imedi /  03 მაისი 2019, 12:35 / სანდო წყარო

ინგუშეთის დედაქალაქში ცხოველების ცირკი აიკრძალა

ინგუშეთის დედაქალაქის მერმა ბესლან ცეშოევმა მაგასის ცირკში ცხოველებით სანახაობის მოწყობა აკრძალა, რადგან მათი არსებობის პირობები სტანდარტებს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ქალაქი 6 მაისს ცირკ-შაპიტოს მიღებას აპირებდა, მაგრამ ამ საკითხის გამოკვლევის შემდეგ გადაწყდა, რომ ცირკი ცხოველებისთვის უსაფრთხო ადგილი არ არის. „ცხოველი - ეს გასართობი ობიექტი და უსულო სათამაშო არ არის. ესენი არიან ცოცხალი არსებები, რომლებიც ველურ ბუნებაში უნდა ბინადრობდნენ“, - განაცხადა მერმა. 

ინიციატივის შემდეგ, ქალაქის მასშტაბით ბაღებსა და სკოლებში აჩვენებენ ფილმებს, რომელშიც ჰყვებიან გარემოზე და ცხოველებზე ზრუნვის მსოფლიო მნიშვნელობაზე.

ყველა სიახლე

ენცო ზიდანი

17 ივლისი 2019, 09:36

სპორტი

ზიდანის შვილი პორტუგალიის „ავეშში“ გადავიდა

"რეალის" მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის შვილი, ნახევარმცველი ენცო ზიდანი პორტუგალიის "ავეშში" გადავიდა. ენცომ "ავეშთან" ორსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე 24 წლის ფეხბურთელს "ლოზანასთან" ხელშეკრულება დაუსრულდა და თავისუფალი იყო.

17 ივლისი 2019, 09:30

ძალოვნები

მშენებარე კორპუსში მუშის დაღუპვის საქმეზე გამოკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა

გარდაცვლილი მუშა არასრულწლოვანი იყო. შრომის უსაფრთხოების შესახებ არსებული ორგანული კანონის მიხედვით კი, დამსაქმებელი ვალდებულია, არ დაასაქმოს არასრულწლოვანი თავის ობიექტზე, მომატებული საფრთხის შემცველ და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე.

17 ივლისი 2019, 09:24

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 მოქალაქის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდად დღეს იმსჯელებს

მათ ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად უკვე წარუდგინა. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას ედავება, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

17 ივლისი 2019, 09:19

ვიდეო

#spendyoursummeringeorgia 🇬🇪 მიმართულება შემდეგი - კახეთი🚩

ალეხანდრო ტოლედო

17 ივლისი 2019, 09:18

მსოფლიო

პერუს ექსპრეზიდენტი აშშ-ში დააკავეს

როგორც პერუს პროკურატურაში განმარტეს დაკავება ექსტრადირებას უკავშირდება, რადგან მას სამშობლოში კორუფციაში ადანაშაულებენ. კერძოდ კი, ერთ-ერთი კომპანიისგან $20 მილიონის აღებას ედავებიან. პერუს ექსპრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს. ის აშშ-ში მიწვეული პროფესოროს სტატუსით სეტნფორდის უნივერსიტეტში მუშაობდა.

სემ სმითი

17 ივლისი 2019, 09:06

ტაბლოიდი

ინგლისელმა მომღერალმა სემ სმითმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა. ფოტოები

გასულ წელს ინგლისელი მომღერალი სემ სმითი თავის სექსუალურ ორიენტაციაზე საჯაროდ ალაპარაკდა და განმარტა, რომ თავს ხანდახან ქალად გრძნობს და სქესის შეცვლაზეც ფიქრობს. "ხანდახან როგორც ქალი ისე ვფიქრობ და ვუსვამ კითხვას საკუთარ თავს: სქესი შევიცვალო?“, - განაცხადა მსახიობთან ინტერვიუში.

ავრილ ლავინი

17 ივლისი 2019, 09:00

კულტურა

ავრილ ლავინმა სიმღერაზე I Fell in Love with the Devil კლიპი გამოუშვა

კანადელი მომღერალი სიყვარულს ეშმაკს უხსნის. კადრებში მას ხელში ჯვარი უკავია და კუბოში წევს. ასევე რამდენიმე ლუქი აქვს მორგებული. I Fell in Love with the Devil ავრილ ლავინის მეექვსე სტუდიური ალბომის Head Above Water მეოთხე სინგლია.

კრიპტოვალუტა

17 ივლისი 2019, 08:48

ტექნოლოგიები

აშშ-ის სენატში Facebook-ს კრიპტოვალუტის პროექტის გამო აკრიტიკებენ

სენატორები ამბობენ, კომპანია რამდენიმე სკანდალის შემდეგ მათ ნდობას არ იმსახურებს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ Facebook-ის ციფრული ვალუტა 2020 წლიდან გამოჩნდება ბაზარზე. მისი მეშვეობით ანგარიშსწორება Facebook-ის აპლიკაციებით, მათ შორის WhatsApp-ითაც იქნება შესაძლებელი.

