imedi /  06 დეკემბერი 2018, 13:59 / სანდო წყარო

ნიდერლანდებში 75 ევროდ ნაყიდი ნახატი 30 000 ევროდ გაიყიდა

ნიდერლანდების მოქალაქემ აუქციონზე ცნობილი მხატვრის ტილო გაყიდა, რომელიც მან მეორადი ნივთების მაღაზიაში იყიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ჰენკ ლაარმანსმა ტილოში, რომელზეც პეიზაჟია გამოსახული, 75 ევრო გადაიხადა. დეტალურად დათვალიერების შემდეგ კაცი მიხვდა, რომ ნახატი შესაძლოა უფრო ძვირფასია და შესაფასებლად ექსპერტთან მიიტანა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ნახატი ნიდერლანდელ მხატვარს იოჰანეს აარტს ეკუთვნის. 

აუქციონზე ტილოს ფასი 400-ჯერ გაიზარდა და საბოლოოდ მისმა ფასმა 30 000 ევროს გადააჭარბა. ის უცნობმა კოლექციონერმა იყიდა.

ყველა სიახლე

Galaxy Tab S5e

16 თებერვალი 2019, 15:28

ტექნოლოგიები

Samsung-მა მსუბუქი და ყველაზე თხელი ტაბლეტი წარადგინა

Android 9 Pie-ზე მომუშავე ყველაზე თხელი ტაბლეტი წონითაც მსუბუქია და ის 400 გრამს იწონის. მოწყობილობის ღირებულება 399 დოლარია. Samsung-ის ახალი პროდუქტი შავ, ნაცრისფერ და შეზღუდული რაოდენობით ოქროსფერში იქნება წარმოდგენილი.

16 თებერვალი 2019, 15:13

ტაბლოიდი

ბორის ჯონსონის და პირდაპირ ეთერში გაშიშვლდა. ვიდეო

დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის და პირდაპირ ეთერში გაშიშვლდა. მიზეზი Brexit-თან დაკავშირებული მწვავე დისკუსია გახდა. ინციდენტი ტელეკომპანია Sky News-ის ერთ-ერთი პოლიტიკური შოუს მსვლელობისას მოხდა.

სამტრედიის #1 საბავშვო ბაღი

16 თებერვალი 2019, 15:02

საქართველო

სამტრედიის ბაღების ცხენის ხორცით მომარაგების ფაქტი დადასტურდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ცხენის ხორცისგან მომზადებული კერძი აჭამეს, - ინფორმაციას სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ხათუნა გაგუა ადასტურებს.

ავტომობილის საბავშვო სავარძელი

16 თებერვალი 2019, 14:45

მსოფლიო

ბავშვების „მკვლელი“ მანქანის სავარძელი ინტერნეტში 8 ფუნტად იყიდებოდა

ავტომობილის საბავშვო სავარძელი, რომელიც 8 ფუნტ სტერლინგად იყიდებოდა ონლაინ პლატფორმებზე არანაირი დამცავი მექანიზმით არ იყო აღჭურვილი. შესაბამისად ბავშვი მგზავრობისას შესაძლო ავტოკატასტროფისგან გამოწვეული შედეგებისგან დაცული საერთოდ არ იყო.

მამუკა ბახტაძე და მაიკ პენსი

16 თებერვალი 2019, 14:40

საქართველო

ჯონ მაკკეინის სახელობის ნაშრომების დაჯილდოებაზე მამუკა ბახტაძე მაიკ პენსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. ხანმოკლე შეხვედრა ჯონ მაკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შედგა.

16 თებერვალი 2019, 14:20

საქართველო

თბილისში CO-თი 2 წლის ბავშვი მოიწამლა

2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა წუხელ სანზონაში, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ სახლში კუსტარულად დამონტაჟებულ, აკრძალულ ღია კამერიან წყალგამაცხელებელს ხმარობდნენ.

მამუკა ბახტაძე და მილო დუკანოვიჩი

16 თებერვალი 2019, 13:48

საქართველო

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა. მილო დუკანოვიჩმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. საპასუხო მიწვევა მიიღო მამუკა ბახტაძემაც.

თეოდორ მაკარიკი

16 თებერვალი 2019, 13:40

მსოფლიო

აშშ-ში ყოფილ კარდინალ მაკარიკს მსახურების უფლება ჩამოართვეს

მაკარიკი 2018 წლის ივლისში კათოლიკური ეკლესიის პირველი კარდინალი აღმოჩნდა, რომელსაც 1927 წლის შემდეგ წოდება ჩამოართვეს. თეოდორ მაკარიკს 1970-იან წლებში, ნიუ-იორკში, მღვდლად მსახურების დროს მოზარდზე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

რომი

16 თებერვალი 2019, 13:27

მსოფლიო

რომში ტურისტების შავ სიას ადგენენ

რომის ადმინისტრაცია უცხოელი ტურისტების შავ სიას შეადგენს, რომლებსაც ქალაქში განმეორებით აღარ შეუშვებენ. იტალიის დედაქალაქში მოჩხუბარი ტურისტების დაბრუნება აღარ უნდათ, რომელთა ქცევამ შესაძლოა ღირსშესანიშნაობები დააზიანოს.

