09 ივნისი 2026, 13:09 / სანდო წყარო

„დრაკონის სახლის“ ახალი სეზონის პრემიერა გაიმართა

ლონდონში HBO-ს სერიალის, „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის საპრემიერო ჩვენება გაიმართა. შოუს ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს და შეკრებილ ფანებთან ერთად ფოტოები გადაიღეს. მათ შორის იყვნენ: მეტ სმიტი, ​ემა დ'არსი, ​ოლივია კუკი, ფაბიენ ფრანკელი, ტომ გლინ-კარნი, იუან მიტჩელი და სხვები ახალი სეზონის პრემიერა 2026 წლის 21 ივნისს არის დაგეგმილი. ის 8 ეპიზოდისგან შედგება. სერიალის შემქმნელებმა მანამდე განაცხადეს, რომ ეკრანებზე „დრაკონის სახლის“ მეოთხე სეზონიც გამოვა, რომელიც ფინალური იქნება.

„დრაკონის სახლის“ პირველი სეზონის პრემიერა 2022 წლის 21 აგვისტოს შედგა. სიუჟეტი ჯორჯ მარტინის რომანზე „ცეცხლი და სისხლი“ არის დაფუძნებული. სერიალი გამოგონილ სამყაროში - ვესტეროსში ტარგარიენების სამეფო დინასტიის წევრებს შორის სამოქალაქო ომზე მოგვითხრობს, რომელიც „დრაკონების ცეკვის“ სახელით არის ცნობილი. მოვლენები „სამეფო კარის თამაშების“ სიუჟეტამდე თითქმის 200 წლით ადრე ვითარდება.

ყველა სიახლე

09 ივნისი 2026, 14:49

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

09 ივნისი 2026, 14:30

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტები BYD, Baidu და Alibaba იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებიც ჩინეთის სამხედრო ძალას ეხმარებიან

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტი Alibaba, ინტერნეტ-საძიებო კომპანია Baidu და ავტომწარმოებლები BYD და NIO იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, პეკინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობენ ხელს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

09 ივნისი 2026, 14:23

პოლიტიკა

მახაშვილი: საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას გვერდით, რომელმაც კრიტიკულ მომენტებში, საკუთარი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად მიიღო საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებები

საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას გვერდით, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს და რომელმაც კრიტიკულ მომენტებში, საკუთარი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად მიიღო საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებები, იმისთვის, რომ ამ ქვეყანას შენარჩუნებოდა ნორმალური მომავალი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

09 ივნისი 2026, 14:19

საზოგადოება

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი - საჯარო რეესტრი მომხმარებელს ახალ ციფრულ სერვისს სთავაზობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს „გონიერი კონტრაქტის“ ახალ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. საქართველოს მოქალაქეებს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დისტანციურად შეუძლიათ. ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ჭოუ ციენი

09 ივნისი 2026, 14:19

პოლიტიკა

ჭოუ ციენი ჯო უილსონის განცხადებაზე: არ ვართ დაინტერესებული ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვიღაც ამერიკელი კონგრესმენის კომენტარით - არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოადგენს შეერთებული შტატების პოლიტიკას და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს

„გულწრფელად გითხრათ, არ ვართ დაინტერესებული ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვიღაც ამერიკელი კონგრესმენის კომენტარით. ჩვენი მეგობრობა, თანამშრომლობა და საქართველოსთან ურთიერთობა არ არის რაიმე ალიანსის ნაწილი და არც რომელიმე მესამე ქვეყნის სამიზნე. არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოადგენს შეერთებული შტატების პოლიტიკას და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

09 ივნისი 2026, 14:16

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა.

ირაკლი კირცხალია

09 ივნისი 2026, 14:15

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი თუ გარე მოწინააღმდეგეებისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მისი კომპეტენცია ყოფილა - ეს ადამიანები ვერ ეგუებიან, რომ ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, რომელმაც 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში საკვანძო როლი შეასრულა, რაც შემდგარი ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ დღეს ის, ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციას იკავებს და პოლიტიკური საბჭოს წევრია, შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებშიც ჩართულია, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, სოციალურ ქსელში.

09 ივნისი 2026, 14:14

რეგიონი

დავით სონღულაშვილი გარდაბანში მეფრინველეობის ფერმის „საბუდარა“ საქმიანობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში მდებარე მეფრინველეობის ფერმაში, შპს „საბუდარაში“ იმყოფებოდა.

09 ივნისი 2026, 14:12

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

რიმა ბერაძე

09 ივნისი 2026, 14:06

პოლიტიკა

რიმა ბერაძე ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს იმდენად სწყურიათ ძალაუფლება, რომ ამ წყურვილს ერთმანეთის ლანძღვით იკმაყოფილებენ. მათ გარდა ყველა მიხვდა, რას არ აკეთებენ სწორად. მათ ვერ მოიპოვეს მთავარი - ხალხის ნდობა და პატივისცემა

ჩვეული დაპირისპირებების მომსწრე ვართ ბოლო კვირებია ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში. ბევრჯერ გვინახავს ფანჩატურებში გაერთიანებულები საჯაროდ როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს. ახლაც იგივე სურათი მეორდება. ამ ადამიანებს იმდენად სწყურიათ ძალაუფლება, რომ ამ წყურვილს ერთმანეთის ლანძღვით იკმაყოფილებენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გრეტა წიწავა

09 ივნისი 2026, 14:03

პოლიტიკა

გრეტა წიწავა: საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი გაჯერებულია ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით - საზოგადოება ხედავს, ვის ეფიქრება ქვეყანაში მშვიდობაზე და ეკონომიკურ წინსვლაზე

