imedi /  22 აპრილი 2019, 21:49 / სანდო წყარო

ბულგარელი ჟურნალისტის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულს 30 წელი მიესაჯა

სევერინ კრასიმიროვი

სევერინ კრასიმიროვი

ბულგარეთის ქალაქ რუსეს საოლქო სასამართლომ სევერინ კრასიმიროვს ადგილობრივი რეგიონული ტელეკომპანია TVN-ის ჟურნალისტისა და ადმინისტრაციული დირექტორის ვიქტორია მარინოვას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია იუწყება.

გასული წლის ოქტომბერში 21 წლის კრასიმიროვმა დანაშაული აღიარა, რის შემდეგაც საქმის განხილვა გამარტივებული პროცედურით გაგრძელდა. ბრალის აღიარებამ კრასიმიროვი სამუდამო პატიმრობისგან იხსნა.

სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას მან ჟურნალისტის მშობლებს ბოდიში მოუხადა და ჩადენილი დანაშაული მოინანია. მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ სასჯელს, მათ შორის სამუდამო პატიმრობასაც შეეგუება. 

კრასიმიროვის თქმით, მარინოვაზე თავდასხმამდე მას დიდი დოზით ალკოჰოლი და ნარკოტიკები ჰქონდა მიღებული, რის გამოც თითქმის არაფერი ახსოვს.

30 წლის ვიქტორია მარინოვას გვამი გასული წლის 6 ოქტომბერს ბულგარეთის ქალაქ რუსეს პარკში, მდინარე დუნაის მახლობლად იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, ჟურნალისტს სასტიკად სცემეს, გააუპატიურეს და დაახრჩვეს.

ყველა სიახლე

ინგა შამილიშვილი

26 მაისი 2019, 14:04

საქართველო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. imedinews-ის ჟურნალისტის ცნობით ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ბათუმში დამოუკიდებლობის დღეს რუსული ანსამბლის მიერ გამართული მსვლელობა გახდა.

ხიდი

26 მაისი 2019, 13:53

საქართველო

ვილნიუსის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

აღსანიშნავია, რომ 29 მაისს საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსში გაიმართება საზეიმო მიღება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.

დროშები

26 მაისი 2019, 13:43

საქართველო

აზერბაიჯანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს

"გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. აზერბაიჯანი და საქართველო ისტორიულად ცხოვრობენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ატმოსფეროში. ამ შესანიშნავ დღეს საქართველოს მეგობრულ ერს ვუსურვებთ ბედნიერებას, შმვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია მილოცვაში.

ქართული ჭიდაობა

26 მაისი 2019, 13:40

სპორტი

26 მაისთან დაკავშირებით გორში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი იმართება

ტურნირში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები მონაწილეობენ. ტურნირის საპრიზო ფონდი 5,000 ლარს შეადგენს. შეჯიბრი ტრადიციული გახდება და ის ყოველ წელს 26 მაისს გაიმართება. ცნობისთვის, ქართულ ჭიდაობას იუნესკომ არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

26 მაისი 2019, 13:37

საქართველო

თბილისში პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. დარეჯან ბერეკაშვილის მიერ შესრულებული მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის მოტივზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება.

ბათუმი, 26 მაისი

26 მაისი 2019, 13:24

საქართველო

ბათუმში როსტოვიდან ჩამოსული ანსამბლის წევრები რუსეთის დროშებით გამოვიდნენ

ბათუმში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით „RUSSIA“ გამოჩნდა. როსტოვიდან ჩამოსული ანსამბლის წევრებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობისას რუსეთის დროშები გაშალეს. ანსამბლის ხელმძღვანელის განცხადებით ღონისძიების შესახებ მათთვის ცნობილი იყო და მონაწილეობაზე თანხმობა საქართველოს მხრიდან ორგანიზატორებისგან მიიღეს.

ირაკლი კობახიძე

26 მაისი 2019, 13:23

საქართველო

კობახიძე: საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც პატივს სცემენ მსოფლიოში

" ჩვენი ჯარი არის არა მხოლოდ სახელმწიფოს უმთავრესი საყრდენი და ჩვენი მშვიდობის გარანტი, არამედ თვალსაჩინო საბუთიც, რომ საქართველო დღეს შემდგარი და წარმატებული სახელმწიფოა, რომელსაც დიდი მომავალი ელოდება,"- თქვა კობახიძემ.

26 მაისი 2019, 13:06

საქართველო

„რუსთავი2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

2000 წელს დაბადებული მ.შ. და გ.მ. 23 მაისს დააკავეს. ისინი წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შედეგად ჟურნალისტ ედიშერ მუშკუდიანი მრავლობითი მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

მამუკა ბახტაძე

26 მაისი 2019, 13:02

საქართველო

ბახტაძე: დიდება გმირებს, ღმერთმა დალოცოს საქართველო

"განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ თქვენ, ჩვენს წვევამდელებს, ახალგაზრდებს რომლებმაც ფიცი დადეთ საქართველოს წინაშე და გახდით საქართველოს ჯარისკაცები. დარწმუნებული ვარ, თქვენ ერთგულად და თავდადებით დაიცავთ საქართველოს ინტერესებს და უერთგულებთ ქართველი მეომრის ღირსეულ სახელს,"- თქვა ბახტაძემ.

