imedi /  28 აპრილი 2018, 16:42 / სანდო წყარო

ფრანგულ მუზეუმში გამოფენილი ნახატების უმრავლესობა ყალბი აღმოჩნდა

ფრანგულ მუზეუმში გამოფენაზე, რომელიც მხატვარ ეტიენ ტერეს ეძღვნება, აღმოაჩინეს ნახატები, რომელიც ტერეს არ დაუხატავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მხატვრის წარმომადგენელმა საფრანგეთის ქალაქ ელნეში მდებარე მუზეუმში 82 ნამუშევარი დათვალა, რომელიც ტერეს არ ეკუთვნოდა და ყალბი იყო. ნახატების ფასი 160 ათასი ევროდან იწყებოდა. 

მუზეუმის თანამშრომლებმა გაყალბების შესახებ არაფერი იცოდნენ, სანამ ისინი მხატვრის ისტორიკოსმა ისინი არ გააფრთხილა. 

მუზეუმთა კავშირმა სკანდალის შემდეგ საგანგებო კრება მოაწყო, რომელზეც დადასტურდა, რომ მუზეუმში წარმოდგენილი ნამუშევრებიდან 82, მხატვარ ეტიენ ტერესი არ იყო. 

Collioure by Etienne Terrus

Vue cathédrale by Etienne Terrus

ყველა სიახლე

31 მარტი 2026, 11:07

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო: ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი განათლების მინისტრ მიქანაძეს შეხვდა

გუშინ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი განათლების მინისტრ მიქანაძეს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

31 მარტი 2026, 11:00

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ა.რ, 1984 წელს დაბადებული მ.ნ, 2004 წელს დაბადებული ა.მ. და 2003 წელს დაბადებული ტ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

31 მარტი 2026, 10:59

ტექნოლოგიები

ავსტრია 14 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს

ავსტრიის მთავრობამ ბავშვთა ონლაინ დაცვის ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც 14 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს. ეს შეზღუდვა სავალდებულო გახდება ისეთი პლატფორმებისთვის, როგორებიცაა Instagram-ი, TikTok-ი და Snapchat-ი.

ეკა სეფაშვილი

31 მარტი 2026, 10:53

საზოგადოება

ეკა სეფაშვილი 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდაზე: ტარიფი უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს გაზრდილ ტარიფს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე გაიზრდება აქციზის განაკვეთი. სეფაშვილმა თქვა, რომ ტარიფები უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი.

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკი

31 მარტი 2026, 10:37

მსოფლიო

ზელენსკი: ტრამპი პუტინის შესაჩერებლად სხვა გზას, დონეცკიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანისა გარდა, ვერ ხედავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ომის შესაჩერებლად უკრაინაზე წნეხს ახორციელებენ და ითხოვენ, რომ უკრაინულმა ჯარმა ტერიტორიები დატოვოს.

31 მარტი 2026, 10:37

სამართალი

კკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ძარცვის მცდელობის ბრალდებით 3 პირი: 2007 წელს დაბადებული ი.ა., 2006 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2006 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.

31 მარტი 2026, 10:33

რეგიონი

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა იმერეთის თვითმმართველობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

„მელიორაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, უშუალოდ ფერმერებისგან მოვისმინოთ დარგში არსებული გამოწვევები და მაქსიმალურად მოკლე ვადაში უზრუნველვყოთ მათი ეფექტიანი გადაჭრა“, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიგლა თამაზაშვილმა.

31 მარტი 2026, 10:29

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია თურქმენეთის მოქალაქე

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის\ თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქმენეთის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს.

31 მარტი 2026, 10:27

ტაბლოიდი

სიდნეიში „ტორტების პიკნიკმა“ ასობით ადამიანს უმასპინძლა

პროექტის ავტორი Google-ის თანამშრომელი და მოყვარული კონდიტერი, ელისა სუნგაა. მან 2 წლის წინ სან-ფრანცისკოში უბრალო ონლაინ მიწვევა გამოაქვეყნა ერთი პირობით: ყველას უნდა მოეტანა ტორტი. მას შემდეგ იდეამ მასშტაბური სახე მიიღო და პიკნიკზე დასასწრები ბილეთები დუბაიში, ლონდონსა და ნიუ-იორკში მომენტალურად იყიდება.

