საქართველოს მწერალთა სახლი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და 70-მდე გამოცემით წარდგა
ფოტო: კულტურის სამინისტრო
19-22 მარტს საქართველოს მწერალთა სახლი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და 70-მდე გამოცემით წარდგა.
მწერალთა სახლის ლიტერატურული პროგრამა მოიცავდა გერმანულ ენაზე თარგმნილი ქართველი ავტორების წიგნების წარდგენას, თარგმანების პრეზენტაციებსა და დისკუსიებს, შეხვედრებს ქართველ ავტორებთან, სამუშაო შეხვედრებს საერთაშორისო ბაზრობის მონაწილე გამომცემლებთან და მწერალთა სახლის საგრანტო და სარეზიდენციო პროგრამების წარდგენას.
ლაიფციგში საქართველოს მწერალთა სახლის დელეგაცია პოეტების, პროზაიკოსების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
ბაზრობის ფარგლებში გაიმართა მზია ჭიჭიაშვილის წიგნის „მე ეს უნდა მეთქვა“ წარდგენა, რომელიც მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოიცა.
გაიმართა ნოდარ მაჭარაშვილის რომანის „კვაზიმოდოს ქალაქი“ პრეზენტაცია. წიგნი საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინეს გამომცემელმა ჰელმუტ კუნკელმა და მთარგმნელმა და პოეტმა გიორგი ლობჟანიძემ.
მწერალთა სახლმა გამართა ლევან ბერიძის რომანის „როგორც შენ იტყვი“ პრეზენტაცია. დისკუსიას უძღვებოდნენ გამომცემელი ტრაიან პოპი, მთარგმნელი და პოეტი გიორგი ლობჟანიძე და მთარგმნელი მზექალა აჭაიძე.
გაიმართა გერმანულ ენაზე თარგმნილი ქართული კლასიკური მოთხრობების ანთოლოგიის „ზარი ქარიშხალში“ წარდგენა.
ფორუმზე მწერალთა სახლმა ღონისძიებები დაასრულა ორი შეხვედრით − თანამედროვე ქართული პროზისა და პოეზიის შესახებ.
ქართული პროზის ღონისძიებაზე აუდიტორიას წარუდგინეს ლევან ბერიძის რომანი „როგორც შენ იტყვი“ და ნოდარ მაჭარაშვილის წიგნი „კვაზიმოდოს ქალაქი“.
პოეზიის საღამოზე წარდგნენ პოეტები: ნინია სადღობელაშვილი, ირმა ბერიძე, გიორგი ლობჟანიძე, ია სულაბერიძე და გიო ზედვაკელი.
მწერალთა სახლის სარეზიდენციო და საგრანტო პროგრამები წარადგინეს მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ და საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა მაკო ქიბროწაშვილმა.
ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის დღეებში ქართული სტენდი გამოირჩეოდა ხალხმრავლობითა და ქართული ლიტერატურისადმი გამორჩეული ინტერესით.
მწერალთა სახლის დირექტორის ქეთევან დუმბაძის განცხადებით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ქართული ლიტერატურის წარსადგენად.
„ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე მწერალთა სახლი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პროგრამითა და გამოცემებით წარდგა. საოცარი ინტერესი იყო ქართული სტენდის მიმართ − ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ქართველი მწერლებით. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რათა დავამყაროთ კონტაქტები საერთაშორისო აუდიტორიასთან. ბაზრობის შედეგად დაიგეგმა ახალი თანამშრომლობები და გაიზარდა ინტერესი ჩვენი ავტორების თარგმნის მიმართ“, - აღნიშნა მან.
ლაიფციგის წიგნის ბაზრობა ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. ის წარმოადგენს წიგნისა და მედიის ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ საგაზაფხულო შეკრებას, რომელიც მთელი მსოფლიოდან აერთიანებს ავტორებს, გამომცემლებს, მთარგმნელებსა და მკითხველებს.
ყველა სიახლე
25 მარტი 2026, 17:41
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ. ერთი ზუსტად ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნამდვილად არასწორი ხედვა აქვთ
დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
25 მარტი 2026, 17:37
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: სამწუხარო მოცემულობა ის არის, რომ ბევრი ქვეყნის ლიდერი თუ მისი წარმომადგენელი ელჩი საქართველოში არ წარმოადგენს რეალურად იმ ხალხის ნებას, სადაც ის არის ლიდერი ან ელჩი
სამწუხარო მოცემულობა ის არის, რომ ბევრი ქვეყნის ლიდერი თუ მისი წარმომადგენელი ელჩი საქართველოში არ წარმოადგენს რეალურად იმ ხალხის ნებას, სადაც ის არის ლიდერი ან ელჩი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
25 მარტი 2026, 17:36
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: წარმოუდგენელია, რომ უკრაინელებს კიდევ სჯერათ, რომ ევრობიუროკრატები მათ ინტერესებს საკუთარ ინტერესებში გაცვლიან - ისინი აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას და ეს მარტო ნავთობს არ შეეხება
როდესაც მათ ინტერესებს ეხება საქმე, არანაირი მორალი არ აწუხებთ, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკომისიამ უვადოდ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ.