რაშიდა ტლაიბი, აიანა პრესლი, ილჰან ომარი და ალექსანდრია ოკასიო-კორტესი

17 ივლისი 2019, 08:37

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა კონგრესმენი ქალების მიმართ ტრამპის ქმედებებს გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სიმბოლურად რეზოლუციაც მიიღო, რომელშიც პრეზიდენტის რასისტულ კომენტარებს აკრიტიკებენ. ტრამპს რასიზმსა და ქსენოფობიაში ღიად ადანაშაულებენ. თუმცა, ქვეყნის პირველი პირი ამ ბრალდებებს უარყოფს.

სერგეი ლავროვი

17 ივლისი 2019, 08:25

საქართველო

ლავროვი: თუ საქართველო საფრთხეებს აღკვეთს, რუსეთის ზომები გადაიხედება

"ისინი ნაკლებად ფიქრობენ იმ ზიანზე, რომელსაც თავიანთი ქმედებებით თავიანთ ქვეყანას აყენებენ. ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს“, - განაცხადა ლავროვმა.

17 ივლისი 2019, 08:13

საქართველო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს მოუსმენენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარბაზში პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა ექნებათ ოდირის სადამკვირვებლო მისიას, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მოსმენის პროცესი 11:00 საათიდან დაიწყება.

იუსტიციის სახლი

17 ივლისი 2019, 08:06

ეკონომიკა

მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია

თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 16 ივლისს, 24:00 საათიდან, მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

17 ივლისი 2019, 01:03

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი იქნება

გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 ივლისი 2019, 00:54

მსოფლიო

დემოკრატი კონგრესმენი ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

ელ გრინის მოსაზრებით, იმპიჩმენტის პროცედურა ტრამპის მიერ ქალი კონგრესმენების წინააღმდეგ გამოთქმული რასისტული მოსაზრებების გამო უნდა დაიწყოს. "ის აშკარად აკეთებს რასისტულ კომენტარებს და ჩნდება კითხვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით?", - ამბობს კონგრესმენი ელ გრინი.

მთვარის დაბნელება

17 ივლისი 2019, 00:38

ტექნოლოგიები

მსოფლიოში მთვარის დაბნელებას აკვირდებიან. LIVE

მთვარის დაბნელების ნახვა, კარგი ამინდის პირობებში, შესაძლებელია აფრიკის კონტინენტიდან, ევროპის გარკვეული და აზიის უდიდესი ნაწილიდან, ასევე სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილსა და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში. მთვარის სრულ დაბნელების პროცესი უკვე დაწყებულია.

„ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტა

17 ივლისი 2019, 00:32

მსოფლიო

სალვინი: პოლიციის მიერ ნაპოვნი რაკეტა ჩემი მკვლელობის მომზადებას უკავშირდება

იტალიის ვიცეპრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ნაციონალისტური პარტია „ლიგას“ ლიდერი მატეო სალვინი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ტურინში ამოღებული იარაღის არსენალი, მათ შორის „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტა უკრაინელთა ჯგუფის მიერ მისი მკვლელობის მომზადებას უკავშირდება.

ჩაი

17 ივლისი 2019, 00:15

ტაბლოიდი

ბუკინგემის სასახლესთან 1 ფინჯანი იშვიათი სახეობის ჩაი 200 დოლარი ღირს

ჩაი შრი-ლანკის მაღალ მთებშია მოყვანილი. Golden Tips-ი ჩაის კრეფის სპეციალისტების მიერ ხელით არის შეგროვებული და ხავერდოვან ქსოვილზეა გამომშრალი. ძვირადღირებული ჩაი მხოლოდ სასტუმრო The Rubens-შია ხელმისაწვდომი. მისი დაგემოვნება ბუკინგემის სასახლის ხედებით ტკბობასთან ერთად არის შესაძლებელი.

ამოღებული ნარკოტიკი

16 ივლისი 2019, 23:59

მსოფლიო

ბრაზილიელებმა სარეცხი ფხვნილის ყუთებში კოკაინი აღმოაჩინეს

ჩხრეკის შედეგად პოლიციელებმა 50 კილოგრამი კოკაინის პასტა ამოიღეს, რომლისგანაც 200-ზე მეტი კილოგრამი კოკაინის დამზადება შეიძლება. გამოძიების ვერსიით, ნარკოტიკებით სავსე ყუთები მაღაზიის დახლებზე შემთხვევით მოხვდა, სუპერმარკეტის მფლობელი კი ამ ბიზნესს ფულის გასათეთრებლად იყენებდა.

ზღვა

16 ივლისი 2019, 23:48

მსოფლიო

საფრანგეთში რამდენიმე სანაპირო ტოქსიკური წყალმცენარის მომრავლების გამო დახურეს

საფრანგეთში, სენ-ბრიეს ირგვლივ მდებარე 6 სანაპირო ზოლი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის დროებით დახურეს. ამის მიზეზი ზღვის წყალმცენარის ულვას ფართოდ გავრცელებაა, რომელიც სანაპირო ზოლზეა მოდებული. ადგილობრივი ორგანიზაციები ამ წყალმცენარეს ორი ადამიანის დაღუპვასაც უკავშირებენ.

„საბურთალო“ - „შერიფი“

16 ივლისი 2019, 23:31

სპორტი

„საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა

„საბურთალო“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ტირასპოლის „შერიფთან“ 1:3 დამარცხა, თუმცა პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე ორი მატჩის ჯამში 4:3 გაიმარჯვა და ეტაპზე გავიდა.