imedi /  11 ივლისი 2018, 11:57 / სანდო წყარო

GEM fest-ი 9-12 აგვისტოს აღარ გაიმართება

GEM fest

GEM fest-ი ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, 9-12 აგვისტოს ანაკლიაში ფესტივალი აღარ გაიმართება.

განცხადებაში ასევე წერია, რომ მიწის იჯარით მიცემაზე ეკონომიკის სამინისტროს მათთვის ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიუციათ, ფესტივალის ორგანიზებას კი დრო სჭირდება:

"რამდენად სამართლიანია ეს პროექტის მიმართ, რომელმაც ანაკლია მსოფლიო ტურისტულ და საფესტივალო რუკაზე დაამკვიდრა, საზოგადოებამ და ისტორიამ განსაჯოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის რაც გვაქვს- ტერიტორია სადაც წლები ჯემ ფესტი ტარდებოდა და სადაც 9-12 აგვისტოს ფესტივალი უნდა გამართულიყო, ჩვენს გარეშე იქნება ამ ზაფხულს", - წერია განცხადებაში.

GEM fest-ი განცხადებაში იმასაც წერს, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ მომხმარებლებმა უკვე ნაყიდი ბილეთები.

ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ უწყების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა შპს „ჯი ემ ეფ“ის გენერალურმა დირექტორმა დავით დამენიამ და მოითხოვა მათ მიერ ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში უკვე დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „GEM FEST 2018”-ის ჩასატარებლად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით გადაცემა. კომპანია თავის წერილში ასევე აღნიშნავდა, რომ ფესტივალის ჩატარებას 9 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით გეგმავდნენ და ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდული იყო.

2017 წლის 21 აგვისტოს Gem Fest-ზე დასაქმებულებმა ფესტივალის ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივლეს

არქივი

21 ივლისი 2018, 00:52

კულტურა

ჯაზფესტივალზე ერიკა ბადუს გამოსვლას უკვე საათზე მეტია ელოდებიან

ბათუმში, ჩოგბურთის კორტებზე, ჯაზფესტივალის სტუმრები ერიკა ბადუს (Erykah Badu) გამოსვლას ელოდებიან. კონცერტი ოფიციალურად 19 საათზე დაიწყო, თუმცა მომღერალი მაყურებლის წინაშე ამ დრომდე არ გამოჩენილა.

21 ივლისი 2018, 00:46

ძალოვნები

გიორგი მღებრიშვილი: 22-წლიანი მუშაობის შემდეგ, დროა ცხოვრების ნაწილი შვილებს დავუთმო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი „ქრონიკასთან“ გააკეთა. მღებრიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო და სამომავლოდ საკუთარი დროის დათმობას შვილებისთვის აპირებს.

21 ივლისი 2018, 00:09

მსოფლიო

იპოვეს ჩანაწერები, რომელშიც ტრამპი და მისი ადვოკატი Playboy-ს მოდელისთვის თანხის გადახდაზე ლაპარაკობენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა საიდუმლოდ ჩაწერა თავისი კლიენტის საუბარი, რომელიც Playboy-ს ყოფილი მოდელისთვის ფულის მიცემას ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

20 ივლისი 2018, 23:50

კულტურა

Paramount TV-ის ხელმძღვანელი სამსახურიდან რასისტული განცხადების გამო გაათავისუფლეს

ამერიკული კინოკომპანია Paramount TV-ის ხელმძღვანელი ემილ პაუელი თანამდებობიდან უადგილო კომენტარის გამო გაათავისუფლეს, რომელსაც რასისტული შინაარსი ჰქონდა. ის არ გამორიცხავს, რომ კომპანიას უჩივლებს.

20 ივლისი 2018, 23:16

ძალოვნები

ბორჯომში ავტოავარიას 26 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის კაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის KIA-ს მარკის ავტომობილს მართავდა, მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და სატვირთოს შეეჯახა.

20 ივლისი 2018, 22:52

კულტურა

ჯორჯ მარტინის წიგნის მიხედვით კიდევ ერთი სერიალი გადაიღეს

"ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" ავტორის ჯორჯ მარტინის კიდევ ერთ ნაწარმოებზე სერიალი გადაიღეს. ახალ შოუს საფუძვლად ნოველა "ღამის მფრინავები" (Nightflyers) დაედო.