25 მარტი 2026, 17:34
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ამ ადამიანების სტანდარტი, რასაც შეიძლება დავარქვათ ფარისევლობა
„ეს არის ამ ადამიანების სტანდარტი, რასაც შეიძლება დავარქვათ ფარისევლობა. ძალიან მარტივი მოსაძებნია ის მონაცემები, თუ როგორ ვაჭრობს ევროკავშირი რუსეთის ფედერაციასთან, მათ შრის 2022 წლის შემდეგაც. ეს არის თვეში 1,8 მილიარდის ექსპორტი და თვეში 1,7 მილიარდის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკებიდან მიედინება ეს ფული, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსული ომის მანქანის ჯიბეში“, - განაცხადა გაბუნიამ.
25 მარტი 2026, 17:33
მსოფლიო
The Guardian: უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპიდან რუსეთში ალუმინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტი გაიზარდა
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპიდან რუსეთში ალუმინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტი გაიზარდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
25 მარტი 2026, 17:27
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხრემ შესავალი სიტყვები წარადგინეს.
25 მარტი 2026, 17:23
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ხოშტარიას მხრიდან განხორციელებული არა ერთი ძალადობრივი ქმედება გვინახავს. რადიკალების სურთ სიმართლე ამოატრიალონ და საზოგადოებას ისე წარმოუდგინონ თითქოს რაიმე ფორმით სახელმწიფო თავს ესხმის ქალბატონს
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მცდელობა ელენე ხოშტარია პოლიტპატიმრად წარმოაჩინოს უშედეგოა.
25 მარტი 2026, 17:20
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: მრავალი წელია მთლიანად რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად, დავალებებით და კოორდინირებულად ცდილობს შეუტიოს ქართულ ეკლესიას, დააკნინოს. ამ პროცესში ისინი არ თაკილობენ ყველაზე ბინძურ გზებს და მექანიზმებს
მრავალი წელია მთლიანად რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად, დავალებებით და კოორდინირებულად ცდილობს შეუტიოს ქართულ ეკლესიას, დააკნინოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
25 მარტი 2026, 17:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მიზანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაქსიმალურად დააკნინონ და მის შიგნით გახლეჩა გამოიწვიონ
ამ ძალების მიზანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაქსიმალურად დააკნინონ, მისი როლი დაამცირონ და მის შიგნით გახლეჩა გამოიწვიონ, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.
25 მარტი 2026, 17:19
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის მიდრეკილი ძალადობისკენ და ხოშტარია არის ამ ძალადობის ერთ-ერთი სიმბოლო
„ხოშტარია არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კრიმინალური ისტორიის მქონე ადამიანი და ამ ყველაფერში გამორჩეული ადგილის უჭირავს ძალადობის წახალისებას და პირდაპირ შეტევას სახელმწიფო ინსტიტუციებისა და დემოკრატიის მიმართ. ახლა, როდესაც მისი დამქაშები ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი გააარაფრონ, სინამდვილეში გამოდის, რომ ეს ადამიანები დგანან ძალადობისა და სიძულვილის მხარეს. რა თქმა უნდა, საზოგადოებს ყოველთვის გამოაქვს სამართლიანი და ობიექტური დასკვნები და ვხედავთ, რომ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის მიდრეკილი ძალადობისკენ და ხოშტარია არის ამ ძალადობის ერთ-ერთი სიმბოლო“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.
25 მარტი 2026, 17:15
მსოფლიო
The Guardian: დანიის პრემიერ-მინისტრი არჩევნებში დამარცხების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა, რომლის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად დამარცხდა, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
25 მარტი 2026, 17:08
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისსა და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისსა და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
25 მარტი 2026, 17:07
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
25 მარტი 2026, 17:06
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიონის ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო, რომელიც სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
25 მარტი 2026, 16:56
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა გამოცხადებული ბლოკადის მიუხედავად, მიმდინარე წელს კუბის კერძო სექტორს 30 ათასი ბარელის მოცულობის საწვავი მიაწოდა
აშშ-ის მთავრობამ კუბის გამოცხადებული ბლოკადის მიუხედავად მიმდინარე წელს კუნძულოვან სახელმწიფოში მოღვაწე კერძო სექტორს 30 ათასი ბარელის მოცულობის საწვავი მიაწოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 მარტი 2026, 16:54
პოლიტიკა
ოდიშარია: გემახსოვრებათ „ამირანთან“ აქციაზე კაცი რომ აცხადებდა, ეს ფილმი თუ გავა, სახლში ცოცხალი არ წავალო. მაშინ ლიბერალებმა ჰომოფობი ეძახეს. დღეს იმავე კაცმა, სიონში, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ბაბლმა, გმირად გამოაცხადა
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სიონის ტაძარში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და კინოთეატრ „ამირანთან“ გამართული აქცია გაიხსენა, როდესაც ხანშიშესული კაცი აცხადებდა, რომ თუ ფილმი კინოთეატრში გავიდოდა, სახლში ცოცხალი არ წავიდოდა.
25 მარტი 2026, 16:46
თავდაცვა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 23 წლისაა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 23 წელი შეუსრულდა. აკადემიის პირად შემადგენლობას დაარსების დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა მიულოცეს და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
25 მარტი 2026, 16:38
რეგიონი
ზუგდიდში, სოფელ ხეცერაში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, საკრებულოს წევრებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხეცერის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
25 მარტი 2026, 16:33
სამართალი
პროკურორებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
პროკურორებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
25 მარტი 2026, 16:26
მსოფლიო
Bloomberg: თურქეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთონ
თურქეთი აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს, რათა არ დაუშვას, რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიას შეუერთდნენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.


