Imedi /  22 მაისი 2019, 13:55 / სანდო წყარო

ჩეხეთში იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

პრაღა აქცია

პრაღაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ ქვეყნის იუსტიციის მინისტრის მარია ბენეშოვას გადადგომა მოითხოვეს. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

დემონსტრანტების მტკიცებით, ბენეშოვა ჩეხეთის პრემიერმინისტრის ანდრეი ბაბიჩის წინააღმდეგ გამოძიებას ეწინააღმდეგება.

ბაბიჩს ევროკავშირის სუბსიდიების განაწილებისას თაღლითობაში ადანაშაულებენ. საუბარია 1,6 მილიონ ევროზე, რომელიც ევროკავშირმა რეკრეაციული კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყო.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2020, 19:09

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურამ აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს საჩუქრები გადასცა

მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს საჩუქრები გადასცა. პროკურატურის თანამშრომლებმა მოზარდებს საჩუქრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის სრული დაცვით მიუტანეს. საქართველოს პროკურატურა აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის სხვადასხვა ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს.

მაია ცქიტიშვილი

02 აპრილი 2020, 18:58

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ამ შემზღუდავი ქმედებების შედეგია, რომ ჩვენი გავრცელების დინამიკა არის 15 შემთხვევა დღეში და არა ბევრად მეტი

თითოეული ჩვენი ნაბიჯი არის ძალიან კარგად კოორდინირებული და განისაზღვრება ჩვენი ჯანდაცვის სექტორის სპეციალისტების მიერ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა არსებული ვითარების შეჯამებისას „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება ხელისუფლების მიერ არის შეთანხმებული ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ამ დარგის პროფესიონალებთან. ისინი განსაზღვრავენ ამა თუ იმ დინამიკის პირობებში რა ქმედებები იქნებოდა გონივრული.

ვლადიმერ პუტინი

02 აპრილი 2020, 18:58

COVID19

რუსეთის პრეზიდენტმა კორონავირუსის გამო ქვეყანაში გამოცხადებული არასამუშაო კვირა 30 აპრილამდე გაახანგრძლივა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის გამო ქვეყანაში გამოცხადებული არასამუშაო კვირა 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. „როგორც ვირუსოლოგები ამბობენ, მსოფლიოში ეპიდემიის პიკს ჯერ არ მივაღწიეთ, მათ შორის რუსეთშიც. შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღე გავახანგრძლივო უქმე დღეების რეჟიმი მიმდინარე თვის ბოლომდე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვის დროს.

02 აპრილი 2020, 18:55

COVID19

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მას ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. კლინიკის დირექტორის. ლევან ანთაძის თქმით, განმეორებითმა ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და პაციენტი რამდენიმე საათში გაეწერება და ის თვითიზოლაციაში გადავა.

მაია ცქიტიშვილი

02 აპრილი 2020, 18:55

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ჩვენ არასოდეს ვართ დამოკიდებული მხოლოდ ერთი ქვეყნის ექსპორტზე

მაია ცქიტიშვილიმა ექსპორტის შესაძლო შეზღუდვაზე „დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს და უკვე შექმნილია სპეციალური საკოორდინაციო შტაბიც. „ჩვენ დღემდე ამ ნპროცესებს ისეთი სახით ვმართავდით, რომ ჩვენ მოსახლეობას არ ჰქონია პრობლემა მომარაგებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ექსპორტის შეზღუდვას, ასეთი შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული რამდენიმე ქვეყანას. ეს არის დროებითი ღონისძიებები, ქვეყნები აფასებენ თავის რესურსებს და მარაგებს და ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია იმის ახსნა, რომ თუ რომელიმე ქვეყანამ დროებით მიიღო გადაწყვეტილება ექსპორტის შეჩერების შესახებ , ასეთი ტიპის სასურსათო პროდუქტზე, ჩვენ არასდროს ვართ დამოკიდებული მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, აქედან გამომდინარე წყაროები მოწოდების არის დივერსიფიცირებული“, - განმარტა ცქიტიშვილმა.

02 აპრილი 2020, 18:51

COVID19

შსს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმების შესახებ აბონენტენისთვის გაგზავნილ შეტყობინებებზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს ,UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge". როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.

