imedi /  22 აპრილი 2019, 10:16 / სანდო წყარო

სუდანში დემონსტრანტებმა სამხედრო საბჭოსთან კავშირი გაწყვიტეს

სუდანში აქციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმართველ სამხედრო საბჭოსთან, რომელმაც პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი გადააყენა, კავშირი გაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ საბჭო ალ-ბაშირის რეჟიმის ნაწილია. ათასობით ადამიანი ჯარის შტაბთანაა შეკრებილი. ისინი ქვეყნის მართვის სამოქალაქო საბჭოსთვის გადაცემას ითხოვენ.

სუდანში ალ-ბაშირის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციები 6-7 აპრილიდან დაიწყო, რომელთა დროსაც 20-მდე ადამიანი დაიღუპა. 11 აპრილს სუდანის არმიამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყო და 30-წლიანი მმართველობის შემდეგ სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დააკავა. 

სუდანში ორწლიანი გარდამავალი პერიოდის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანას სამხედრო საბჭო მართავს.

ყველა სიახლე

პაატა კვიჟინაძე

21 სექტემბერი 2020, 19:04

რეგიონი

პაატა კვიჟინაძემ საჩხერეში მიმდინარე და მომავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

„ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდება, მაგრამ მთავარი პრობლემა რჩება დასაქმება და კეთილდღეობის ამაღლება და მგონი ამით და სხვა საკითხებით ჩვენ ამას მოვაგვარებთ. ჩვენ ვართ აკაკის, მუხრანის, პაოლო იაშვილის მხარე, სხვა ცნობილი ადამიანების მხარე. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი წარმატებული მუნიციპალიტეტი საქართველოში. ყველაზე დიდი შედეგი უნდა დადოს „ქართულმა ოცნებამ“, როგორც დაგვიდია აქამდე და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - აღნიშნა კვიჟინაძემ.

21 სექტემბერი 2020, 18:57

ეკონომიკა

Emerging Europe: ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს უმაღლესი რეიტინგი მიენიჭა და დღეს ევროპის ახალი ლიდერია

Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მიენიჭა უმაღლესი რეიტინგი და იგი დღეს წარმოადგენს ევროპის ახალ ლიდერს. სამხრეთ კავკასიაში განლაგებული საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში ასევე წარმოადგენს რეგიონის ლიდერს მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში.

21 სექტემბერი 2020, 18:48

COVID19

ესპანეთის მთავრობა მადრიდში კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროებს ჩართავს

ესპანეთის მთავრობა მადრიდში კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროებს ჩართავს. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა მადრიდის რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელთან, ისაბელ დიას აიუსოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

გია ცაგარეიშვილი

21 სექტემბერი 2020, 18:44

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებების მიღმა მხოლოდ ცარიელი სიტყვებია

„რომ შევადაროთ ძალიან დიდი განსხვავებას ვნახავთ, რამდენი გზაა დაგებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და რამდენი „ოცნების“ დროს, რა ინფრასტრუქტურული ღონისძიებებია განხორციელდა წინა ხელისუფლების დროს და ახლა, როგორ გაძლიერდა ყველა მიმართულება და როგორი წარმატებით ართმევს თავს ამჟამინდელი მთავრობა პანდემიასთან ბრძოლას. წარმომიდგენია, ახლა სააკაშვილი აქ რომ იყოს, იქნება ათასობით შემთხვევა და იქნება ცოდვა-მადლის ტრიალი. კიდევ კარგი, ჩვენ ახლა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ვართ და სწორედ ეს მთავრობა უმკლავდება ამ პანდემიას“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

21 სექტემბერი 2020, 18:33

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 92 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 92 ადამიანს გამოუვლინდა, ერთი ინფიცირებული გარდაიცვალა, 81 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39 280 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 576 ადამიანი. ვირუსისგან 36 836 პაციენტი განიკურნა.

გიორგი კახიანი

21 სექტემბერი 2020, 18:29

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ჩვენი მხარდაჭერა არის 60%-ის ფარგლებში, რაც აუცილებლად აისახება არჩევნების შედეგებზე

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი განწყობაა საზოგადოებაში პოლიტიკურ ჯგუფებთან, მათ შორის, ჩვენთან მიმართებაში“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

21 სექტემბერი 2020, 18:26

საზოგადოება

როგორი იქნება თბილისში, ზღვისუბნის სკვერი სრული რეაბილიტაციის შემდეგ. ფოტოები

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ახალი საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ლითონის მოაჯირი, ფილები, ბორდიური და საპარკე ინფრასტრუქტურა; დაირგვება ნერგები და მოეწყობა ბალახის საფარი.

21 სექტემბერი 2020, 18:25

საზოგადოება

სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოფლად მცხოვრებ ქალთა შესაძლებლობათა გაზრდის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ საბედაშვილმა მოაწერეს ხელი.

გიორგი ცინცაძე

21 სექტემბერი 2020, 18:24

სპორტი

გიორგი ცინცაძე კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს

ცინცაძე საქართველოს ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენია. მას ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი - 83 შეხვედრა აქვს გამართული და 613 ქულასთან ერთად, 350 შედეგიანი გადაცემა და 105 ჩაჭრა დააგროვა. ცინცაძე მეორე ქართველი კალათბურთელი იქნება, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ჩემპიონატში ითამაშებს. რამდენიმე წლის წინ „შარჯაში“ ნიკოლოზ ცქიტიშვილი გამოდიოდა.

