imedi /  27 ნოემბერი 2018, 12:29 / სანდო წყარო

ქართველი რეჟისორები საკუთარ პროექტებს ევროპელ პროდიუსერებისა და ტელევიზიებს წარუდგენენ

ფილმი

„ევრაზიადოკ საქართველო 2018“-ის შედეგების თანახმად, 3 ქართული პროექტი სომხეთის ინდუსტრიულ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. რეჟისორები ერევანში უკვე გაემგზავრნენ, სადაც ფიჩინგ ვორქშოფის გავლის შემდეგ, საკუთარ პროექტებს ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიების წინაშე წარადგენენ.

წარმოდგენილი პროექტებია:

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი „Cinemania“;
ნონა გიუნაშვილი „Aznash Laaman“;
ლუკა ბერაძე „ღიმილიანი საქართველო“.

ქართული პროექტების პრეზენტაციის შემდეგ, კო-პროდუქციის შედეგებიც გახდება ცნობილი.

„ევრაზიადოკი“ 2011 წელს დაარსდა ფრანგული ასოციაციის Docmonde ინიციატივით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და შემდგომ, განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში.

ევრაზიადოკი აერთიანებს ქართველ, რუს, სომეხ, თურქ და შუა აზიელ დოკუმენტალისტებს.

ევრაზიადოკის სცენარის განვითარების რეზიდენცია საქართველოში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2021, 23:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე თავისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე თავისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

24 თებერვალი 2021, 23:33

ეკონომიკა

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით პრაღაში ბიზნეს ფორუმი გაიმართება

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატა, საქართველოში ჩეხური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით 2021 წლის განმავლობაში ღონისძიებებს გამართავს. პირველი მასშტაბური ღონისძიება - ბიზნეს ფორუმი მიმდინარე წლის მაისში, პრაღაში იგეგმება, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 თებერვალი 2021, 23:07

COVID19

შვეიცარიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი მარტიდან დაიწყება

შვეიცარიის ფედერალური მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი მარტიდან დაიწყება.

24 თებერვალი 2021, 22:42

რეგიონი

რა გრაფიკით ივლიან მიკროავტობუსები რუსთავი-თბილისის მიმართულებით

მათივე ინფორმაციით, ღამის საათებში, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, “ინტერტრანსის” დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

24 თებერვალი 2021, 22:12

COVID19

ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი სრულად აპრილისთვის გაიხსნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა სრულად აპრილისთვის გაიხსნება.

ზურაბ აბაშიძე/გრიგორი კარასინი

24 თებერვალი 2021, 22:06

პოლიტიკა

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები სავარაუდოდ მარტში გაგრძელდება

არაფორმალური მოლაპარაკებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის ახალი მთავრობის პირობებშიც გაგრძელდება. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ ​imedinews-ს განუცხადა.

24 თებერვალი 2021, 21:46

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში დამტკიცდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დღის წესრიგი.

24 თებერვალი 2021, 21:40

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 326 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 326 531 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 384 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

24 თებერვალი 2021, 21:37

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 9 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 72 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

24 თებერვალი 2021, 21:28

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 9 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 389 ადამიანი გარდაიცვალა.

24 თებერვალი 2021, 21:19

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 16 424 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 424 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 318 ადამიანი გარდაიცვალა.

კახაბერ ქემოკლიძე

24 თებერვალი 2021, 21:18

პოლიტიკა

კახაბერ ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ში წერს. კახაბერ ქემოკლიძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და წარმატებას უსურვებს ირაკლი ღარიბაშვილს.

24 თებერვალი 2021, 21:17

პოლიტიკა

ჟიგიმანტას პავილიონისის მიერ საქართველოში გაკეთებული განცხადებები ლიეტუვის სეიმის ხელმძღვანელობის სხდომაზე განიხილეს

უკვე გაიმართა ლიეტუვის სეიმის ხელმძღვანელობის სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტი პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. სხდომაზე პავილიონისის ვიზიტთან და განცხადებებთან დაკავშირებით გაკეთდა კომენტარები ვიცე-სპიკერების მხრიდან. ისინი შეთანხმდნენ, რომ პავილიონისმა საქართველოში მოგზაურობის შესახებ თავისი ანგარიში, წერილობით, ან სიტყვიერად მაინც წარადგინოს. იმისთვის რომ გაირკვეს რეალურად რა მოხდა საქართველოში და რა მიზანი ჰქონდა პავილიონისის განცხადებებს, რომელსაც საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა.

24 თებერვალი 2021, 21:16

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 9 938 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 938 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 442 ადამიანი გარდაიცვალა.

ასტა სკაისგირიტე

24 თებერვალი 2021, 21:13

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველი ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებაზე: შეუძლებელია შუამავლობა, თუ ცხადად მხარს უჭერ ერთ მხარეს

აუცილებელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება და პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მზად არის ილაპარაკოს ამის შესახებ, როგორც ევროკავშირის მეთაურებთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებასთან, - ლიეტივის პრეზიდენტის მრჩეველმა ასტა სკაისგირიტემ „ქრონიკას“ განუცხადა.

24 თებერვალი 2021, 21:11

საზოგადოება

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საულიუს სკვერნელისი

24 თებერვალი 2021, 21:01

პოლიტიკა

საულიუს სკვერნელისი: თუ პარლამენტარები დგებიან საზღვარგარეთის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარეს, მაშინ შუამავლობის მისია ჩაითვლება ჩაშლილად

„აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება და პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მზად არის ილაპარაკოს ამის შესახებ როგორც ევროკავშირის მეთაურებთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებასთან. თუ პარლამენტარები დგებიან საზღვარგარეთის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარეს, მაშინ შუამავლობის მისია ჩაითვლება ჩაშლილად, რადგან შეუძლებელია შუამავლობა, თუ მხარს უჭერ ერთ მხარეს“, - განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.

ვალდას ადამკუსი

24 თებერვალი 2021, 20:55

პოლიტიკა

ვალდას ადამკუსი: განსაკუთრებით დიპლომატები უნდა გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას და იცოდნენ სად რა თქვან

მიმდინარე მოვლენებზე კომენტირება საჭიროა, მაგრამ განსაკუთრებით დიპლომატები უნდა გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას და იცოდნენ სად რა თქვან, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვალდას ადამკუსმა განაცხადა , რითაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისის განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას გამოეხმაურა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

24 თებერვალი 2021, 20:53

პოლიტიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიაზე მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

იულიუს საბატაუსკასი

24 თებერვალი 2021, 20:52

პოლიტიკა

ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერი: ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ყოველთვის ეფუძნებოდა ორმხრივ პატივისცემას და უხერხული სიტუაცია შეიქმნა

„ჩვენმა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც უკვე აღარ არის დიპლომატი, გადაწყვიტა ასწავლოს ქართველებს მხარი დაუჭიროს კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს, დაიცვას ერთი და დაადანაშაულოს მეორე მხარე. ამავე დროს, გააკეთა ძალიან უხეში შედარებები ბელარუსთან და მსგავს რეჟიმებთან. როგორც ჩანს, დაისახა მან რთული დავალება შეერიგებინა მხარეები და დაუშვა კიდევ უფრო დიდი შეცდომა; შერიგების სანაცვლოდ, ჩემი აზრით, გადადგა დიდი ნაბიჯი საქართველოსთან ურთიერთობების და ქართველების ლიეტუველების მიმართ შეხედულების გაფუჭების კუთხით. არ ვიცი ახლა იგივე პრინციპების საფუძველზე გაემგზავრება თუ არა ლატვიაში“, - განაცხადა იულიუს საბატაუსკასმა.