ბრაზილიაში მუზეუმის ხანძრისას დამწვარი უძველესი ადამიანის თავის ქალა იპოვეს
ფოტო: Facebook
ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს ეროვნულ მუზეუმში სექტემბრის დასაწყისში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ნახანძრალ ადგილზე იპოვეს ადამიანის თავის ქალა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენილ ძვლებს შორის უძველესია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
თავის ქალა ეკუთვნის 11 ათასი წლის წინ მცხოვრებ ლუზიას (მეცნიერების მიერ შერქმეული სახელი), რომელიც დაახლოებით 25 წლისა გარდაიცვალა. თავის ქალა 1975 წელს აღმოაჩინეს ერთ-ერთ მღვიმეში.
ის ბრაზილიის მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატი იყო. ის ხანძრის გამო დაზიანდა, თუმცა გადარჩა, - რადგან შუშის ყუთში იყო მოთავსებული.
2 სექტემბერს, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც წელს 200 წლის გახდა, ხანძარი გაჩნდა. ერთ ღამეში მუზეუმი მთლიანად დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ხელისუფლება აცხადებს, რომ შესაძლოა ეს ჩინურმა ნათურამ გამოიწვია, რომელიც შენობის სახურავზე დაეცა, ასევე განიხილება მოკლე ჩართვის ვერსიაც. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა წინასწარი მონაცემებით ცეცხლმა მუზეუმის კოლექციის 90% გაანადგურა - 20 მილიონი ექსპონატი.
ბრაზილიაში ინდიელთა დაახლოებით 500 ტომი ცხოვრობს, რომელთაგან 50 გადაშენებულად მიიჩნევა. ამ ტომების წარმომადგენლები 330 ენაზე ლაპარაკობენ: ეროვნულ მუზეუმში ინახებოდა 160 ენის შესახებ დამუშავებული მასალა. "საარქივო მასალა კომპიუტერში არ იყო შეყვანილი. ეს პრიორიტეტი არ იყო. ძირითადი რესურსები ამ ენის მცოდნეების ძებნაზე იყო მიმართული", - აცხადებს ლინგვისტი ენდიურ ნევინსი, რომელიც ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობდა.
გარდა ამისა, არქივის ციფრულ ვერსიაზე გადაყვანა ძვირი ღირს. მაგალითად, ტეხასში ლათინური ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის შესახებ არქივის კომპიუტერში გადატანა, დაახლოებით 300 ათასი დოლარი დაჯდა - ეს ბრაზილიის ეროვნული მუზეუმის წლიურ შემოსავალზე მეტია, რომელმაც შარშან 128 ათასი დოლარი გამოიმუშავა.
ძველი ხალხის შესახებ არქივების გარდა, ეროვნულმა მუზეუმმა სხვა ძვირფასი ნივთები დაკარგა. მათ შორისაა 12 ათასი წლის წინ მცხოვრები სამხრეთამერიკელის ნაშთები. მუმიები, რომელიც კოლონიზაციამდე 600 წლით ადრე გააკეთეს. 2700 წლის ეგვიპტური სარკოფაგი, პომპეიში ნაპოვნი ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევისას გადარჩენილი რომაული ფრესკა. ცნობილია, რომ მხოლოდ ხუთტონიანი მეტეორიტი გადარჩა.
მუზეუმის დირექტორმა მომხდარს „კულტურის სფეროს უდიდესი ტრაგედია“ უწოდა. ფინანსური დახმარება მუზეუმს იუნესკო-მ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ეგვიპტემ და რუსეთმა შესთავაზა.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 01:52
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
22 ივლისი 2026, 01:00
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.
22 ივლისი 2026, 00:07
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.
21 ივლისი 2026, 23:29
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.
21 ივლისი 2026, 22:31
მსოფლიო
Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.
21 ივლისი 2026, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
21 ივლისი 2026, 21:46
საზოგადოება
კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია
თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.
21 ივლისი 2026, 21:18
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა
შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.
21 ივლისი 2026, 21:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
21 ივლისი 2026, 20:45
საზოგადოება
ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა
ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.
21 ივლისი 2026, 20:43
საზოგადოება
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.
21 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“
23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.
21 ივლისი 2026, 20:36
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.
21 ივლისი 2026, 20:35
სამართალი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.
21 ივლისი 2026, 20:33
ეკონომიკა
სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის
„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.
21 ივლისი 2026, 20:31
ეკონომიკა
13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.
21 ივლისი 2026, 20:29
სამართალი
რა მოხდა დუშეთში? ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრალდება იძულებით აღიარებაზე და ოფიციალური უწყების პასუხი.
21 ივლისი 2026, 20:26
პოლიტიკა
შეურაცხმყოფელი იუმორი - პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია - ქართულ ჩოხაზე ქილიკისა და ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ავტორები მწვავე კრიტიკის ობიექტები არიან. საზოგადოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, ეგრეთ წოდებული იუმორისტული ფორმატი სინამდვილეში ეროვნული ფასეულობების დაცინვაა.


