imedi /  29 ივნისი 2018, 11:55 / სანდო წყარო

გუდიაშვილის მოედანზე სხვადასხვა ზომის ქვევრები აღმოაჩინეს. ფოტოები

თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისი“ ფარგლებში, გუდიაშვილის მოედანზე ახოსპირელის N4-ის სარდაფში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, სხვადასხვა ზომის ქვევრი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, მე-17 - მე-18 საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. ინფორმაციას თბილისის განვითარების ფონდი ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ გუდიაშვილის მოედანზე ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს.

მოგვიანებით, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა თქვა, რომ ამის გამო სამუშაო პროექტი შეიცვლება.

„აღმოჩენების გამო, ჩვენ მოგვიწევს პროექტების შეცვლა, რადგან არქეოლოგიური ნაშთების დაფარვა არ შეიძლება. მასალა სამუზეუმო სახით უნდა დარჩეს ან სხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. ეს გუდიაშვილის მოედანს სამომავლოდ დამთვალიერებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო იქნება“, - თქვა ბაიდარაშვილმა. 

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2020, 17:31

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი სოფელ ქვემო ლისში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ მეტყევეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სოფელ ქვემო ლისში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ მეტყევეებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ახალი სატყეო კოდექსის მიღების შემდეგ, ინტენსიურად მიმდინარეობს სატყეო რეფორმა, რომლის ფარგლებში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.

ემიგრაციის მუზეუმი

05 აგვისტო 2020, 17:30

საზოგადოება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა

ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მიერ ევროპაში დასაბრუნებლად გავლილ გზასა და ამ პროცესში ქართული ემიგრაციის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი პროფესორი გურამ შარაძე იყო.

გიგლა ბარამიძე

05 აგვისტო 2020, 17:24

პოლიტიკა

გიგლა ბარამიძე სააკაშვილზე: ერთ პოეტს მასზე უთქვამს „შორით ბნედა, შორით კვდომაო“

ამ სუბიექტს გამჩენი არ ასვენებს, მასზე აქვს ერთ პოეტს ნათქვამი „შორით ბნედა, შორით კვდომა“-ო, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ „ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა.

კორონავირუსი მსოფლიო

05 აგვისტო 2020, 17:22

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID-19-ს 701 316 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსით დაინფიცირდა 18 570 858 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 11 163 388 პაციენტი.

05 აგვისტო 2020, 17:08

საზოგადოება

სახალხო დამცველი ოზურგეთის სოციალური საცხოვრისის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოციალური საცხოვრისის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პირობებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად ცდილობს საჭირო ინფრასტრუქტურის აღდგენას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 აგვისტო 2020, 17:03

მსოფლიო

​ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტს „ვაგნერის“ დაკავებული მებრძოლების უკრაინისთვის გადაცემა სთხოვა

თავის მხრივ, ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოები მზად არიან ამ საკითხზე თანამშრომლობისთვის იმ შეთანხმებების ფარგლებში, რომლებიც მინსკს კიევსა და მოსკოვთან აქვს ხელმოწერილი.

05 აგვისტო 2020, 17:02

მსოფლიო

ბეირუთში, აფეთქების შედეგად 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა ადგილობრივ ტელეარხს განუცხადა. რაც შეეხება მიყენებულ ზარალს, დაახლოებით $3-დან $5 მილიარდს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, აფეთქებას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 4 ათასი ადამიანი.

05 აგვისტო 2020, 16:56

COVID19

143 სასტუმროს სპეციალურად გადამზადებული პერსონალი, კარანტინში მყოფ 48 696 ადამიანს მოემსახურა

4 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული 143 სასტუმროს სპეციალურად გადამზადებული პერსონალი, კარანტინში მყოფ 48 696 ადამიანს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოემსახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საუკეთესო მაგალითად დაასახელა საქართველოს მიერ განხორციელებული საკარანტინო ზონების პროექტი.

კობა გვენეტაძე

05 აგვისტო 2020, 16:52

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: საფინანსო სისტემა მეორე ტალღისთვისაც მომზადებულია, თუ ასეთი რამ მოხდა

საფინანსო სისტემა მომზადებულია მეორე ტალღისთვისაც, თუ ასეთი რამ მოხდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართული ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თეა წულუკიანი

05 აგვისტო 2020, 16:45

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით დადასტურებული კრიმინალია, ქვეყნის გარეთ კი ღამურას დაემსგავსა

მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით დადასტურებული კრიმინალია და ქვეყნის გარეთ დაემსგავსა ღამურას, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. „ის აქაურიც ვეღარ არის, ცდილობს ფეხი მოიკიდოს, რისი რესურსი და შანსიც არ გააჩნია და იმ ქვეყნებში, სადაც ჩაივლის ხოლმე ფეხს ვერ იკიდებს, იმიტომ, რომ არც არასოდეს ყოფილა რეფორმატორი. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ეს მარგინალური კრიმინალური ძალა რა განცხადებებს გააკეთებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ვემზადებით მაღალი ხარისხის დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

Starship SN5

05 აგვისტო 2020, 16:37

ტექნოლოგიები

SpaceX-მა რაკეტა Starship-ის პროტოტიპის პირველი წარმატებული ცდა ჩაატარა

რაკეტის პროტოტიპი Raptor-ის ერთი ძრავით არის აღჭურვილი, ფინალურ ვერსიას კი 6 ასეთი ძრავი ექნება.​ SpaceX-ი Starship-ს პლანეტებს შორის მოგზაურობისთვის ქმნის. კომპანია რაკეტის პირველ სრულფასოვან სტარტს 2021 წელს გეგმავს.

