირები. ბიზნესი მხოლოდ ერთი სფეროა, სადაც ამერიკელებმა და ქართველებმა ბევრი მნიშვნელოვანი რამ შექმნეს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული. აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც თავად შეიტანეს წვლილი ამ თანამშრომლობაში სხვადასხვა მიმართულებით. ისინი დღეს აქ თავიანთ ოჯახებთან არიან, რათა სადღესასწაულო ატმოსფეროთი დატკბნენ. ძალიან მიხარია, რომ ამ ისტორიულ დღეს მათთან ერთად აღვნიშნავ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა.

05 ივლისი 2026, 11:12

რეგიონი

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა

სტიქია დედოფლისწყაროში - ძლიერმა სეტყვამ და ქარმა მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო სოფელ გამარჯვებაში, დაზიანდა სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია მრავალწლოვანი კაკლის ხეები და ნაძვები.

დონალდ ტრამპი

05 ივლისი 2026, 10:58

მსოფლიო

ტრამპმა პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრები გამართა

„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ იმას, რომ ამერიკა მხარს გვიჭერს ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვაში. არსებობს ამ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა და ამერიკის გადაწყვეტილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. შევთანხმდით, რომ საუბარს პირადად გავაგრძელებთ ანკარაში ნატოს სამიტის დროს“, - დაწერა ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის შემდეგ თავის ტელეგრამ-არხზე.

05 ივლისი 2026, 10:53

რეგიონი

კურორტ ბეშუმსა და სოფელ ომალოში საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, კურორტ ბეშუმსა და სოფელ ომალოში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

05 ივლისი 2026, 10:45

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის ერთი და ისრაელის სამი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს.

05 ივლისი 2026, 10:44

მსოფლიო

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

05 ივლისი 2026, 10:42

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგოდ 12 130 ლარს დაეუფლა. ასევე დგინდება, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამის განულებას სპეციალური პროგრამის მეშვეობით ახდენდა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.