31 მარტი 2026, 10:22

მსოფლიო

„ცაჰალი“ ლიბანის სამხრეთით ოთხი მოკლული ებრაელი ჯარისკაცის შესახებ იუწყება

სამხრეთ ლიბანში საომარი მოქმედებების დროს ოთხი ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია (“ცაჰალი“) ავრცელებს.

31 მარტი 2026, 10:18

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: გგონიათ, საქართველოს პირველი ლედის ვაშინგტონში ვიზიტის გამო აგორებული კამპანია მის ინგლისურენოვან გამოსვლას უკავშირდებოდა? ეს იყო ,,მეხუთე კოლონის" მცდელობა, დაეკნინებინათ თავად ვიზიტის მნიშვნელობა

არსებობს მრავალგზის გამოცდილი და უტყუარი ტესტი: რაც სასარგებლოა საქართველოსთვის, ის საზიანოა ნაცლიბერალური ,,მეხუთე კოლონისათვის"! ჰოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ეს ნიშნავს უბედურების ზარის ჩამოკვრას ანტიქართული, ნაცლიბერალური სექტისათვის. (,,ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა!") - წერს X-ზე ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა.

31 მარტი 2026, 10:09

კულტურა

პირველი აზიური ევროვიზია ტაილანდში გაიმართება

პირველი აზიური „ევროვიზია“ ნოემბერში ბანგკოკში გაიმართება. ინფორმაციას ევროპის მაუწყებელთა კავშირი ადასტურებს, რომელიც ამ კონკურსის ორგანიზატორია. მათი მონაცემებით, მონაწილეობაზე განაცხადი უკვე 10-მა ქვეყანამ შეიტანა: სამხრეთ კორეამ, ტაილანდმა, ფილიპინებმა, ვიეტნამმა, მალაიზიამ, კამბოჯამ, ლაოსმა, ბანგლადეშმა, ნეპალმა და ბუტანმა. აზიური „ევროვიზიის“ პოტენციური აუდიტორია 600 მილიონ ადამიანად არის შეფასებული.

31 მარტი 2026, 10:09

საზოგადოება

პოლონელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში პოლონეთის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ავიაკომპანია LOT-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

სკოტ ბესენტი

31 მარტი 2026, 09:49

მსოფლიო

სკოტ ბესენტი: დროთა განმავლობაში ამერიკა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაიბრუნებს

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ შტატები მალე მოიპოვებს კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე და თავისუფალი ნავიგაცია განახლდება.

შალვა პაპუაშვილი

31 მარტი 2026, 09:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების უპირველესობაზე დღესაც გვჭირდება ისეთივე ერთობა, როგორც 35 წლის წინ, 31 მარტს გვქონდა, რადგან კითხვა, რომელიც მაშინ დაისვა, სინამდვილეში, დღემდე ძალაშია

დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე. დღე, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულმა საყოველთაო სახალხო გამოკითხვამ ერთხმად უპასუხა ისტორიულ კითხვას - გვსურდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ კითხვაზე საქართველოს ყველა კუთხემ, საქართველოს ყველა შვილმა, ერთხმად თქვა - დიახ!, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

31 მარტი 2026, 09:35

საზოგადოება

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით მონაწილეობა მიიღო გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით მონაწილეობა მიიღო გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.

ირაკლი კობახიძე

31 მარტი 2026, 09:33

პოლიტიკა

პრემიერი: 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა

31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

31 მარტი 2026, 09:21

მსოფლიო

ირანმა დუბაის პორტში ნავთობით დატვირთული ქუვეითის ტანკერი დაბომბა

ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის პორტში ნავთობით დატვირთული ქუვეითის ტანკერი ალ-სალმი დაბომბა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

31 მარტი 2026, 09:20

მსოფლიო

ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს.

მარკო რუბიო

31 მარტი 2026, 09:12

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა გადაწყვიტოს, ვინ გაივლის საერთაშორისო წყლებში

შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ირანმა გადაწყვიტოს, ვინ გაივლის საერთაშორისო წყლებში, - განაცხადა მარკო რუბიომ ABC-ს ეთერში. სახელმწიფო მდივანი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებსაც შეეხო, მაგრამ არ დააკონკრეტა იმ პირთა ვინაობა, რომლებთან საუბარიც, დონალდ ტრამპმა ახსენა, თუმცა აღნიშნა, რომ ირანში შიდა განხეთქილებაა.