imedi /  25 აპრილი 2019, 14:08 / სანდო წყარო

პუტინი უკრაინის არჩევნებზე: ეს არის პოროშენკოს პოლიტიკის სრული კრახი

ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის საპრეზიდენო არჩევნებზე პირველი კომენტარი გააკეთა. რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა კენჭისყრის შედეგები პოროშენკოს პოლიტიკას დაუკავშირა. 

„რა არის აქ შესაფასებელი? ეს არის პოროშენკოს პოლიტიკის სრული კრახი", - განაცხადა პუტინმა.

21 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვოლოდიმირ ზელინსკიმ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამანადგურებელი სხვაობით დაამარცხა. მას ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 73%-მა მისცა, პოროშენკოს კი მხარი დაახლოებით 25%-მა დაუჭირა.

ყველა სიახლე

SpaceX

21 ნოემბერი 2019, 13:02

ტექნოლოგიები

მარსზე ფრენებისთვის განკუთვნილი Starship-ის რაკეტის პირველი ვერსია გამოცდისას აფეთქდა

კომპანია SpaceX-ის რაკეტის Starship-ის პირველი ვერსია, რომელიც პლანეტაშორისი ფრენებისთვისაა განკუთვნილი, ტეხასში გამოცდის დროს ნაწილობრივ აფეთქდა. გატესტვის მიზანი სისტემებში წნევის მაქსიმუმადე გაზრდა იყო, ამიტომაც მათთვის შედეგის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

გედევან ფოფხაძე

21 ნოემბერი 2019, 12:39

საქართველო

გედევან ფოფხაძე განათლების კომიტეტს ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ტოვებს. როგორც ფოფხაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აპარატი მას სხდომების გაცდენის გამო აჯარიმებს, რაც „ქართული ოცნების” მხრიდან მისი პოლიტიკური დევნის ფორმაა.

აქცია

21 ნოემბერი 2019, 12:27

საქართველო

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ჭიშკარს რამდენიმე ბოქლომი დაადეს

სამართალდამცველები ოპოზიციას და მის მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ, რომ ბოქლომი დაედოთ ჭიშკრის იმ ნაწილზე, რომელიც არ იღებოდა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისათვის ადგილზე აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები რჩებიან.

ბარსელონას ექიმები

21 ნოემბერი 2019, 12:23

საქართველო

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდნენ

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ქართველი ტრავმატოლოგის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ექიმები, რამონ კუგატი და მონსერატ გარსია ბალეტბო შეუერთდნენ. ცნობილი ექიმების მიმართვა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მათი თქმით, ისინი ექიმს იცნობენ.

აქცია

21 ნოემბერი 2019, 12:11

ეკონომიკა

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ქარხნის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ხშირია ხელფასების დაგვიანების ფაქტები, ამიტომ მათი მთავარი მოთხოვნა ამ მხრივ სიტუაციის გამოსწორება

თეა წულუკიანი

21 ნოემბერი 2019, 11:59

საქართველო

თეა წულუკიანი: კარგია, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული მოდელი არ შემოვიდა

ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში- ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის ის, რაც ხალხს სჭირდება და ეს შენარჩუნებული უნდა იყოს.

კომიტეტები

21 ნოემბერი 2019, 11:52

საქართველო

ქრონიკამ გაარკვია, ვინ გახდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის გამართვამდე „ქრონიკისთვის“ კიდევ რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილი განიხილება, ხოლო განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას გენადი მარგველაშვილი დაიკავებს.

თამბაქო

21 ნოემბერი 2019, 11:34

ეკონომიკა

სპორტულ მოედნებზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება

2020 წლის პირველი იანვრიდან სპორტულ მოედნებზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში კონტროლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას მოითხოვენ. მისი თქმით, არც ერთი უარყოფითი პროგნოზი არ გამართლდა.

21 ნოემბერი 2019, 11:32

საქართველო

ოპოზიციის მცდელობას, მთავრობის ჭიშკარზე ბოქლომი დაედოთ, პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, მათ აქვთ უფლება, რომ კანცელარიის ჯიშჭკარს ბოქლომი დაადონ. აქციაზე იმყოფებიან გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ზაალ უდუმაშვილი, გიორგი ვაშაძე და მათი მხარდამჭერები.

ლებრონ ჯეიმსი

21 ნოემბერი 2019, 11:22

სპორტი

ლებრონ ჯეიმსმა კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა

ცნობილმა სპორტსმენმა ლებრონ ჯეიმსმა მიმდინარე სეზონზე მეხუთედ სამმაგი დუბლი შეასრულა და ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა ვინც, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველა გუნდის წინააღმდეგ სამმაგი დუბლი შეასრულა . აქამდე ლებრონს NBA-ის ყველა გუნდის წინააღმდეგ ჰქონდა სამმაგი დუბლი შესრულებული, „ოკლაჰომას“ გარდა,

აქცია

21 ნოემბერი 2019, 11:16

საქართველო

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ცენტრალურ შესასვლელთან ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. დემონსტრანტები ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციის ბლოკირებას და შესასვლელის ბოქლომით ჩაკეტვას გეგმავენ.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 11:09

ეკონომიკა

გახარია: ჩვენთვის პრიორიტეტია სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა

„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის, ამიტომ, შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

კარლ ჰარცელი

21 ნოემბერი 2019, 11:02

საქართველო

ჰარცელი: ვაჟა გაფრინდაშვილს განვიხილავთ, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი რთული სიტუაციის მსხვერპლს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ განცხადება გააკეთა. ელჩის თქმით, ევროკავშირი ჩართულია მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ექიმის სწრაფ გათავისუფლებას.

ბიონსე

21 ნოემბერი 2019, 10:53

ტაბლოიდი

ბიონსესა და ჯეი ზის ქალიშვილმა პირველი მუსიკალური ჯილდო მიიღო

ლას ვეგასში მუსიკალური დაჯილდოება Soul Train Awards გაიმართა. წლის ჩანაწერის კატეგორიაში პოპვარსკვლავ ბიონსეს კურატორობით შექმნილ ალბომში The Lion King: The Gift შესულმა კომპოზიციამ Brown Skin Girl გაიმარჯვა, რომლის ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელი მისი და რეპერ Jay-Z-ის უფროსი ქალიშვილი, ბლუ აივი კარტერია.

21 ნოემბერი 2019, 10:49

საქართველო

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

მთავრობის სხდომის პარარელურად, ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან 11:00 საათზე ოპოზიციის აქციაა დაანონსებული. ამის გამო, მთავრობის კანცელარიასთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 10:44

საქართველო

პრემიერი: დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ იმას, რომ დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებასა და გამოწვევებზე, რომელიც არის ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შემოსავლების სამსახური

21 ნოემბერი 2019, 10:35

ძალოვნები

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, დანაშაულის ჩადენის უშუალო ორგანიზატორი - ორი პირი კი დააკავეს.

ირაკლი ჩიქოვანი

21 ნოემბერი 2019, 10:30

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის პრესსპიკერად დაინიშნა

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში პრესსპიკერის პოზიცია გაჩნდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას განმარტებით, პრესსპიკერის თანამდებობას შეთავსებით საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 10:26

საქართველო

გახარია: ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 10:17

ეკონომიკა

პრემიერმა ეროვნულ ბანკს ფასების სტაბილურობისთვის ყველა ინსტრუმენტის გამოყენებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი აქტიურად გამოიყენოს. ამ საკითხზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.