imedi /  09 აპრილი 2019, 09:14 / სანდო წყარო

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები იმართება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომლის შედეგადაც ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერის პოსტის მეხუთედ შენარჩუნების იმედი აქვს. ამის შესახებ BBC წერს

იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე მოხდება, ნეთანიაჰუ დავიდ ბენ-გურიონის რეკორდს მოხსნის, რომელიც ქვეყნის პრემიერად 4-ჯერ აირჩიეს.

სარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის უფლება 6 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს. მათ არჩევანი 46 პარტიიდან ერთზე უნდა გააკეთონ.

ხმის მიცემიდან მეორე დღეს გაირკვევა, რომელი პოლიტიკური ძალები შევლენ ქნესეთში, ხოლო ვინ გახდება ისრაელის მომავალი პრემიერი, მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.

ნეთანიაჰუს გამოცდილების მიუხედავად, ეს საარჩევნო კამპანია მისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა. არჩევნებამდე 40 დღით ადრე ისრაელის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მისთვის ბრალის წაყენებას აპირებს.

რა დანაშაულისთვის ედავებიან პრემიერმინისტრს, ვრცლად შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 21:58

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ერთადერთი, ვისაც ამ ქვეყანაში ვენდობი - ამერიკის ელჩია

„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო მოლაპარაკების მაგიდასთან მყარად ჯდომა. რომ იქ ჩვენ არავის გავეკრიტიკებინეთ და არ წაგვეგო ფასილიტატორებთან მოლაპარაკება. ჩვენ დავინახეთ პროცესი, რომ ელჩები არ არიან ჩვენკენ. მერე ეს დადასტურდა იმით, რომ გამოვიდა ამერიკის ელჩი და პარლამენტში შედითო გვითხრა, მაგრამ ეს ტენდენცია მანამდეც ჩანდა. ერთადერთი ინსტიტუცია, რასაც ამ ქვეყანაში ვენდობი, არის ამერიკის ელჩი და საელჩო“.

18 იანვარი 2021, 21:58

სამართალი

კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებული, გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა აღკვეთის სახით მძევლების აყვანაში ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 21:55

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პროპორციული უბარიერო არჩევნები, რომლისთვისაც მთელი ოპოზიციური სპექტრი, იბრძოდა, უცებ აღარავის დააინტერესებდა“

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც იბრძოდა პროპორციული უბარიერო არჩევნებისთვის, უცებ არავის დააინტერესებდა“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. „თქვენ დაინახეთ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრიდან, ამაზე მხოლოდ ჩვენ ვლაპარაკობთ და ყველა გადავიდა - „ხელახალ არჩევნებზე“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ და მიანიშნა კოლეგებთან ამ საკითხზე კამათზეც.

18 იანვარი 2021, 21:47

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 84 287 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 84 287 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 455 ადამიანი გარდაიცვალა.

18 იანვარი 2021, 21:38

COVID19

ბულგარეთში ბავშვი СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებით დაიბადა

ბულგარეთის ქალაქ პაზარჯიკში ახალშობილ ბავშვს СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვის დედა, 28 წლის ქალი საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით მიიყვანეს. კოვიდ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც ექიმებმა ქალისთვის საკეისრო კვეთის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიბარა.

18 იანვარი 2021, 21:27

სპორტი

ბელარუსს ჰოკეის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს

2021 წელს ჰოკეის ჩემპიონატი ბელარუსის დედაქალაქში აღარ გაიმართება. ინფორმაციას ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

კამალა ჰარისი

18 იანვარი 2021, 21:22

მსოფლიო

კამალა ჰარისმა სენატორის მანდატი ოფიციალურად დატოვა

აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა სენატორის მანდატი ოფიციალურად დატოვა.

18 იანვარი 2021, 21:22

COVID19

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

imedinews- ის ინფორმაციით, ვირუსს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მცხოვრები 90 წლის კაცი ემსხვერპლა, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მკურნალობის კურსს ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადიოდა. ბოლო მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულების 120 ახალი კონტაქტის მოძიება სპეციალისტებმა დღის ბოლომდე შეძლეს.

ჟან-პიერ ბაქრი

18 იანვარი 2021, 21:20

კულტურა

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან-პიერ ბაქრი გარდაიცვალა

ცნობილი ფრანგი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ჟან-პიერ ბაქრი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი მძიმე ონკოლოგიური დაავადება გახდა. ჟან პიერ ბაქრი „სეზარის“ პრემიის ოთხგზის და „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელია.

18 იანვარი 2021, 21:13

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 5 862 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 862 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 164 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

18 იანვარი 2021, 21:13

სამართალი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ როსტომ პილიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ როსტომ პილიას, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 22 წლის კაცს, გამოძიება, განზრახ მკვლელობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

იენს სტოლტენბერგი

18 იანვარი 2021, 21:06

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში.

ალუდა ღუდუშაური

18 იანვარი 2021, 20:54

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა დასრულდეს

ყოველგვარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა და რომელიც ტყვეობაში ამყოფებს ჩვენს თანამოქალაქეს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.

გიორგი ხოჯევანიშვილი

18 იანვარი 2021, 20:48

სამართალი

გიორგი ხოჯევანიშვილი ზაზა გახელაძეზე: ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა უკანონო პატიმრობიდან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს

„აღნიშნულ პროცესს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ შეეგუება, ჩვენ ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ვიქტორ დოლიძე

18 იანვარი 2021, 20:37

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: 2021-2022 წლები, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ნატოს წევრობის და პარტნიორობის გამოკვეთის კუთხით ძალიან დატვირთული იქნება

„2021-2022 წლები, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ნატოს წევრობის და პარტნიორობის გამოკვეთის კუთხით ძალიან დატვირთული იქნება“, - განაცხადა ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

გიორგი ვოლსკი

18 იანვარი 2021, 20:36

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის მიერ ადგილობრივი არჩევნების დაკავშირება პლებისციტთან სამართლებრივად ჩამოუყალიბებელია

თუკი ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმის შესაძლებლობაზე, იყოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ამას სჭირდება საფუძველი რომელსაც შექმნის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ან ნებისმიერი სხვა კომისია, რომელიც კომპეტენტურ პასუხს დადებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

18 იანვარი 2021, 20:33

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 37 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 37 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 599 ადამიანი გარდაიცვალა.

ვიქტორ დოლიძე

18 იანვარი 2021, 20:33

პოლიტიკა

თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი ბრიუსელს ეწვევა

თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი ბრიუსელს 25 იანვარს ეწვევა. ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ პრაქტიკული დატვირთვა ექნება ვიზიტს.

18 იანვარი 2021, 20:19

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 8 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 377 ადამიანი გარდაიცვალა.

აკაკი ბობოხიძე

18 იანვარი 2021, 20:15

პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძე: გთხოვთ, ალეკო ელისაშვილისა და „გირჩის“ ნაწილის მიმართ სიტყვა „ოპოზიცია“ აღარ გამოიყენოთ

„ისინი დღეს გველაპარაკებიან, პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ ტერმინოლოგიით და არა მარტო ტერმინოლოგიით, არამედ ბრალდებებსაც ისვრიან, ზუსტად ქოცური მენტალიტეტით“, -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.