Imedi /  04 მაისი 2019, 08:52 / სანდო წყარო

ტაილანდის მეფის სამდღიანი კორანაცია დაიწყო

ტაილანდის მეფე მაჰა ვაჟირალონგკორნის კორონაცია

ტაილანდის მეფის კორონაცია

ტაილანდში მეფე მაჰა ვაჟირალონგკორნის სამდღიანი მეფედ კურთხევის ცერემონია დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.

მაჰა ვაჟირალონგკორნი (რამა X) ტახტზე მას შემდეგ ავიდა, რაც მისი მამა გარდაიცვალა. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ტაილანდის მეფემ გენერალზე იქორწინა. მანამდე სუდიტა ვაჟირალონგკორნი ბორტგამცილებლად, შემდეგ კი მეფის პირადი დაცვის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 

ტაილანდის მეფე ქორწინებაში მთლიანობაში სამჯერ იყო, საიდანაც მას 7 შვილი ჰყავს.

ყველა სიახლე

51-ე სკოლა

20 მაისი 2019, 17:27

ძალოვნები

რას ჰყვებიან თვითმხილველები 51-ე სკოლის მოსწავლეების ჩხუბზე

„ქრონიკის“ ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში მოზარდები ერთმანეთს 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუპირისპირდნენ. თვითმხილველების განცხადებით, დაპირისპირება კამათს მოჰყვა. სკოლის მიმდებარე ეზოში რამდენიმე მოსწავლე ყვირილით შევარდა. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2019, 17:22

მსოფლიო

რა ქონებას ფლობს საქართველოში უკრაინის ახალი პრეზიდენტი

20 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკსიმ 2018 წლის შემოსავლების შესახებ დეკლარაცია გამოაქვეყნა. როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკის დეკლარაციაში სხვა ქონებასთან ერთად მითითებულია სასტუმროს 5 ნომერი საქართველოში.

მამუკა მდინარაძე

20 მაისი 2019, 17:19

საქართველო

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილს და მის ოჯახს მოუწია აღიარება, რომ მაიამიში მრავალმილიონიანი ქონება მათ ეკუთვნით

მდინარაძის არით, რამდენიმე კვირიანი დუმილის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ახალი პიარ სტრატეგია მოიფიქრა, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მაიამის ბინა მის ბიძას ეკუთვნის. "არსებობს უტყუარი დადასტურებული ფაქტი, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და ეს ქონება რა გზით არის მოპოვებული არის მარტივი კითხვა, რომელზეც საზოგადოებას ექნება თავად პასუხი" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპროტესტო აქცია სასამართლოს შენობასთან

20 მაისი 2019, 17:10

მსოფლიო

სომხეთის სასამართლოებთან ფაშინიანის მომხრეების საპროტესტო აქციები დასრულდა

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ქვეყნის სასამართლოების შენობების შესასვლელების ბლოკირება დაასრულეს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად ფაშინიანი წერს. მან ასევე ბოდიში მოუხადა სომხეთის ყველა მოქალაქეს, რომლებმაც დღეს სასამართლოებში საკუთარი საქმეების განხილვაზე დასწრება ვერ შეძლეს.

ალენ დელონი

20 მაისი 2019, 16:56

კულტურა

კანის ფესტივალზე ალენ დელონს საპატიო ოქროს პალმის რტო გადასცეს

კანის 72-ე კინოფესტივალზე საპატიო ოქროს პალმის რტო კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის ალენ დელონს გადასცეს. 83 წლის ფრანგმა მსახიობმა ჯილდო საკუთარი შვილისგან, ანუშკასგან მიიღო, რომელიც ასევე მსახიობი. კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული.

თამარ ჩუგოშვილი

20 მაისი 2019, 16:54

საქართველო

ჩუგოშვილი: ოპოზიციისა და საზოგადოების სურვილები ერთმანეთს სერიოზულად არის აცდენილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის სურვილები და საზოგადოების სურვილები ძალიან სერიოზულადაა ერთმანეთს აცდენილი. ჩუგოშვილის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რეკლამა

20 მაისი 2019, 16:53

ეკონომიკა

მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8%-ითაა გაზრდილი

"აღნიშნული მაჩვენებელი იმ არხებს ეხებათ, რომლებსაც 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სხვა კომპანიებთან შედარებით, ყველაზე მეტი შემოსავალი დაუფიქსირდათ: იმედი, რუსთავი 2, GDS, სილქნეტი, ტელეკომპანია პირველი გასართობი,"- წერია განცხადებაში.

სან-ფრანსიცკო

20 მაისი 2019, 16:48

ეკონომიკა

ცნობილია ქალაქი სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია

აშშ-ში ქალაქი სან-ფრანცისკო პირველ ადგილზე გავიდა ხელფასების მოცულობით. გამოცემა Bloomberg-ის გამოკითხვით, სან-ფრანცისკოში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასებია. მეორე ადგილზეა შვეიცარიის ქალაქი ციურიხი, ხოლო მესამეზე ნიუ-იორკი. ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქალაქების რეიტინგში შევიდა ბოსტონი, ჩიკაგო, სიდნეი, ოსლო, კოპენჰაგენი, მელბურნი და ლონდონი.