მაია ცქიტიშვილი

02 აპრილი 2020, 18:45

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პასუხისმგებლიანი და არ იძლევა პოპულისტურ დაპირებებს

2 მილიარდი არის ის თანხა, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენ შევძელით ბიუჯეტიდან გამოგვეყო და ამ პაკეტში შევიდა უკვე დაანონსებული კონკრეტული ღონისძიებები, მიმართულია ეკონომიკის გარკვეული სექტორების მხარდაჭერისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ოპრა უინფრი

02 აპრილი 2020, 18:43

COVID19

ოპრა უინფრიმ კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონი დოლარი გაიღო

ოპრა უინფრიმ კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონი დოლარი გაიღო. „10 მილიონ დოლარს გავიღებ, რათა ამერიკელებს დავეხმარო ქვეყნის მასშტაბით ამ პანდემიის ჟამს“, - დაწერა ოპრა უინფრიმ Twitter-ზე.

მაია ცქიტიშვილი

02 აპრილი 2020, 18:43

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ონლაინ გაყიდვა ნიშნავს იმას რომ მათ ოფისებში ისევ მუშაობენ ადამიანები, ჩვენი მიზანია ისინი სახლში დარჩნენ

ონლაინ გაყიდვამ ძალიან ბევრი კითხვა გამოიწვია. როდესაც უკვე გადავედით გავრცელების ამ დინამიკაზე, სადაც უკვე 15 შემთხვევა გვაქვს დღეში, მეორე რიგის ამოცანები დგება, რომელის გულისხმობ ზოგადად არა მარტო მომხმარებელსა და გამყიდველს შორის კონტაქტების ან მაღაზიაში მომხმარებლების შემცირებას, არამედ უკვე იმ ორგანიზაციებში დასაქმებულების სახლში დატოვებასაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა. „როცა ვსაუბრობთ ამა თუ იმ ორგანიზაციის მუშაობაზე, მათ შორის ონლაინ ვაჭრობაზე, როდესაც ჩვენ სახლიდან ამა თუ იმ ნივთს ვყიდულობთ ეს ამავდროულად ნიშნავს იმას, რომ ის ბიზნესსუბიექტი რომელიც გვემსახურება ამ ონლაინ გაყიდვის მეშვეობით, მის ბექოფისში კვლავ უნდა მუშაობდნენ გარკვეული რაოდენობის ადამიანები. მაგალითისთვის როდესაც საოჯახო ტექნიკის ონლაინ გაყიდვას გვთავაზობენ, ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ ამისთვის საწყობში უნდა მუშაობდეს ხალხი, გადაზიდვა უნდა ხდებოდეს ამ ნივთის, სახლში უნდა მოიტანოს რამდენიმე მუშამ, ანუ საკმაოდ აქტიური ბიზნეს პოროცესები არის მაინც ამ ე.წ. ონლაინ ვაჭრობის დროს“, - განმარტა ცქიტიშვილმა

ლევან რატიანი

02 აპრილი 2020, 18:28

COVID19

ლევან რატიანი ჟურნალისტებს: არ გაცივდეთ, თორემ მერე იტყვიან კორონა აქვთო

არ გაცივდეთ, თორემ მერე იტყვიან კორონა აქვთო- ასე მიმართა ბრიფინგის დაწყებამდე ჟურნალისტებს პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს. როგორც ლევან რატიანმა თქვა, რამდენიმე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა შესაძლოა საავადმყოფო დღის ბოლოს დატოვოს, თუ მათი განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება.

02 აპრილი 2020, 18:28

საზოგადოება

საკრებულოს უმრავლესობა თურქეთის საელჩოს მიერ შეძენილ ნობათს სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს დაურიგებს

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების დარიგების კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს უმრავლესობის წევრები დღეს, საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ, შეძენილ ნობათს, სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგებენ. პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტი საკრებულოს პირადად თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგანიმმა და ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციების „გურთიარდისა“ და „მუსიეთის“ წარმომადგენლებმა გადასცეს.