გეოპოლიტიკიდან გამომდინარე ყველა კარგად ხედავს, განსაკუთრებით, ბოლო წლები, თუ რაოდენ დიდი გამოწვევების წინაშეა ჩვენი რეგიონი. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყო და არის გაჯერებული ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გრეტა წიწავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძე

09 ივნისი 2026, 14:02

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: ჩვენმა გუნდმა დროულად დაინახა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცვლილებები და პირველი ნაბიჯები გადადგა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისკენ - საქართველო აგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ტრადიციულ პარტნიორებთან, ისე ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრებთან

ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას გამუდმებით ესმოდა ერთი გზავნილი თუ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა, თუ არ დაემორჩილებოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ურთიერთობებს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ააწყობდა ქვეყანას აღარ ეყოლებოდა პარტნიორები, შეწყდებოდა ინვესტიციები და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდებოდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძე

09 ივნისი 2026, 14:02

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია პარტნიორობა ისე, რომ არ დაკარგო ღირსება, შესაძლებელია თანამშრომლობა ისე, რომ არ თქვა უარი სუვერენიტეტზე და არ აღმოჩნდე ვასალურ დამოკიდებულებაში

მინდა ვკითხო ოპოზიციას — დარჩათ თუ არა მცირედი პასუხისმგებლობის განცდა მაინც იმ პროგნოზებზე, რომლითაც საზოგადოებას ქვეყნის იზოლაციასა და ეკონომიკურ კოლაფსს უწინასწარმეტყველებდნენ? დღეს ფაქტები საპირისპიროს აჩვენებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ვახტანგ ცინცაძე

09 ივნისი 2026, 13:56

პოლიტიკა

ვახტანგ ცინცაძე: წელს I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 47.7%-ით გაიზარდა, რაც ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოზე მეტყველებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ საინვესტიციო და ბიზნესგარემოზე მეტყველებს.

გრეტა წიწავა

09 ივნისი 2026, 13:55

პოლიტიკა

გრეტა წიწავა: ალიანსად წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა, ვფიქრობ, მალე დაიშლება

„ალიანსად“ წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა ვფიქრობ, მალე დაიშლება, თუმცა გავა ჟამი და ისევ შემოსძახებენ და მოუწოდებენ მათი გარე პატრონები გაერთიანებისკენ და ჩვენც ვიხილავთ მორიგ ჯერზე „შეკვეთის“ შესრულების პროცესს, რომელსაც, ალბათ, დაარქმევენ „ხალხს ასე უნდა, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია

რიმა ბერაძე

09 ივნისი 2026, 13:55

პოლიტიკა

რიმა ბერაძე ოპოზიციაზე: მათ ვერ მოიპოვეს მთავარი - ხალხის ნდობა და პატივისცემა იმიტომ, რომ არ უყვართ საკუთარი ერი და ქვეყანა

ბოლო კვირებია, ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩვეული დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ბევრჯერ გვინახავს, ფანჩატურებში გაერთიანებულები საჯაროდ როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ახლაც იგივე სურათი მეორდება. ამ ადამიანებს იმდენად სწყურიათ ძალაუფლება, რომ ამ წყურვილს ერთმანეთის ლანძღვით იკმაყოფილებენ. ერთმანეთის კონკურენციით შეშინებულები, ხან „დიდ ბელად მიშას“ აკრიტიკებენ და ხან ერთმანეთს ინგლისური ენის ცოდნას უწუნებენ. მთელ დროს ერთმანეთის ლანძღვაში და ფეისბუკ პოსტებით პასუხის-პასუხში ატარებენ, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ.

გიორგი ჩაკვეტაძე

09 ივნისი 2026, 13:54

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ ეროვნული ინტერესები, რათა ჩვენი ქვეყანა, ზოგიერთების სურვილის მიუხედავად, ბნელ წარსულში აღარასდროს დაბრუნდეს

„ჩვენმა სამშობლომ განიმტკიცა სუვერენიტეტი. ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის ტემპით და ეს უპრეცედენტო მაჩვენებელი თითოეულ მოქალაქეზეც უნდა აისახოს“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე.

09 ივნისი 2026, 13:54

მსოფლიო

The Guardian: საფრანგეთმა და გერმანიამ ახალი სამხედრო თვითმფრინავის შექმნის ერთობლივი პროექტის განვითარება შეაჩერეს

საფრანგეთმა და გერმანიამ დაასკვნეს, რომ კომპანიები, რომლებიც ერთობლივი საბრძოლო თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობდნენ, შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შედეგად, პროექტი შეჩერდა, რაც სერიოზულ დარტყმას აყენებს ევროპის საერთო თავდაცვის გაძლიერების მცდელობებს. ინფორმაციას The Guardian-ი გერმანიის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი

09 ივნისი 2026, 13:53

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: ალიანსის ლოგოდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოვიღებთ

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციური ალიანსის დღევანდელ ბრიფინგს ეხმიანება და წერს, რომ ალიანსის ლოგოდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოიღებენ.

ეკა სეფაშვილი

09 ივნისი 2026, 13:31

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც იმიტომ არ გააუქმებს, რომ ეს საკითხი მუდმივად შეინარჩუნოს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, სიტყვით გამოვიდა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე. მან ყურადღება გაამახვილა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიასთან საქართველოს მიერ ჩანიშნული ტექნიკური შეხვედრა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცა. დეპუტატმა ისაუბრა ტექნიკურ და პოლიტიკურ მდგენელებზე. მისი სიტყვებით, საქართველო ტექნიკური თვალსაზრისით ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას ასრულებს და ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ ნაწილზე. სეფაშვილმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატები საქართველოს დემოკრატიის შეფასებისას ყველაზე ხშირად საუბრობენ გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზე. როგორც ჩანს, სწორედ ეს საკითხია პოლიტიკური მდგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს.