Imedi /  11 სექტემბერი 2018, 08:26 / სანდო წყარო

ეროვნულ მუზეუმში 11 სექტემბრიდან გამოფენა „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო" გაიხსნება

11 სექტემბერიდან ეროვნული მუზეუმი ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის, ტიციანის და სხვა იტალიელი მხატვრების ნამუშევრების შემდეგ, მნახველებს წარუდგენს გამოფენას „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო". 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო" დამთვალიერებელი გაეცნობა ბერნინისა და XVII საუკუნის სხვა იტალიელი ოსტატების შედევრებს, რომლებიც დაცულია რომის მახლობლად მდებარე რომაული ბაროკოს მუზეუმში „პალაცო კიჯი ინ არიჩა".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე ნამუშევარი. მათ შორის: ფერწერული და გრაფიკული პორტრეტები, ავტოპორტრეტები, პეიზაჟები, სხვადასხვა ფრესკისთვის მოსამზადებელი ესკიზები, ბრინჯაოს მედლები, კედლის დეკორები - ტყავისა და აბრეშუმის საკიდები, დეკორატიული ლამპა და სხვა.

გამოფენის ფარგლებში, პერიოდულად გაიმართება სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებლისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამები და საჯარო ლექციები.

გამოფენა 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

პროექტი იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ხორციელდება საქართველოს მთავრობის პროექტ Check-in-Georgia-ს ფარგლებში. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ელგუჯა ხოკრიშვილი

18 დეკემბერი 2018, 19:40

საქართველო

საქართველოს ელჩი: გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია

გერმანიაში საქართველოს ელჩის, ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული. ელჩი ამას ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირებს.

პარკები

18 დეკემბერი 2018, 19:35

ეკონომიკა

როგორ კონტროლდება პარკების აკრძალვაზე დაწესებული რეგულაციები. ვიდეო

წარმოებაში, საშუალოდ, ყოველთვიურად 100-დან 120 ტონამდე პლასტიკის პარკებს აწარმოებენ, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მათი კონტროლი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურს ევალება.

თეუჩეჟ ყატის გამოფენა

18 დეკემბერი 2018, 19:27

კულტურა

საქართველოს ცნობილი ჩერქეზი მხატვარი თეუჩეჟ ყატი სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის მოწვევით თბილისს თეუჩეჟ ყატი სტუმრობს. ცნობილი ჩერქეზი საზოგადო მოღვაწის და მხატვრის ნამუშევრები საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განთავსდა. ბიბლიოთეკაში სულ 55 გრაფიკული ნახატია წარმოდგენილი. ნამუშევრები ქართული კლასიკური ლიტერატურის მოტივებზეა შესრულებული.

ლიონელ მესი

18 დეკემბერი 2018, 19:12

სპორტი

ლიონელ მესი „ოქროს ბუცის“ მფლობელია

2017-18 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი გოლისთვის „ბარსელონას“ კაპიტანი „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა. ესპანეთის ჩემპიონატში არგენტინელი სპორტსმენის ანგარიშზე 34 გოლია. ლიონელ მესისთვის ეს მე-5 „ოქრო ბუცი“ არის. „ოქროს ბუცი“ კრიშტიანუ რონალდუს ოთხჯერ აქვს მოგებული.

Ford-ის ძაღლის სახლი

18 დეკემბერი 2018, 19:03

ტექნოლოგიები

Ford-მა გამოიგონა ძაღლის სახლი, რომელიც ფოიერვერკების ხმას ახშობს

უამრავი ძაღლი თუ სხვა შინაური ცხოველი სადღესასწაულო დღეებში ფოიერვერკების ხმას უფრთხის. ამ მხრივ ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან ვიდრე ადამიანები. ძაღლის სახლი ფოიერვერკების ხმას მასზე დამაგრებული მიკროფონების საშუალებით ამოიცნობს, ხმაურის ჩახშობას კი დამცავი პანელებით უზრულველყოფს.

განათლების სამინისტრო

18 დეკემბერი 2018, 18:55

საქართველო

2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თქვეს, რომ მედლების დარიგება წელს ვეღარ მოესწრება და 2019 წლის იანვარში გადაიწევს. უწყებაში ამბობენ, რომ მედლების გადასაცემად მოსწავლეებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან.

დამასკო
სირია

18 დეკემბერი 2018, 18:51

მსოფლიო

დამასკოში ომის დაწყების შემდეგ პირველად აანთეს საახალწლო ნაძვის ხე

სირიის დედაქალაქ დამასკოში ომის დაწყების შემდეგ პირველად აანთეს ნაძვის ხე და დაკიდეს საახალწლო განათებები. გასულ წლებში, ქალაქი ავიადარტყმების ქვეშ იყო.

კარლ ჰარცელი

18 დეკემბერი 2018, 18:44

საქართველო

კარლ ჰარცელმა ინაუგურაციის დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ქმედებები შეაფასა

სიტყვის თავისუფლება უნდა რჩებოდეს სიწყნარისა და სიმშვიდის ფარგლებში. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ განაგრძოს წინსვლა,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას განაცხადა.

18 დეკემბერი 2018, 18:44

ტექნოლოგიები

ხელოვნურმა ინტელექტმა არარსებული ადამიანების ფოტოები შექმნა

კვლევითმა კომპანია Nvidia-მ, რომელიც სპეციალიზებულია მანქანის სწავლებაზე, აჩვენა ნეირონული ქსელის ოთხწლიანი პროგრესი, - მას უკვე ადამიანების რეალისტური პორტრეტების შექმნა შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Verge-ი ავრცელებს.

ნაძვის ხე

18 დეკემბერი 2018, 18:42

ტაბლოიდი

ზუგდიდში მეხანძრე-მაშველებმა ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს. ფოტო

ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ნაძვის ხე დადგეს. მათ სახანძრო კიბეებით ნაძვის ხის ფორმის კონსტრუქცია ააწყვეს, სამაშველო აღჭურვილობით მორთეს, იატაკზე კი ხანძარსაწინააღმდეგო თეთრი ქაფი დაასხეს.

გარევაჭრობა

18 დეკემბერი 2018, 18:37

ეკონომიკა

ადგილები თბილისში, სადაც საახალწლოდ გარევაჭრობა ნებადართული იქნება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო დღეებში 18 დეკემბრიდან -14 იანვარის ჩათვლით გარევაჭრობა ნებადართული მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში იქნება.

Amazon-ის ამანათები

18 დეკემბერი 2018, 18:31

ტექნოლოგიები

Amazon-ი ამერიკულ პოლიციას ქურდობის საქმეების გახსნაში დაეხმარება

ამისთვის კონცერნი ცარიელ ამანათებს გამოიყენებს. ამ გზით კი Amazon-ი იმ ქურდებს გამოავლენს, რომლებიც სახლებთან დატოვებულ ამანათებს იპარავენ. სატესტო პროგრამას ნიუ-ჯერსიში ცდიან. მანამდე მსგავსი პროექტი განხორციელდა აშშ-ის რამდენიმე სხვა ქალაქში.

თბილისის მერია

18 დეკემბერი 2018, 18:27

ეკონომიკა

ისანში, ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, ეკატერინე მელიქიშვილის (ყოფილი აფანასიევი) ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე, გზის 220-მეტრიან მონაკვეთზე, წყალმომარაგების ქსელი იცვლება.

18 დეკემბერი 2018, 18:20

ტაბლოიდი

კანადელი გოგო სმენადაქვეითებულ მამას კონცერტის დროს სიმღერის ტექსტს ჟესტებით უხსნიდა. ვიდეო

კანადელმა კარი კარბერმა როკ-ჯგუფის, Three Days Grace-ის კონცერტზე სმენადაქვეითებული მამა წაიყვანა და საყვარელი სიმღერის ტექსტი ჟესტურ ენაზე აუხსნა.

ზაზა სარალიძე

18 დეკემბერი 2018, 18:18

ძალოვნები

სარალიძის თქმით, ხორავას საქმეზე დღის წესრიგში კონკრეტული პირების დაკავება დგას

ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა. ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ვლადიმერ ბოცვაძეს შეხვდა. სარალიძის განცხადებით, დღის წესრიგში დგას კონკრეტული პირების დაკავების საკითხი, მათ შორის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, კალანდიასიც.

გზა

18 დეკემბერი 2018, 18:14

საქართველო

ზუგდიდიდან მესტიისკენ მიმავალი გზა 45 დღით იკეტება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქ. ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების წარმოების გამო, ზუგდიდიდან მესტიისკენ მიმავალი გზა 45 დღით ჩაიკეტება

სალომე ზურაბიშვილი

18 დეკემბერი 2018, 18:08

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში პრემიერთან ერთად ჩავა

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში თებერვალში ჩავა. როგორც მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის პირველი საერთაშორისო დონის ვიზიტი პრემიერმინისტრთან ერთად შედგება.

ცესკო

18 დეკემბერი 2018, 17:59

საქართველო

სააპელაციომ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაუქმებაზე ნაციონალების სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაუქმების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილებით, სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

სატურნი

18 დეკემბერი 2018, 17:53

ტექნოლოგიები

სატურნი თავის რგოლებს კარგავს

NASA-ს ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სატურნი თავის „ბეჭდებს“ კარგავს. ნგრევის ამჟამინდელი სიჩქარის გათვალისწინებით, ისინი დაახლოებით 100 მილიონ წელიწადში საერთოდ გაქრებიან. „ეს საკმაოდ მცირე დროა თვითონ პლანეტის ასაკის გათვალისწინებით, რომელიც ოთხ მილიარდ წელს სცდება“, - ამბობს გოდარდის სახელობის კოსმოსური ცენტრის მეცნიერი ჯეიმს ო'დონოჰი.

Tumblr

18 დეკემბერი 2018, 17:45

ტექნოლოგიები

Tumblr-ზე პორნოგრაფიული მასალის გამოქვეყნება აიკრძალა

მას შემდეგ რაც პლატფორმაზე პორნოგრაფიუფლი მასალის კონტროლი გამკაცრდა აპლიკაცია Apple-მა ნოემბერში წაშალა. Tumblr-ის ახალი წესებით აკრძალულია ყველანაირი სიშიშვლე, ადამიანის სხეულის კონკრეტული ნაწილების ვიზუალური მასალის გავრცელება, გარდა კლასიკური ხელოვნების ნიმუშებისა და პოლიტიკურ პროტესტთან დაკავშირებული სიშიშვლისა.