ტოჩინოშინი

26 მაისი 2019, 12:59

სპორტი

ტოჩინოშინი ტაკაიასუსთან დამარცხდა

ნაცუ ბაშოს მე-15 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი ტოჩინოშინი ოძეკი ტაკაიასუსთან დამარცხდა. ამ შეხვედრამდე ლევან გორგაძეს ტაკაიასუ რვაჯერ ჰყავდა დამარცხებული. ტოჩინოშინმა ბაშო 10 გამარჯვებითა და ხუთი მარცხით დაასრულა. ნაცუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი და სუმოში ყველაზე მაღალი წოდების მქონე მეტოქეს იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2019, 12:49

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

"დღეს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავი აღვნიშნეთ, მათი ბრძოლის გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვინც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში იბრძოდა თავისუფლებისთვის საქართველო ვერ დაიბრუნებდა წართმეულ დამოუკიდებლობას 1991 წელს“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს.

26 მაისი 2019, 12:46

მსოფლიო

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნებში ეკონომისტი გიტანას ნაუსედა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ინგრიდა შიმონიტეა მონაწილეობენ. პირველ ტურში, რომელიც 12 მაისს გაიმართა, შიმონიტემ ამომრჩეველთა ხმების 31,13%-ი მიიღო, ხოლო ლიეტუვური ბანკის, SEB-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა გიტანას ნაუსედამ ხმათა 30,94%-ი მიიღო.

დროშები

26 მაისი 2019, 12:44

საქართველო

ოფიციალური ლონდონი: ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯონათან ჯანოგლმა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სახელზე მისალოცი წერილი გაუგზავნა.

მიწიძვრა პერუში

26 მაისი 2019, 12:35

მსოფლიო

პერუში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პერუში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, წერს Reuters-ი ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქ მოიობამბას აღმოსავლეთით 180 კილომეტრში, 105 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

„მანეკენ პისი“ ქართულ ეროვნულ სამოსში

26 მაისი 2019, 12:30

საქართველო

26 მაისთან დაკავშირებით ბრიუსელის მთავარ სიმბოლოს ჩოხა ჩააცვეს

მთელი დღის განმავლობაში ბელგიის დედაქალაქში ჩოხიან „მანეკენ პისისთან“ ათასობით ადამიანი გადაიღებს სამახსოვრო ფოტოს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ბრიუსელის ყველაზე პოპულარული ბიჭის მზადება დილიდან დაიწყეს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

26 მაისი 2019, 12:22

ძალოვნები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 463-მა რეკრუტმა და ახალწვეულმა ფიცი დადო

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი ღონისძიებების სრული სია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

თელავი

26 მაისი 2019, 12:16

საქართველო

თელავში დამოუკიდებლობის დღისთვის დამონტაჟებული გადახურვა ჩამოინგრა

ინციდენტი ცოტა ხნის წინ ერეკლე მეორის გამზირზე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ადგილობრივი ანსამბლები რეპეტიციისთვის სცენის მიღმა ემზადებოდნენ. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ერევანში აღნიშნეს

26 მაისი 2019, 12:14

საქართველო

26 მაისთან დაკავშირებით სომხეთში საქართველოს დროშები გამოფინეს

დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის დედაქალაქის რამდენიმე ქუჩის დიდ ეკრანებზე საქართველოს სახელმწიფო დროშაა გამოსახული. ვიზუალური მასალა სომხეთში საქართველოს საელჩოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

26 მაისი 2019, 12:10

საქართველო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რეგიონებში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბურად აღნიშნავენ რეგიონებშიც. 26 მაისთან დაკავშირებით ორდღიანი ფესტივალი დაიგეგმა სვანეთში. საზეიმო განწყობაა ბათუმშიც, სადაც უკვე დაიწყო ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეთა მსვლელობა ექვსი მაისის პარკიდან ევროპის მოედნამდე. თელავში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რვა სივრცეა მოწყობილი.დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ გორშიც, სამეგრელოში ზუგდიდის მთავარ მოედანზე გამოფენილია ერთიანი საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოები, ისტორია ზვიად გამსახურდიას შესახებ და სტენდი დამოუკიდებლობის აქტით.

პიტერ ო ნილი

26 მაისი 2019, 11:53

მსოფლიო

პაპუა-ახალი გვინეის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა

პაპუა-ახალი გვინეის პრემიერმინისტრმა პიტერ ონილმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე თანამდებობა დატოვა. ის ქვეყნის პრემიერმინისტრი 7 წლის მანძილზე იყო. მას ამ თანამდებობაზე ყოფილი პრემიერი ჯულიუს ჩანი შეცვლის. პიტერ ო ნილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მის მიერ დაწყებული რეფორმები გაგრძელდება.