20 მაისი 2019, 16:46

ძალოვნები

კუს გადაგდების ამსახველ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, რომ ბიჭი მაღალსართულიანი შენობიდან კუს აგდებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

რობერტ სმიტი

20 მაისი 2019, 16:32

ტაბლოიდი

ამერიკელი მილიარდერი სტუდენტებს ვალის გადახდაში დაეხმარება

ბიზნესმენი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში მდებარე ვაჟთა კოლეჯს ეწვია. სმიტის თმით, ის გახსნის ფონდს, რომელიც ისტორიულად აფროამერიკული კოლეჯის სტუდენტებს ვალს გადაუხდის. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა დასჭირდება 396 ბოლოკურსელის ვალის გადახდას. სავარაუდოდ, მილიარდელს რამდენიმე მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

სტანისლავ კარჩევსკი

20 მაისი 2019, 16:26

საქართველო

საქართველოს დღეს პოლონეთის სენატის მარშალი ეწვევა

დაგეგმილია პოლონეთის სენატის მარშალის შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. სტანისლავ კარჩევსკი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ლეხ კაჩინსკის მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.

20 მაისი 2019, 16:23

მსოფლიო

ირანის საგარეო მინისტრი ტრამპს: პატივი ეცით ისტორიას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „გენოციდის მაპროვოცირებელი“ ფრაზების გამოყენებისგან თავის შეკავება ურჩია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ თუ ირანს ბრძოლა სურს, ეს ქვეყნისთვის ოფიციალური დასასრული იქნება.

შრი-ლანკის პოლიცია

20 მაისი 2019, 16:21

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების საქმეზე 89 ადამიანი დააკავეს

ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. „მათგან 69-სთან მიმართებაში გამოძიებას სისხლის სამართლის დანაშაულის სამმართველო აწარმოებს, კიდევ 20-თან მიმართებაში კი ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველო მუშაობს“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის პრესმდივანმა რუვან გუნასეკარამ.

კურტ კობეინი

20 მაისი 2019, 16:15

ტაბლოიდი

კურტ კობეინის ჟაკეტი აუქციონზე $75 ათასად გაიყიდა

ჯგუფ „ნირვანას“ ვოკალისტის კურტ კობეინის ლურჯი ჯაკეტი (კარდაგანი), რომელიც მას ბოლო ფოტოსესიაზე 1993 წელს ეცვა აუქციონზე $75 ათასად გაიყიდა. ჟაკეტის საწყისი ფასი $10 ათასი იყო. ჟაკეტი კობეინის თვითმკვლელობიდან 25 წლის შემდეგ გაიყიდა. მომღერალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით, 1994 წლის 5 აპრილს დაასრულა. ის 27 წლის იყო.

თორნიკე ხაბაზი ავთანდილ ფირანიშვილი

20 მაისი 2019, 16:14

სპორტი

საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ველოსპორტსმენებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს

შეჯიბრის გამარჯვებული საერთო ჩათვლაში თორნიკე ხაბაზი გახდა. მან პროლოგსა და ინდივიდუალურ რბოლაში პირველი ადგილი დაიკავა. მე-2 ადგილზე გავიდა ავთანდილ ფირანიშვილი. საერთაშორისო ტურნირში 7 ქვეყნის 22 გუნდი და 75 სპორტსმენი მონაწილეობდა.

Huawei Play Store

20 მაისი 2019, 16:05

ტექნოლოგიები

რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ Huawei-ს მფლობელებს

რა ხდება სინამდვილეში: Google-მა განმარტა, რომ Huawei-ს სმარტფონების ამჟამინდელი მფლობელებს პრობლემა არ შეექმებათ. კერძოდ, ისინი Google Play-ზე წვდომას შეინარჩუნებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ შეძლებენ აპლიკაციების განახლებას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

20 მაისი 2019, 16:00

ეკონომიკა

გორის, ქობულეთისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა 22 მაისიდან დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში - გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

20 მაისი 2019, 15:48

ეკონომიკა

ვინ მოამარაგებს საკვებით საბავშვო ბაღებს

თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტების შეძენა ჯერჯერობით თავად მოუწევთ, - ამის შესახებ imedinews-ს თბილისის მერიაში განუცხადეს. მათი განმარტებით, მერია რამდენიმე ახალ კომპანიასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

51-ე სკოლა

20 მაისი 2019, 15:33

ძალოვნები

51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა

ამ ეტაპზე დაჭრილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბოლო ზარის“ ღონისძიება მიმდინარეობდა.

ბრაზილია

20 მაისი 2019, 15:33

მსოფლიო

ბრაზილიაში ბარზე თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა

შეიარაღებული პირები ნიღბებით, ბრაზილიის ქალაქ ბელემში გუამას რაიონში ბარს დაესხნენ და 11 ადამიანი მოკლეს. თვითმხილველების ცნობით, თავდასხმის დროს 5 ქალი და 6 კაცი მოკლეს. გასროლა არ ყოფილა მიზანმიმართული. გუამა ბელემში ყველაზე სასტიკ და საშიშ რაიონად ითვლება. გაზრდილი კრიმინალის ფონზე ბრაზილიის ხელისუფლებამ ქვეყანაში იარაღის იმპორტი გაამარტივა.