იენს სტოლტენბერგი

16 თებერვალი 2019, 13:18

მსოფლიო

სტოლტენბერგი: რუსეთი ევროპის საზღვრებთან მეტი რაკეტის განთავსებას გეგმავს

სიტყვით გამოსვლისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და მოსკოვს საშუალო მანძილის რაკეტების განადგურებისკენ მოუწოდა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი საპასუხო ზომების მიღებაზე მსჯელობს.

Uber

16 თებერვალი 2019, 13:11

ეკონომიკა

Uber-ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენელდა

როგორც კომპანიის ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, Uber-ის შემოსავალმა 2018 წლის მეოთხე კვარტალში $3 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლების ამავე პერიოდის მაჩვენებელთან მხოლოდ 25%-ით არის გაზრდილი. 2018 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 70%-იან, ხოლო მესამე კვარტალში 38%-იან ნიშნულზე იყო.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია

16 თებერვალი 2019, 12:35

საქართველო

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ „სიდას“-თან თანამშრომლობა შეაჩერა

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდასთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულება „ფინანსური გადაცდომისა“ და „სამუშაო ადგილზე არაჯანსაღი კულტურის“ გამო შეაჩერა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პოლ მანაფორტი

16 თებერვალი 2019, 11:56

მსოფლიო

მიულერი მანაფორტის ციხეში 24 წლით გამწესებას მოითხოვს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპეციალური პროკურორი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელისთვის 24 წლიან პატიმრობას ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო რობერტ მიულერის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პოლ მანაფორტი ციხიდან 93 წლის ასაკში გამოვა.

სასწრაფო

16 თებერვალი 2019, 11:54

საქართველო

ექიმი გიორგი მამალაძის ინსულტს უარყოფს

ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები სტაბილურად აფასებენ. პაციენტს ჰოსპიტალიზაციისას დაბუჟების და სისუსტის შეგრძნება აღენიშნებოდა, რის საფუძველზეც ჩაუტარდა ინსტრუმენტული კვლევა და შედეგად ორგანული დაზიანება არ დაფიქსირებულა.

ახალშობილები

16 თებერვალი 2019, 11:54

ტაბლოიდი

ერაყში ქალმა 7 ბავშვი გააჩინა

ოჯახს მთლიანობაში ახლა 10 ბავშვი ჰყავს. ქალმა ერაყის აღმოსავლეთით, დიალის პროვინციაში იმშობიარა. მედიკოსების განმარტებით, ახალშობილების დედა თავს ჯანმრთელად გრძნობს. მანამდე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ლიბანშიც, სადაც ქალმა ექვსი ბავშვი, სამი გოგო და სამი ბიჭი გააჩინა.

შსს

16 თებერვალი 2019, 11:32

საქართველო

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების გამო პოლიციამ უკრაინის მოქალაქე დააკავა

აჭარაში 8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე უკრაინის 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბათუმში ოჯახური ტიპის სასტუმრო აქვს. სწორედ ამ სასტუმროში მუშაობს ბავშვის დედა, რომელმაც გუშინ ეს ამბავი გაახმაურა.

Apple-ის მაღაზია

16 თებერვალი 2019, 11:31

ტექნოლოგიები

Apple-მა გერმანიაში Qualcomm-თან პატენტზე დავა წააგო

Qualcomm-ი Apple-ს ედავებოდა, რომ სმარტფონის მიერ უსადენო ინტერნეტ სიგნალის მიღებისას აკუმულატორის ტექნოლოგიის გააქტიურება მისი ინტელექტუალური საკუთრებაა, რომლის გამოყენების უფლებაც Apple-ს იმ შემთხვევაში არ აქვს თუ მობილური ტელეფონი Qualcomm-ის წარმოების ჩიპით არ არის აღჭურვილი.

მაიკლ კალვი

16 თებერვალი 2019, 11:19

ეკონომიკა

ამერიკელ ფინანსისტს რუსეთში თაღლითობაში ადანაშაულებენ

კალვი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ეს პროცესები მის წინააღმდეგ შავ კამპანიას ემსახურება. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება კომერციულ დავაში ზეწოლის მოსახდენად წაუყენეს. მაიკლ კალვი აშშ-ის მოქალაქეა.

16 თებერვალი 2019, 11:17

საქართველო

დეკანოზის ადვოკატი: გიორგი მამალაძეს ინსულტის ნიშნები აქვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დღეს მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დეკანოზს ინსულტის ნიშნები აქვს და ის პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ.

16 თებერვალი 2019, 10:51

საქართველო

მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს ქართულ დელეგაციას დატვირთული გრაფიკი აქვს. დღეს დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის შეხვედრა. დღესვე პრემიერმინისტრი სხვა ქვეყნების მთავარ პირებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელში, რომლის თემაცაა უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპაში.