imedi /  22 აპრილი 2019, 10:27 / სანდო წყარო

ლიბიაში სამხედრო დაპირისპირებას ბოლო კვირაში 227 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბია

ლიბია

ლიბიაში სამხედრო დაპირისპირების გამო ბოლო კვირის განმავლობაში 227 ადამიანი დაიღუპა, 1125 კი დაიჭრა. ამის შესხებ ინფორმაციას Aljazeera ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სამხედრო დაპირისპირების გამო ქვეყანაში 30 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირია. 

გასულ კვირაში ლიბიის ხელისუფლებამ ეროვნული არმიის ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფტარის დაკავების განკარგულება გასცა. მას დედაქალაქ ტრიპოლის დასახლებულ პუნქტზე საჰაერო თავდასხმაში ადანაშაულებენ.

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის საბრძოლო მოქმედებები 10 დღეზე მეტია განახლდა. ლიბიელი ამბოხებულების არმიის გენერალმა ხალიფა ჰაფტარმა თავის ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის შტურმით აღების ბრძანება 5 აპრილს გასცა.

2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარეს ხელისუფლება აკონტროლებს, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილს და სამხრეთს 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობა მართავს, რომელიც მხარს უჭერს ხალიფა ჰაფტარს და მის ჯარს.

ყველა სიახლე

არჩილ გორდულაძე

28 მარტი 2026, 21:02

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კანონი კრძალავს ამას, როდესაც ქალად ჩაცმული მამაკაცი, Drag queen შედის საბავშვო ბაღში. კანონი კრძალავს ამას, როდესაც ბავშვებთან ერთად ზეიმობს მის განსხვავებულობას

„კანონი კრძალავს ამას, როდესაც ქალად ჩაცმული მამაკაცი, Drag queen შედის საბავშვო ბაღში. კანონი კრძალავს ამას, როდესაც ბავშვებთან ერთად ზეიმობს მის განსხვავებულობას“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონზე საუბრისას, ოპონენტების პასუხად.

ლევან აბაშიძე

28 მარტი 2026, 20:53

პოლიტიკა

ლევან აბაშიძე: როდესაც შესაბამისი კანონები გააუქმეს, დასავლეთი მეორე უკიდურესობაში გადავიდა, როცა შეიძლება, ბავშვმა თვითონ შეიცვალოს სქესი, ეს ნამდვილად გადახრაა. ამას მხოლოდ მე და თქვენ კი არ ვამბობთ, არამედ ამერიკის ადმინისტრაციაც

საერთო ჯამში ეს კანონი [ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ] იმდენად ხისტია, რომ ფაქტობრივად არღვევს ადამიანის უფლებებს. განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” თეოლოგმა და ფიზიკოსმა ლევან აბაშიძემ. მისივე თქმით, კანონით მორალს ვერ გააკონტროლებ. ლევან აბაშიძე: როდესაც შესაბამისი კანონები გააუქმეს, დასავლეთი მეორე უკიდურესობაში გადავიდა, როცა შეიძლება, ბავშვმა თვითონ შეიცვალოს სქესი, ეს ნამდვილად გადახრაა. ამას მხოლოდ მე და თქვენ კი არ ვამბობთ, ამერიკის ადმინისტრაციაც უნდა დავუბრუნდეთ საღ აზრს

არჩილ გორდულაძე

28 მარტი 2026, 20:49

პოლიტიკა

გორდულაძე: როდესაც „ქართული ოცნების“ გუნდის ინიცირებით საქართველოს პარლამენტი იღებს შესაბამის ცვლილებებს კანონებში და ქმნის ახალ კანონებს, აქ მთავარი პრინციპი არის ადამიანის უფლებების დაცვა

„რაც შეეხება, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სახეში რომ არტყამს კონკრეტული ქალბატონი [მზია ამაღლობელი] და ეს თუ გმირობაა, მაშინ გამეცით პასუხი {მიმართავს არჩილ გამზარდიას] რატომ არ არის გმირი ის ქალბატონი, რომელიც მაკრონს სახეში ურტყამს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

რატი იონათამიშვილი

28 მარტი 2026, 20:38

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: მე რომ ხვალ დანაშაული ჩავიდინო, ზეგ გამოვიდე და ვიძახო, ვარ ეტლით მოსარგებლე, ამიტომ არ უნდა დავისაჯო, თავის მართლებისას უფრო მეტად ამორალური, უსამართლო ვიქნები, ვიდრე დანაშაულის ჩადენისას

