Imedi /  25 მარტი 2019, 18:59 / სანდო წყარო

ირანში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

წყალდიდობა ირანში

წყალდიდობა ირანში

ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს

გამოცემის ინფორმაციით, სტიქიამ სულ მცირე 18 ადამიანი იმსხვერპლა, 74 კი დაშავდა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 11 დაღუპულისა და 68 დაშავებულის შესახებ.

ირკვევა, რომ წყალდიდობა ძლიერმა სეზონურმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიამ მთლიანობაში 25 პროვინცია დააზარალა.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2020, 13:30

COVID19

ბათუმში 7 საეჭვო პაციენტიდან 5-ის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ბათუმში 7 საეჭვო პაციენტიდან 5-ის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. მათ შორის არის ხულოდან, ბათუმის ინფექციურში გუშინ შეყვანილი ქალი. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ მისი ზედამხვედველობის პერიოდი გასული იყო, თუმცა ცხელების გამო მედიკოსებმა COVID-19-ზე შემოწმების გადაწყვეტილება მიიღეს. 2 პაციენტის ანალიზის პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

ნათია თურნავა

02 აპრილი 2020, 13:29

COVID19

ნათია თურნავა: კარანტინის წესების დაცვა ბიზნესის შემდგომი ფუნქციონირების წინაპირობა იქნება

„ბიზნესს მივმართავ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ წესების დაცვით. ეს არის რა თქმა უნდა გარკვეულ ძალისხმევასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს იქნება ბიზნესების შემდგომი ფუნქციონირების წინაპირობა და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავაკონტროლებთ. თქვენ იცით, რომ გუშინ გამოქვეყნდა და ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს შეგიძლიათ ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე და სხვა შესაბამისი სტრუქტურების ვებგვერდებზე ნახოთ ჩამონათვალი იმ სექტორების და დარგების, რომლებიც რჩება ფუნქციონირებაში, მაგრამ გარკვეული დათქმებით და გარკვეული პირობებით“, - აღნიშნა თურნავამ.

02 აპრილი 2020, 13:26

სამართალი

ვერეს ხეობაში კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ვერეს ხეობაში პოლიციამ კაცის ცხედარი იპოვა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

პაატა იმნაძე

02 აპრილი 2020, 13:25

COVID19

პაატა იმნაძე: მინდა სიამაყით განვაცხადო, 6 შტამი, ანუ 6 ქართველი პაციენტის კორონავირუსის გენი გაშიფრულია

მინდა სიამაყით განვაცხადო, 6 შტამი, ანუ 6 ქართველი პაციენტის კორონავირუსის გენი გაშიფრულია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ იმედის გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულის შედეგად შესაძლებელია, თვალი მიადევნონ, პაციენტებში აღმოჩენილი შტამები უცხოეთის რომელ ქვეყანაშია გავრცელებული.

02 აპრილი 2020, 13:21

COVID19

პროკურატურის თანამშრომლები დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტების შესახებ დისტანციურ სწავლებას გადიან

საქართველოს პროკურატურის სასწავლო მიმართულება, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის, დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტების შესახებ დისტანციური სწავლება დაიწყო, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ვასილ ჭეიშვილი

02 აპრილი 2020, 13:19

COVID19

შიდა ქართლში ცხელების მართვის ცენტრს „გორმედი“ მოემსახურება

შიდა ქართლში ცხელების მართვის ცენტრს „გორმედი“ მოემსახურება. გორისა და ხაშურის კლინიკებში უკვე გამოიყო სპეციალური სივრცე, სადაც პაციენტებს დამატებითი კვლევების ჩასატარებლად 112-ის ბრიგადა მიიყვანს. ამ დროისათვის ცხელების ზონას უკცე 12-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 7-ს მკურნალობა არ სჭირდებოდა და ბინაზე გაწერეს, ხოლო დანარჩენები დაკვირვების ქვეშ რჩებიან. არც ერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

02 აპრილი 2020, 13:05

COVID19

WSJ: იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ოფიციალურ მონაცემებზე მაღალია

„გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ამას ოფიციალურად აცხადებენ. მაგრამ არავის ვადანაშაულებ. ხალხი გარდაიცვალა, ისინი არ შეუმოწმებიათ, რადგან დრო და რესურსები შეზღუდულია“, - გამოცემა იტალიის ქალაქ კოკალიოს მერი მოადგილის, ეუგენიო ფოსატის ამ სიტყვებს იშველიებს.

