imedi /  30 ოქტომბერი 2019, 16:55 / სანდო წყარო

ინდოელმა ქალმა კანის ფერზე დაცინვის გამო თავი მოიკლა

რასიზმი

21 წლის ინდოელმა ქალმა, სავარაუდოდ, მისი ქმრის მიერ კანის ფერის გამო ხშირად დაცინვისთვის თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რაჯასტანის შტატის პოლიციამ ქალის თვითმკვლელობაზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა მამამ პოლიციაში განაცხადა, რომ ქალს ქმარი ხშირად დასცინოდა და საყვედურობდა მუქი კანის ფერის გამო. 

პოლიციის ცნობით, კაცი ჯერ არ დაუკავებიათ. ბევრი ინდოელი ფიქრობს, რომ ღია ფერის კანი მუქ ფერზე უკეთესია. 

როგორც BBC წერს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ინდოეთში ქალი კანის ფერის გამო თავს იკლავს.

ყველა სიახლე

არჩილ თალკვაძე

06 ივლისი 2020, 20:11

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება იყო სისტემური ამოცანა, რომელიც წარმატებით გადაიჭრა

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეფექტურად ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაო და ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება უზრუნველყო.

დიმიტრი ხუნდაძე

06 ივლისი 2020, 20:10

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, პოლიტიკურ სპეკულაციებზე უარი უნდა თქვან და მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას

„ბევრი პირობის გამო - რომ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, შევინარჩუნოთ არსებული ეპიდვითარება, არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში და ასევე, არჩევნების შემდეგ არ მოგვიწიოს პანდემიის კიდევ უფრო მეტად გამწვავების რეჟიმში ცხოვრება, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციაზე, მათ, ვინც ამით არის დაკავებული, უარი უნდა თქვან და დაგვიჭირონ ექიმებს მხარი ამ ინიციატივაში“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

06 ივლისი 2020, 20:04

პოლიტიკა

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს COVID19-ის პრევენციისთვის დაწესებულ ახალ შეზღუდვებზე აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელის მთავრობამ 6 ივლისს ახალი შეზღუდვები დაამტკიცა.

ნიკოლ ფაშინიანი

06 ივლისი 2020, 19:57

COVID19

სომხეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს

სომხეთის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ტატო ზარქუა

06 ივლისი 2020, 19:50

სამართალი

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული 26 წლის ტატო ზარქუა გათავისუფლდა

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული 26 წლის ტატო ზარქუა, დღეს გალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

ივანე მაჭავარიანი

06 ივლისი 2020, 19:32

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: რეგიონებში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები შეამცირებს შიდა ტურიზმს და უფრო ფრთხილი იქნება ეკონომიკური აქტივობები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, თუ ქვეყანაში COVID19-ის შიდა გავრცელება დაიწყება, ეს ადგილობრივ ტურისტზეც იმოქმედებს და ეკონომიკური აქტივობები უფრო ფრთხილი და შეკავებული გახდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ათასი ტურისტიდან 1% რომ კოვიდინფექციის მატარებელი იყოს, ჩენ ყველა ვარიანტში გვექნება ვირუსის შიდა გავრცელება. თუმცა შეიძლება ეს არის იყოს დიდი და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ იყოს კატასტროფა, ჩვენმა ჯანდაცვამ გაუძლოს და სიკვდილიანობაც დაბალი იყოს.

06 ივლისი 2020, 19:31

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 130 ათასს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 130 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 2 888 635 შემთხვევა დადასტურდა.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე;  პიტერ სიიარტო

06 ივლისი 2020, 19:24

საზოგადოება

პიტერ სიიარტო პატრიარქს: მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, გამოგვეხატა პატივისცემა თქვენს მიმართ და თქვენი ეკლესიის მიმართ

მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, რომ გამოგვეხატა ჩვენი და მთელი უნგრეთის ღრმა პატივისცემა პირადად თქვენს მიმართ და თქვენი ეკლესიის მიმართ, - ამის შესახებ საპატრიარქოში სტუმრობისას უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა. მინისტრის პატრიარქისადმი მიმართვის ტექსტს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 19:18

მსოფლიო

პეკინი ლონდონს ჩინეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს

დიდ ბრიტანეთში ჩინეთის ელჩი ოფიციალურ ლონდონს ჩინეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს.

ივანე მაჭავარიანი

06 ივლისი 2020, 19:17

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ეკონომიკური მიზანშეწონილობით თუ ვისაუბრებთ, ფრენების გახსნა და სტუმრების მიღება ეკონომიკისთვის ნეგატიური იქნება

ეკონომიკური მიზანშეწონილობით თუ ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში ფრენების გახსნა და სტუმრების მიღება ეკონომიკისთვის ნეგატიურ ეფექტს იძლევა, რაც არ უნდა ეს პარადოქსული იყოს დღეს და ვინმეს სისულელედ მოეჩვენოს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს იქნება ნეგატიური, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. თუმცა, მინისტრის თქმით, ამას აქვს პოლიტიკური კომპონენტი და არის შემთხვევები, როდესაც არიან პარტნიორი ქვეყნები, რაც სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ მათთან ე.წ. ნაცვალგების პრინციპი ჰქონდეს.

06 ივლისი 2020, 19:01

COVID19

ისრაელში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელში ახალი კორონავირუსი კიდევ 204 ადამიანს დაუდგინდა, 1 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ უკვე 30 162 შეადგინა. ჯამში, ქვეყანაში ვირუსს 332 ადამიანი ემსხვერპლა, 17 974 კი გამოჯანმრთელდა.

06 ივლისი 2020, 18:55

COVID19

„ზოგი გამარჯვებულია - ზოგი არა“ საქართველო Endcoronaviru-ის წარმატებულ ქვეყანათა ჩამონათვალში მოხვდა

„ზოგი გამარჯვებულია - ზოგი არა“ - ამ სათაურით სტატისტიკურ მონაცემებზე აგებულ დიაგრამებს გამოცემა Endcoronavirus-ი აქვეყნებს. „გამარჯვებულთა“ სიაში საქართველოც მოხვდა.

ივანე მაჭავარიანი

06 ივლისი 2020, 18:53

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: საქართველოს რეგიონებში ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად ისვენებენ ისე, რომ შიში არ აქვთ და მინიმალურ სიფრთხილეს იჩენენ

დღეს პრაქტიკულად Covid19-ისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ - ბოლო ორი კვირის შემთხვევები პრაქტიკულად არის საზღვარზე დაფიქსირებული და ქვეყანაში შიდა გადაცემა არ არსებობს. ამ მომენტისთვის, როცა შიდა გადაცემა არ არის, პრაქტიკულად ვართ კოვიდისგან თავისუფალი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ტურისტები უსაფრთხოდ მოგზაურობენ. „დღეს თქვენ ნახავთ რეგიონებში, იქნება ეს აჭარა, გურია, კახეთი, მთიანი რეგიონები, სვანეთი, ჩვენი მოქალაქეები მიდიან, ისვენებენ ისე, რომ არანაირი შიში არ აქვთ. პრაქტიკულად მინიმალურ სიფრთხილეს იჩენენ. ჩვენ სულ მოვუწოდებთ, რომ დაიცვან წესი. მაგრამ რომ გახვალთ, ნახავთ, რომ ღიად ხდება კონტაქტი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

06 ივლისი 2020, 18:49

საზოგადოება

ტელეფონის აღმოჩენის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნეს

გამოცდის ბოლოსკენ დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც, სამწუხაროდ, ტელეფონის აღმოჩენის შემთხვევის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა, - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი

06 ივლისი 2020, 18:44

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ყველაზე ოპტიმისტური შედეგით, ქვეყანაში სავარაუდოდ წლის ბოლომდე 50 ათასი ტურისტი შემოვა

ყველაზე ოპტიმისტური შედეგით, ქვეყანაში სავარაუდოდ წლის ბოლომდე 50 ათასი ტურისტი შემოვა. არა ივლის-აგვისტოში, არამედ წლის ბოლომდე ეს არის მაქსიმუმი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი

06 ივლისი 2020, 18:41

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ხშირად ისმის სპეკულაცია - ევროკავშირს არ უხსნით საზღვრებს? ეს არ არის კითხვა - გვინდა თუ არა ევროკავშირში ან ნატოში

საზღვრების გახსნაზე ოპოზიციონერების განცხადებებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სპეკულაციას უწოდებს. მინისტრი განმარტავს, რომ სიფრთხილეა საჭირო და ეს არის კლასიკური, ტექნოკრატული საკითხი ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. „ხშირად ისმის სპეკულაცია, მათ შორის ოპოზიციონერებისგან - ევროკავშირს არ უხსნით საზღვრებს? ეს არ არის პოლიტიკური დაპირისპირება, ეს არ არის კითხვა - გვინდა თუ არა ევროკავშირში, გვინდა თუ არა ნატოში. ეს არის კლასიკური, ტექნოკრატული შეკითხვა ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ის, რომ „ევროკავშირმა გაგვიხსნა საზღვრები და თქვენ არ ხსნით“, მინიმუმ სპეკულაცია ან სისულელეა და მგონია, რომ ასეთი სულელებიც არ არიან, ამიტომ, მგონია, რომ მაინც სპეკულირებენ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ვიქტორია ჰორვატი; პიტერ სიიარტო; კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

06 ივლისი 2020, 18:40

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვიქტორია ჰორვატი და მათი თანმხლები პირები მიიღო, - ამის შესახხებ ინფორმაციას საქართველოს პატრიარქო ვებ-გვერდზე ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 18:38

საზოგადოება

გრიგოლეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში თურქი სპეციალისტები კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთვებიან

გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში დამატებითი პერსონალი კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთვება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ გაჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა.

06 ივლისი 2020, 18:37

COVID19

ესპანეთში კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 297 600-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 442 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 17 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 297 625 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 28 385 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

06 ივლისი 2020, 18:34

მსოფლიო

ბელგიის სამეფო გარე საზღვრებს არ ხსნის

ბელგიის სამეფო გარე საზღვრებს არ ხსნის. ბელგიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე მინისტრთა კაბინეტმა დღეს იმსჯელა და ევროკავშირის საბჭოს მიერ შედგენილი სარეკომენდაციო სია არ გაიზიარა. ბელგიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საზღვრების გახსნა ნაადრევია. მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის ბელგიის საზღვრის გახსნის სავარაუდო თარიღი არ სახელდება. გავრცელებული ცნობების თანახმად, თუ მეზობელი ქვეყნები ევროკავშირის საბჭოს შედგენილ სიაში შესული ქვეყნების მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთის ნებას დართავენ, მაშინ ბელგია საზღვარზე კონტროლს გაამკაცრებს, რომ მესამე ქვეყნების მოქალაქეები ბელგიის ტერიტორიაზე არ მოხვდნენ.