imedi /  08 სექტემბერი 2018, 20:46 / სანდო წყარო

ბრაზილიის მუზეუმში ხანძრის დროს გამქრალი ენების არქივი განადგურდა

2 სექტემბერს, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც წელს 200 წლის გახდა, ხანძარი გაჩნდა. ერთ ღამეში მუზეუმი მთლიანად დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ხელისუფლება აცხადებს, რომ შესაძლოა ეს ჩინურმა ნათურამ გამოიწვია, რომელიც შენობის სახურავზე დაეცა, ასევე განიხილება მოკლე ჩართვის ვერსიაც. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა წინასწარი მონაცემებით ცეცხლმა მუზეუმის კოლექციის 90% გაანადგურა - 20 მილიონი ექსპონატი. 

ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგი, ბრაზილიის აბორიგენი მოსახლეობის ენების საარქივო მასალაა. "ჩვენ 1958 წელს ჩაწერილი აუდიოჩანაწერი დავკარგეთ - გადაშენებული ხალხის სიმღერები, კურტ ნიმუნდაჟუს არქივი: დოკუმენტები, ფოტოები, ნეგატივები, ბრაზილიის ეთნიკური ჯგუფების ლინგვისტური რუკა...არქივში შედიოდა ქვეყანაში მცხოვრები მე-16 საუკუნის ყველა ეთნიკური ჯგუფის მასალა", - განაცხადა რიო-დე-ჟანეიროს ფედერაციული უნივერსიტეტის თანამშრომელმა სინგა გონდამ.

ბრაზილიაში ინდიელთა დაახლოებით 500 ტომი ცხოვრობს, რომელთაგან 50 გადაშენებულად მიიჩნევა. ამ ტომების წარმომადგენლები 330 ენაზე ლაპარაკობენ: ეროვნულ მუზეუმში ინახებოდა 160 ენის შესახებ დამუშავებული მასალა. "საარქივო მასალა კომპიუტერში არ იყო შეყვანილი. ეს პრიორიტეტი არ იყო. ძირითადი რესურსები ამ ენის მცოდნეების ძებნაზე იყო მიმართული", - აცხადებს ლინგვისტი ენდიურ ნევინსი, რომელიც ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობდა. 

გარდა ამისა, არქივის ციფრულ ვერსიაზე გადაყვანა ძვირი ღირს. მაგალითად, ტეხასში ლათინური ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის შესახებ არქივის კომპიუტერში გადატანა, დაახლოებით 300 ათასი დოლარი დაჯდა - ეს ბრაზილიის ეროვნული მუზეუმის წლიურ შემოსავალზე მეტია, რომელმაც შარშან 128 ათასი დოლარი გამოიმუშავა. 

ძველი ხალხის შესახებ არქივების გარდა, ეროვნულმა მუზეუმმა სხვა ძვირფასი ნივთები დაკარგა. მათ შორისაა 12 ათასი წლის წინ მცხოვრები სამხრეთამერიკელის ნაშთები. მუმიები, რომელიც კოლონიზაციამდე 600 წლით ადრე გააკეთეს. 2700 წლის ეგვიპტური სარკოფაგი, პომპეიში ნაპოვნი ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევისას გადარჩენილი რომაული ფრესკა.  ცნობილია, რომ მხოლოდ ხუთტონიანი მეტეორიტი გადარჩა.

მუზეუმის დირექტორმა მომხდარს „კულტურის სფეროს უდიდესი ტრაგედია“ უწოდა. ფინანსური დახმარება მუზეუმს იუნესკო-მ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ეგვიპტემ და რუსეთმა შესთავაზა.

ყველა სიახლე

სკოტ ბესენტი

07 მარტი 2026, 02:46

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ნავთობის დროებითი გლობალური დეფიციტის გამო, აშშ-მა შესაძლოა შეაჩეროს რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული გლობალური დეფიციტის ფონზე, აშშ არ გამორიცხავს რუსულ ნავთობზე დაწესებული გარკვეული შეზღუდვების დროებით შეჩერებას. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს.

კეროლაინ ლევიტი

07 მარტი 2026, 00:01

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: როდესაც პრეზიდენტი დაადგენს, რომ ირანი აღარ წარმოადგენს საფრთხეს და ოპერაციის მიზნები სრულად მიღწეულია, მაშინ ირანი უპირობო კაპიტულაციის მდგომარეობაში აღმოჩნდება

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, როდესაც დონალდ ტრამპი, როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, დაადგენს, რომ ირანი აღარ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ისთვის და ოპერაციის მიზნები სრულად არის მიღწეული, მაშინ ირანი, არსებითად, უპირობო კაპიტულაციის მდგომარეობაში აღმოჩნდება.

კეროლაინ ლევიტი

06 მარტი 2026, 23:37

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება საჭირო

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ ვარაუდობს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება საჭირო.

06 მარტი 2026, 23:01

მსოფლიო

ბაქო ირანს აზერბაიჯანში ტერაქტების მომზადებაში ადანაშაულებს - დაკავებულია რვა პირი

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრები ქვეყნის ტერიტორიაზე სადაზვერვო მონაცემების შეგროვებასა და ტერორისტული აქტების მომზადებაში დაადანაშაულა.

ფრიდრიხ მერცი

06 მარტი 2026, 22:18

მსოფლიო

მერცი: ირანის სახელმწიფო უნდა დარჩეს ფუნქციონირებადი - ირანის ეკონომიკა არ უნდა ჩამოიშალოს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინი პარტნიორებთან ერთად მუშაობს ირანთან საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად საჭირო მიდგომის მოსაძებნად.

