imedi /  31 დეკემბერი 2018, 11:49 / სანდო წყარო

რა მიღწევები ჰქონდა დემნა გვასალიას 2018 წელს

დემნა გვასალია

დემნა გვასალია

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია 2018 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი იყო როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს მიღმა.

Facebook-გვერდი Demna Gvasalia Daily აქვეყნებს ინფორმაციას, რომელშიც 2018 წელს მისი მიღწევებია ჩამოთვლილი. კერძოდ:

დემნა გვასალიამ წელს წარადგინა 6 კოლექცია. ბალენსიაგას 100-წლიან ისტორიაში პირველად გააკეთა ქალის და კაცის გაერთიანებული ჩვენება. ვეტმანში ფესვებს დაუბრუნდა. 2018 წლის შემოდგომა/ზამთარი მარტინ მარჯიელას მიუძღვნა, 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული - საქართველოს.

მან გახსნა ბალენსიაგას რამდენიმე ახალი მაღაზია, მათ შორის : ჰავაიში, მაიამიში და მილანში. იანვრიდან აპრილის ჩათვლით ბალენსიაგას გაყიდვები 460 მილიონ ევრომდე გაზარდა.

მარტში დემნა გვასალიამ 225.000 დოლარი გადაურიცხა მსოფლიოს სასურსათო პროგრამას. ნოემბერში ბალენსიაგას ტყავის ჩანთებიდან შემოსული თანხის 10% ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციულ კამპანიაში გადარიცხა. 

დემნა გვასალიამ თრიფლ ბოტასი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად აქცია, რომლის საერთო ღირებულება ახლა ასობით მილიონი დოლარია. 

მან კრიტიკას და ჭორებს პირველად გასცა საჯარო პასუხი, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ვეტმანის ღირებულება მილიარდისკენ უფრო არის, ვიდრე მილიონისკენ.

გვასალიამ რამდენჯერმე დაიპყრო ინტერნეტი: ერთი მეორეზე გადაკერებული მაისურით, მიშელ ობამას ჩექმებით და 9 ფენიანი ქურთუკით.

ის ორივე ბრენდით მოხვდა მსოფლიოს 10 ყველაზე განხილვად ბრენდში, HB-ს ასეულში, BOF 500-ში, ბრიტანული GQ-ს ტოპ ხუთეულში და მოიგო წლის აქსესუარების ჯილდო მოდის 2018 წლის დაჯილდოებაზე ლონდონში.

მან ბალენსიაგას სტუდია ციურიხში გადაიტანა.

დემნა გვასალიამ 40-მდე ქართველი ჩაიყვანა პარიზში თავისი ჩვენებისთვის. ციურიხში სოხუმელი ხელოვანის, ანდრო ვეკუას პირველ სოლო გამოფენაზე იყო. ბალენსიაგაში დანიშვნის შემდეგ ჰქონდა პირველი ქართული ინტერვიუ "რადიო თავისუფლებასთან".

ის წელს პარიზში გუჩის პირველ ჩვენებას დაესწრო.

მისი სამოსი წელს არაერთ ცნობილ ადამიანს ეცვა, რომლებიც სხვადასხვა უცხოური ჟურნალების მთავარ გვერდებს ამშვენებდნენ. კერძოდ: ქარდი ბის I like It, პრიანკა ჩოპრა ბალენსიაგას წითელ კაბაში, ტილდა სუინტონი ვეტმანის წითელ კაბაში, ფრანგული ვოგის ყდაზე იმანი ბალენსიაგას სამოსში, ირინა შეიკი თურქული ვოგის ყდაზე ბალენსიაგას სამოსში, ნაომი ქემბელი არაბული ვოგის ყდაზე ბალენსიაგას სამოსში, კორეული ბენდები საქართველოს დროშებით, კიმ კარდაშიანი შვილთან ერთად დემნას სახელობის კაბაში, ვიქტორია სიკრეტის ანგელოზები ქასტინგებზე ბალენსიაგას ზედებში, პამელა ანდერსონი რიედიშენის ყდაზე დემნას კაბაში, დოუცენ კრუსი და ნატალია ვოდიანოვა ვეტმანის კაბებში, აიდის ქავერსთორი, ჰედლაინით: როგორ ცვლის დემნა გვასალია სამყაროს, The Wall Street Journal-ის ყდა, Times-ის სტატია: 800 დოლარიანი ბოტასის ძიებაში, Financial Times-ის სტატია: ბალენსიაგას მილიარდი ევროს გეგმა.

მან წელს მორიგებით დაასრულა სასამართლო დავა ნიუ-იორკის სუვენირების კომპანიასთან. 

მარტში დემნა გვასალია ანტვერპენის ხელოვნების აკადემიაში ჟიურის წევრად დასახელდა. დეკემბერში ჟიურის წევრად - შვეიცარიის დიზაინის ინსტიტუტში.

დემნა გვასალიამ კონტრაქტი გააფორმა JD-ის Toplife-თან. ტოფლაიფი, ლაგჟერი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ჩინეთს დაფარავს, ჩინურმა ონლაინ გიგანტმა გასულ წელს შექმნა. 

და ბოლოს, დემნა გვასალიამ 2019 წლის იანვრისთვის სათვალეების ხაზის დააანონსა, რომლებიც ექსკლუზიურად დავერ სთრით მარკეტის ნიუ-იორკის, ჰონგ-კონგის და ლონდონის სავაჭრო ცენტრებში გაიყიდება.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:19

ეკონომიკა

პრემიერი: ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არის სწორედ ის, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე

მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

08 სექტემბერი 2026, 17:18

მსოფლიო

Reuters: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ისრაელის დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს

დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე ებრაულ დასახლებებში წარმოებული საქონლის იმპორტზე სავაჭრო აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილება საფრანგეთთან და კანადასთან კოორდინაციით იქნა მიღებული და ისრაელის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სანქციაა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო დიპლომატიური იზოლაციის მზარდი საფრთხის წინაშე დგას, იუწყება Reuters-ი.

08 სექტემბერი 2026, 17:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფილიპ ლეგლის-კოსტა

08 სექტემბერი 2026, 17:02

მსოფლიო

POLITICO: საფრანგეთი ევროკავშირს ახალი გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს, რათა დამატებით 60 მილიარდი ევრო მოიზიდოს

ფრანგული მხარის მტკიცებით, ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადებიდან 60 მილიარდ ევროზე მეტი უნდა შეგროვდეს და ეს თანხა ბლოკის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში უნდა მიიმართოს. ინფორმაციას POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 16:36

ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.

08 სექტემბერი 2026, 16:30

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს აფართოებს

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლუიჯი სინაპი

08 სექტემბერი 2026, 16:20

ეკონომიკა

საერთაშორისო ჰიდროგრაფული ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, ინდუსტრიას, აკადემიურ წრეებს და ყველას, ვისაც ზღვასთან აქვს კავშირი, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა, ადმირალმა ლუიჯი სინაპიმ, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.

08 სექტემბერი 2026, 15:51

ეკონომიკა

გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

„ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები ჩვენი ფლოტის ეკიპაჟების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,” - განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ჰაჯიპეტრომ, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოს საზღვაო სექტორის შესახებ ილაპარაკა.

08 სექტემბერი 2026, 15:49

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის საქმეში. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

08 სექტემბერი 2026, 15:40

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მკაცრ პასუხს გასცემს.

08 სექტემბერი 2026, 15:35

კულტურა

რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს

პიერ ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კანი-სიურ-მერში მოხდა. განგაშის სისტემა 8 სექტემბერს, დილის 05:48 საათზე ამოქმედდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ბრაიან მასონმა დაადასტურა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ უცნობმა პირებმა ნახატები ჩარჩოებიდან ამოჭრეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 სექტემბერი 2026, 15:26

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.

08 სექტემბერი 2026, 15:18

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.

08 სექტემბერი 2026, 15:16

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პრიორიტეტულია ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ მიზნით მზადყოფნა გამოითქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტულ კომპანიებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების განვითარებაზე, მათ შორის ერთობლივი ბიზნესფორუმების, ტურისტული ღონისძიებებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებაზე.

თეა წულუკიანი

08 სექტემბერი 2026, 15:01

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.

ეკა სეფაშვილი

08 სექტემბერი 2026, 14:51

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას

ეკა სეფაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, თუ რა წინასწარი გათვლები აქვს სამინისტროს გაკეთებული იმ პროექტის ეფექტიანობის კუთხით, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა 25-წლიან სასესხო ვალდებულებას იღებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ემანუელ მაკრონი

08 სექტემბერი 2026, 14:50

მსოფლიო

Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 14:49

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ციფრულ განვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობა.

08 სექტემბერი 2026, 14:48

მსოფლიო

The Spectator: უკრაინა ომს აგებს

The Spectator-ი წერს, რომ ვითარებას შიდაპოლიტიკური კრიზისიც ამძიმებს. კორუფციულმა სკანდალებმა, უწყებებს შორის დაპირისპირებამ და სამხედრო შესყიდვებში გამოვლენილმა მილიარდიანმა თაღლითობამ ზელენსკის ადმინისტრაციის მიმართ ნდობა მკვეთრად შეამცირა. SOCIS-ის კვლევებით, უკრაინელების უმრავლესობა კორუფციას რუსეთზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს. პარალელურად, ევროპაში პუტინთან დიალოგის მომხრე პოლიტიკური ძალები პოზიციებს იმყარებენ, დასავლეთს კი უკრაინის გადასარჩენად მკაფიო გეგმა კვლავ არ გააჩნია.

იაგო ხვიჩია

08 სექტემბერი 2026, 14:41

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიაზე: კუ (ტუ)მ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირადო!

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას პოსტს სოციალურ ქსელში პასუხობს.