imedi /  05 აპრილი 2019, 09:24 / სანდო წყარო

აშშ-მ ფატუ ბენსუდას ამერიკის ვიზა გაუუქმა

ფატუ ბენსუდა

ფატუ ბენსუდა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას, რომელიც 2017 წლიდან იძიებს ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების  მხრიდან ომის შესაძლო დანაშაულს, ამერიკის ხელისუფლებამ მის ტერიტორიაზე შესასვლელად საჭირო ვიზა გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ გააუქმებენ ჰააგის სასამართლოს ყველა ვიზას, რომელიც ამერიკის წინააღმდეგ მსგავს გამოძიებას ატარებს.  გაეროში მსგავს ქმედებას „უხეში ჩარევა“ უწოდეს. 

აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის, ისევე როგორც რუსეთი და ჩინეთი.

ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომის საქმესაც იძიებს.

ყველა სიახლე

20 ივნისი 2019, 13:39

ტაბლოიდი

ჯასტინ ბიბერი უსახლკაროს დაეხმარა

25 წლის ვარსკვლავი პაპარაცებმა მაღაზიიდან გამოსვლისას დააფიქსირეს. გაირკვა, რომ მომღერალმა კაცს პირად თვითმფრინავში ჩაჯდომამდე 40 დოლარი აჩუქა. ჯასტინ ბიბერი 2018 წლის სექტემბერში დაოჯახდა. პოპის პრინცმა ქორწინება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ აღიარა და სოციალურ ქსელში ჰეილი ბოლდუინთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

იმპიჩმენტი

20 ივნისი 2019, 13:37

საქართველო

ვატო შაქარაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება მოითხოვა

თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადეს. შაქარაშვილმა ბანერი გააკეთა რომელზეც წერია: კობახიძე=გავრილოვს.

20 ივნისი 2019, 13:32

საქართველო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ტრანსფარანტებით იმ გასასვლელთან დგანან, საიდანაც რუსები უნდა გამოვიდნენ. ამასთან. დემონსტრანტებმა შენობასთან ვლადიმერ პუტინის ფოტოები დაწვეს.

ლევან ვასაძე

20 ივნისი 2019, 13:21

ძალოვნები

ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, ვასაძეს უკანონო ფორმირებების შექმნის ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაკითხავენ, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს.

ბიძინა ივანიშვილი

20 ივნისი 2019, 13:16

საქართველო

ივანიშვილი: დაუშვებელია, პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი რაიმე სახის ფორუმს ხელმძღვანელობდეს

ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“.

ზურაბ ჯაფარიძე

20 ივნისი 2019, 13:06

საქართველო

ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ჯარაფირიძის განცხადებით ის რაც დღეს საქართველოს პარლამენტში მოხდა სირცხვილია. პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა.

ჰაერის ხარისხის მზომი სადგური

20 ივნისი 2019, 13:03

საქართველო

მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბებას სპეციალისტები სინოპტიკურ პროცესს უკავშირდებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ისაზღვრება. გაზომვის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

ზაქარია ქუცნაშვილი

20 ივნისი 2019, 12:56

საქართველო

ზაქარია ქუცნაშვილმა მოიბოდიშა და თქვა რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს

პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის გამო მოიბოდიშა. მან ბოდიში მოუხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დეპუტატებსაც.

გურამ ფალავანდიშვილი

20 ივნისი 2019, 12:52

ძალოვნები

გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

შსს-ს განმარტებით, ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 ფილიპე ზდარი

20 ივნისი 2019, 12:51

კულტურა

Cassius-ის წევრი დაიღუპა

ფილიპე სერბონეჟის (ცნობილი, როგორც Zdar-ი) მოულოდნელი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არტისტის აგენტი ავრცელებს. „ის მოულოდნელად, პარიზის ერთ-ერთი მაღალსართულიანი შენობიდან გადავარდა“, - განმარტა სებასტიან ფარანმა. ფილიპე ზდარმა „კასიუსი“ ჰუბერტ ბლანკ-ფრანკარდთან (ცნობილი, როგორც Boom Bass) ერთად 1996 წელს შექმნა.

ასამბლეა

20 ივნისი 2019, 12:41

საქართველო

პროტესტის შემდეგ პარლამენტში მართლმადიდებლობის საკითხებზე ასამბლეა შეწყდა

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა, ასამბლეა სხვა ადგილზე ჩატარდება. ამის შესახებ ასამბლეის გენმდივანმა ანდრიას მიხაილიდისმა "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტის შემდეგ განაცხადა.

Tbilisi Open Air

20 ივნისი 2019, 12:35

საქართველო

Tbilisi Open Air-ზე წასვლის მსურველებისთვის უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

ავტობუსები 14:00 საათიდან 03:00-საათამდე მეტროსადგურ „დელისიდან“ ლისის ტბის მიმართულებით 10-15 წუთის ინტერვალით გავლენ. Tbilisi Open Air 2019 წელს 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. შემსრულებლებს შორის, რომლებიც თბილისში Open Air-ის ფარგლებში ჩამოვლენ არიან Franz Ferdinand, Unkle და Mogwai.

ქართველი ექიმები

20 ივნისი 2019, 12:28

საქართველო

ბათუმში გარდაცვლილი 4 წლის ბიჭის დედა მკურნალი ექიმის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

შორენა იაკობაძე ამბობს, რომ საქმე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა და პედიატრ კარინა აბგარიანს ოთხი თვით ლიცენზია შეუჩერა. მისივე თქმით, სააგენტო საქმეს ორი წელი სწავლობდა, პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღო. იაკობაძე აპირებს, სასამართლოში ექიმის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია

20 ივნისი 2019, 12:22

სპორტი

ტაეკვონდოს ფედერაცია: დაპირისპირებაში ჩართულ პირებს მოვუწოდებთ იმოქმედონ კანონის ფარგლებში

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია გმობს ყოველგვარ ძალადობას და მოუწოდებს დაპირისპირებაში ჩართული პირებს, გადააფასონ საკუთარი ქმედება და იმოქმედონ კანონის ფარგლებში. ამის შესახებ ფედერაცია თავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს.

მარკო ჯამპაოლო

20 ივნისი 2019, 12:20

სპორტი

„მილანის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

გასულ სეზონში "მილანმა" 68 ქულით იტალიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა, რის გამოც გატუზოს წასვლა და კლუბის ხელმძღვანელებს ახალი მთავარი მწვრთნელის მოძებნა მოუწიათ. ჯამპაოლოს დებიუტი როსონერიში 24 ივლისს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, მიუნხენის "ბაიერნთან" შედგება.

არჩილ თალაკვაძე

20 ივნისი 2019, 12:08

საქართველო

თალაკვაძე: პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის, კონფერენცია უნდა შეწყდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ეხმიანება და აცხადებს, რომ კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის.

მეტროსადგური რუსთაველი

20 ივნისი 2019, 12:07

ძალოვნები

მეტროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ 1 ადამიანი დააკავა

მეტროსადგურ „რუსთაველზე“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩალიგავა დააკავა, რომელიც მიმალვას ცდილობდა. შინაგან საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჩალიგავა ვაშლიჯვრის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

დათა ჩხეიძე

20 ივნისი 2019, 12:01

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს

ფინალურ დღეს 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში დათა ჩხეიძემ ფინალში წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 60 კილოში კი ნიკა ბროლაძემ ბრინჯაო მოიპოვა. იტალიაში ჩემპიონობა მძიმეწონოსანმა მათე გოქაძემ იზეიმა, რომელმაც ფინალში რუსეთის წარმომადგენელი საიდ მუსაევი დაამარცხა. მთლიანობაში საქართველოს ანგარიშზე ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა.

სალომე ზურაბიშვილი

20 ივნისი 2019, 12:01

საქართველო

პრეზიდენტი: რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება იყოს ოკუპანტთან, რომელიც ებრძვის ყველა ქრისტიანულ წესს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში დღეს მომხდარ ამბავს Facebook-ზე ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს".

თვითმფრინავი

20 ივნისი 2019, 11:53

მსოფლიო

აშშ ადასტურებს რომ დრონი ირანმა ჩამოაგდო

მანამდე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ირანის საჰაერო სივრცეში შეჭრისთვის აშშ-ის უპილოტო მფრინავი აპარატი - დრონი ჩამოაგდეს. თავისმხრივ აშშ უარყოფს, რომ დრონი ირანის საერო სივრცეში დაფრინავდა. მომხდარმა აშშ-სა და ირანს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა.