ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
ფოტო: არქივი
საქართველო 16-20 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდედით წარდგება. ამ საკითხებზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, მწერალთა სახლი და განათლების სამინისტრო მუშაობენ.
შარშან საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, კონცეფციით Georgia Made by Characters, საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა. წარმატებული პროექტის შემდეგ, წელს საერთაშორისო ბაზრობაზე განახლებული სლოგანით მიეგმზავრება - Follow the Journey of Georgian Characters.
პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით, დაგეგმილია ოცამდე ლიტერატურული და ბიზნეს ღონისძიება. ათამდე ქართული გამომცემლობა ხუთი დღის განმავლობაში უცხოელ გამომცემლებს სხვადასხვა ფორმატში ქართულ ლიტერატურას გააცნობს. ბაზრობის მეორე დღეს კი, საქართველოს ეროვნული სტენდი ტრადიციულად უმასპინძლებს საზეიმო მიღებას, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები და მსოფლიო საგამომცემლო სფეროს პროფესიონალები დაესწრებიან.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 14:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სიტყვა ოპოზიცია ფორმალურად გამოიყენება ხოლმე, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დაკვეთა, რომ სიცრუით, ტყუილებითა და ცილისწამებით რაღაცნაირად მოახერხონ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების შექმნა, თუმცა ფასი დაკარგა ამ ყველაფერმა, საზოგადოება ძალიან მარტივად არჩევს სიმართლეს და ტყუილს ერთმანეთისგან
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასე მოქმედებს ე.წ. ოპოზიცია, ფორმალურად გამოიყენება ხოლმე ეს სიტყვა, თუმცა ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დაკვეთა, რომ სიცრუით, ტყუილებით, ცილისწამებით რაღაცნაირად მოახერხონ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების შექმნა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც სტიქიით დაზარალებულ მოქალაქესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილს შეეხებოდა.
13 ივლისი 2026, 14:11
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, მადლობას ვუხდი ყველა უწყებას, სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან
ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა სამინისტროები, სამაშველო სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიურად იყო ჩართული და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და, რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 14:05
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული გაერო-ს ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული გაერო-ს ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
13 ივლისი 2026, 14:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „მხარს ვუჭერ ხალხს, მაგრამ არა მის ხელისუფლებას“ - სინამდვილეში, ასეთი განცხადება გულისხმობს, რომ ქალბატონი კალასის აზრით ქართველი ხალხი უუნაროა, თავად შეარჩიოს თავისი ხელისუფლება და ამიტომ გარედან მეურვეობა და კარნახი სჭირდება
ცუდია, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არაპროვოცირებულად, მოწმენდილ ცაზე კვლავ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
13 ივლისი 2026, 14:04
მსოფლიო
პოლონური მედია: სამხედრო ვალდებულების მქონე უკრაინელები ევროკავშირში თავშესაფარს მალე ვეღარ მიიღებენ
დროებითი დაცვა ხელმისაწვდომი უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის იქნება, რომლებსაც ექნებათ სპეციალური ცნობა იმის შესახებ, რომ ისინი მობილიზაციას არ ექვემდებარებიან.
13 ივლისი 2026, 14:00
პოლიტიკა
პრემიერი: ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა გადახედოს საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, გასაგებია, რომ უნდოდათ ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, ხუთჯერ გავიგეთ ეს ყველაფერი, ხუთჯერ სცადეს ხელისუფლებაში გვარამიას, ბოკუჩავას, ხაბეიშვილის და ამ ადამიანების დაბრუნება, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამ ადამიანებს არ იღებს
ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა გადახედოს საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, გასაგებია, რომ უნდოდათ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, ხუთჯერ გავიგეთ ეს ყველაფერი, ხუთჯერ სცადეს ხელისუფლებაში გვარამიას, ბოკუჩავას, ხაბეიშვილის და ამ ადამიანების დაბრუნება, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამ ადამიანებს არ იღებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 13:57
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა და როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ამ კანონმდებლობის გაუქმებას, ლოგიკური დასკვნა მარტივია - კიდევ ერთხელ უნდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ქვეყნის არევა, რასაც, რა თქმა უნდა, დავუპირისპირდებით, ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული არა ამ ბიუროკრატიის, არამედ ქართველი ხალხის წინაშე, ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად
როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს იმ ნაბიჯების გაუქმებას, რომლებმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
13 ივლისი 2026, 13:57
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რაც ხდება შავ ზღვასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით, არის იმ კომიკური მდგომარეობის ამსახველი, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში, ქართველი ხალხი ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სწორედ ხალხის და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად
რაც ხდება შავ ზღვასთან დაკავშირებით და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით, ეს არის აბსოლუტურად კომიკური მდგომარეობის ამსახველი, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
13 ივლისი 2026, 13:54
ეკონომიკა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო - ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP საქართველოში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ოფიციალურად დაიწყო. პროექტში „ტავ ჯორჯია“150 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომლის მეშვეობითაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონამდე გაიზრდება. აღნიშნული კომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს და წარმოადგენს ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრის, TAV Airports-ის შვილობილ კომპანიას საქართველოში. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 13:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი კალასის დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო დამაფიქრებელია იმის გათვალისწინებით, რომ იგი, როგორც ALDE-ის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოადგენს იმავე პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის „ლელო“, პარტია, რომელიც, ტერორიზმს პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ იარაღად მიიჩნევს
ქალბატონი კალასის დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო დამაფიქრებელია იმის გათვალისწინებით, რომ იგი, როგორც ALDE-ის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოადგენს იმავე პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის „ლელო“, პარტია, რომელიც, ტერორიზმს პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ იარაღად მიიჩნევს, - წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი კაია კალასის პასუხად, რომ მათ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ რომ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.
