imedi /  14 მაისი 2019, 10:29 / სანდო წყარო

NYT: აშშ ირანის შესაჩერებლად ახლო აღმოსავლეთში სამხედროების გაგზავნას გეგმავს

ირანი

აშშ-ის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში 120 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნის გეგმას განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი ამერიკელ სამხედროებს დაესხმება თავს ან ბირთვულ იარაღზე მუშაობას დააჩქარებს. ამის შესახებ New York Times-ი აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ეს გეგმა 9 მაისს დონალდ ტრამპის თანაშემწეების სხდომაზე პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა წარადგინა.

წყაროს ინფორმაციით, გეგმა ირანში სახმელეთო შეჭრას არ ითვალისწინებს, რადგან ამისთვის უფრო მეტი სამხედრო იქნებოდა საჭირო.

8 მაისს ირანმა ბირთვული შეთანხმების ორი პუნქტის შესრულებაზე უარი განაცხადა, 11 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სპარსეთის ყურეში სარაკეტო სისტემა და ხომალდი გაგზავნა.

რატომ გამწვავდა კონფლიქტი აშშ-ს და ირანს შორის, ამ თემაზე ვრცელი სტატია შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ. 

ყველა სიახლე

18 ივლისი 2024, 11:23

სამართალი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ედიშერ გვენეტაძე

18 ივლისი 2024, 11:22

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: საქართველოს მოსახლეობავ, ხომ ხედავთ, თუ დავდგებით მტკიცედ და მყარად, როგორც დგას საქართველოს ხელისუფლება, მტერიც და მოყვარეც ანგარიშს გაგვიწევს, როგორც ამ შემთხვევაში

თურმე, ისე არ ყოფილა საქმე საქართველოში, როგორც აქამდე სახ.დეპარტამენტის წარმომადგენელი ბ-ნი მილერი და მათ თანამეინახენი სახავდნენ! თურმე, ნუ იტყვით და საქართველოსაც ჰქონია მიღწევები, რასაც აგერ დღისით-მზისით თავისივე პირით ცალსახად აღიარებენ და ღაღადებენ! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ.

18 ივლისი 2024, 11:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკრებს შეხვდა. აკადემიაში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.

ჯო ბაიდენი

18 ივლისი 2024, 11:18

არჩევნები ამერიკაში

დემოკრატების წინასაარჩევნო ღონისძიება ლას-ვეგასში ჯო ბაიდენის ავადმყოფობის გამო გაუქმდა

დემოკრატების წინასაარჩევნო ღონისძიება ლას-ვეგასში ჯო ბაიდენის ავადმყოფობის გამო გაუქმდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კოვიდ-19 უკვე მესამედ დაუდასტურდა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ცნობით, მას ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

18 ივლისი 2024, 11:17

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი სამეგრელოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან - იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, სამეგრელოში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ილია დარჩიაშვილი

18 ივლისი 2024, 11:07

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრებს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ თავისი განსაკუთრებული როლი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკაში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს. სამიტი გაერთიანებულ სამეფოში იმართება და ის ერთ საათში დაიწყება. საქართველოს როლი, შესაძლებლობები და სარგებელი, რომელიც შესაძლებელია ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირს მოუტანოს - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის თქმით, სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ირაკლი კობახიძე მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.

დავით ჩიხელიძე

18 ივლისი 2024, 11:01

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო. დიახ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა ძალადობრივი სისტემა, რომელმაც მოკლა ბიზნესი (არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე) და გააღარიბა ადამიანები, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ნინო ფოჩხუა

18 ივლისი 2024, 10:59

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშზე: გუშინ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი სპიკერისგან მოდიოდა დაუმსახურებელი, სიცრუეზე აგებული, ხელისუფლების დამუნათება, სიმართლემ ბოლოს მაინც იპოვა თავისი გზა

აი ასეა, როცა ამდენი შიდა და გარე მტრების გარემოცვაში ხელისუფლება ახერხებს და ავითარებს ქვეყანას, როცა სიმართლეზე დგას მისი ყველა მოქმედება, როცა გუშინ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი სპიკერისგან მოდიოდა დაუმსახურებელი, სიცრუეზე აგებული, ხელისუფლების დამუნათება, სიმართლემ ბოლოს მაინც იპოვა თავისი გზა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა.

18 ივლისი 2024, 10:45

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: საქართველომ თავი უნდა დააღწიოს გლობალური ომის პარტიის შანტაჟის პოლიტიკას, უნდა გავთავისუფლდეთ იმ თავსმოხვეული პროპაგანდისგან, რომ თითქოს ერთადერთი ხსნა რომელიმე ალიანსის ან კავშირის წევრობაა

საქართველომ თავი უნდა დააღწიოს გლობალური ომის პარტიის შანტაჟის პოლიტიკას, უნდა გავთავისუფლდეთ იმ თავსმოხვეული პროპაგანდისგან, რომ თითქოს ერთადერთი ხსნა რომელიმე ალიანსის ან კავშირის წევრობაა, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საზოგადოებრივმა მოძრაობამ - „ერთიანი ნეიტრალური საქართველო” გაავრცელა.

