ირაკლი კობახიძე: არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც, 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც, 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დიუშენით დაავადებული ბავშვების მედიკამენტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო არის ბოლომდე ჩართული.
„ეს არის მგრძნობიარე საკითხი, ჯანდაცვის სამინისტრო არის ბოლომდე ჩართული ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელებაში.
რაც შეეხება, ფარმაცევტულ კომპანიებს, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, ასეთი საკითხების მოგვარების დროს, არის სწორედ ფარმაცევტული კომპანიები. არის მარტივი მაფია ჩამოყალიბებული, ამ მაფიას აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი, სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა ეს ყველაფერი. ამიტომ, აქ არის სწორედ სიფრთხილე საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე. მსოფლიო მასშტაბით არის ეს მაფია გაშლილი, ეს მარტო საქართველოს არ ეხება. ამიტომ, ყველა საკითხი უნდა იყოს აწონდაწონილი, გონივრულად.
არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც, 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ეს არის ზოგადი მიდგომა. დანარჩენი, რაც შეეხება კონკრეტიკას, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კომუნიკაცია, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ყოველ ჯერზე პოზიციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, არის, მათ შორის ქვეყნები, სადაც არაერთი კორუფციული გარიგება დაიდო მთავრობებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის და ძალიან დიდ ფულს შოულობენ კონკრეტული პოლიტიკოსები ასეთი მაფიოზური გარიგებებიდან.
„არის კორუფციით განთქმული სახელმწიფოები. არ მინდა, კონკრეტულ ქვეყნებზე გადავიდე, მაგრამ არის კონკრეტული პრეპარატები, სადაც არის კორუფციული გარიგების ეჭვი და მაინცდამაინც ისე ემთხვევა ხოლმე, გამორჩეულად კორუმპირებული მთავრობები დებენ ხოლმე შესაბამის გარიგებებს, შესაბამის ფარმაცევტულ კომპანიებთან, ამიტომ ყველაფერი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, ყველაფერი უნდა იყოს დასაბუთებული.
არც ერთი თეთრი და არც 10 მილიონი, არც მილიარდი არ დაენანება არავის, როდესაც საქმე ეხება შედეგს. მთავარია, რომ ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. რაც მთავარია, არ შეიძლება, ჩვენ ავყვეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და არ შეიძლება ავყვეთ კონკრეტულ შემთხვევაში, განზოგადებულად ვსაუბრობ, არ შეიძლება, განზოგადებულად ავყვეთ ჩვენ ფარმაცევტული მაფიის ინტერესებს.
ყველაფერთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა კონკრეტული ინფორმაცია საზოგადოების წინაშე. დაელოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, ყოველ ჯერზე მათ აქვთ ექსპერტული ცოდნა ყველაფერთან დაკავშირებით. დისკუსიაშიც შეგიძლიათ, შეხვიდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ თემაზე და სხვა მსგავს თემებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
04 მაისი 2026, 20:27
პოლიტიკა
ორმაგი სტანდარტები და საბოტაჟი - აზერბაიჯანის პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა ევროპელმა ლიდერებმა ევროპულ სამიტზე მოისმინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპარლამენტის პრეზიდენტს ევროპარლამენტის მწვავე კრიტიკის მოსმენა მოუხდა. რობერტო მეცოლას ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი სტრუქტურა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საბოტაჟში ამხილა.
04 მაისი 2026, 20:24
მსოფლიო
მეცოლა ალიევს: ჩვენ არასდროს შევცვლით მუშაობის მეთოდებს
ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, სადაც ევროკავშირის, მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ, ილჰამ ალიევსა და რობერტა მეცოლას შორის მწვავე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, - წერს Euronews-ი.
04 მაისი 2026, 20:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც 2 წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - ნიანგის ცრემლები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ეხმიანება დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომელშიც საუბარია საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ გაუარესებულ ვითარებაზე.
04 მაისი 2026, 20:22
პოლიტიკა
მეტი პოლარიზაციის შემოტანის მცდელობა ქართულ საზოგადოებაში - კაია კალასის მორიგი კრიტიკა საქართველოს და პასუხი თბილისიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრიუსელი საქართველოს მნიშვნელობას აღიარებს, მაგრამ საკუთარი ინტერესის გატარებას მაინც ცდილობს, - ასე ფასდება კაია კალასის განცხადება ერევნიდან. ხელისუფლების კრიტიკისას მან ღიად გამოხატა წუხილი დაფინანსების შეზღუდვის შესახებ. „ქართული ოცნების“ პასუხი უცვლელია.
04 მაისი 2026, 20:15
პოლიტიკა
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი ერევანში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი ერევანში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი - ირაკლი კობახიძემ პლატფორმა დაკავშირებადობის თვალსაზრისით საქართველოს საკვანძო როლის წარმოსაჩენად და ლიდერებთან შეხვედრებისათვის გამოიყენა.
04 მაისი 2026, 19:41
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობაზე.