13 ივლისი 2026, 13:52
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 13:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში - დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000 - უმეტეს შემთხვევაში ესენი არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები
გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში, დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 13:42
პოლიტიკა
ქსავიე ბეტელი: ჩვენ არ უნდა მოვახვიოთ თავს, ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. ხელისუფლებამ არჩევნები მოიგო, ეს მოგვწონს თუ არა, ფაქტია
ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და ევროკავშირთან ურთიერთობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით, ევროპულმა მხარემ ქართველებს საკუთარი პოზიცია თავს არ უნდა მოახვიოს და პირიქით, დიალოგი უნდა გააგრძელოს.
13 ივლისი 2026, 13:40
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბაქომ ნათელი გზავნილი გაუგზავნა ევროპას, რომ საქართველოს მსგავსად აღარ დაელოდება აზერბაიჯანის გაქრობას მსოფლიო რუკებიდან და მზად არის თვით ევროპა გააქროს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება შუშაში, გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას „აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან მთლიანად რომც გამოვიდეს, ჩვენს ქვეყანაში ამას ვერავინ შეამჩნევს“. ალიევმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ევროპარლამენტი ბაქოზე უსაფუძვლო თავდასხმებში დაადანაშაულა.
13 ივლისი 2026, 13:38
პოლიტიკა
თეონა ბაღდავაძე თამარ ჩერგოლეიშვილზე: ბოროტებას რომ სახე ჰქონდეს ეს ქალი იქნება
კომუნიკაციების სპეციალისტი, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე თეონა ბაღდავაძე „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერზე, თამარ ჩერგოლეიშვილზე ამბობს, ბოროტებას რომ სახე ჰქონდეს სწორედ ის იქნება.
13 ივლისი 2026, 13:34
პოლიტიკა
პრემიერი: ეუთო/ოდირთან კონფლიქტი აქვს ადგილობრივ აგენტურას, ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თავდასხმის ობიექტი ეუთო/ოდირი გახდა სწორედ ადგილობრივი აგენტურისა და მათი გარე პატრონების, „დიპ სტეიტის“ მხრიდან
კარგად ჩანს ის, თუ ვის აქვს კონფლიქტი ეუთო/ოდირთან, ეს არის სწორედ ადგილობრივი აგენტურა, ესენი არიან მათი პატრონები და არა ჩვენ. ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის მიერ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 13:31
ეკონომიკა
საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და არგენტინის ტრანსპორტის მდივანმა მოაწერეს.
13 ივლისი 2026, 13:30
საზოგადოება
ანასეულის ბაზაზე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზაზე ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლობით ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 13:29
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპორტის 771.3 მლნ. აშშ. დოლარის მოცულობის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც რეკორდულია სხვა წლების ივნისის თვეებს შორის
„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება, კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპორტის 771.3 მლნ. აშშ. დოლარის მოცულობის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც რეკორდულია სხვა წლების ივნისის თვეებს შორის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
13 ივლისი 2026, 13:19
პოლიტიკა
პრემიერი: კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომ დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს, ყველამ იცის, რომ ათი ათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და წამების სხვადასხვა ფორმას, როდესაც უტიფრად ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, ამას ახსნა ვერ ექნება
ათიათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც, ასახავდა წამებას და წამების სხვადასხვა ფორმას, როდესაც ასეთ დროს ასე უტიფრად ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, ამას ვერავითარი გამართლება და ახსნა ვერ ექნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც გია ბარამიძის მიერ „კასრების საქმეზე“ გაკეთებულ კომენტარს შეეხებოდა, თითქოსდა კასრებში იარაღი ინახებოდა.