02 აპრილი 2020, 13:03

COVID19

ინგოროყვას კლინიკის თანამშრომლის ტესტის პასუხი კორონავირუსზე დღის ბოლომდე გახდება ცნობილი

ინგოროყვას კლინიკის თანამშრომლის ტესტის პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც ამავე კლინიკაში პირად ექიმთან იყო მისული,კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორი ნინო ქოჩორაშვილმა Imedinews-ს განუცხადა.

02 აპრილი 2020, 12:57

COVID19

სანოტარო სერვისების მიღებას მოქალაქეები დროებით სანოტარო ბიუროებში შეძლებენ

სანოტარო სერვისების მიღებას მოქალაქეები დროებით სანოტარო ბიუროებში შეძლებენ. როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების საფუძველზე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 30 მარტიდან დაიხურა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სანოტარო ბიურო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სემეკი

02 აპრილი 2020, 12:50

საზოგადოება

მომხმარებელს საშუალება ექნება, სახელმწიფოს მიერ გაზისა და დენის გადასახადის დაფარვაზე უარი თქვას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის განცხადებით. რამდენიმე დღეში ელექტრონული პლატფორმა ამუშავდება, რომლის საშუალებითაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აბონენტებს საშუალება ექნებათ, სურვილის შემთხვევაში დააფიქსირონ, რომ არ სურთ ხელისუფლების მირ გამოცხადებული პროგრამით სარგებლობა, რომელიც გაზისა და დენის სამი თვის გადასახადის სუბსიდირებას ითვალისწინებს.

პაატა იმნაძე

02 აპრილი 2020, 12:48

COVID19

პაატა იმნაძე: ხუმრობის ხასიათზე ნუ დამაყენებთ, რადგან სიტუაცია მთლად სახუმარო არ არის

კორონავირუსი, სადღაც ოქტომბრის ბოლოს-ნოემბერში წარმოიქმნა და დადგენილია, რომ ეს არის ბუნებრივი მუტაციების შედეგი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ იმედის გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში განაცხადა. პაატა იმნაძეს ჰკითხეს, სჯერა თუ არა მას შეთქმულების თეორიის, რომ არსებობენ კლანები, ჯგუფები, ოჯახები, რომლებიც დაინტერესებული არიან მსოფლიოში საპენსიო ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების რიცხვის შემცირებით, რადგან ეს ადამიანები სახელმწიფოებისა და სადაზღვევო კომპანიებისთვის მძიმე ფინანსურ წნეხს წარმოადგენენ.

02 აპრილი 2020, 12:45

COVID19

არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ინფიცირებულ თანამშრომლებს ფულთან ჰქონდათ შეხება

ეროვნულმა ბანკმა თანამშრომლების ინფიცირების შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ რა პოზიციაზე მუშაობდნენ დაავადებულები.

ენდრიუ კუომო

02 აპრილი 2020, 12:39

COVID19

ნიუ-იორკის გუბერნატორი: არ მგონია, პანდემიის შემდეგ ჩვეულ ნორმებს დავუბრუნდეთ

ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო ფიქრობს, რომ ამერიკელებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების პირობებში დიდხანს მოუწევთ ცხოვრება. ამის შესახებ The Gurdian-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მან ვიდეო მიმართვის დროს გააკეთა. „არ მგონია ჩვეულ ნორმებს დავუბრუნდეთ. ვფიქრობ, ნორმალურის ახალი განსაზღვრება გვექნება“, - განაცხადა კუომომ. ​მისივე თქმით, თითოეული ამერიკელის პასუხისმგებლობაა იზრუნეს იმაზე, რომ პანდემიის შედეგად მიღებული ცვლილებები პოზიტიური იყოს და არა ნეგატიური. თუმცა ასევე დასძინა, რომ ყველა მზად უნდა იყოს კრიზისისთვის, რომელსაც ქვეყანა სავარაუდოდ თავს ვერ აარიდებს.