დავით ქართველიშვილი

18 ივლისი 2024, 10:37

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ" (NSA) მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც ბაიდენის გარემოცვას ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან აკავშირებს

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ დასავლურ მედიაში გავრცელებულ ახალ მასალებს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ბაიდენის გარემოცვაც არის ეჭვმიტანილი, რაც, დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ძვირად დაუჯდება.

18 ივლისი 2024, 10:23

მსოფლიო

„ცაჰალი“: ისრაელის არმიამ „ჰამასის“ საზღვაო ძალების უფროსი და კიდევ ერთი პირი მოკლა

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ქალაქ ღაზაში „ჰამასის“ საზღვაო ძალების მეთაური ანას მურადის ლიკვიდაცია მოახდინა. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალი“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული. „ისრაელის თავდაცვის არმიისა და ისრაელის კოსმოსური სააგენტოს დაზვერვის მეშვეობით ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაში ისლამური ჯიჰადის საზღვაო ძალების მეთაური ანას მურადი მოკლეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

18 ივლისი 2024, 10:20

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როდესაც სამშვიდობო ინიციატივების გამო ორბანს თავმჯდომარეობის ჩამორთმევით ემუქრებიან, რა მდგომარეობაში იქნება საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის არგახსნის გამო, რთული წარმოსადგენი არ არის

როდესაც სამშვიდობო ინიციატივების გამო ორბანს თავმჯდომარეობის ჩამორთმევით ემუქრებიან, რა მდგომარეობაში იქნება საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის არგახსნის გამო, რთული წარმოსადგენი არ არის, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ავრცელებს.

18 ივლისი 2024, 10:11

რეგიონი

ლაკბეს წყალსაცავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ლაკბეს წყალსაცავზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულთან ერთად დაათვალიერა.

ზურაბ ქადაგიძე

18 ივლისი 2024, 10:03

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე: თავისუფლების მოედანი კი არა, ღრმა ღელე ხართ და ერთადერთი მშველელი გახარია დაგრჩათ, იქნებ თავის თავზე აიღოს თქვენი განწირული ბედისწერა

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ პარტია „ლელო“ ანა დოლიძის პარტიასთან „ხალხისთვის“ და მოძრაობასთან „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდა.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 09:59

პოლიტიკა

გიორგი გაბიტაშვილი: 11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას

გენერალური პროკურორობის კანდიდატი გიორგი გაბიტაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით წარსდგა. გიორგი გაბიტაშვილმა კომიტეტის სხდომის დამსწრეებს პროკურატურის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე მისი ხედვა გაუზიარა.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 09:57

პოლიტიკა

გიორგი გაბიტაშვილი: საერთაშორისო დონეზე პოზიტიური ვალდებულებების კარგი შესრულების პრაქტიკა იყო და იქნება პროკურატურის პრიორიტეტი

„მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ სამართლებრივი თანამშრომლობა ევროჯასტთან, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან და ევროკავშირის პროკურატურასთან. ასევე, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს შედეგიანი თანამშრომლობა GRECO-სთან, გაეროს, ევროსაბჭოს და ევროკავშირის რელევანტურ სტრუქტურებთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტებთან. სისტემური რეფორმების, გამოცდილების გაზიარებისა და სწრაფი მართლმსაჯულების აღსრულებისთვის, უნდა გაიზარდოს ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების ორმხრივი ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოების რიცხვი“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 09:55

პოლიტიკა

გიორგი გაბიტაშვილი: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას უკვე წლებია ახორციელებს. ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირთა, ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერების მიმართ დევნის და მსჯავრდების მაჩვენებელი - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

18 ივლისი 2024, 09:43

პოლიტიკა

გიორგი გაბიტაშვილი: თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს, რაც ამ კატეგორიის საქმეებზე სპეციალიზაციის სტანდარტის შემოღებას, თაღლითობის სახეების სწორად სამართავად სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას და საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინირებულ საქმიანობას მოიცავს, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 09:40

სამართალი

გიორგი გაბიტაშვილი: ვიმედოვნებ, ერთად შევძლებთ მსხვერპლი ბავშვების დაცვას მეორეული ვიქტიმიზაციისგან

ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მსხვერპლი და მოწმე ბავშვების დაცვა, მათ შორის, სქესობრივი ძალადობისა და ექსპლუატაციისგან, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გავრცელებისგან. აუცილებელია, გაგრძელდეს მსგავსი დანაშაულების ანალიზი და შენარჩუნდეს მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

18 ივლისი 2024, 09:36

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება

დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება. პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელებულმა ტრამპმა გენერალური რეპეტიცია გაიარა. მას ღონისძიების ორგანიზატორებმა სცენა და გამოსვლის სცენარი გააცნეს. ტრამპის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად, რესპუბლიკელთა ნაციონალური ყრილობის დელეგატები ყურზე დოლბანდ აფარებულები მივიდნენ. ტრამპის გამოსვლამდე პარტიის დელეგატებს ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე წარდგენილმა ჯეიმს დევიდ ვენსმა. მიმართა.