02 აპრილი 2020, 18:25

COVID19

აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მიღების განაცხადი 6.65 მილიონმა ადამიანმა შეავსო

კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე აშშ-ში უმუშევრად დარჩენილმა 6.65 მილიონმა ადამიანმა დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო. 26 მარტს აშშ-ში უმუშევრობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე სამუშაოს გარეშე დარჩენილმა 3.3 მილიონმა ადამიანმა დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო. წინა მაქსიმუმი 1982 წელს დაფიქსირდა და ერთი კვირის განმავლობაში 695.000 შეადგინა.

დეკანოზი შალვა

02 აპრილი 2020, 18:25

COVID19

დეკანოზი შალვა კეკელია: სააღდგომოდ მრევლს შეუძლია ეკლესიში 21:00-საათამდე მისვლა და 06:00 საათის შემდეგ სახლში წასვლა

დეკანოზი შალვა კეკელია ფიქრობს, რომ კომენდანტის საათის პირობებში სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება შესაძლებელია. მისი თქმით, მრევლს შეუძლია ეკლესიში 21:00-საათამდე მისვლა და 06:00 საათის შემდეგ სახლში წასვლა. „მივლენ ეკლესიაში, გადანაწილდებიან, ტაძარში იქნება მონიშნული ადგილები და დილის ექვსის მერე წავლენ სახლში. პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ დაადასტურეს, რომ იმ ღირებულებებს, რომლებიც ქრისტიანისთვის უმთავრესია, არ უღალატებენ. უწმინდესმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა“, - აღნიშნა დეკანოზმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.

02 აპრილი 2020, 18:14

რეგიონი

ზესტაფონში, სოფელ არგვეთასა და ზედა საქარაში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს

არგვეთის საჯარო სკოლის კორპუსი 240 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. საგანმანათლებლო დაწესებულება უახლესი სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. მშენებლობის პროცესი ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.

02 აპრილი 2020, 18:04

საზოგადოება

ვის უნდა მიმართოთ თბილისში მშენებლობის გაგრძელების უფლების მისღებად

„ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის (მშენებლობაში იგულისხმება ყველა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობა) უნდა მიმართონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილობითი განცხადებით https://my.municipal.gov.ge/#!/guest/service-select-ზე, რომლითაც უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, სადაც ესაჭიროებათ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან რატიანი

02 აპრილი 2020, 17:58

COVID19

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა შესაძლოა დღის ბოლოს დატოვოს

ამ დრიოისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 52 პაციენტი წევს. ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი არ დაყდასტურდათ, საკარნტინო ზონაში გადაიყვანეს- ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისი თქმით, საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან COVID-19 23 პაციენტს დაუდასტურდა და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 17:57

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საპატრიარქოსთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს და საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში

ხელისუფლება მთლიანად მართავს ვითარებას და ამის ნაწილია კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც ეს მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც პანდემიის ფონზე, დისტანციის დაცვის პირობებში, სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციაზე დაუსვეს შეკითხვა.

სტრასბურგის სასამართლო

02 აპრილი 2020, 17:47

სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევები დაადგინა

2006 წლის ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინ. სტრასბირგის გადაწყვეტილება საქმეზე კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ დღეს გამოქვეყნდა. საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრების: 23 ზურაბ კუხალაშვილისა და 29 წლის არსენ ბუხრაშვილის გარდაცვალებას ე.წ. „ბუნტის“ დროს მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 17:45

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ენზელ მკოიანის დაკავების ან მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს

ნამდვილად არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ძალიან კარგად ჩანს რომ სამველ პეტროსიანი ისვრის საქართველოს პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის მისამართით, რასაც მკოიანი პასუხობს თავდაცვის მიზნით. ეს არის სურათი, რომელიც აშკარად იკვეთება ვიდეოკადრებიდან, დანარჩენი გამოძიების საქმეა- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისი თქმით, ვიდეოკადრებიდან პირდაპირ და აშკარად ჩანს, რომ კონფლიქტის ინიციატორი პეტროსიანია.

არჩილ მინდიაშვილი

02 აპრილი 2020, 17:44

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა

არჩილ მინდიაშვილი 1973 წლიდან მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა ორგანიზაციაში. იყო საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი.