imedi /  22 მაისი 2019, 16:02 / სანდო წყარო

რადამ ზელენსკის კანონპროექტი დღის წესრიგში არ შეიტანა

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითვალისწინებდა, დღის წესრიგში არ შეიტანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და სარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებდა.

სესიის დღის წესრიგში კანონპროექტის შეტანას, რასაც 226 დეპუტატის თანხმობა სჭირდება, მხარი მხოლოდ 92 დეპუტატმა დაუჭირა.

ამის შემდეგ პარლამენტის სპიკერმა ანდრეი პარუბიმ პარლამენტის სხდომა დახურა.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად 20 მაისს გახდა და უკრაინის უმაღლესი რადა დაითხოვა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება.

ყველა სიახლე

კამერუნი თავდასხმა

17 თებერვალი 2020, 08:50

მსოფლიო

კამერუნში ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმას 22 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი ემსხვერპლა

კამერუნის ჩრდილო-დასავლეთში, სოფელ ნტუმბოზე თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გაეროს წარმომადგენლის, ჯეიმს ნუნანის განცხადებით, მოკლულთა შორის 14 ბავშვი და ერთი ორსული იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე მათგანი ცოცხლად დაიწვა.

ვალერი გელაშვილი

17 თებერვალი 2020, 08:38

საქართველო

საპროცედურო კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე დღეს იმსჯელებს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა.

პიოტრ პავლენსკი

17 თებერვალი 2020, 08:36

მსოფლიო

პარიზში სკანდალური რუსი მხატვარი დააკავეს

პოლიტიკოსის მაკომპრომეტირებელი მასალა სოციალურ ქსელებში რუსმა მხატვარმა გაავრცელა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეო მას გრივოს საყვარელმა მიაწოდა. ის სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევის ბრალდებით არის დაკავებული.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 08:24

საქართველო

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე დღეს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ეყაროს. ირაკლი შოთაძეს თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

კორონავირუსი

17 თებერვალი 2020, 08:09

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1770-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 105 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1770-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 70 550 შეადგინა.

„შიშველი ფესტივალი“ იაპონია

17 თებერვალი 2020, 00:55

ტაბლოიდი

იაპონიაში ტრადიციულ „შიშველ ფესტივალში“ მონაწილეობა 10 ათასმა ადამიანმა მიიღო

„ჰაკადა მაცური“ ანუ „შიშველი ფესტივალი“ თებერვლის მესამე შაბათს ქალაქის ერთ-ერთ ტაძარში ტარდება და მასში მხოლოდ კაცები მონაწილეობენ. ისინი ტაძრის ირგვლივ დარბიან, შემდეგ კი ტაძრის ფანჯრიდან მონაწილეების მისამართით სპეციალურ ჯოხებს ისვრიან. მათ, ვინც ჯოხებს დაიჭერს, წლის განმავლობაში იღბალი არ უღალატებს.

კახა კალაძე

17 თებერვალი 2020, 00:38

საქართველო

კახა კალაძე რუსეთის დელეგაციის ვიზიტზე: გადაწყვეტილებებს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ

საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების რეჟიმში, გადაწყვეტილებებს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ - ამის „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

კახა კალაძე

17 თებერვალი 2020, 00:31

საქართველო

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ელტონ ჯონი

17 თებერვალი 2020, 00:25

კულტურა

ელტონ ჯონმა ოკლენდში კონცერტზე ხმა დაკარგა

სცენიდან გასვლისას ჯონი ცრემლებს ვერ იკავებდა. მან განმარტა, რომ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, დაავადება მარტივ ფორმაში მიმდინარეობდა, ამიტომ მომღერალმა იფიქრა, რომ გამოსვლას ბოლომდე მიიყვანდა.