მე რომ ხვალ დანაშაული ჩავიდინო, ზეგ გამოვიდე და ვიძახო, ვარ ეტლით მოსარგებლე, ამიტომ არ უნდა დავისაჯო, თავის მართლებისას უფრო მეტად ამორალური, უსამართლო ვიქნები, ვიდრე დანაშაულის ჩადენისას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

არჩილ გორდულაძე

28 მარტი 2026, 20:38

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სახეში რომ არტყამს კონკრეტული ქალბატონი, ეს თუ გმირობაა, მაშინ რატომ არ არის გმირი ის ქალბატონი, რომელიც მაკრონს სახეში ურტყამს

ერთი საკითხიც კი არ იყო, რომელიც შესაძლებელია, რაიმე შემხებლობაში მაინც ყოფილიყო დღევანდელი დებატების საკითხთან, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის არჩილ გამზარდიას სიტყვით გამოსვლა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

არჩილ გორდულაძე

28 მარტი 2026, 20:23

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთლიანად ქართველ ერს და ქართველ ხალხს თანამედროვე სახელმწიფოს, თანამედროვე ქართველი ხალხის, ერის ჩამოყალიბებაში უდიდესი ღვაწლის მქონე ადამიანის, პატრიარქის გარდაცვალებას

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთლიანად ქართველ ერს და ქართველ ხალხს თანამედროვე სახელმწიფოს, თანამედროვე ქართველი ხალხის, ერის ჩამოყალიბებაში უდიდესი ღვაწლის მქონე ადამიანის, პატრიარქის გარდაცვალებას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

რატი იონათამიშვილი

28 მარტი 2026, 20:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, რომ დაიცვას და გააძლიეროს ოჯახი, ვინაიდან სახელმწიფო იწყება ოჯახისგან

ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, რომ დაიცვას და გააძლიეროს ოჯახი, ვინაიდან სახელმწიფო იწყება ოჯახისგან და დაიცვას არასრულწლოვნები, ვინაიდან ბავშვები ჩვენი ცხოვრების მთავარი მოქმედი პირები არიან, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა. მისივე თქმით, როცა ხელისუფლება საუბრობს ოჯახურ ღირებულებებზე ეს არ არის აბსტრაქტული მცნება, ეს არის ძალიან კონკრეტული და ტრადიციციული ფასეულობები.

28 მარტი 2026, 19:49

სპორტი

ნიკა ეგაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამით იასპარეზა

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ, თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან ქულა დაიმსახურა 169,78, ორი პროგრამის ჯამში კი 248,62 ქულა დააგროვა და ასპარეზობა მე-11 ადგილზე დაასრულა. რაც შეეხება მოკლე პროგრამას, აქ სპორტსმენმა ასპარეზობა 78,84 ქულით მე-15 ადგილზე დაასრულა.

28 მარტი 2026, 19:37

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“.

28 მარტი 2026, 19:18

საზოგადოება

„ოქროს არწივი 2026“ - თბილისში, მამაკაცთა სახალხო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

„ოქროს არწივი 2026“ - თბილისში, მამაკაცთა სახალხო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დაჯილდოება საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა.

28 მარტი 2026, 18:44

რეგიონი

ავთანდილ კასრაძე: რეგიონებში ინოვაციების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან სწორედ ადგილობრივი იდეები ქმნის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალ საფუძველს

„რეგიონებში ინოვაციების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან სწორედ ადგილობრივი იდეები ქმნის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალ საფუძველს”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ბათუმის ტექნოპარკში გაიმართა.

28 მარტი 2026, 18:40

პოლიტიკა

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან - ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლაშა ტალახაძე, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ბათუმში გამართულ პირველ კონფერენციას აფასებს და აცხადებს, რომ აჭარაში მმართველი გუნდის ჩასვლამ, დიდი ინტერესი გამოიწვია.

28 მარტი 2026, 18:32

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველო აღარ დგას არჩევანის წინაშე, თუ „სად შევიდეს“ - ჩვენი მყარი მისწრაფებაა, როგორ არ ვიქცეთ ნებისმიერი „სხვის“ ვასალურ დანამატად

საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსსა და მიმდინარე პროცესებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „საქართველო ვითარდება და მიისწრაფის მომავლისკენ, თუნდაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივების პრაქტიკულ ჭრილში ხორცშესხმის გზით” — წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ გარკვეული გლობალური ცენტრები ვერ ეწყობიან ახალ რეალობას.

ნანა კაკაბაძე

28 მარტი 2026, 18:23

საზოგადოება

კაკაბაძე: მსოფლიოს ვაჩვენეთ, როგორ პატივს ვცემთ ისეთ სულიერ მოძღვარს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს - ეს იყო ლახვარი იმ ძალებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საქართველოს დაპყრობა შესაძლებელია საკუთარი აგენტურის საშუალებით

„ამ დღეებმა მსოფლიოს დაანახა, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ის ერი, რომელიც თავის მრწამსსა და ღირებულებებს არ ღალატობს და ვდგავართ იქ, სადაც უნდა იდგეს ქრისტეს კვართის მცველი ერი. მიუხედავად იმ უზარმაზარი ტკივილისა, რომელიც პატრიარქმა მთელ ქვეყანას მიაყენა, ამ ტკივილთან ერთად იყო განცდა კმაყოფილების და განცდა, რომ ჩვენ წარვდექით მსოფლიოს წინაშე ისე, როგორც ეს ჩვენს წინაპრებს ეკადრებოდათ“.

გიორგი კახიანი

28 მარტი 2026, 18:15

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: აშკარაა პოზიტიური ტენდენცია საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში - ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთობა აშშ-სთან და იმედი მაქვს, მალე კონკრეტული ნაბიჯებიც გამოჩნდება

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში პოზიტიურ ტენდენციაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტს საქართველოში, ასევე რამდენიმე კვირის წინ შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსა და იქ გამართულ შეხვედრებს შეხვედრებს.

28 მარტი 2026, 18:14

სპორტი

სპორტის მინისტრი შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის (IMMAF) პრეზიდენტს, კერით ბრაუნს, შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში MMA-ს განვითარების პერსპექტივებს. ასევე განიხილეს 2026 წლის შემოდგომაზე საქართველოში MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხები.

გიორგი კახიანი

28 მარტი 2026, 17:58

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ.

სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ. - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანი

28 მარტი 2026, 17:57

პოლიტიკა

გიორგი კახიანი რადიკალებზე: მათი მიზანია, ის ღირებულებები, რასაც ჩვენი საზოგადოება ეფუძნება და რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ დღეებში, ჩანაცვლდეს ფსევდო ლიბერლური ღირებულებებით

მათი მიზანია, ის ღირებულებები, რასაც ჩვენი საზოგადოება ეფუძნება და რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ დღეებში, ეს ღირეებულებები ჩანაცვლდეს ფსევდო ლიბერლური ღირებულებებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა რადიკალებზე საუბრისას.

გიორგი კახიანი

28 მარტი 2026, 17:50

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ამ დღეებმა დაგვანახა ფარისევლობა ბევრი პოლიტიკოსის სახით. ერთი მხრივ, ვითომ პატრიარქის პატივისცემას გამოხატავენ და მეორე მხრივ, პატრიარქის მოსაყდრეს ლანძღავენ

„პატრიარქი ახალი დაკრძალული იყო და ასეთ დღეებშიც კი ცდილობდნენ ასეთი თემებით მანიპულირებას, აი, ასეთ ძალასთან გვაქვს საქმე. ახალი პატრიარქის არჩევის თემით ცდილობენ მანიპულირებას, პოლიტიკურ პროცესებში ამ ყველაფრის გადაყვანას და ეს მიზნად ისახავს ეკლესიაში და საზოგადოებაში განხეთქილების შემოტანას. გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ახალი პატრიარქის არჩევას, ეს წმინდა სიონის მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა კახიანმა.

გენო პეტრიაშვილი

28 მარტი 2026, 17:44

პოლიტიკა

გენო პეტრიაშვილი: ჩვენი გუნდი მზად არის, პირდაპირი კომუნიკაციით გაიგოს ახალგაზრდების საჭიროება, პრობლემა და გამოწვევა. ახალგაზრდული ორგანიზაციის პირველმა კონფერენციამ დამარწმუნა, რომ მსგავსი შეხვედრები და დისკუსიები აუცილებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის პირველ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ბათუმში, აჭარის რეგიონის სტუდენტებთან გაიმართა.