04 მაისი 2026, 19:30
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან და გამოვთქვით მზადყოფნა ჩვენი პარტნიორობის მეტად გაძლიერების მიმართულებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
04 მაისი 2026, 19:28
მსოფლიო
კალასი: აშშ-ის ჯარების გაყვანა მოულოდნელი აღმოჩნდა
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებამ გერმანიიდან ათასობით სამხედროს გაყვანის შესახებ ევროპელი ლიდერები მოულოდნელობის წინაშე დააყენა.
04 მაისი 2026, 19:25
სპორტი
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ატაცში რევაზ მილდიანმა 140 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
04 მაისი 2026, 19:02
პოლიტიკა
საქართველოს შს მინისტრსა და სომხეთის რესპუბლიკის შს მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს არპინე სარგსიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
04 მაისი 2026, 18:59
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს და უზბეკეთის მთავრობას ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისა და სამარყანდში მასპინძლობისთვის.
04 მაისი 2026, 18:59
მსოფლიო
მელონი: ევროპამ საკუთარი თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ევროპამ აუცილებლად უნდა გაზარდოს თავისი „რეაგირების შესაძლებლობები“ მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი ქვეყანაში ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის მკვეთრი შემცირებით დაიმუქრა.
04 მაისი 2026, 18:37
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი კაია კალასზე: კარგად გამოჩნდა ვინ არის მთავარი მურმანის ეკალი ამ ურთიერთობებში და ვინ ცდილობს ურთიერთობების აწყობას
კარგად გამოჩნდა ვინ არის მთავარი მურმანის ეკალი ამ ურთიერთობებში და ვინ ცდილობს ურთიერთობების აწყობას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
04 მაისი 2026, 18:37
მსოფლიო
მარკ რუტე: ევროპელებმა ტრამპის გზავნილი გაიგონეს
ევროპელი ლიდერების სამიტზე, რომელიც სომხეთში მიმდინარეობს, ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაყვანის თაობაზე. რუტემ აღიარა ვაშინგტონის „იმედგაცრუება“, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ქვეყნები ამერიკის მოთხოვნებს უკვე პასუხობენ.
04 მაისი 2026, 18:32
საზოგადოება
ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა ზუგდიდში ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს
ჰოსპიტლის მედპერსონალმა, მოძრავი ამბულატორიით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადგილზე გაუწია სამედიცინო მომსახურება 10 ბენეფიციარს, რომელთაც ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, არ შეუძლიათ გადაადგილება.
04 მაისი 2026, 18:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: როდესაც ვაშენებთ დიალოგის ხიდებს, ვცდილობთ პარტნიორების მოძებნას, ვხედავთ ევროპარლამენტს, რომელიც დღენიადაგ ეძებს მიზეზს, რომ დაანგრიოს ხიდები, მიზეზს ეძებს რომ ახალი მტრები გაიჩინოს პროცესში
როდესაც ვაშენებთ დიალოგის ხიდებს, ვცდილობთ პარტნიორების მოძებნას, ვხედავთ ევროპარლამენტს, რომელიც დღენიადაგ ეძებს მიზეზს, რომ დაანგრიოს ხიდები, მიზეზს ეძებს რომ ახალი მტრები გაიჩინოს პროცესში, - განაცხაა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
04 მაისი 2026, 18:27
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ზელენსკის განცხადებაზე: თუ იქნება პრაქტიკაში კონკრეტული ნაბიჯები, რომ გაფუჭებული ურთიერთობები და უსამართლო დამოკიდებულება შეიცვალოს, მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ
„ბევრი განცხადება გვინახავს, მაგრამ პრაქტიკაში ფაქტია, რომ დღემდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სხვა მაღალჩინოსნები უკრაინის მხრიდან დასანქცირებულები არიან ზელენსკის გადაწყვეტილებით, დღემდე არც უკრაინის ელჩია დანიშნული საქართველოში და არც საქართველოს ელჩი მოღვაწეობს უკრაინაში მათივე გადაწყვეტილებით, დღემდე რამდენიმე ქართული მსხვილი კომპანია დასანქცირებული უკრაინის მიერ, ამიტომ, კარგი განცხადება, კარგი ინიციატივა, კარგი პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით, მაგრამ ეს გაზაფხულს ვერ მოიყვანს, პრაქტიკაში უნდა შევხედოთ რამდენად სახელმწიფოდამოკიდებულება გადაიხედება საქართველოსადმი“.
04 მაისი 2026, 18:22
მსოფლიო
ფიცომ განაცხადა, რომ ზელენსკისთან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ომი, ნავთობი, კრედიტები და იარაღი
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ომი, ნავთობი, კრედიტები და იარაღი.
04 მაისი 2026, 18:21
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი გუნდი არის ეფექტიანი, კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 9.1% ეკონომიკური ზრდით
ძალიან გვიხარია, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც დადებითად აფასებენ ეკონომიკურ პოლიტიკას საქართველოში და ქვეყნის მიღწევებს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