20 ივლისი 2018, 22:27

ტექნოლოგიები

Google ახალ გასაიდუმლოებულ საოპერაციო სისტემაზე მუშაობს

კორპორაცია Google ნახევრად საიდუმლოდ უკვე რამდენიმე წელია ოპერაციულ სისტემა Fuchsia-ზე მუშაობს. როგორც სააგენტო Bloomberg-მა დაადგინა, მისი შემქმნელები იმედოვნებენ, რომ Fuchsia ოდესღაც შეცვლის ყველა ოპერაციულ სისტემას როგორც მობილურებზე ასევე კომპიუტერზე.

20 ივლისი 2018, 22:06

ძალოვნები

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღო

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.

20 ივლისი 2018, 21:48

ტექნოლოგიები

მიანმარში ქარვის ნატეხში 99 მილიონი წლის გველის წიწილი იპოვეს

მიანმარში, ქარვის ნატეხში კარგად შენახული გველის წიწილი აღმოაჩინეს. აღმოჩენა 99 მილიონი წლისაა. ეს არსება თანამედროვე სამხრეთ აღმოსავლეთის ტერიტორიაზე დინოზავრების ეპოქაში ბინადრობდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი სამარხი იშვიათობაა.

20 ივლისი 2018, 21:44

მსოფლიო

„ნოვიჩოკით“ მოწამლული ბრიტანელი საავადმყოფოდან გაწერეს

ბრიტანელი ჩარლზ როული, რომელიც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება "ნოვიჩოკით" ქალაქ ეიმსბერიში მოიწმალა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

20 ივლისი 2018, 21:31

ვიდეო

ჩეჩელაშვილის ქუჩაზე სავალი გზის ნაწილი ინგრევა

20 ივლისი 2018, 21:26

საქართველო

პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტში დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. ეს კანონპროექტი, მის თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან ერთად, პარლამენტარებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ წარუდგინა.

20 ივლისი 2018, 21:24

ვიდეო

ასოციაცია: "მთავრობამ ტენდერის პირობები მხოლოდ ერთ კომპანიას მოარგო"

20 ივლისი 2018, 21:20

ვიდეო

შემცირდება თუ არა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამერიკის ფინანსური მხარდაჭერა?

20 ივლისი 2018, 21:17

ვიდეო

ღვინის ეროვნულ სააგენტოში „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას ეხმაურებიან

20 ივლისი 2018, 21:11

ტექნოლოგიები

თამბაქოს კვამლის ახალი საფრთხე გამოვლინდა

მკვლევარები 37 ათას ფეხმძიმეს ორსულობის პერიოდში ისეთ ქვეყნებში დააკვირდნენ, როგორებიც არის პაკისტანი, სომხეთი, ინდონეზია, ნიგერია, ბანგლადეში, ნეპალი. ქალების 50% აცხადებდა, რომ მათ სახლში ეწეოდნენ. მარტო ინდონეზიაში ამან 10 ათას შემთხვევაში ნაყოფის მოშლა გამოიწვია.

20 ივლისი 2018, 21:10

ვიდეო

საქართველო,უკრაინა და NATO ვლადიმერ პუტინის სამიზნე ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორედ გახდა

20 ივლისი 2018, 21:07

ტაბლოიდი

თათრეთის ლიდერმა პუტინს სტადიონებზე ლუდის დაბრუნება სთხოვა

თათრეთის რესპუბლიკის ლიდერმა რუსტამ მინიხანოვმა მსოფლიო ჩემპიონატის შეჯამების დროს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სტადიონებზე ლუდის დალევის უფლების დაბრუნება სთხოვა. მინიხანოვმა თქვა, რომ ჩემპიონატის დროს, როდესაც დროებით ლუდის გაყიდვა დაუშვეს, მხოლოდ ყაზანში 89 მილიონი რუბლის ღირებულების ლუდი გაიყიდა და "პრობლემა არ შექმნილა".

20 ივლისი 2018, 21:00

ვიდეო

შედგება თუ არა გიორგი მარგველაშვილისა და დავით უსუფაშვილის პოლიტიკური ერთობა

20 ივლისი 2018, 20:44

საქართველო

თბილისის რამდენიმე ქუჩას ყურძნის ჯიშების სახელები დაარქვეს

კრწანისის რაიონში, ვლადიმერ წითლანაძის ქუჩას და მასთან არსებულ სამ შესახვევს ცოლიკაურის სახელი ეწოდა. ქუჩებისთვის სახელების მინიჭების შესახებ განკარგულება თბილისის საკრებულომ გამოსცა.