imedi /  16 ივნისი 2018, 15:56 / სანდო წყარო

გუდიაშვილის მოედანზე აღმოჩენილი არტეფაქტების გამო სამუშაო პროექტი შეიცვლება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ის სარდაფები დაათვალიერა, სადაც, რამდენიმე დღის წინ, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და სხვადასხვა არტეფაქტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

აღმოჩენების გამო, ჩვენ მოგვიწევს პროექტების შეცვლა, რადგან არქეოლოგიური ნაშთების დაფარვა არ შეიძლება. მასალა სამუზეუმო სახით უნდა დარჩეს ან სხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. ეს გუდიაშვილის მოედანს სამომავლოდ დამთვალიერებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო იქნება“, - აღნიშნა თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა

გუდიაშვილის მოედანზე აღმოჩენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველივე დღეებიდან ჩართულნი არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.

(გუდიაშვილის მოედნის სარდაფში აღმოჩენილი არტეფაქტები)

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები 2016-2017 წლებში.

დღეისთვის, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარეობს: ისტორიული ძეგლების საძირკვლების და სარდაფების გაწმენდა; მხატვრული და ხის დეტალების დანომვრა, აღრიცხვა და მოხსნა სარესტავრაციოდ; ასევე, სარდაფებისა და საძირკვლების გამაგრების სამუშაოები.


(ყველა დეტალი ინომრება, იხსნება და რესტავრაციის შემდეგ დაბრუნდება ფასადზე).

ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს და დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდება. ასევე, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება. ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაჩნდება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებას გამოიწვევს.

ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

არქივი

სოზარ სუბარი

20 აგვისტო 2018, 12:37

საქართველო

სოზარ სუბარი: მერაბ ჭანუყვაძე სახელმწიფო სამსახურში რჩება

2 კვირის წინ იყი თხოვნა რომ გარკვეული პერიოდი დარჩენილიყო თანამდებობაზე. გუშინ კი შედგა შეხვედრა მერაბ ჭანუყვაძესა და პრემიერმინისტრს შორის. შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ ის გადმოვა თბილისში, რჩება ჩვენს გუნდში და გააგრძელებს საქმიანობას სახელმწიფო უწყებაში", - განაცხადა სუბარმა.

აზია არჯენტო

20 აგვისტო 2018, 12:31

მსოფლიო

მედია: აზია არჯენტომ არასრულწლოვანზე იძალადა და სიჩუმისთვის გადაუხადა

იტალიელმა მსახიობმა, აზია არჯენტომ, რომელმაც კანის რიგით 71-ე კინოფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 1997 წელს პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტაინმა გააუპატიურა, არასრულწლოვან მსახიობზე სექსუალურად იძალადა და შემდეგ, სიჩუმის სანაცვლოდ, მას $380 ათასი გადაუხადა.

20 აგვისტო 2018, 12:16

ვიდეო

რა გავლენას მოახდენს ახალი რეგულაცია ბიზნესსა და ლომბარდებზე?

20 აგვისტო 2018, 12:13

ვიდეო

ამერიკის კონგრესის აპარატის თანამშრომლები ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან

20 აგვისტო 2018, 12:12

ვიდეო

ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში, სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა

20 აგვისტო 2018, 12:08

საქართველო

კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ მაია ცქიტიშვილს მიმართავს

კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მიმართავს და იმ პრიორიტეტებს სთავაზობს, რომელიც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტში უნდა აისახოს. კოალიციის წევრთა თქმით, უმთავრესი საკითხი ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციაა.

20 აგვისტო 2018, 12:00

ვიდეო

პრემიერ-მინისტრმა შვიდ რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა

მაიკლ კოენი

20 აგვისტო 2018, 11:43

მსოფლიო

მაიკლ კოენის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

გამოძიების ინფორმაციით, კოენმა ტაქსების საკუთარი კომპანიის აქტივების ღირებულება გააყალბა, იმისთვის, რომ ორი ფინანსური ისტიტუტისგან, Sterling National Bank-დან და Melrose Credit Union-დან ჯამში $20 მილონამდე სესხი მიეღო.

