imedi /  24 თებერვალი 2019, 16:20 / სანდო წყარო

გელა ჩარკვიანმა შვილის ყველაზე საყვარელი სიმღერა დაასახელა

ირაკლი ჩარკვიანი

ნანა ჩარკვიანი
გელა ჩარკვიანი

მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან დღეს 13 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით გელა ჩარკვიანმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა. 

როგორც პოსტში წერს, ჟურნალისტები მას ხშირად ეკითხებიან თუ რომელი სიმღერა უყვარს ყველაზე მეტად მეფის შემოქმედებიდან.

"ირაკლის მართლაც ბევრი კარგი სიმღერა აქვს დაწერილი, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, საფორტეპიანო ტრიფტიქ „ირაკლიანას“ ვწერდი და მის ყველა დისკს მოვუსმინე. ნამდვილად არ არის ადვილი, ამოირჩიო საუკეთესო. საქმეს დამატებით კიდევ ის ართულებს, რომ ირაკლის სიმღერები არ არის სტილისტურად ჰომოგენური. იგი ორი ერთმანეთისაგან დიდად განსხვავებული ბუნების კომპოზიციებს ქმნიდა", - წერს გელა ჩარკვიანი.

გელა ჩარკვიანის თქმით, ის ირაკლის მელოდიური სიმღერების წერისაკენ უბიძგებდა ხოლმე. 

"2004 წლის ზაფხულში დასასვენებლად ჩაქვში მივდიოდით. ქეთათომ გადმომცა მისი და ირაკლის ახლად გამოსული საერთო ნამუშევარი. როცა ჩაქვში ჩავედით და მოვისმინეთ სიმღერა „ხალხს“, უცნაური გრძნობა დამეუფლა. მომეჩვენა, რომ ამ ფრაზით: „ჩვენ მხოლოდ ნოტებზე დავრჩებით, ხალხს არ მოვაბეზრებთ თავს“ – ირაკლი დედ-მამას რაღაც კოდირებულ მესიჯს გვიგზავნიდა იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო უახლოეს მომავალში.

მას შემდეგ, რაც ყოველივე მართლაც მოხდა, სწორედ ეს სიმღერა იქცა ირაკლის სულთან დამაკავშირებელ ჩვენს ყველაზე მძლავრ მედიუმად. მახსოვს, ლონდონში, დასაძინებლად ისე არ წავიდოდი, იქ შეძენილ Yamaha-ზე რომ არ დამეკრა ეს თავისებურად სევდიანი მელოდია, რაღაც მისტიკური ძაფებით რომ მაკავშირებდა გარდაცვლილ შვილთან. იქვე შორიახლოს მჯდომ ჩემს მეუღლეს, ნანას გადავხედავდი ხოლმე, თუმცა ისედაც ვიცოდი, რომ ის უკვე ტიროდა", - წერს გელა ჩარკვიანი.

 

 

ჩარკვიანის პირველი სოლო-ჩანაწერი იყო სიმღერა “War is Over”. მისი პირველი სოლო-ალბომი, “Svan Songs” ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს გერმანიაში.

1997 წელს გამოვიდა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი “აფრენ”. 1999 წელს კი დაიწერა „მეფეს“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა “საქართველო”. 

2004 წელს გამოქვეყნდა ალბომი “სავსე”, რომელიც დაემთხვა ჩარკვიანის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია “ვიცი რომ”, “აქ ხარ” და “ნანასი”.

ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ჩარკვიანის შემოქმედებითი აქტიურობით - შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად “მეფე” აირჩია.

2006 წლის 24 თებერვალს მუსიკოსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ყველა სიახლე

საქალაქო სასამართლო

23 ივლისი 2019, 13:49

ძალოვნები

დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გუშინ 9 ნაფიცმა მსაჯულმა 3-ის წინააღმდეგ ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ყუფარაძე ნაფიცებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნეს. გამოძიება მას ორი ადამიანის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასა და შენახვას ედავებოდა.

არჩილ თალაკვაძე

23 ივლისი 2019, 13:31

საქართველო

თალაკვაძე: ჩემთვის უფრო მეტად შემაშფოთებელია ნიკა გვარამიას ნათქვამი, რომ „რუსთავი 2“ და მედია მის ხელში იარაღი იყო

როდესაც შუალედური, დროებითი ზომა მიიღო “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ ადრე, ის იმ წუთასვე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა- ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც გვარამიამ თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან.

23 ივლისი 2019, 13:22

მსოფლიო

სამხრეთ კორეა რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

BBC სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა იაპონიის ზღვის თავზე, ტოკტოს (ტაკესიმას) კუნძულებთან მოხდა, რომელიც სეული საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა მასზე ტოკიოც დაობს. სეული აცხადებს, რომ რუსეთმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია. უცხოური მედია აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეასა და რუსეთს შორის ეს ასეთი სახის პირველი ინციდენტია.

გია ვოლსკი

23 ივლისი 2019, 13:06

საქართველო

გია ვოლსკი: ოქრუაშვილი მსოფლიო რევოლუციის გარდა ყველაფერში მონაწილეობდა

„რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაური განცხადებებია და არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს მხოლოდ იმ ირონიით უნდა მივუდგეთ, რაც საზოგადოებაში ამ განცხადებებმა დაიმკვიდრა. სამართლებრივი ნაწილი მას გააჩნია და რა თქმა უნდა, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ასეთი თვითაღიარება და ლუსტრაციის მაგალითები ჩვენს უახლოეს ისტორიაში არ მოიპოვება”, - აცხადებს ვოლსკი.