დიმიტრი ხუნდაძე

05 აგვისტო 2020, 16:35

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლაში საქართველო წარმატებულია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტისმა დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გზაზე საქართველო არის წარმატებული - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რომან კაკულია

05 აგვისტო 2020, 16:23

პოლიტიკა

რომან კაკულია: დემოკრატიას აშენებს მხოლოდ ის საზოგადოება, რომელიც, ე.წ. „შიდა მოთხოვნაზე“ ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს ანდობს ქვეყნის მართვას

დემოკრატიას აშენებს მხოლოდ ის საზოგადოება, რომელიც, ეგრეთ წოდებული „შიდა მოთხოვნაზე“ ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს ანდობეს ქვეყნის მართვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

05 აგვისტო 2020, 16:21

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს და ამავე ორგანიზაციის ექსპერტებს შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ სილვიუ დომენტისსა და ამავე ორგანიზაციის ექსპერტებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჯანმრთელობის კუთხით არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, შეაფასეს ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

სამხრეთ კორეა

05 აგვისტო 2020, 16:15

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

საკუთარი სახლების დატოვება დაახლოებით 1 500 ადამიანს მოუწია. ქვეყნის ორი რეგიონი უბედურების ზონად არის გამოცხადებული - იქ 42 დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმს. ასეთი ამინდი ქვეყანაში უკვე 7 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

05 აგვისტო 2020, 16:14

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ბერაია ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარალმენტი ავრცელებს. ქართველმა პარლამენტარებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და მისიის წარმომადგენლებისთვის საინტერესო სხვა საკითხზე. ანრი ოხანაშვილმა და ირაკლი ბერაიამ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იმყოფებოდეს საქართველოში.

რომან კაკულია

05 აგვისტო 2020, 16:13

პოლიტიკა

რომან კაკულია: კარგია, რომ The Heritage Foundation-ის სტატიაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში საქართველოს წვლილზეა საუბარი

ეს არის უმნიშვნელოვანესი სტატია, სადაც ორმხრივ ურთიერთობებზეა საუბარი და მასში ხაზგასმითაა საუბარი როგორც საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ასევე ორმხრივ ინტერესებზე, - განცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ The Heritage Foundation-ში გაომქვეყნებულ სტატიის კომენტირებისას. „The Heritage Foundation-ში გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი სტატია, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრობს. ძალიან კარგია, რომ იქ ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა და საუბარია ორმხრივ ინტერესებზე, რაც ყოველთვის აკლდა ამ საუბრებს და შეფასებებს. ორმხრივი ინტერესები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ერთმანეთის გამოწვევები, მხოლოდ ასე შედგება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა. კარგია, რომ საუბარია საქართველოს წვლილზე, მინიშნებაა, ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება და თავისუფალი ბაზრის პრინციპების გაღრმავება, რაც არის კიდეც საბოლოოდ „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილი, რომელსაც ის სთავაზობს საზოგადოებას“, - განაცხადა რომან კაკულიამ.​

05 აგვისტო 2020, 16:11

სამართალი

დაზარალებული მხარის ადვოკატი: მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე დაკავებულ ექიმებს პატიმრობას შეუფარდებს

დაზარალებული მხარის ადვოკატი, მაია ნიკოლაშვილი იმედოვნებს, რომ მოსამართლე დავით კურტანიძე დაკავებულ ექიმებს პატიმრობას შეუფარდებს.

რომან გოცირიძე

05 აგვისტო 2020, 15:48

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: სასაცილოა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის მოქალაქეობაზე კირკიტი, ის არის საქართველოს მოქალაქეც, პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოტორი

მიხეილ სააკაშვილი გამოძებნის ამომრჩეველთან ურთიერთობის ფორმას, რომლითაც რეალიზებული იქნება მისი ავტორიტეტი და მისი წონა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე გააკეთა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს მოქალაქეც, პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოტორი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი.

05 აგვისტო 2020, 15:44

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებული ექიმებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაკავებული ექიმების აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. საუბარია ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორსა და ამავე კლინიკის ექიმზე. ასევე კიდევ ერთ ექიმზე, რომლიც იტალიაშია და ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.