imedi /  01 აპრილი 2019, 16:56 / სანდო წყარო

ნიკოლას მადურომ ვენესუელაში უშუქობის პრობლემის მოგვარების გეგმა წარადგინა

ვენესუელა

ნიკოლას მადურო

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში უშუქობის პრობლემის მოსაგვარებლად ელექტროენერგიის 30-დღიანი განაწილების გეგმა წარადგინა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

სატელევიზიო მიმართვაში მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ერთთვიანი პერიოდი ელექტროენერგიის სტაბილურობისა და წყლის ინფრასტრუქტურის აღსადგენად იქნება გამოყენებული.

გეგმის თანახმად, 30 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შესამცირებლად სამუშაო დღე შემცირდება და დროებით სკოლები დაიხურება.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვენესუელის შტატების უმრავლესობაში ელექტროენერგია სამჯერ გაითიშა. ვენესუელაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა 7 მარტიდან შეიქმნა, რაც სამოქალაქო ობიექტებს დაბრკოლებას უქმნის. მომხდარში მადურო შეერთებულ შტატებსა და ოპოზიციას ადანაშაულებს.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

ვენესუელის კრიზისის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

სტივ გოლინი

22 აპრილი 2019, 22:36

კულტურა

„სპოთლაითის“ პროდიუსერი სტივ გოლინი გარდაიცვალა

გოლინის გარდაცვალების მიზეზედ კიბო სახელდება. ის დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა. გოლინი ისეთი ფილმების პროდიუსერი იყო, როგორებიცაა „თამაში", „გადარჩენილი“, „ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება“, თუმცა ოსაკარი მას „სპოთლაითმა“ მოუტანა.

პუტინი

22 აპრილი 2019, 22:13

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 25 აპრილს შეხვდებიან

მედიის ცნობით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები მოლაპარაკებებს ვლადივოსტოკის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე გამართავენ. შეხვედრის შემდეგ პუტინი ჩინეთში გაემგზავრება, კიმ ჩენ ინი კი ვლადივოსტოკში 26 აპრილამდე დარჩება.

კუნძული ტენერიფე

22 აპრილი 2019, 22:13

ტაბლოიდი

გაქცეული პატიმარი კურორტზე ცხოვრებისგან დაიღალა და პოლიციას ჩაბარდა

ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში დააკავეს ძებნილი პატიმარი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში კანარის კუნძულებს აფარებდა თავს. ამის შესახებ Associated Press წერს. 64 წლის კაცი მივიდა პოლიციელებთან და განუცხადა, რომ 10 წლის წინ ციხიდან გაიქცა და ამ ხნის განმავლობაში კუნძულ ტენერიფეზე ცხოვრობდა.

სევერინ კრასიმიროვი

22 აპრილი 2019, 21:49

მსოფლიო

ბულგარელი ჟურნალისტის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულს 30 წელი მიესაჯა

ბულგარეთის ქალაქ რუსეს საოლქო სასამართლომ სევერინ კრასიმიროვს ადგილობრივი რეგიონული ტელეკომპანია TVN-ის ჟურნალისტისა და ადმინისტრაციული დირექტორის ვიქტორია მარინოვას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

22 აპრილი 2019, 21:38

ტაბლოიდი

ინდოეთში ცეცხლის დღესასწაული აღნიშნეს

ინდოეთის ქალაქ მანგალურში ცეცხლის დღესასწაული აღნიშნეს. ქალღმერთ დურგას ტაძარში ასობით ადამიანი შეიკრიბა. ტრადიციის თანახმად, ისინი ერთმანეთს ჩირაღდნებს ესვრიან. მათ სჯერათ, რომ ეს რიტუალი ბოროტებას ანადგურებს და მის მონაწილეებს ავადმყოფობისგან იცავს.

გიორგი გახარია

22 აპრილი 2019, 21:04

საქართველო

გახარია: დამატებითი ძალების მობილიზება პოლიციაზე თავდასხმის შემდეგ მოხდა

გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული მოქალაქისა და სამართალდამცველის უფლებებს დაიცავს და დეტალურად გამოიძიებს, დანაშაულს, რომელიც იყო როგორც მოქალაქეების მიმართ, ისე პოლიციელების მიმართ ჩადენილი.

22 აპრილი 2019, 20:49

ეკონომიკა

როგორია 2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზი

რა ვითარებაა ქვეყნის ენერგეტიკაში მაშინ, როცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება წლიდან-წლამდე იზრდება. ამას საქართველოს ელექტროენერგიის ბოლო სამი წლის ბალანსის ანალიზიც ცხადყოფს. მაგალითად, 2016-იდან 2018 წლამდე მოხმარება 6%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ადგილობრივმა გამომუშავებამ მხოლოდ 5%-ით მოიმატა, მაშინ, როცა იმპორტის ზრდამ 215% შეადგინა.

გიორგი გახარია

22 აპრილი 2019, 20:33

საქართველო

გახარია: თუ ოპოზიციას დამატებით ჩემი ნახვა სურს, ყავაზე დამპატიჟონ

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, რომლებმაც პანკისის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით მისი და ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას საკომიტეტო ფორმატში მოსვლა მოითხოვეს.

გიორგი გახარია და დავით სერგეენკო

22 აპრილი 2019, 20:27

საქართველო

ბახტაძემ, სერგეენკომ და გახარიამ პანკისის დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულეს.