23 ივლისი 2019, 12:21

საქართველო

იუსტიციის სახლის ფილიალებში ახალი სერვისი დაინერგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, სერვისის დანერგვისთვის საჭირო ყველა პროცესი დასრულებულია და მომხმარებელს სერვისი შეუფერხებლად, იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი ხარისხით მიეწოდება. აღნიშნული ცნობა შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის, რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია.

23 ივლისი 2019, 12:14

საქართველო

იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი-2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 12:09

ძალოვნები

ოქრუაშვილი: გამოძიებას ვუთხარი, რომ პარლამენტში შესვლას ხელფასის ასაღებად ვაპირებდი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოკითხეს. ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან დაასახელა რამდენიმე შეკითხვა, რომელიც მისი თქმით, გამოკითხვის დროს დაუსვეს.

მამუკა ბახტაძე

23 ივლისი 2019, 12:06

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: 2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა

როგორც შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 11:53

საქართველო

თადუმაძე: მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა

ის ხიბლი, რაც მოსამართლეს გააჩნია გადაწყვეტილების მიღების დროს , ეს არის შინაგანი რწმენა, შესაბამისობაში იყოს გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და ჩატარებულ პროცესის შედეგებზე“,-აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 11:40

საქართველო

თადუმაძე: რეიტინგების მიხედვით, პროკურატურა და სახალხო დამცველი ერთმანეთს უტოლდება

მენეჯერული გამოცდილებაზე საუბრისას უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ საგამოძიებო უწყებას საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

23 ივლისი 2019, 11:28

საქართველო

აშშ მიგრანტების დაჩქარებული წესით დეპორტაციას დაიწყებს

აშშ-ის მთავრობა მიგრანტების დეპორტაციას სასამართლოს გვერდის ავლით, დაჩქარებული წესით შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ახალი წესის თანახმად, მიგრანტებს, რომლებიც ვერ დაადასტურებენ, რომ ქვეყანაში 2 წელზე მეტხანს ცხოვრობენ, შესაძლოა ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება მოუწიოთ.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 11:05

ძალოვნები

მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ოქრუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქალაქო სასამართლოში ადვოკატთან ერთად მივიდა. საქმე ეხება ოცი ივნისის მოვლენებს და ძალადობის და ამბოხის მუხლით დაწყებულ გამოძიებას.

გიორგი დოინჯაშვილი

23 ივლისი 2019, 10:59

სპორტი

საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ტიტულოვანი ლიდერი ავტოავარიაში დაიღუპა

ავტოავარიის შედეგად საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე საქართველოს უძლიერესი კაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

გიორგი მასხულია

23 ივლისი 2019, 10:53

ძალოვნები

გორის Fashion week-ზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

როგორც Qartli.ge ავრცელებს ინფორმაციას, ადამაშვილი ამტკიცებს, რომ ის მასხულიამ თმით ითრია, რის გამოც პატრულში დარეკა. მასხულია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი ადამაშვილსაც მიუძღვის. გუშინ საღამოსვე მასხულია და ადამაშვილი სამართლდამცველებმა პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 10:44

ძალოვნები

შალვა თადუმაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კითხვებს პასუხობს

საბჭოს არამოსამართლე წევრები გენერალურ პროკურორთან ყურადღებას ამახვილებენ რეკომენდატორებზე, რომელთა ჩამონათვალში არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

23 ივლისი 2019, 10:17

მსოფლიო

ავსტრალიაში $140 მილიონის ღირებულების მეტანფეტამინი ამოიღეს

ნარკოტიკები იპოვეს ფურგონში, რომელიც სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, პოლიციის განყოფილების წინ, ავტოსადგომზე მდგომ პოლიციის მანქანას შეეჯახა. ფურგონის მძღოლმა ადგილიდან მიმავლა შეძლო, თუმცა სამართალდამცველებმა ინციდენტიდან ერთი საათის შემდეგ დააკავეს. ნარკოტიკები მანქანის საბარგულში მუყაოს ყუთებში იყო მოთავსებული.

23 ივლისი 2019, 10:04

მსოფლიო

ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ მიგრანტების შესახებ შეთანხმებას მიაღწია

14 ქვეყნიდან რვამ ამ მექანიზმის აქტიურად დანერგვაზე აიღო პასუხისმგებლობა. „როცა საუბარია სოლიდარობაზე, ევროპა არ არის რესტორნის მენიუ. არ უნდა იყვნენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ ევროპის ნაწილი იყვნენ"- განაცხადა მაკრონმა.

23 ივლისი 2019, 09:59

მსოფლიო

სინგაპურში 9 ტონამდე კონტრაბანდული სპილოს ძვალი ამოიღეს

სამართალდამცველებმა 9 ტონამდე სპილოს ძვალი ამოიღეს. 30 წყვილი სპილოს ეშვის ღირებულება 13 მილიონ დოლარს აღწევს. კონტრაბანდული ტვირთი სინგაპურის გავლით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ვიეტნამში გადაჰქონდათ.

ალექსანდრ ვერშბოუ

23 ივლისი 2019, 09:49

საქართველო

ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოში ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება. „ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და ნატო-სკენ მისი მისწრაფებების მხარდამჭერი, თუმცა მე არ ავრჩეულვარ აშშ-ის ელჩად“, – წერს ვერშბოუ.

23 ივლისი 2019, 09:28

საქართველო

3 სტუდენტი საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ევროპაში მოგზაურობას იწყებს

საბოლოო ჯამში, 2 ქართველი და 1 უკრაინელი სტუდენტი გერმანიას, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს, სერბეთს, ბულგარეთსა და თურქეთს ეწვევა. ისინი მოგზაურობას სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დიზაინის ავტომობილით მიუნსტერიდან დაიწყებენ.