ვეფხისტყაოსნის უნიკალური ეგზემპლარი ფრანკფურტში ერთი დღით გამოიფინება
ვეფხისტყაოსნის უნიკალური ეგზემპლარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ვიდრე ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში დაიდებს ბინას, 9 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.
„ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი 2017-18 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა.
ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, რომელიც გუჯი ამაშუკელმა შექმნა, დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა: - სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დართვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდენის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი... ნამუშევარში ასევე გამოყენებულია მეტეორიტის ქვები.
დღეს გუჯი ამაშუკელს მსოფლიოში მხოლოდ სახელითაც იცნობენ - Goudji მსოფლიო სახელოვნებო წრეებში აღიარებული ბრენდია.
უახლოეს ხანში „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც ის განთავსდება გაერო-ს არტ კოლექციაში.
ყველა სიახლე
14 აგვისტო 2026, 21:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო - ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო. ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მისმა ობიექტივმა შემოგვინახა არაერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. ვუსამძიმრებ ბადრი ვადაჭკორიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს,”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე
14 აგვისტო 2026, 21:13
პოლიტიკა
კახა კალაძე: თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბადრი ვადაჭკორია გამოაკლდა ჩვენს ქალაქს - ვიზიარებ ოჯახის წევრების, მისი მეგობრების და ახლობლების დიდ გულისტკივილს
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
14 აგვისტო 2026, 21:09
პოლიტიკა
შტურმი ტურიზმზე და ქვეყნის დამაზიანებელი კამპანია - ვინ ებრძვის საქართველოში მშვიდობას და განვითარებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ ებრძვის საქართველოში მშვიდობას და განვითარებას? ესკალაციის მიზანი ოკუპაციის პირობებში. ხელისუფლება გარედან მართული ახალი კამპანიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას აგრძელებს.
14 აგვისტო 2026, 21:03
სამართალი
პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
სამართალდამცავებმა ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
14 აგვისტო 2026, 20:56
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
14 აგვისტო 2026, 20:42
პოლიტიკა
ქართველებისთვის წაყენებული მძიმე ბრალდების გავრცელება ბარამიძის არჩევანი იყო - სეპარატისტების გააქტიურება და გამოძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გია ბარამიძემ სეპარატისტებს საბაბი მისცა, სამი ათეული წლის შემდეგ ისტორიის დამახინჯება და ქართველების დადანაშაულება კიდევ ერთხელ სცადონ. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ამ მასშტაბის მავნებლობის ავტორმა კი აღმოჩნდა, რომ ტყუილის ტირაჟირებას შეგნებულად მოაწერა ხელი.
14 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო - ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო
„ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო - მის ობიექტივს არაერთი ისტორიული მოვლენა აქვს აღბეჭდილი და მომავალი თაობისთვის შემონახული“.
14 აგვისტო 2026, 20:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, მან თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო. ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მის ობიექტივში მოხვედრილი არაერთი მნიშვნელოვანი კადრი ქართული ფოტომატიანის განუყოფელ ნაწილად დარჩება“.
14 აგვისტო 2026, 20:19
პოლიტიკა
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუხდა. საომარი მოქმედებების შედეგად ქართული მხრიდან 10 ათასამდე ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
14 აგვისტო 2026, 20:05
საზოგადოება
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია
ბადრი ვადაჭკორია მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად (1971-იდან). იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002). გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი. 1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.
14 აგვისტო 2026, 19:52
რეგიონი
17-24 აგვისტოს საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებისათვის, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დილის 09:00 სთ-დან 24 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ48-(საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი)-კმ57 (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით ჩაიკეტება“.
14 აგვისტო 2026, 19:49
სპორტი
პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე ევროპის ჩემპიონია
გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე (J1 -81კგ) ევროპის ჩემპიონია.
14 აგვისტო 2026, 19:44
სპორტი
პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი (J1 -70 კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
14 აგვისტო 2026, 19:42
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ დიპლომატებს შეხვდა
ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანის ოფიციალურ წარმომადგენლებთან რეგიონის უსაფრთხოებისათვის ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და გრძელვადიანი განვითარების საქმეში საქართველოს როლი ხაზგასმით აღნიშნა.
14 აგვისტო 2026, 19:39
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
14 აგვისტო 2026, 19:34
პოლიტიკა
გიორგი ყარყარაშვილი გია ბარამიძეს მიმართავს: აღიარე, რომ შეგეშალა, მოიხადე ვაჟკაცური ბოდიში ყველანაირი გამონაკლისების გარეშე
„გია, შენ არ იცი რა გრძნობაა ომში ძმის ან ოჯახის წევრის დაკარგვა და ტყუილად საუბრობ მათ მაგივრად. მე ვარ ერთ-ერთი, ვისაც ომში ძმა მომიკლეს. გავბოროტდი? გამიჩნდა შურისძიების და მტრობის განცდა? კითხე სხვებსაც ომში დაღუპული ოჯახის წევრებსაც, მათგან გსმენია სიძულვილისა და მტრობის განცდა? ამიტომაცაა რომ ჩემს წიგნში „სამშობლოს ამარა“, აფხაზებს ყველგან მოწინააღმდეგეებად მოვიხსენიებ და არა მტრებად“.
14 აგვისტო 2026, 19:02
რეგიონი
რეგიონული განვითარების მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, სოსო ალიბეგაშვილი, წარუდგინა
მამუკა მდინარაძემ სოსო ალიბეგაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა. შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მუნიციპალიტეტებთან ეფექტიან თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
14 აგვისტო 2026, 18:33
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ეკონომიკური და ჯანდაცვითი დამოკიდებულება საქართველოზე, არ დაგვაახლოებს ჩვენს მოძმე თანამოქალაქეებთან, აფხაზეთთან? ვინც ამას ეწინააღმდეგება, არის რეალური მტერი, ასეთებს არ სურთ მშვიდობიანად ტერიტორიების დაბრუნება და საქართველოს გაერთიანება
რა ჯობია იმას თუ აფხაზეთის, მაგალითად, გალის და ოჩამჩირეს რაიონი საწვავით და სხვა სასიცოცხლო პროდუქტებით იქნება საქართველოზე დამოკიდებული და არა მაგალითად რუსეთზე?! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ვინც ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოზე დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება, ის ქვეყნის მტერია და არც ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა სურს.
14 აგვისტო 2026, 17:57
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილი ყირგიზ კოლეგასთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ გამოცდილების გაზიარებაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარებაზე.
14 აგვისტო 2026, 17:51
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ რუსეთთან კონტაქტი უნდა დაამყაროს
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ ევროპამ რუსეთთან კონტაქტი უნდა დაამყაროს. ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.