22 აპრილი 2019, 20:17

ძალოვნები

ოკუპანტებმა მეჯვრისხევიდან გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი ცხინვალის იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. 45 წლის გოჩა ფიდიური ქართველ სამართალდამცველევს ერგნეთში უკვე გადასცეს. გორში პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მას სახლში დააბრუნებენ.

სექსუალური უმცირესობები

22 აპრილი 2019, 19:56

მსოფლიო

ბრუნეი ცოლ-ქმრული ღალატისა და ჰომოსექსუალური კავშირისთვის ქვებით ჩაქოლვის წესებს განმარტავს

როგორც ქვეყნის ხელისუფლების მიერ ევროპალარმენტისთვის გაგზავნილ მიმართვაშია ნათქვამი, მოსამართლეები ქვებით ჩაქოლვის განაჩენს იშვიათად გამოიტანენ, ვინაიდან დანაშაულს მოწმეების სახით „მაღალი ზნეობრივი სტატუსის მქონე სულ მცირე ორი ადამიანი“ უნდა ამყარებდეს.

კაპიტანი მარველი

22 აპრილი 2019, 19:54

ტაბლოიდი

ამერიკელმა „კაპიტან მარველს“ 116-ჯერ უყურა და გინესის რეკორდსმენი გახდა

ვისკონსინელმა სტივ რუპელმა მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად „კაპიტან მარველის“ საყურებლად 242 საათზე მეტი დახარჯა. ფილმის პრემიერა 7 მარტს გაიმართა. მას შემდეგ ამერიკელმა ფილმი კინოთეატრში 116-ჯერ ნახა და ამით გინესის რეკორდმენი გახდა. რუპელის თქმით, მას რეკორდების დამყარება ხიბლავს და ეს მისთვის რიგით მეხუთე მიღწევაა.

დავით ზალკალიანი
აუგუშტუ სანტუშ სილვა

22 აპრილი 2019, 19:45

საქართველო

საქართველომ და პორტუგალიამ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომლის შესახებაც ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნავთობი

22 აპრილი 2019, 19:14

ეკონომიკა

ნავთობის ფასმა ბოლო ექვს თვეში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

მსოფლიოში ნავთობის ფასმა ბოლო 6 თვის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. CNBC-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ აშშ ირანული ნავთობის შესყიდვაზე სრული აკრძალვის დაწესებას გეგმავს, ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო ნავთობის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

22 აპრილი 2019, 19:08

მსოფლიო

ეუთომ და ევროპარლამენტმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები დადებითად შეაფასეს

ევროპარლამენტში აცახდებენ, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს მხარს დაუჭერენ. ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის რებეკა ჰარმსის თქმით, სამწუხაროა, რომ არჩევნები ბევრმა უკრაინელმა ვერ მიიღო მონაწილეობა. მიზეზად კი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დაასახელა.

ლუიზა ვინტონი

22 აპრილი 2019, 18:54

საქართველო

გაეროს ელჩი პანკისში დაპირისპირებაზე: პროტესტის გამოხატვა ფუნდამენტური უფლებაა თუმცა ძალადობის გარეშე

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი პანკისში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს. დიპლომატის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ მოლაპარაკებებმა კონფრონტაცია შეცვალა. საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის თქმით, „ადამიანებს აქვთ პროტესტის გამოხატვის ფუნდამენტური უფლება, თუმცა ძალადობის გარეშე“.

მელაკუდა

22 აპრილი 2019, 18:48

ტაბლოიდი

ერთმანეთთან ჩახუტებულმა ორმა მელიამ სოცქსელის მომხმარებლებს ფანტაზია გაუღვიძა 💪🦊

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ორი მელია ერთმანეთს ისე ეხუტება, რომ ერთ-ერთის თავი არ ჩანს? პასუხი ასეთია - გამოდის ერთი დაკუნთული მელია. ამის შესახებ ყურადღება Twitter-ის მომხმარებელმა fox_info_net-მა გაამახვილა. მომხმარებელმა ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ორი მძინარე მელიაა აღბეჭდილი.

ეთენ სკოტი

22 აპრილი 2019, 18:47

მსოფლიო

ლონდონში საპროტესტო აქციაზე ოლიმპიური ჩემპიონი დააკავეს

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ 26 წლის სპორტსმენისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. სკოტის თქმით, მისთვის აქციაში მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. დემონსტრანტები გლობალური დათბობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ბრიტანელმა ნიჩბოსანმა 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალოსანი გახდა.

მიხეილ სააკაშვილი

22 აპრილი 2019, 18:46

მსოფლიო

სასაზღვრო სამსახური: სააკაშვილს უკრაინაში შესვლის უფლება არ აქვს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, ქვეყანაში შესვლის კანონიერი უფლება არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახური იუწყება.

ზაზა ფაჩულიას აკადემია

22 აპრილი 2019, 18:27

სპორტი

ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ბალტიის ლიგაზე გაიმარჯვა

ზაზა ფაჩულიას აკადემიის გამარჯვებით დასრულდა ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა შორის მიმდინარე წლის გათამაშება. „ზაზამ“ ესტაფეტა ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულისგან – თბილისის „ჰიუნდაისგან“ გადაიბარა, რომელიც ამჯერად ნახევარფინალში დამარცხდა.