imedi /  01 მაისი 2019, 18:42 / სანდო წყარო

19-მა ინდოელმა მოსწავლემ გამოცდების შედეგების გამო თავი მოიკლა

ინდოეთი

ინდოეთის შტატ თელანგანაში 19-მა მოსწავლემ უნივერსიტეტში გამოცდების შედეგების გამო თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მე-12 კლასელებისთვის სახელმწიფო გამოცდები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ჩატარდა. ასობით მშობელმა გამოცდების ტესტის შედეგები გააპროტესტა. მათი განცხადებით, მოსწავლეებმა არასწორი შეფასებები მიიღეს და ბევრ შემთხვევაში ჩაიჭრნენ. 

ზოგიერთი მოსწავლის თქმით, ისინი გამოცდებზე გამოცხადდნენ, თუმცა სიაში ეწერა, რომ გამოცდას არ დაესწრნენ ან ნულოვანი შეფასება მიიღეს. 

მშობლები მომხდარში შტატის განათლების უწყებას ადანაშაულებენ, რომელიც გამოცდების მიმდინარეობაზეა პასუხისმგებელი. 

ყველა სიახლე

 ჯეკ პერკინსი

21 აგვისტო 2019, 17:19

მსოფლიო

ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ჯეკ პერკინსი გარდაიცვალა

პერკინსი ყველაზე მეტად ცნობილი 1968 წელს რობერტ კენედის მკვლელობის გაშუქებისას გახდა. ის 36 საათის განმავლობაში მუშაობდა და ეთერში მომხდარის დეტალებს აღწერდა, მოგვიანებით კი სავარაუდო მკვლელს სირჰან სირჰანს 2-საათიანი ინტერვიუ ჩამოართვა.

21 აგვისტო 2019, 16:46

ეკონომიკა

ქართლში პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 17 ობიექტი დააჯარიმეს

შემოწმებული 31 ობიექტიდან 17 დაჯარიმდა. უწყებამ 13 ბიზნესოპერატორი დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო დააჯარიმა, ხოლო 4 შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი.

მიანმარი დევნილები

21 აგვისტო 2019, 16:45

მსოფლიო

მიანმარში შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

19 ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტს კი სახლების დატოვება მოუწია მიანმარში, შანის შტატში სახელმწიფოს ჯარსა და ამბოხებულებს შორის შეტაკებების შედეგად. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. შეტაკებები ქვეყნის ჩრდილოეთით, 15 აგვისტოდან დაიწყო.

Facebook

21 აგვისტო 2019, 16:42

ტექნოლოგიები

Facebook-ი ახალი ამბების განყოფილებაში სამუშაოდ ჟურნალისტებს დაიქირავებს

Facebook-ი ახალი ამბებზე სამუშაოდ ჟურნალისტებს დაიქირავებს. საუბარია კომპანიის მობილური აპლიკაციის ახალ განყოფილებაზე, რომლის სახელწოდებაა News Tab-ი. ის უახლეს და ყველაზე აქტუალურ ახალ ამბებს გააშუქებს. ჟურნალისტები სწორედ ამ განყოფილებაში იმუშავებენ.

წნევა

21 აგვისტო 2019, 16:37

ტექნოლოგიები

მაღალმა წნევამ 30 წლის ასაკში ტვინის მომავალში შესაძლოა საფრთხე შეუქმნას

მაღალმა წნევამ, განსაკუთრებით 30-დან 40 წლამდე ასაკში, ტვინის ჯანმრთელობას შესაძლოა მომავალში საფრთხე შეუქმნას, - BBC ახალ კვლევებზე დაყრდნობით წერს. კრიტიკული პერიოდია 30-დან 40 წლამდე, რა დროსაც მაღალი წნევა ტვინის დაზიანებას აჩქარებს.

ფრანკ რიბერი

21 აგვისტო 2019, 16:29

სპორტი

ფრანკ რიბერის ახალი გუნდი ცნობილია

ფრანკ რიბერი „ფიორენტინას“ გუნდში ითამაშებს. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, 36 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა „ფიორენტინასთან“ 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. რიბერი ფლორენციაში დღეს ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა.

eCHOWAVES

21 აგვისტო 2019, 16:23

კულტურა

ფესტივალ Echowaves-ის სცენების სრული განრიგი ცნობილია

უკვე ცნობილია ფესტივალის სცენების განრიგი. წელს მსმენელს ახალი სცენები ელოდება. 150-ზე მეტი არტისტი 8 სხვადასხვა სცენაზე დაუკრავს. ყველა მათგანი განსაკუთრებულია და კონკრეტული მუსიკის მოსმენა კონკრეტულ სცენაზე იქნება შესაძლებელი.

21 აგვისტო 2019, 16:21

მსოფლიო

ამაზონის ჯუნგლებში ხანძარია

ხანძრისგან გამოწვეულმა კვამლმა ბრაზილიის ყველაზე დიდ ქალაქამდე - სან პაულომდეც მიაღწია. ​ INPE-ს ინფორმაციით, ბრაზილიაში ტყის ხანძრები ხშირია, თუმცა წელს მათი რიცხვი რეკორდულად მაღალია. არსებული ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის 72, 000 შემთხვევა დაფიქსირდა. 2018 წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 40,000-ზე ნაკლები იყო.

გრენლანდია

21 აგვისტო 2019, 16:12

ეკონომიკა

ტრამპის ადმინისტრაცია გრენლანდიაში ყოველწლიურად $600 მილიონის გადახდას აპირებდა

გრენლანდიის უვადო მფლობელობისთვის აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველწლიურად 600 მილიონი დოლარის გადახდის ვარიანტს განიხილავდა. ამის შესახებ The Washington Post-ი იუწყება. აშშ-ის პრეზიდენტის გრენლანდიის შესყიდვის სურვილზე გასულ კვირას The Wall Street Journal-მა დაწერა.

ტეილორ სვიფტი და სტელა მაკარტნი

21 აგვისტო 2019, 16:02

კულტურა

ტეილორ სვიფტმა და სტელა მაკარტნიმ საერთო კოლექცია შექმნეს

ტეილორ სვიფტისა და სტელა მაკარტნის კოლაბორაცია შედგა. ჟურნალი Vogue-ს ინფორმაციით ჭორები გამართლდა, ტანსაცმლისა და აქსესუარების ახალი კოლექციის პრეზენტაცია მომღერლის ახალი ალბომის Lover-ის დებიუტის დროს შედგება.

დევიდ ბექჰემი

21 აგვისტო 2019, 15:48

სპორტი

ბექჰემის კლუბი შესაძლოა $50 მილიონით დაჯარიმდეს

ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავს, დევიდ ბექჰემს შესაძლოა, ჯარიმის სახით 50 მილიონი დოლარის გადახდა მოუწიოს. ადგილი, სადაც ახლადდაარსებული კლუბი „ინტერ მაიამი“ სტადიონს იშენებს, ტოქსიკური აღმოჩნდა, ამ კლუბის პრეზიდენტი კი სწორედ ბექჰემია.

რამა X ტაილანდის მეფე

21 აგვისტო 2019, 15:37

ტაბლოიდი

ტაილანდის მეფემ მომაკვდავი ძაღლები შეიფარა

ტაილანდის მეფემ მაჰა ვაჟირალონგკორნიმ (რამა X) მოხალისეების მიერ გადარჩენილი 13 გერმანული დოგი შეიფარა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ძაღლები ბანგკოკის გარეუბანში, ძაღლების გამმრავლებელის სახლიდან წამოიყვანეს. ქალი გაკოტრდა და ცხოველებზე ზრუნვის სახსრები აღარ ჰქონდა.

ლაურა ღაჭავა

21 აგვისტო 2019, 15:28

ძალოვნები

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ბრალი წარუდგინეს

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავას ბრალი წარუდგინეს. მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა. მას საგამოძიებო სამსახური საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენებას ედავება.

21 აგვისტო 2019, 14:47

თემა

მობილური ტელეფონის ხშირი გამოყენება კიბოს იწვევს?

მობილური ტელეფონის ხშირ გამოყენებაზე უამრავი მოსაზრება არსებობს. განსაკუთრებით აქტუალურია შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს სმარტფონი ადამიანის ჯანმრთელობაზე. სინამდვილეში კიმობილური ტელეფონით გამოწვეული ყველაზე დიდი რისკიარისავტოსაგზაო შემთხვევა, როდესაც მძღოლი საჭესთან მობილურ ტელეფონს მოიხმარს.ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მტკიცებით, უმჯობესია მძღოლი მგზავრს ელაპარაკოსთუნდაც იმიტომ, რომ ეს უკანასკნელიც ადევნებს თვალს გზაზე მიმდინარე მოვლენებს და თუ სიტუაცია დაიძაბება, სულ ცოტა, გაჩუმდება მაინც.

კახა კალაძე

21 აგვისტო 2019, 14:38

საქართველო

კალაძე: ხაზარაძე-ჯაფარიძის საბანკო ანაგრიშების დაყადაღება პოლიტიკას ან ანაკლიას არ უკავშირდება

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღება არც ანაკლიის პორტის მშენებლობას და არც მათ პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობის დათვალიერებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

21 აგვისტო 2019, 14:35

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კმ-ში 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 14:21 საათზე დაფიქსირდა. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ეპიცენტრი დმანისთან იყო, სიმძლავრე კი 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.

დათვი

21 აგვისტო 2019, 14:35

ტაბლოიდი

კანადაში დათვმა ფრანგი მუსიკოსი მოკლა

ფრანგი მუსიკოსის ექსპედიცია კანადაში ტრაგედიით დასრულდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით 44 წლის ჟულიენ გოტიე კანადის ჩრდილოეთით ბუნების ხმების ჩასაწერად გაემგზავრა, რომლებსაც თავის მუსიკაში აქტიურად იყენებდა. ოფიციალური მონაცემებით ბოლო 20 წლის განმავლობაში რეგიონში დათვის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ლაურა ღაჭავა

21 აგვისტო 2019, 14:29

ძალოვნები

ლაურა ღაჭავა უარყოფს, რომ გვარამიას ტელევიზიისთვის ფართი მიჰყიდა

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა უარყოფს, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიისთვის ფართი მისგან შეიძინეს. თუმცა ღაჭავა ადასტურებს, რომ გვარამიასთან ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჰქონდა, მაგრამ უძრავი ქონების ფასზე ვერ შეთანხმდნენ. ლაურა ღაჭავას თქმით, მან ნიკა გვარამიას თბილისში რამდენიმე ადგილზე არსებული ფართი შესთავაზა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.

21 აგვისტო 2019, 14:25

ეკონომიკა

საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი Ryanair-ი შემოვიდა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს ფენებს.

კიმ კარდაშიანი

21 აგვისტო 2019, 14:23

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანი ფოტოშოპის გამოყენებაში ისევ გამოიჭირეს

თაყვანისმცემლებმა კიმ კარდაშიანს ფოტოშოპის წარუმატებელი გამოყენების გამო დასცინეს. საუბარია ფოტოზე, რომელიც რეალითი-შოუს ვარსკვლავმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. ფოტოზე კიმი თავის დასთან, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერ ქალთან კაილი ჯენერთან ერთად არის გამოსახული.