ბათუმში გალაკტიონ ტაბიძის სახელობის რიგით მეორე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
„ქართველები და ზღვა“ - ასე ჰქვია გალაკტიონ ტაბიძის სახელობის რიგით მეორე საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც ბათუმში გაიხსნა. მიზანი პოეტის სურვილის ასრულებაა, რომელიც ბათუმში ზღვის პოეზიის დღეების არსებობას შეეხებოდა.
გალაკტიონის ხელნაწერების უნიკალური გამოფენა სახელწოდებით „ზღვა და გალაკტიონი“, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართულმა ლიტერატურის მუზეუმმა წარმოადგინა. გაიმართა პოეტთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება და მოეწყო ლიტერატურული წარმოდგენა ქართველი და უცხოელი მსახიობების შესრულებით.
ფესტივალი წელს ფრანგული მოტივით მიმდინარეობს და მასში საფრანგეთიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წარმოდგენა „აფხაზეთი და გალაკტიონი“, ასევე მოეწყობა ლიტერატურული პერფორმანსი გემზე.
ფესტივალი ,,ქართველები და ზღვა“ ბათუმში, ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ყველა სიახლე
20 მაისი 2026, 20:47
პოლიტიკა
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური ალიანსის მიერ საპროტესტო აქციის დაგეგმვას „ნაციონალური მოძრაობა“ არ დასწრებია - ოპოზიციაში შეუთანხმებლობას უარყოფენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და მათი ერთადერთი მიზანი, გარე ძალების მიერ მათთვის მიცემული დავალებების შესრულებაა.
20 მაისი 2026, 20:45
მსოფლიო
Reuters: კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს
კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს, - განუცხადა ოთხშაბათს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.
20 მაისი 2026, 20:45
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, რადიკალურ ოპოზიციას სიძულვილის გარეშე არსებობა არ შეუძლია
სასამართლომ მკაფიოდ გაავლო ხაზი რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა არის შეურაცხყოფა, პიროვნულ ღირსებაზე შეტევა. ამ ორ სეგმენტში სად ჯდება რადიკალური ოპოზიცია, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
20 მაისი 2026, 20:35
პოლიტიკა
სტატისტიკა მანიპულაციის წინააღმდეგ - როგორ ითვლის ოპოზიცია პატიმართა რაოდენობას და რა თქვა პენიტენციურმა სამსახურმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი
დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოში 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალური მონაცემები აბათილებს. უწყების ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს 8 702 მსჯავრდებული იხდიდა.
20 მაისი 2026, 20:35
პოლიტიკა
სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - რას ელის ხელისუფლება შსს-ს ახალი სამმართველოსგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - შსს-ს სპეციალური სამმართველო დაპირისპირების გაღვივების კამპანიების მონიტორინგსა და კანონის აღსრულებაზე იქნება ორიენტირებული.
20 მაისი 2026, 20:29
პოლიტიკა
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - სასამართლო სუსის მიერ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო მსჯელობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული საქმიანობისთვის უცხო ქვეყნიდან მითითებების მიმღები სამი ადამიანი, პანკისის ხეობაში გამოავლინა.
20 მაისი 2026, 20:29
პოლიტიკა
ბრიტანეთი რუსული ნედლი ნავთობისგან დამუშავებულ პროდუქტზე იმპორტს აღარ კრძალავს - ლონდონი თავისთვის დასაშვებს საქართველოსთვის დაუშვებლად მიიჩნევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრიტანეთი, რომელიც საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აძალებდა, რუსული ნედლი ნავთობისგან დამუშავებულ პროდუქტზე იმპორტს აღარ კრძალავს.
20 მაისი 2026, 20:26
მსოფლიო
კალასი: მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევენ, სრული აბსურდია და რუსეთმა ეს იცის
მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევენ, სრული აბსურდია და რუსეთმა ეს იცის, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.
20 მაისი 2026, 20:21
პოლიტიკა
ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. რა შეთავაზებით ბრუნდება მმართველი გუნდი? „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩინეთში ვიზიტი დაასრულა. პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს პეკინსა და ქალაქ სიანში უმასპინძლეს. შალვა პაპუაშვილი ჩინელ კოლეგას, ამჯერად საქართველოში ელის.
20 მაისი 2026, 20:20
პოლიტიკა
სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა, გამოხატვის თავისუფლებით არ მართლდება - სტრასბურგის სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებით არ მართლდება - სტრასბურგის სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაადასტურა.
20 მაისი 2026, 20:15
პოლიტიკა
26 მაისთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე საზეიმო ბანერები განთავსდა
ფასადზე გამოიფინა საქართველოს დროშა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბანერები.
20 მაისი 2026, 20:12
პოლიტიკა
როგორ ამართლებს კოპენჰაგენი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტებისა და ძაღლების გამოყენებას - „ქრონიკამ“ დანიიდან წერილი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ ამართლებს კოპენჰაგენი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტებისა და ძაღლების გამოყენებას? - „ქრონიკის“ კითხვას სამჯერ გადამისამართების შემდეგ, დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა.
20 მაისი 2026, 20:04
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინას მოუწოდებს, სამიზნეები უფრო დიდი სიზუსტით შეარჩიოს - „მიუხედავად იმისა, რომ გვესმის უკრაინის ტაქტიკური ამოცანები ამ ომში, მან ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორია უნდა დაიცვას“
ესტონეთის თავზე დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინას მოუწოდა, სამიზნეები უფრო დიდი სიზუსტით შეარჩიოს. ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები შესაძლოა რუსეთის ინტერესებში შედიოდეს.
20 მაისი 2026, 19:36
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს
ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
20 მაისი 2026, 19:10
რეგიონი
ფოთის მერმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა.
20 მაისი 2026, 19:05
მსოფლიო
ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კირ სტარმერის პოლიტიკაზე: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საბჭოელებმა გაიმარჯვეს
ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მკაცრად გააკრიტიკა და მისი საგარეო თუ ეკონომიკური კურსი საბჭოთა კავშირის მეთოდებს შეადარა.
20 მაისი 2026, 19:03
საზოგადოება
კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის, ვეტერანთა დასაქმებისა და გადამზადების სამსახურის (VETS) ხელმძღვანელი და აშშ-ს შრომის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯერემი ვორქმენი, მისი მოადგილე ენდრიუ აუერბახი, ვეტერანთა შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარშალ აშერი, ეროვნული პროგრამების დირექტორი აივან დენტონი, აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლები და ამერიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ოთარ გრიგოლია.
20 მაისი 2026, 18:58
ეკონომიკა
საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სერბეთში გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სერბეთის მხრიდან კი - სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ოლივერა იოციჩი.
20 მაისი 2026, 18:52
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Routes Europe 2026-ზე საქართველოს საავიაციო პოტენციალი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნო
იტალიის ქალაქ რიმინიში გამართული ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026 დასრულდა. ფორუმში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმზე კომპანია TAV Georgia-სთან ერთად ერთობლივი სტენდით მონაწილეობდა და საერთაშორისო ავიაბაზარზე ქვეყნის საავიაციო და ტურისტული შესაძლებლობები წარადგინა.
20 მაისი 2026, 18:50
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: ევროკავშირთან დიალოგის მზაობა მუდმივად ხაზგასმულია. მთავრობის მხრიდან მუდმივად იმაზეა საუბარი, რომ მზად ვართ თანასწორი და ურთიერთსასარგებლო დიალოგისთვის, ამიტომ ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ჩვენ დიალოგი არ გვინდა
მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროპელი ლიდერებისთვის განკუთვნილ ღია წერილზე და ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა. კერძოდ, ჟღენტმა უარყო ოპოზიციის განცხადებები, რომ პრემიერის ღია წერილი მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. ჟღენტმა აღნიშნა, რომ ეს იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას დაენახა და მოესმინა ირაკლი კობახიძის პასუხი და ასევე იმისთვის, რომ ევროპის ლიდერებსა და ევროკავშირის ბიუროკრატიამ მოისმინონ ჩვენი პოზიცია.


