imedi /  12 იანვარი 2020, 17:21 / სანდო წყარო

ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღებიდან რამდენიმე წუთში დაირღვა

ლიბია

ლიბია

ლიბიაში დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, რომელიც მიღებიდან რამდენიმე საათში დაირღვა. შეთანხმება გაეროს მიერ მხარდაჭერილ ძალასა (Government of National Accord (GNA) და ყოფილი გენერლის ხალიფა ჰაფტარის მხარდამჭერებს შორის შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

GNA ჰაფტარის ლიბიის ეროვნულ არმიას (LNA) ცეცხლის შეწყვეტიდან დაწყებიდან რამდენიმე წუთში მის დარღვევას აბრალებს. ტრიპოლიში მყოფი ხელისუფლება ჰაფთარის ძალებს აფრთხილებს, რომ იქნება "ძალადობრივად და მკაცრად უპასუხებს" LNA-ს თუ ეს უკანასკნელები შეთანხმებას არ დაიცავენ.

ლიბიის ეროვნულმა არმიამ, რომელსაც ფელდმარშალი ხალიფა ჰაფტარი ხელმძღვანელობს, ქვეყნის ჩრდოლოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სირტზე კონტროლი 6 იანვარს დაამყარა. კვირას დილით, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, ჰაფტარის ძალებმა ტრიპოლიზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. 

5 იანვარს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიზე ავიაიერიშს სამხედრო კოლეჯის 28 მოსწავლე ემსხვერპლა და 18 დაიჭრა. ქვეყნის ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ხალიფა ჰაფტარის ჯარებს დააკისრა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 26 დეკემბერს განაცხადა, რომ ტრიპოლის თხოვნის შესაბამისად, ანკარა ლიბიაში ჯარს გაგზავნის. მეორე დღეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილმა ლიბიის მთავრობამ თურქეთს სამხედრო დახმარებისთვის ოფიციალურად მიმართა. ჯარის ლიბიაში გაგზავნას მხარი თურქეთის პარლამენტმაც დაუჭირა

2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც მხარს უჭერს ხალიფა ჰაფტარს და მის ჯარს.

ყველა სიახლე

მენ ჰუნვეი

21 იანვარი 2020, 12:05

მსოფლიო

ინტერპოლის ყოფილ პრეზიდენტს ჩინეთში პატიმრობა მიუსაჯეს

მენ ჰუნვეი ინტერპოლს 2016 წლის ნოემბრიდან ჩაუდგა სათავეში. 2017 წლის სექტემბერში ჩავიდა ჩინეთში, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა. ჩინეთის ხელისუფლებამ მოგვიანებით აღიარა, რომ მენ ჰუნვეი კორუფციის ბრალდებით დააკავა.

დევიდ ლინჩი

21 იანვარი 2020, 12:03

კულტურა

დევიდ ლინჩის ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდა

17-წუთიან შავ-თეთრ ფილში ლინჩი დეტექტივს თანაშობს, რომელიც მოლაპარაკე მაიმუნს კითხავს. დევიდ ლინჩმა ის 2016 წელს გადაიღო და რამდენიმე ფესტივალზე აჩვენეს, თუმცა ფართო საზოგადოებას პირველად ახლა წარუდგინეს.

ისლამური სახელმწიფო

21 იანვარი 2020, 11:47

მსოფლიო

Guardian-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ლიდერის ვინაობა დაასახელა

ალ-სალბი, რომელიც ჰაჯი აბდულასა და აბდულა კადაშის სახელებითაა ცნობილი, დაჯგუფების ერთ-ერთ დამაარსებლად მიიჩნევა. ის ერაყში დაიბადა, წარმოშობით კინ თურქმენია. სპეცსამსახურის მონაცემებით, ალ-სალბი მოსულის უნივერისტეტში სწავლობდა. ამასთან, ის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად მიიჩნევა.

ნათია თურნავა

21 იანვარი 2020, 11:46

ეკონომიკა

თურნავა: მივესალმებით, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რუსი ტურისტები ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა, შესაბამისად, უსაფრთხოების თემები, რა საბაბითაც ფრენები აიკრძალა, დღის წესრიგში აღარ დგას. მისი თქმით, ამ ფონზე მიესალმებიან, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება.

პრინცი ჰარი

21 იანვარი 2020, 11:44

ტაბლოიდი

პრინცი ჰარი კანადაში ჩავიდა

ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტში ჰარის პირადი დაცვის 2 წარმომადგენელი დახვდა. პრინცი ცოლს - მეგან მარკლს და თავიანთ შვილ არჩის შეუერთდება, რომლებიც კანადაში უკვე რამდენიმე კვირაა ცხოვრობენ. 18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჰარი და მეგანი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ.

21 იანვარი 2020, 11:23

ეკონომიკა

2019 წელს წიაღის სექტორში ექსპორტი გაიზარდა

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტზე გატანილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ წელს 651 606.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები და კონცენტრატები გავიდა ექსპორტზე, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 150 000 დოლარით მეტია.

ახალი ავტობუსები

21 იანვარი 2020, 11:12

საქართველო

თბილისს 40 ახალი ავტობუსი შეემატა

40 ერთეული „Isuzu“-ს მარკის ავტობუსი წარუდგინა. 8-მეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით 8 მარშრუტზე გადანაწილდება. უახლოეს მომავალში თბილისს „Isuzu“-ს მარკის კიდევ 40 ავტობუსი შეემატება.

ირანი ავიაკატასტროფა

21 იანვარი 2020, 11:00

მსოფლიო

ირანმა დაადასტურა, რომ უკრაინულ ბოინგს ორი რაკეტა მოხვდა

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ლაინერის ავიაკატასტროფის შესახებ მეორე წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ შავი ყუთების გაშიფრვა არ შეუძლია, საფრანგეთმა და აშშ-მა კი თეირანს გაშიფრვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებაზე უარი განუცხადეს.

T-უჯრედი

21 იანვარი 2020, 10:43

ტექნოლოგიები

ბრიტანელმა მეცნიერებმა კიბოსთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი აღმოაჩინეს

აღმოჩენა კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გააკეთა. მათი კვლევის მიზანი იმ უჩვეულო მეთოდების პოვნა იყო, რომლებითაც ადამიანის იმუნური სისტემა სიმსივნეებს ებრძვის. სპეციალისტებმა T-ლიმფოციტის განსაკუთრებული სახეობა იპოვეს.

და ჩვენ ვიცეკვეთ

21 იანვარი 2020, 10:37

კულტურა

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში წლის საუკეთესო ფილმად დაასახელეს

The Guldbagge Awards-ის დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში ჩატარდა. ლევან აკინის სურათმა გამარჯვება ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“ მოიპოვა. თავად აკინი კი საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს. მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ჟიურიმ საუკეთესო მსახიობად აღიარა.

ვახტანგ რობაქიძე

21 იანვარი 2020, 10:24

ძალოვნები

ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად მივიდა

ვახტანგ რობაქიძე მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. ბიურომ დასკვნა სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით უნდა დადოს. ინციდენტი ბაკურიანში 14 იანვარს ერთ-ერთ კაფეში მოხდა, სადაც ოხანაშვილი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

აშშ აქცია

21 იანვარი 2020, 09:51

მსოფლიო

აშშ-ში იარაღის ტარების უფლების მხარდამჭერ აქციაზე 22 000 ადამიანი გამოვიდა

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა Virginia Citizens Defense League იყო. დემონსტრანტები შტატში ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე ახალი შეზღუდვების შემოღების წინააღმდეგ გამოდიან, რასაც ვირჯინიის გენერალური ასამბლეა გეგმავს. აქციას დაახლოებით 22 000 ადამიანი შეუერთდა.

ამინდის პროგნოზი

21 იანვარი 2020, 09:26

საქართველო

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 იანვრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, აღმოსავლეთში კი ისევ შენარჩუნდება ცივი და ღრუბლიანი ამინდი, ზოგან მცირე თოვლი და ნისლი იქნება.

გლდანი

21 იანვარი 2020, 09:09

ეკონომიკა

ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია ერთი თვით გადაიკეტება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია ერთი თვით გადაიკეტება. კახა კალაძის განცხადებით, ამ მონაკვეთზე მიწისქვეშა გადასასვლელები კრიტიკულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაცია სჭირდება. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ანაკლიის პორტი

21 იანვარი 2020, 08:58

ეკონომიკა

ანაკლიაში პორტის მშენებელმა კომპანიამ ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკის გაყვანა დაიწყო

სააგენტოს ცნობით, იმის გამო, რომ სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ხელშეკრულება შეწყდა, კომპანია „ვანოორდს“ ტერიტორიიდან ტექნიკა უნდა გაეყვანა. კომპანიას ტექნიკის გასაყვანად და ტერიტორიის სრულად დასატოვებლად ვადა 30 იანვრამდე აქვს.

სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი 2020, 08:49

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი 21 იანვარს ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.

21 იანვარი 2020, 08:41

ეკონომიკა

ევროკავშირში „გაზპრომს“ სანქციები მოუხსნეს

დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის მთავრობებმა „გაზპრომის“ აქტივებს ყადაღა მოუხსნეს. რუსული ნავთობკომპანსიის აქტივები 2018 წლის თებერვალში უკრაინულ „ნაფთოგაზთან“ სასამართლო დავის ფარგლებში დააყადაღეს.

21 იანვარი 2020, 08:13

საქართველო

პარლამენტში სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ. კომიტეტის სხდომა დღეს გაიმართება. სხდომაზე მსჯელობის საგანი იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.

მადონა

21 იანვარი 2020, 00:34

კულტურა

მადონამ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მერვე კონცერტი გააუქმა

კონცერტი ლისაბონში უნდა გამართულიყო, მისი გაუქმების შესახებ კი წარმოდგენის დაწყებამდე 45 წუთით ადრე გახდა ცნობილი. ეს უკვე მერვე კონცერტია, რომელიც საგასტროლო ტურნეს ფარგლებში მადონამ გააუქმა. მიმდინარე ტურნე მადონას მე-14 სტუდიურ ალბომს ეძღვნება.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 00:03

მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთში უცნობი ვირუსის გავრცელების გამო სხდომა მოიწვია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჩინეთში უცნობი ვირუსის გავრცელების გამო საგანგებო კომიტეტის სხდომა მოიწვია. სხდომა 22 იანვარს გაიმართება. მანამდე ჩინეთმა დაადასტურა რომ ახალი კორონავირუსი გადამდებია.