imedi /  21 აპრილი 2019, 13:24 / სანდო წყარო

შრი-ლანკაზე მერვე აფეთქება მოხდა

შრი-ლანკაზე მერვე აფეთქება მოხდა, იუწყება AFP-ი.   აფეთქების ადგილია სასტუმრო Tropical Inn-ი რომელიც კოლუბოში მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი.  

 AFP-ის ცნობით ტერაქრის შედეგად გარდაცვლილთა შორის 35 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

 

 

მანამდე კი  Reuters -ის ცნობით მეშვიდე აფეთქება ქვეყნის დედაქალაქთან ახლოს მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი. 

ადგილობრივი ტელეარხის, News 1st-ის ცნობით, შრი-ლანკაზე აფეთქების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, 185 ადამიანი დაიღუპა და 500 დაშავდა.

შრი-ლანკაზე ერთდროულად რამდენიმე აფეთქება მოხდა. აქედან 3 აფეთქება ქრისტიანულ ტაძრებში, ხოლო სამიც - Shangri La, Cinnamon Grand და Kingsbury-ს სასტუმროებში. ამის შესახებ BBC წერს.

აფეთქებები ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულზე მოხდა, როდესაც დღესასწაულს კათოლიკეები აღნიშნავენ.

ყველა სიახლე

26 მაისი 2019, 13:06

საქართველო

„რუსთავი2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

2000 წელს დაბადებული მ.შ. და გ.მ. 23 მაისს დააკავეს. ისინი წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შედეგად ჟურნალისტ ედიშერ მუშკუდიანი მრავლობითი მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

მამუკა ბახტაძე

26 მაისი 2019, 13:02

საქართველო

ბახტაძე: დიდება გმირებს, ღმერთმა დალოცოს საქართველო

"განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ თქვენ, ჩვენს წვევამდელებს, ახალგაზრდებს რომლებმაც ფიცი დადეთ საქართველოს წინაშე და გახდით საქართველოს ჯარისკაცები. დარწმუნებული ვარ, თქვენ ერთგულად და თავდადებით დაიცავთ საქართველოს ინტერესებს და უერთგულებთ ქართველი მეომრის ღირსეულ სახელს,"- თქვა ბახტაძემ.

ტოჩინოშინი

26 მაისი 2019, 12:59

სპორტი

ტოჩინოშინი ტაკაიასუსთან დამარცხდა

ნაცუ ბაშოს მე-15 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი ტოჩინოშინი ოძეკი ტაკაიასუსთან დამარცხდა. ამ შეხვედრამდე ლევან გორგაძეს ტაკაიასუ რვაჯერ ჰყავდა დამარცხებული. ტოჩინოშინმა ბაშო 10 გამარჯვებითა და ხუთი მარცხით დაასრულა. ნაცუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი და სუმოში ყველაზე მაღალი წოდების მქონე მეტოქეს იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2019, 12:49

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

"დღეს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავი აღვნიშნეთ, მათი ბრძოლის გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვინც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში იბრძოდა თავისუფლებისთვის საქართველო ვერ დაიბრუნებდა წართმეულ დამოუკიდებლობას 1991 წელს“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს.

26 მაისი 2019, 12:46

მსოფლიო

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნებში ეკონომისტი გიტანას ნაუსედა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ინგრიდა შიმონიტეა მონაწილეობენ. პირველ ტურში, რომელიც 12 მაისს გაიმართა, შიმონიტემ ამომრჩეველთა ხმების 31,13%-ი მიიღო, ხოლო ლიეტუვური ბანკის, SEB-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა გიტანას ნაუსედამ ხმათა 30,94%-ი მიიღო.

დროშები

26 მაისი 2019, 12:44

საქართველო

ოფიციალური ლონდონი: ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯონათან ჯანოგლმა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სახელზე მისალოცი წერილი გაუგზავნა.

მიწიძვრა პერუში

26 მაისი 2019, 12:35

მსოფლიო

პერუში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პერუში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, წერს Reuters-ი ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქ მოიობამბას აღმოსავლეთით 180 კილომეტრში, 105 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ინფორმაცია ​დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

„მანეკენ პისი“ ქართულ ეროვნულ სამოსში

26 მაისი 2019, 12:30

საქართველო

26 მაისთან დაკავშირებით ბრიუსელის მთავარ სიმბოლოს ჩოხა ჩააცვეს

მთელი დღის განმავლობაში ბელგიის დედაქალაქში ჩოხიან „მანეკენ პისისთან“ ათასობით ადამიანი გადაიღებს სამახსოვრო ფოტოს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ბრიუსელის ყველაზე პოპულარული ბიჭის მზადება დილიდან დაიწყეს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

26 მაისი 2019, 12:22

ძალოვნები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 463-მა რეკრუტმა და ახალწვეულმა ფიცი დადო

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი ღონისძიებების სრული სია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

თელავი

26 მაისი 2019, 12:16

საქართველო

თელავში დამოუკიდებლობის დღისთვის დამონტაჟებული გადახურვა ჩამოინგრა

ინციდენტი ცოტა ხნის წინ ერეკლე მეორის გამზირზე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ადგილობრივი ანსამბლები რეპეტიციისთვის სცენის მიღმა ემზადებოდნენ. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ერევანში აღნიშნეს