ქვემო ბოლნისი

02 აპრილი 2020, 12:33

COVID19

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთი ორსულია

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშილის განცხადებით ბოლნისში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. „გუშინ 38 გრადუსი ტემპერატურით, საველე ჰოსპიტალში დედა-შვილი, ბოლნისიდან შემოიყვანეს, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათ შორის არის 19 წლის ორსული. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ოთხივე ფაქტი, რაც უკვე დადასტურდა ქვემო ბოლნისში არიან პირველ ფაქტთან დაკავშირებული აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორიით და კონტაქტებით“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

02 აპრილი 2020, 12:29

COVID19

ბათუმში კორონავირუსისგან განკურნებულმა პაციენტმა შესაძლოა კლინიკა დღეს დატოვოს

ბათუმში კორონავირუსით 8 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთმა შესაძლოა კლინიკა დღეს დატოვოს. პირველი ტესტის პასუხი ინფექციაზე უარყოფითია, პროტოკოლის მიხედვით მას განმეორებით ტესტს ჩაუტარებენ, იმავეე შედეგის შემთხვევაში კი, გამოჯანმრთელებული პაციენტი იზოლაციაში გადავა.

02 აპრილი 2020, 12:27

COVID19

რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები უსაფრთხოების წესის დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით ინფრასტრუქტურულ პროექტებს უსაფრთხოების წესის დაცვით, შეუფერხებლად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას განცხადებით, სამშენებლო ობიექტებზე მონიტორინგი სისტემატიურად მიმდინარეობს, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასრულებენ კონტრაქტორები დადგენილ რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს.

02 აპრილი 2020, 12:22

COVID19

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები თელავში საკონტროლო გამშვებ პუნქტებს აკონტროლებენ

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მხარდამჭერმა ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, მთავრობის მიერ ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინის გამოცხადებისთანავე, ქალაქ თელავში ოთხ შემსვლელ გზაზე საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, უკვე მეორე დღეა, რაც თავდაცვის ძალებისა და შსს-ს წარმომადგენლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს და სკრინინგს ახორციელებენ. თითოეულ გამშვებ პუნქტზე გაშლილია საველე სამედიცინო კარავი. ადგილზე სამედიცინო სამხედრო პერსონალი მოქალაქეების პირველად თერმოსკრინინგს ახორციელებს. ასევე, მიმდინარეობს ავტომანქანებში მოქალაქეების რაოდენობისა და მათი განლაგების განსაზღვრა.

შიდა ქართლი თერმოსკრინიგი

02 აპრილი 2020, 12:18

COVID19

შიდა ქართლში თერმოსქრინინგი 5 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

მშვიდ ვითარებაში ჩაიარა ღამემ შიდა ქართლში. პირველადი თერმოსქრინინგი 5 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა. მაღალი ტემპერატურის მქონე პირები გადამოწმების მიზნით ცხელების მართვის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

02 აპრილი 2020, 12:14

COVID19

ბათუმში შესასვლელებში მგზავრებს მესამე დღეა მკაცრად ამოწმებენ

ბათუმის შესასვლელებში მგზავრებს მესამე დღეა მკაცრად ამოწმებენ. ყველა ადამიანი გადის თერმოსკრინინგს. ავტომობილებს კი დეზინფექციას უტარებენ. პროცესი მშვიდ ვითარებაში, ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს. მოქალაქეების უმრავლეობა გამკაცრებული ზომებით კმაყოფილია. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ საპატრულო პოლიციისა და თავდცვის ძალები. კომენდატის საათის დროს აჭარაში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდა.

02 აპრილი 2020, 12:13

პოლიტიკა

ხუან გუაიდო საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება და მადლობას უხდის საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის.