imedi /  16 მაისი 2019, 12:18 / სანდო წყარო

ავსტრიის დაწყებით სკოლებში ჰიჯაბის ტარება აიკრძალა

ჰიჯაბი

ავსტრიის ორპალატიანმა პარლამენტმა დაწყებით სკოლებში მუსლიმური თავსაბურავის, ჰიჯაბის ტარების აკრძალვაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

კანონის თანახმად, სამოსის ტარება, რომელიც ნაკარნახევია იდეოლოგიური თუ რელიგიური მოსაზრებებით და თავის დაბურვას გულისხმობს, აკრძალულია. 

კანონი არ ვრცელდება ებრაულ ქუდზე, კიპაზე. კანონის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმებია გათვალისწინებული 440 ევროს ოდენობით. კანონის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოშია შესაძლებელი. 

ყველა სიახლე

19 მაისი 2019, 10:00

ტაბლოიდი

„სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი ნიუ-იორკის საკონდიტროში ტკბილეულით აღნიშნეს

ყველაზე პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი ნიუ-იორკის ერთ-ერთ საკონდიტროში საგანგებო ტკბილეულით აღნიშნეს. ლიმონის კექსი ყინულოვანი მინანქრით და კენკრის შიგთავსით და თანაც დრაკონის კვერცხის ფორმით ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა . ნუგბარმა არნახული რაოდენობის მომხმარებელი მიიზიდა.

19 მაისი 2019, 09:59

საქართველო

ხულოში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

„ყველაზე უკეთ ვიცი რა პრობლემებია ხულოში, რა არის გასაკეთებელი და საჭირო, რა უნდა გაკეთდეს რომ ხულო იყოს წარმატებული, თვითმართველობა იყოს ძლიერი და ის საქმე კეთდებოდეს რაც არის ხალხის მოთხოვნა. ჩემი არჩევის შემთხვევაში მე ვიქნები ყველას მერი. ჩვენ არ გვჭირდება პრობლემების ახლიდან შესწავლა. გვაქვდ კონკრეტული გეგმა და გავაგრძელებთ მუშაობას,"- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ

19 მაისი 2019, 09:44

სპორტი

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის თასი მოიგო

საფეხბურთო კლუბმა „მანჩესტერ სიტიმ“ 18 მაისს, ინგლისის თასის ფინალი მოიგო. „მანჩესტერ სიტიმ“ „უოტფორდი" (6:0) დაამარცხა. საფეხბურთო მატჩში ანგარიში დავიდ სილვამ გახსნა, 12 წუთში კი სტერლინგმა ანგარიში ორამდე გაზარდა. კიდევ ოთხი გოლი მანჩესტერელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს: 61-ე და 68-ე წუთებზე კევინ დე ბრუინმა და გაბრიელ ჟეზუსმა

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2019, 09:43

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ზუგდიდში დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს

დღეს ზუგდიდში ფიქსირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების არაპროპორციული კონცენტრაცია. შესაბამისად, არსებობს დესტრუქციის გარკვეული საფრთხე, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის განმარტებით, წინასაარჩევნო პროცესებმა ორი თვის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთმა მხარემ სცადა პროცესში ხელოვნურად არეულობის შეტანა.

19 მაისი 2019, 09:30

საქართველო

ზუგდიდში პირველი ამომრჩევლის სტატუსისთვის მოქალაქეებმა იჩხუბეს

„შვიდის ნახევარზე ვიყავი აქ, მაგი მოვიდა რვის ნახევარზე და მეჩხუბა. რატო უნდა მეჩხუბო? პირველი, რომ მოვედი ყველა მხედავდა, მეტი რა ვქნა. მე უნდა შევსულიყავი და გამექცა“ - ამბობს კაცი, რომელიც პირველი ამომრჩეველი 21-ე უბანზე ვერ გახდა.

სანდრა რულოვსი

19 მაისი 2019, 09:22

საქართველო

სანდრა რულოვსი: ზუგდიდის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანია

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსი ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

გიორგი გახარია

19 მაისი 2019, 09:21

საქართველო

გახარია: ზუგდიდში გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა

„მიმდინარეობს გამოძიება, მე როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი. თუმცა, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გაერკვევა დეტალურად ბოლომდე რა მოხდა, რა თქმა უნდა, ეს პიროვნება, როგორც ვიცი, არის დაკავებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

19 მაისი 2019, 09:21

საქართველო

პანკისის ხეობაში არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

შუალედურ არჩევნებზე ხმათა უმრავლესობის მოპოვებას ხალაწნის თემის 5 სოფელში სწორედ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეეცდება. როსტომ(რუსლან) ალხანაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გაააკეთა. მისი განცხადებით, კარგად იცნობს სოფლის პრობლემებს და გამარჯვების შემდეგ მთელ ყურადებას მოსახლეობის საჭიროებებს დაუთმობს.