26 მაისი 2019, 12:14

საქართველო

26 მაისთან დაკავშირებით სომხეთში საქართველოს დროშები გამოფინეს

დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის დედაქალაქის რამდენიმე ქუჩის დიდ ეკრანებზე საქართველოს სახელმწიფო დროშაა გამოსახული. ვიზუალური მასალა სომხეთში საქართველოს საელჩოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

26 მაისი 2019, 12:10

საქართველო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რეგიონებში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბურად აღნიშნავენ რეგიონებშიც. 26 მაისთან დაკავშირებით ორდღიანი ფესტივალი დაიგეგმა სვანეთში. საზეიმო განწყობაა ბათუმშიც, სადაც უკვე დაიწყო ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეთა მსვლელობა ექვსი მაისის პარკიდან ევროპის მოედნამდე. თელავში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რვა სივრცეა მოწყობილი.დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ გორშიც, სამეგრელოში ზუგდიდის მთავარ მოედანზე გამოფენილია ერთიანი საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოები, ისტორია ზვიად გამსახურდიას შესახებ და სტენდი დამოუკიდებლობის აქტით.

პიტერ ო ნილი

26 მაისი 2019, 11:53

მსოფლიო

პაპუა-ახალი გვინეის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა

პაპუა-ახალი გვინეის პრემიერმინისტრმა პიტერ ო ნილმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე თანამდებობა დატოვა. ის ქვეყნის პრემიერმინისტრი 7 წლის მანძილზე იყო. მას ამ თანამდებობაზე ყოფილი პრემიერი ჯულიუს ჩანი შეცვლის. პიტერ ო ნილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მის მიერ დაწყებული რეფორმები გაგრძელდება. პიტერ ო ნილის თანამდებობიდან გადასაყენებლად 111 ადგილიან პარლამენტში 62 ხმა იყო საჭირო. თუმცა პრემიერმინისტრმა გადადგომის შესახებ გადაწყევტილება თავად მიიღო.

თეიმურაზ გორჯესტანი მეუღლესთან ერთად

26 მაისი 2019, 11:44

ტაბლოიდი

თეიმურაზ გორჯესტანმა და მისმა მეუღლემ პარიზში ოფიციალურად იქორწინეს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა და მისმა მეუღლემ პარიზში ოფიციალურად იქორწინეს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი ავრცელებს.

26 მაისი 2019, 11:37

საქართველო

მსოფლიო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქარათველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშრებით“, - ნათქვამია მოსალოც წერილში, რომელიც ავსტრიის საელჩომი საქართველოში Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნდა. დღეს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.

სამხედროები

26 მაისი 2019, 11:22

საქართველო

დღეს საქართველოში ფიცს 463 რეკრუტი და ახალწვეული დადებს

პოლკოვნიკმა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, გრიგოლ ჭელიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც მან თქვა, ფიცის დადება დღეს რამდენიმე ადგილზე ერთდროულად მოხდება. მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩები და აეროპორტები გაფორმებულია 26 მაისის დროშებით.

ჯასტინ მაკენზი სმიტი

26 მაისი 2019, 10:55

საქართველო

ბრიტანეთის ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს

მილოცვას თან ახლავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი ლიდერის, ნოე ჟორდანიას ბიუსტის ფოტო. „გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - წერს ბრიტანელი დიპლომატი.

26 მაისი 2019, 10:47

ეკონომიკა

მედია: Fiat Chrysler-ი და Renault-ი გაერთიანებას გეგმავენ

იტალიურ-ამერიკული ავტომწარმოებელი Fiat Chrysler-ი და ფრანგული კორპორაცია Renault-ი გაერთანებას გეგმავენ - წერს The Financial Times-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. კომპანიების შესაძლო შერწყმაზე წერს Reuters-ი. გამოცემის ცნობით, საქმე ეხება ორი კომპანიის გლობალურ გაერთიანებას.

მამუკა ბახტაძე

26 მაისი 2019, 10:24

საქართველო

ბახტაძე: სამუშაოები აზერბაიჯანის ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, თუმცა შეჩერდა

"იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები, რომ არ შექმნილიყო აღქმა და არ გაჩენილიყო ის კითხვები, რომელიც თქვენ ახლა დასვით, უნდა მომხდარიყო სამუშაოების შეჩერება და ეს ასეც მოხდა. რაც შეეხება დავით გარეჯთან დაკავშირებულ სიტუაციას, ამის შესახებ მოგვიანებით კიდევ გავაკეთებთ კომენტარს“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

26 მაისი 2019, 10:21

მსოფლიო

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში იმართება

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში იმართება. 26 მაისი დასკვნითი დღეა. დეპუტატებს აირჩევენ საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. საკმაოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესი გერმანიასა და საფრანგეთში, რად ამ ქვეყნებს ევროპარლამენტში ყველაზე მეტი 96 და 74 მანდატი აქვთ. არჩევნები 23 მაისს დაიწყო და დღეს დასრულდება. პირველადი შედეგები, უკვე საღამოს იქნება ცნობილი.