21 სექტემბერი 2020, 18:18

მსოფლიო

ეგზიტპოლი: იტალიაში რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას მხარი დაუჭირა

წინასწარი მონაცემებით, იტალიაში რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას მხარი დაუჭირა.

21 სექტემბერი 2020, 18:14

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამუშაოები უკვე დასრულდა

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამუშაოები უკვე დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბაზა სრულად მოდერნიზებულია და აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

21 სექტემბერი 2020, 18:08

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ეს არჩევნები ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობისაა და აუცილებლად ჩატარდება სამართლიან, თანასწორ, დემოკრატიულ გარემოში

ეს არჩევნები ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობისაა და აუცილებლად ჩატარდება სამართლიან, თანასწორ, დემოკრატიულ გარემოში. რა პოლიტიკური გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს „ნაცმოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებს, ნებისმიერი მათი მცდელობა იქნება უსუსური, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი კახიანი

21 სექტემბერი 2020, 18:06

პოლიტიკა

გიორგი კახიანი „IPSOS”-ს კვლევაზე: თითქოს კომიკურ სპექტაკლს ვუყურებ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფების მონაწილეობით

სერიოზული კომენტარის გაკეთება ციფრებზე, რომელიც ამ კვლევაშია მოყვანილი არც მინდა და ამის არანაირ აუცილებლობას ვხედავ, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი „IPSOS”-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, „დღის ქრონიკაში“.

21 სექტემბერი 2020, 18:01

რეგიონი

ლადო მგალობლიშვილი: „ნაცმოძრაობა“ არის მოძალადეების პარტია

„ნაცმოძრაობა“ არის ტიპიური მოძალადეების პარტია. ისინი კანონზეც ძალადობენ, რადგან კოვიდინფიცირებულთან შესვლა აკრძალულია. როგორც კი კანონის წინააღმდეგობა შეხვდათ გადავიდნენ ადამიანის ძალადობაზე. ეს არის მოძალადეთა, დამნაშავეთა პარტია. შს სამინისტრომ ამაზე უმკაცრესი რეაგირება უნდა გააკეთოს. ბოლო დღეებია ძალადობრივი კამპანია დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ჩემს სამსახურეობრივ მანქანაზე მათმა აქტივისტმა განახორციელა თავდასხმა და პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. გადასულები არიან ძალადობაზე“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.

კახა ოქრიაშვილის ყოფილი მხარდამჭერები

21 სექტემბერი 2020, 18:00

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები წალკაში კიდევ 20-მა ადამიანმა დატოვა

დმანისის, კოდას, თეთრიწყაროს, დაბა კაზრეთისა და მანგლისის შემდეგ ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს წალკში კიდევ 20-მა აქტივისტმა დატოვა. მიზეზი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” მისი პოლიტიკური ალიანსი და კოალიცია „ძალა ერთობაშიას” სახელით საარჩევნო მარათონში ჩართვაა.

21 სექტემბერი 2020, 17:57

მსოფლიო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის ოფიციალური პირებისათვის სანქციების დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

21 სექტემბერი 2020, 17:20

სამართალი

ბათუმში, ექიმზე ძალადობის ბრალდებით „ნაციონალური ნოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიიდან, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი დააკავეს

ექიმზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში, „ნაციონალური ნოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიიდან, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი დააკავეს. დავით გეგიაძესა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმს შორის ინციდენტი გუშინ ღამით მოხდა.

სპილო ბოტსვანა მკვდარი

21 სექტემბერი 2020, 17:07

მსოფლიო

ბოტსვანაში ასობით სპილოს სიკვდილის მიზეზი დაადგინეს

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ცხოველები მიკროსკოპული წყალმცენარეების მიერ გამოყოფილმა ნეიროტოქსინმა იმსხვერპლა. ბაქტერიას წყალში წარმოქმნა გარე ფაქტორების ჩარევის გარეშე შეუძლია, შემდგ კი მსხვილ კოლონიებს ქმნის.

დიმიტრი ხუნდაძე

21 სექტემბერი 2020, 17:06

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური თემები სპეკულირების საგანი ხშირად ხდება

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად არსებული პრობლემისა, საბედნიეროდ, დღეს საქართველოში შიმშილით არცერთი ბავშვი არ იღუპება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში დღეს არსებული პრობლემების შეფასებისას. მისი თქმით, საერთოდ ზოგადად, მით უმეტეს კი წინასაარჩევნო პერიოდში, სოციალური თემები ძალიან ხშირად ხდება სპეკულირების საგანი.

ლუის სუაერესი

21 სექტემბერი 2020, 16:58

სპორტი

ლუის სუარესი „ბარსელონას“ ტოვებს

ლუის სუარესი „ბარსელონას“ ტოვებს. 33 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი კატალონიურ კლუბს 2021 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდა. მხარეები მორიგდნენ, რომ გუნდი სუარესს დარჩენილი ერთი წლის ხელფასის მხოლოდ ნაწილს გადაუხდის, სამაგიეროდ ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდში უფასოდ გადავა.