ლადო კახაძე

19 მაისი 2019, 09:15

საქართველო

კახაძე: გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ

„ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ მთაწმინდის პირველი ოლქის მეთორმეტე საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. მმართველი პარტიის კანდიდატმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა. მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.

ანა მიქელაძე

19 მაისი 2019, 09:09

საქართველო

ცესკო: საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

„საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

გიორგი გახარია

19 მაისი 2019, 09:07

საქართველო

გახარია: შსს-ს რეაგირება განურჩევლად მხარეებისა აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი იქნება

"საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის გარკვეული ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების, რაც უპრეცედენტოა ამ ქალაქისთვის და ზოგადად საარჩევნო სისტემისთვის. ამიტომ ჩვენი ყურადღებაც ზუგდიდთან მიმართებით არის საკმაოდ კონცენტრირებული,"- თქვა გახარიამ.

ზუგდიდი

19 მაისი 2019, 08:52

საქართველო

ზუგდიდსა და ჭიათურაში საარჩევნო უბნებზე მცირე ინციდენტები მოხდა

ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს კომისიის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები დაუპირისპირდნენ. როგორც ერთ-ერთი დამკვირვებელი აცხადებს, გადასატან ყუთში ბეჭდის გარეშე ჩაგდებული ბიულეტენები აღმოაჩინეს.

ზურაბ ჯაფარიძე

19 მაისი 2019, 08:48

საქართველო

ზურაბ ჯაფარიძე: ჩვენთვის ეს ერთი ადგილი პრინციპულად მნიშვნელოვანია

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა. ძველ თბილისში სადეპუტატო მანდატისთვის ისტორიკოსი გრიგოლ გეგელიაც იბრძვის.

არჩევნები

19 მაისი 2019, 08:41

საქართველო

აბასთუმანში შუალედური არჩევნებია

აბასთუმნის N2 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულმა ამომრჩევლებმა არჩევანი ცხრა კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო."კანდიდატი არ წარუდგენია არც საინიციატივო ჯგუფებს.

არჩევნები

19 მაისი 2019, 08:26

საქართველო

წყალტუბოში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა

გუმბრის მაჟორიტარულ ოლქში შემავალ სამ სოფელში-ბანოჯაში, გუმბრასა და ხომულში ოთხი საარჩევნო უბანია გახსნილი. სულ რეგისტრირებულია 4215 ამომრჩეველი. გუმბრის ოლქში საკრებულოს დეპუტატის მანდატი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 2018 წელს მაჟორიტარი-დეპუტატი გარდაიცვალა.

19 მაისი 2019, 08:19

საქართველო

მაღალმთიან აჭარაში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა

ამ დროისთვის კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველაზე მაღალი აქტიურობა კი პირველ უბანზეა.ხულოში სულ 54 საარჩევნო უბანია. 24 123 ამომრჩეველი არჩევანს 14 კანდიდატს შორის გააკეთებს. ხულოში სულ 54 საარჩევნო უბანია. 24 123 ამომრჩეველი არჩევანს 14 კანდიდატს შორის გააკეთებს.

კრისტინ ლაგარდი

19 მაისი 2019, 08:09

ეკონომიკა

საქართველოს დღეს კრისტინ ლაგარდი ეწვევა

კრისტინ ლაგარდი 20 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან.

არჩევნები

19 მაისი 2019, 07:57

საქართველო

დღეს მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

დანკან ლოურენსი

19 მაისი 2019, 07:53

კულტურა

ევროვიზიის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი გახდა

მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია 2019“, რომელიც თელ-ავივში ჩატარდა ნიდერლანდების წარმომადგენელმა დანკან ლოურენსმა გაიმარჯვა, რომელმაც შეასრულა კომპოზიცია Arcade. მეორე ადგილზე იტალიის წარმომადგენელი ალესანდრო მაჰმუდი გავიდა სიმღერის Soldi, ხოლო ტოპ-სამეული რუსეთის წარმომადგენელმა სერგეი ლაზარევმა დახურა სიმღერით Scream.

ნაიჯელ ფარაჯი

19 მაისი 2019, 01:02

მსოფლიო

ევროპარლამენტის არჩევნებში ბრიტანეთიდან ნაიჯელ ფარაჯის პარტია ლიდერობს

ევროპარლამენტის არჩევნების წინ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად ნაიჯელ ფარაჯის „ბრექსიტის პარტია“ ლიდერობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. გამოცემა Observer-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 23 მაისის არჩევნებში ფარაჯის პარტია 34%-ს დააგროვებს.