06 მარტი 2026, 21:58

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პარაძალოსნობაში ევროპის ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს

სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ბაჩო ოდიშარია

06 მარტი 2026, 21:41

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ლომჯარია არის არსება, რომელსაც საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ რუსთაველზე ბომბების წვიმა სურს და ეს თუ არაა საკმარისი მისი უსამშობლობის დასტურად, ელჩის მანქანით რომ აპარებენ, იმ კადრებს რაღა მნიშვნელობა აქვს?!

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში ეხმიანება ნინო ლომჯარიას გერმანიის საელჩოში ვიზიტს.

მარკო რუბიო

06 მარტი 2026, 21:37

მსოფლიო

AXIOS: რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადა, რომ ირანთან ომი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადა, რომ ირანთან ომი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

06 მარტი 2026, 21:30

საზოგადოება

ორთაჭალაში გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტობანის გარკვეულ მონაკვეთში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანება, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები შეინიშნება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი

06 მარტი 2026, 21:21

მსოფლიო

ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ არ ადარდებს, გახდება თუ არა ირანი დემოკრატიული სახელმწიფო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს CNN-ს განუცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა „გაუვნებელყოფილია“ და ის ეძებს ახალ ლიდერებს, რომლებიც კარგად მოეპყრობიან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რელიგიური ლიდერი იქნება და ქვეყანა არ იქნება დემოკრატიული სახელმწიფო.

გივი მიქანაძე

06 მარტი 2026, 21:18

საზოგადოება

გივი მიქანაძემ საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან შეხვედრა გამართა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

06 მარტი 2026, 21:03

მსოფლიო

ნიკოლოზ სამხარაძე პენტაგონში ომის მდივნის, პიტ ჰეგსეთის მოადგილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში დანიელ ზიმერმანს ხვდება

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ წუთებში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე პენტაგონში იმყოფება.

06 მარტი 2026, 20:51

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკის ახალი ოფისი საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის დადასტურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის - პრემიერ-მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ერთად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.

06 მარტი 2026, 20:47

პოლიტიკა

თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა - ქართული საპარლამენტო დელეგაცია შეერთებულ შტატებში და სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართულმა დელეგაციამ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზადყოფნა ყველა შეხვედრაზე დაადასტურა. საქართველოს გზავნილები ისმოდა სუვერენული ალიანსის საერთაშორისო კონფერენციაზეც, რომელშიც 50 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.

ეკა სეფაშვილი

06 მარტი 2026, 20:41

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე: ვფიქრობ, პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რისი მზაობა აშკარად მოვისმინეთ ვაშინგტონში გამართული ყველა შეხვედრიდან

ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ურთიერთობის შემდგომი განვითარება ერთი ხელის დაკვრით და რადიკალურად შეიცვლება მალე, ან უახლოეს მომავალში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.

06 მარტი 2026, 20:36

მსოფლიო

ბრიუსელის ფუჭი დაპირებები - 2027 წელს უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უარი უკრაინას - 2027 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ეს ბრიუსელმა კიევს პირდაპირ და საჯაროდ უთხრა. საკითხზე გაერთიანებაში რომ აზრთა სხვადასხვაობაა, ევროკომისიის პრეზიდენტი ბრიუსელში გამართულ ვახშამზე კიდევ ერთხელ დარწმუნდა.

06 მარტი 2026, 20:33

მსოფლიო

საჰაერო დარტყმები ირანის სამხედრო-სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, თეირანის მუქარა ამერიკა-ისრაელს და თავრიზიდან ევაკუირებული აზერბაიჯანის საკონსულო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბაქო თეირანისგან კი ამ დრომდე პასუხებს ითხოვს და ირანიდან დიპლომატიური მისიები გაჰყავს. პარალელურად, შეერთებული შტატები და ისრაელი საჰაერო დარტყმების ინტენსივობას ზრდიან.

06 მარტი 2026, 20:29

პოლიტიკა

ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ და ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობა „ქრონიკის“ სიუჟეტი

სწორედ მის სახელს უკავშირდება სიცრუეზე აგებული მორიგი კვლევა, რომლითაც საკუთარ ქვეყანას სახიფათო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. კანდელაკს მეტი პასუხისმგებლობისკენ ოპოზიციიდანაც მოუწოდეს.

06 მარტი 2026, 20:26

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ვითხოვთ პასუხებს უკრაინის ხელისუფლებისგან! ფოტოებზე ასახულია ე.წ. „უკრაინული ოქროს კონვოის“ ოპერაცია - ვინ დგას ამ ფულის უკან და რის დაფინანსებას ისახავს ის მიზნად?

ჩვენ ვითხოვთ პასუხებს უკრაინის ხელისუფლებისგან! ფოტოებზე ასახულია ე.წ. „უკრაინული ოქროს კონვოის“ ოპერაცია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა.

06 მარტი 2026, 20:25

პოლიტიკა

რა სამართლებრივ საფუძველს დაეფუძნა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ - „ქრონიკის“ კითხვას ბრიტანეთის საელჩომ 10 დღის შემდეგ ზოგადი წერილით უპასუხა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კომუნიკაციების კომისია მომდევნო კვირიდან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსს“ აამოქმედებს. კომისიამ განცხადება დღეს გაავრცელა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ, მედიაპლურალიზმს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.