20 აგვისტო 2018, 11:34

საქართველო

თურქეთში ავარიის დროს დაშავებულების შესახებ საკონსულო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ორი მოქალაქე ქალი გაეწერება ტრაპიზონის კლინიკებიდან და სარეაბილიტაციო კურსს გააგრძელებენ ბათუმის კლინიკებში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება და გადის ინტენსიურ მკურნალობას ერთი დაზარალებული კაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

20 აგვისტო 2018, 11:30

საქართველო

თბილისში მიგრაციის და ინტეგრაციის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსია გაიმართება

თბილისში პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის მიგრაციის და ინტეგრაციის საკითხებზე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიმართება. ღონისძიება დღეს იწყება და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ნინო ვიბლიანი

20 აგვისტო 2018, 11:18

საქართველო

ჭუბერის თემის გამგებელი ნინო ვიბლიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შვიდი რეგიონის ახალი გუბერნატორების წარდგენისას განაცხადა. ნინო ვიბლიანი ჭუბერის თემის გამგებელი იყო.

20 აგვისტო 2018, 11:01

საქართველო

პრემიერმინისტრმა ახალი გუბერნატორები წარადგინა

თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

20 აგვისტო 2018, 10:45

საქართველო

ვაჟა-ფშაველაზე სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა

თვითმხილველების განცხადებით, არასრულწლოვანი სკვერში ე.წ. სკეიდბორდით სრიალებდა. მიწის ჩავარდნას ისინი ძლიერ წვიმას უკავშირებენ. 12 წლის მოზარდი გუშინ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

20 აგვისტო 2018, 10:42

ეკონომიკა

ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდა

კერძო გამსესხებელს აღარ შეუძლია მსესხებლისგან დამატებითი ქონების მოთხოვნა, იმ შემთხვევაში თუ გირაოში ჩადებული ქონებით არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხდება. ეროვნული ბანკის რეგულირებაში მოქცეული სუბიექტებისთვის კი, განსხვავებული ან დამატებითი წესის შემოღება მარეგულირებლის პრეროგატივა გახდა.

 ვიტალი ვოლოვიჩი

20 აგვისტო 2018, 10:32

კულტურა

რუსი მხატვარი ვიტალი ვოლოვიჩი გარდაიცვალა

მას დიდება შუა საუკუნეების ლიტერატურის ილუსტრაციებმა მოუტანეს როგორებიცაა მაგალითად "რიჩარდ III", "ტრისტანი და იზოლდა". ბოლო დღეებში ვოლოვიჩი მუშაობდა რეტროსპექტულ გამოფენაზე. აღსანიშნავია, რომ ხელოვანი 90 წლის 3 აგვისტოს გახდა.

ბორჯომის ხეობა

20 აგვისტო 2018, 10:29

საქართველო

ბორჯომში ტყის აღდგენისთვის ახალ ნერგებს 144 ჰა ფართობზე დარგავენ

სააგენტოს ცნობით, პროექტის განხორციელებამდე ტყის მასივში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, საიდანაც ძირითადად, ხანძრით დაზიანებული და ძირნაყარი ხეები გააქვთ. მაისში პერიმეტრზე ღობის მთლიანობა აღადგინეს, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების შეკეთდა და გაიწმინდა.

ჯასტინ ტრუდო

20 აგვისტო 2018, 10:18

მსოფლიო

ტრუდო 2019 წლის არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობას

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერმინისტრია 2015 წლის 4 ნოემბრიდან, ის ასევე კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერია 2013 წლის 14 აპრილიდან. იგი არის კანადის ყოფილი პრემიერის პიერ ელიოტ ტრიუდოს უფროსი შვილი,

20 აგვისტო 2018, 10:16

ვიდეო

კოჯორში გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

20 აგვისტო 2018, 10:13

ვიდეო

პარიზის გარეუბანში, ობერვილეს კომუნაში ძლიერი ხანძრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა

20 აგვისტო 2018, 10:09

ვიდეო

საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაცია იწყება