გველები ორგია აშშ

17 თებერვალი 2020, 00:08

ტაბლოიდი

ფლორიდაში ქალაქის პარკი გველების ორგიის გამო დაიკეტა

ქვეწარმავლების უჩვეულო სიმრავლის შესახებ მერიის თანამშრომლები ქალაქის მცხოვრებლებმა გააფრთხილეს. ადგილზე მისულმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ ტბასთან გველების დიდმა ჯგუფმა ორგია მოაწყო.

გენო პეტრიაშვილი

16 თებერვალი 2020, 23:59

სპორტი

გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია. მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გორელმა სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელი რობერტ ბარანი 11:0 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.

გულის შეტევა ინფარქტი

16 თებერვალი 2020, 23:51

ტექნოლოგიები

კარდიოლოგებმა გულის შეტევის რისკის შემცირების მეთოდი დაასახელეს

შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგების მტკიცებით, კვირაში ორჯერ დღის ხანმოკლე ძილი გულის შეტევის განვითარების რისკს 48%-ით ამცირებს. კვლევაში 35-75 წლის 3400-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. კარდიოლოგები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ხუთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

კახა კალაძე

16 თებერვალი 2020, 23:23

საქართველო

კახა კალაძე ოპოზიციასთან დიალოგზე: შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შედგეს

„თუ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შევჯერდებით და გარკვეული ცვლილებები იქნება განსახორციელებელი, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს გარკვეული შეთანხმებების მიღწევა. დრო მე როგორ უნდა დავუნიშნო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს კონსენსუსის მიღწევა“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

16 თებერვალი 2020, 23:10

საქართველო

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

„არ ვიცი თვითონ რა აქვს გადაწყვეტილი ვანო მერაბიშვილს. თუ სად და როგორ გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა, ეს მისი გადასაწყვეტია და მისგან უნდა მოვისმინოთ. თუმცა, ამ ადამიანმა მოიხადა თავისი სასჯელი იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაშიც ბრალი ჰქონდა წარდგენილი და გამოდის უკვე. გააგრძელებს როგორც რიგითი მოქალაქე ცხოვრებას, თუ სად და რა მიმართულებით, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

16 თებერვალი 2020, 23:08

საქართველო

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა. მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიციისთვის, კერძო ინტერესები ისევ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგას.

შემთხვევის ადგილი

16 თებერვალი 2020, 23:05

საქართველო

ქუთაისში ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

უწყების განმარტებით, ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი ტანსაცმლის, პროდუქტისა და შერეული საქონლის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს.

16 თებერვალი 2020, 22:45

საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენენ

18-21 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენა მოხდება. ფონდ „ღია საზოგადოების“ ინფორმაციით, მათიორგანიზებითა და მხარდაჭერით, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ბრიუსელში ადვოკატირების ვიზიტზე მიემგზავრებიან.

ქუთაისი ბაზრობა ხანძარი

16 თებერვალი 2020, 22:21

ძალოვნები

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ბაზრობა იწვის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. ადგილზე რვა სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

ავთანდილ კენჭაძე

16 თებერვალი 2020, 22:14

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 2 მედალი მოიპოვეს

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ლომთაძე ფინალში რუს ალექსანდრ ბოგომოევთან 2:3 დამარცხდა და კონტინენტის პირველობა ვერცხლის მედლით კარიერაში მეოთხედ დაასრულა. 74 კილოგრამ წონითი კატეგორიის დამამშვიდებელი ეტაპის ფინალში კი ავთანდილ კენჭაძემ ბულგარელი კიროვის დამარცხებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

Diamond Princess

16 თებერვალი 2020, 22:04

მსოფლიო

საკრუიზო ლაინერიდან ევაკუირებულ 40 ამერიკელს კორონავირუსი აქვს

Diamond Princess-ი იოკოჰამას პორტში 3 თებერვლიდან არის გაჩერებული, მას შემდეგ, რაც ლაინერის ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ხომალდზე კარანტინი გამოცხადდა, მაგრამ ამის მიუხედავად ბორტზე მყოფი 3 700 ადამიანიდან ვირუსი 285-ს დაუდგინდა.