imedi /  06 აპრილი 2019, 23:37 / სანდო წყარო

ინგუშეთში პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ 8 აქტივისტი დააკავეს

ინგუშეთის დედაქალაქ მეგასში რვა აქტივისტი დააკავეს, რომლებსაც პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ. დაკავებულთა შორისაა ინგუშეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის საბჭოს მეთაური ბაგაუზინ ხატუევი.

27 მარტს მეგასში რეფერენდუმის შესახებ კანონის შეცვლის წინააღდეგ გამოვიდნენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის ლიდერის გადაყენებას მოითხოვდნენ, რის დროსაც მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა.

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთ-ინგუშეთის სასაზღვრო შეთანხმების საქმე გასული წლის შემოდგომაზე განსახილველად მიიღო.

ინგუშეთის ლიდერმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადი შეიტანა და სასამართლოს სთხოვა დაედგინა, შეესაბამება თუ არა რუსეთის კონსტიტუციას ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრის შეთანხმება.

2018 წლის 16 ოქტომბერს, ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. შესაბამის დოკუმენტს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა 26 სექტემბერს მოაწერეს ხელი, 4 ოქტომბერს კი პარლამენტებმა მათი რატიფიცირება მოახდინეს, რასაც ინგუშეთში მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა. 

გასული წლის 30 ოქტომბერს, ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო რესპუბლიკის კანონი, რომელმაც ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

ყველა სიახლე

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

27 თებერვალი 2020, 19:43

მსოფლიო

ჯანმოს ხელმძღვანელი იმ ქვეყნებს მიმართავს, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა

ეს თქვენი შესაძლებლობის ფანჯარაა. თუ ახლა აგრსიულად იმოქმედებთ, შესძლებთ ვირუსის შეკავებას. შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ხალხის დაავადება. შეგიძლიათ გადაარჩინოთ სიცოცხლეები. ამ ქვეყნებისთვის ჩემი რჩევაა-იმოქმედეთ სწრაფად“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ლუდი Corona

27 თებერვალი 2020, 19:32

მსოფლიო

ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი „Corona“ ზარალს განიცდის

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი Corona საიმიჯო ზარალს განიცდის. აღნიშნულს ცხადყოფს ორგანიზაცია YouGov-მიერ ჩატარებული გამოკვლევა.

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 19:30

საქართველო

ირაკლი კობახიძე: არსებობს მოლოდონი, რომ კვირის ბოლომდე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება

კობახიძის შეფასებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებთან საინტერესო დისკუსიისას, სხვადასხვა ვარიანტები იქნა განხილული. საუბარი იყო სხვადასხვა პრინციპზე მათ შორის, პროპორციებზე, საარჩევნო ბარიერზე და ა.შ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ერთგვარი 40%-იანი ბუნებრივი ბარიერი, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ 40%-იანი და მეტი შედეგით უნდა შეძლოს ერთპარტიულად მთავრობის ფორმირება.

ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან

27 თებერვალი 2020, 19:21

საქართველო

რუსეთმა გაძევებული ქართველებისთვის კომპენსაციის გადახდის პირობები დაასახელა

სამოქმედო გეგმაში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოამზადოს დაზარალებულთა საბოლოო სია, რომლებსაც კომპენსაცია ეკუთვნის. სია უნდა მოიცავდეს დაზარალებულ პირთა სახელს, დაბადების თარიღს, მათთან მიმართებაში დადგენილ დარღვევებს, ასევე კომპენსაციის თანხას.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 19:17

საქართველო

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. “გვაქვს მოლოდინი, რომ მალე სრულად განიკურნება, თუმცა მოუწევს, რომ გარკვეული პერიოდი მაინც დაჰყოს კლინიკაში, რათა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩეს“, - განმარტა გაბუნიამ.

დავით უსუფაშვილი

27 თებერვალი 2020, 19:12

საქართველო

დავით უსუფაშვილი: სამწუხაროა, რომ საქართველოს პრობლემებზე სასაუბროდ ქართველი პოლიტიკოსები უცხოელი დიპლომატების სახლებში ვხვდებით ერთმანეთს

უკიდურესად სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს პრობლემებზე სასაუბროდ ქართველი პოლიტიკოსები უცხოელი დიპლომატების სახლებში სადილებსა და საუზმეებზე ვხვდებით ერთმანეთს, იმდენად პოლარიზებულია ჩვენი პოლიტიკური სისტემა, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 19:07

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის გამოყენება რეკომენდებული არ არის

პირბადის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს თავად აქვს დაავადების ნიშნები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის გამოყენება რეკომენდებული არ არის. „დაავადებულმა ადამიანმა ნიღაბი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს გაფრქვევა და გადაცემა ინფიცირებული მასალის“, - განმარტა გაბუნიამ.

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 19:02

საქართველო

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 100/50-ის შეთავაზება გადაიხედოს

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ამ საკითხზეც ისაუბრეს. „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა. ვფიქრობთ ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც აბსოლუტურად ითვალისწინებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ და ეს შედეგობრივი თვალსაზრისით საკმაოდ დაუახლოვდება სრულად პროპორციულ სისტემას, მაგალითად, 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 18:42

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის შეთავაზება, 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი, უმრავლესობისთვის მისაღებია

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი უმარავლესობისთვის მისაღებია, „ ჩვენ გვაქვს მომზადებული ვარიანტი, რომელიც არა მარტო პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც გამორიცხავს იმას, რომ 40-პროცენტიანი შედეგით პარტიამ 75-ზე მეტი მანდატი მიიღოს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 18:39

საქართველო

გიორგი გახარია: კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს არავისთან, არც საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან და ოპონენტებთან

„მერწმუნეთ, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა კომუნიკაციის არ გვაქვს არავისთან, არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან და ოპონენტებთან, ყოველთვის ღია ვიყავით და ღია ვართ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითვის საპასუხოდ განუცხადა.

თელავი

27 თებერვალი 2020, 18:37

საქართველო

თელავში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი რამდენიმე საათის წინ სოფელ თეთრიწყლების მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის ქვედა საფარს მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ 10-მდე მეხანძრე მაშველი სტიქიის ზონაში იმყოფება.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

27 თებერვალი 2020, 18:33

საქართველო

ევროსაბჭოს გენმდივანი: საქართველომ თავმჯდომარეობის დროს პრიორიტეტების შერჩევისას ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა

საქართველომ თავმჯდომარეობის დროს გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელებით ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა. ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმ მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მასუმე ებტეკარი

27 თებერვალი 2020, 18:31

მსოფლიო

ირანული მედია: ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი გამოუვლინდა

ირანის ვიცე-პრეზიდენტს ქალებისა და საოჯახო საკითხებში მასუმე ებტეკარს კორონავირუსი გამოუვლინდა. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება. ირანული მედიის ინფორმაციით, ვინაიდან ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსით ინფიცირების ნიშნები ჰქონდა, მან ანალიზი ჩააბარა, რაზეც პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 18:29

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: კორონავირუსის კლების ტენდენციები ჩინეთში უკვე აღინიშნება

„დღესდღეობით საყურადღებო რჩება სამხრეთ კორეა და ირანი. ბევრ ქვეყანას აქვს უნარი წარმატებით აკონტროლოს ვირუსი. ღონისძიებები, რომელსაც დღეს ჩვენც მივმართავთ, არის საერთაშორისოდ რეკომენდებული. მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე. მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის კოორდინირებული მოქმედება. უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც გვაწვდის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2020, 18:25

საქართველო

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ მზად არის, მოხსნას ის წუხილები, რომელიც 40%-ზე ქვემოთ მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის დეტალებზე მედიასთან საუბრობს. მისი განმარტებით, ცალკე აღებულ მოდელზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ზოგად პრინციპებზე იყო საუბარი. მისივე განმარტებით, თავად არ ესწრებოდა შეხვედრას, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ კონრეტული შეთავაზება არ ყოფილა.

27 თებერვალი 2020, 18:22

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვისა და პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე ვირუსის მართვისა და პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს. მთავარი აქცენტი კვლავაც პრევენციული ღონისძიებების შენარჩუნებასა და სასაზღვრო ზონებში კონტროლის გაძლიერებაზე გაკეთდა.

გიგა ჭიკაძე

27 თებერვალი 2020, 18:18

სპორტი

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში გიგა ჭიკაძის შემდეგი მეტოქის ვინაობა ცნობილია

31 წლის ქართველი სპორტსმენის, გიგა ჭიკაძის მეტოქე 7 მარტს, ლას-ვეგასში „ტი მობაილ არენაზე“ ამერიკელი ჯამალ ემერსი იქნება. ემერსმა „უეფსიში“ აქამდე გამართული 21 ბრძოლიდან ჩვიდმეტში გაიმარჯვა და მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდა.

27 თებერვალი 2020, 18:14

საქართველო

ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებული დადგენილებით, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა უნივერსიტეტის ქუჩაზე უახლოეს დღეებში დაიწყება. ადგილზე ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3 დარბაზი აშენდება, მთავარი არენის ტრიბუნა კი 10 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

დავით ზალკალიანი

27 თებერვალი 2020, 18:12

საქართველო

დავით ზალკალიანი: ევროპული ინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება არის ჩვენი განვითარების ერთადერთი ბუნებრივი გზა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავსტრიის რესპუბლიკის რეგიონალური ამბასადორიალი გახსნა, რომელიც თბილისში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიზეარი

27 თებერვალი 2020, 17:48

მსოფლიო

„ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით რეისები შეამცირა

ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისების რაოდენობა შეამცირა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მილანის მიმართულებით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება, რომელიც პარასკევობით შესრულდება.